სპმთპ-ის „პროფესიონალ მასწავლებელთა საკონსულტაციო საბჭოს“ წევრების მეოთხე ჯგუფის შეხვედრა

✅2025 წლის 7-9 მარტს, სპმთპ-ის ,,პროფესიონალ მასწავლებელთა საკონსულტაციო საბჭოს“ მეოთხე შეხვედრა გაიმართა პედაგოგთა პროფესიული განვითარების სატრენინგო ცენტრში (ტყიბულის მუნიციპალიტეტი,ს.საწირე)
✅შეხვედრაზე იმყოფებოდა 26 მასწავლებელი, სპმთპ-ის გლდანის, რუსთავის, ბათუმის, მარნეულის, ბოლნისის, კასპის, ადიგენის, ასპინძის, საჩხერის, ბორჯომის, ცაგერისა და ლენტეხის საქალაქო და რაიონული ორგანიზაციებიდან.
✅შეხვედრის გახსნისას, სპმთპ-ის პრეზიდენტმა, მაია კობახიძემ, დამსწრეთ დეტალურად გააცნო მასწავლებელთა შრომითი, სოციალურ-ეკონომიკური და სამართლებრივი უფლებების დაცვისა და გაუმჯობესების, ასევე მათი პროფესიული განვითარების მიზნით სპმთპ-ის მიერ გაწეული საქმიანობა. ისაუბრა ,,პროფესიონალ მასწავლებელთა საკონსულტაციო საბჭოს’’ შექმნის მიზნებსა და ამოცანებზე.
✅მასწავლებლებმა ორი დღის განმავლობაში იმუშავეს სპმთპ-ის საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარის, როლანდ ხოჯანაშვილის ხელმძღვანელობით ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის სტანდარტის კომპონენტებთან დაკავშირებულ საკითხებზე. კოლეგებმა იმსჯელეს სკოლის როლზე, უსაფრთხო და პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს შექმნაზე, სკოლის მისიის, ხედვისა და ღირებულებების განსაზღვრაზე, აგრეთვე სტრატეგიული განვითარებისა და სამოქმედო გეგმების შემუშავების მეთოდოლოგიაზე.
✅საკონსულტაციო საბჭოს წევრებმა, სკოლების მზაობის შეფასების გათვალისწინებით, შეიმუშავეს პროფკავშირის შესაძლებლობები, რათა დაეხმარონ კოლეგა სკოლებს ამ პროცესში ჩართვისას. ასევე, გაზიარეს საუკეთესო პრაქტიკა.
✅როლანდ ხოჯანაშვილმა ყველა მონაწილეს წარუდგინა და გაუზიარა დამუშავებული მასალები და რესურსები. სპმთპ-ის გორის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, გორის N 7 საჯარო სკოლის წამყვანმა მასწავლებელმა,ნათია გაბროშვილმა, რემედიაციისა და ადაპტაციაზე ისაუბრა.
✅შეხვედრის ბოლო ნაწილში, სპმთპ-ის პრეზიდენტმა მაია კობახიძემ დეტალურად შეაჯამა სპმთპ-ის ბოლო წლების შედეგები და სამომავლო გეგმები, პასუხი გასცა მასწავლებელთა მიერ დასმულ შეკითხვებს.სპმთპ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ნათია კორძაძემ, ისაუბრა მასწავლებელთათვის მნიშვნელოვან დაზღვევის, დეკრეტული შვებულებისა და საავადმყოფო ფურცლის ანაზღაურების წესსა და მასთან დაკავშირებულ პრობლმებზე. ამ მიმართულებით, სპმთპ-ის ჩართულობით აღდგენილ მასწავლებელთა უფლებებზე.
✅ორდღიან შეხვედრაში მონაწილეობდა ბათუმის საქალაქო ორგანიზაციის წევრი ქ. ბათუმის კერძო სკოლის მასწავლებელი გიორგი დიდიძე. ის ბოლო ორი წელია დაუბრუნდა პედაგოგიურ მოღვაწეობას და აქტიურად განაგრძო პროფკავშირული საქმიანობა საქართველოში. პედაგოგიური საქმიანობის გარკვეული წყვეტის მიუხედავად გიორგი დიდიძე ყოველთვის რჩებოდა სპმთპ-ის აქტიურ მხარდამჭერად. ის კოლეგებს ესაუბრა პროფკავშირის შესახებ და საკუთარი მოსაზრებები გაუზიარა.
