ჩემთვის, როგორც ყოფილი მასწავლებლისა და კლასის დამრიგებლისათვის, აბსოლუტურად მიუღებელია, სკოლის დამთავრების შემდეგ სადამრიგებლო კლასის მხრიდან კლასის ხელმძღვანელისადმი მადლიერების გამოხატვის მიზნით გადაცემული საჩუქარი გახდეს გათავისუფლების მიზეზი. ამის ინიციატორი არასოდეს არ არის კლასის ყოფილი დამრიგებელი. არსებული პრაქტიკით, ასეთ საჩუქარს ყოველთვის სიურპრიზის ფორმა აქვს.
მეც, პედაგოგიური მოღვაწეობის დროს და სხვებსაც, ალბათ დამეთანხმება პედაგოგთა აბსოლუტური უმრავლესობა, გამოსაშვებ საღამოზე მადლიერების საჩუქარი მიგვიღია! აღვნიშნავ იმასაც, რომ საჩუქრის გადაცემის მომენტში უხერხულობის განცდაც მქონდა, დაბრუნება კი, შეურაცხყოფდა მოსწავლეების მადლიერების გამოხატვას.
მე, როგორც სპმთპ-ის პრეზიდენტი, აღნიშნულ ფაქტზე დასკვნას ვაკეთებ სოციალური ქსელებში არსებული ინფორმაციიდან.
მიუხედავად იმისა, რომ ქალბატონი ნატალია თურქაძე არ არის სპმთპ-ის წევრი, მისი ჩვენთან მომართვის საფუძველზე დავიწყებთ აღნიშნული საკითხის შესწავლას და აღმოვუჩენთ ყოველგვარ სამართლებრივ დახმარებას.