View Larger Image კონფერენცია – სახელმწიფო და საერთაშორისო შეფასება.Solomedia2025-12-03T06:45:47+04:0023.07.2017|სიახლეების არქივი|2017 წლის 3-4 ივნისს, პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირისა და გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრის ერთობლივი ორგანიზებით, ჩატარდა კონფერენცია, სადაც წარდგენილი იყო საერთაშორისო და სახელმწიფო კვლევების შედეგები ,,სახელმწიფო და საერთაშორისო შეფასება-სასკოლო განათლების ძირითადი გამოწვევები“.2 დღიანი კონფერენციის მიზანს წარმოადგენდა ფართო საზოგადოების ინფორმირება მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო საგნების სწავლა-სწავლებაში არსებული ვითარების შესახებ. განათლების პოლიტიკის განმსაზღვრელებთან ერთად, სპმთპ-ის ორგანიზებით კონფერენციას დაესწრო 150 -ზე მეტი სპმთპ-ის წევრი პედაგოგი საქართველოს ყველა რაიონიდან. სახელმწიფო და საერთაშორისო კვლევების გაცნობის შემდგომ დიალოგის ფორმატში გაიმართა მსჯელობა განათლების ხარისხის ამაღლებისა და სწავლის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველსაყოფად.FacebookXLinkedInWhatsAppTelegramThreadsEmailCopy Link