✅საკონსულტაციო საბჭოს მუშაობაში ჩაერთო სპმთპ-ის საჩხერის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, მათემატიკის მასწავლებელი ნათელა თევზაძე
✅სპმთპ-ის საკონსულტაციო საბჭოს წევრებმა მადლობა გადაუხადეს ორგანიზაციის ლიდერს, მაია კობახიძეს გაწეული საქმიანობისთვის და აღნიშნეს, რომ მათი ჩართულობით, უფრო მეტი კოლეგა გაითავისებს პროფკავშირების როლსა და მნიშვნელობას.
✅ შეხვედრის მეორე დღეს მოეწყო დოკუმენტური ფილმის – ,,განვლილი გზა 2010-2014 წწ”ჩვენება, რამაც ემოციური მუხტი შეიტანა საკონსულტაციო საბჭოს წევრებში. ფილმი ნათელი მაგალითია სპმთპ-ის მოღვაწეობის, ხელისუფლების ზეწოლის პერიოდში ორგანიზაციის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის და ორგანიზაციის აღდგენის წარმატებული შედეგების, რაც ერთგვარი გზამკვლევია დასაქმებულთა ბრძოლისა და ერთობის, მათი მოტივაციის ამაღლებისათვის.
———————————————
The Meeting of the fourth group of Members of the Professional Teachers’ Advisory Council of the Georgian Teachers’ Union – ESFTUG
✅ On March 7-9, 2025, the meeting of the Professional Teachers’ Advisory Council of the ESFTUG was held at the ESFTUG Teachers’ Professional Development Training Center in Satsire village, Tkibuli Municipality.
✅ The meeting was attended by 26 teachers from the ESFTUG’s district and city organizations of Gldani, Rustavi, Batumi, Marneuli, Bolnisi, Kaspi, Adigeni, Aspindza, Sachkhere, Borjomi, Tsageri, and Lentekhi.
✅ At the opening session, the ESFTUG President Maia Kobakhidze provided a detailed overview of the activities carried out by the ESFTUG to protect and improve teachers’ labor, socio-economic, and legal rights, as well as to support their professional development. She also spoke about the goals and objectives behind the creation of the ESFTUG Professional Teachers’ Advisory Council.
✅ Over the course of two days, teachers worked under the leadership of Roland Khojanashvili, Chairman of the Advisory Council, on topics related to the authorization standards for general education institutions. Colleagues discussed:
• The role of schools in creating a safe and professional development-oriented learning environment
• The definition of school mission, vision, and values
• Methodologies for developing strategic plans and action plans
✅ Based on assessments of school readiness, Advisory Board members developed strategies for trade union involvement to assist schools in this process. They also shared best practices.
✅ Roland Khojanashvili presented and distributed developed materials and resources to all participants. Natia Gabroshvili, Chairperson of the ESFTUG Gori District Organization and a lead teacher at Gori Public School No. 7, delivered a session on remediation and adaptation.
✅ In the final part of the meeting, the ESFTUG President Maia Kobakhidze provided a detailed summary of the union’s achievements in recent years and discussed future plans, answering participants’ questions. The ESFTUg Vice President Natia Kordzadze spoke about important health insurance policies for teachers, including maternity leave, sick leave payments, and related challenges. She highlighted cases where teachers’ rights were restored through the union’s efforts.
✅ The meeting also welcomed Giorgi Dididze, a Batumi city organization member and teacher at a private school in Batumi. Having returned to teaching in the past two years, he has actively continued his trade union activism. Despite interruptions in his teaching career, he has remained a strong supporter of the union and shared his experiences with colleagues.
✅ Natela Tevzadze, Chairwoman of the ESFTUg Sachkhere county Organization of the ESFTUG and a mathematics teacher, also participated in the Advisory Council’s discussions.
✅ The Advisory Council members expressed their appreciation to the ESFTUG President Maia Kobakhidze for her leadership and emphasized the importance of expanding awareness about the role of trade union among teachers.
✅ On the second day of the meeting, attendees watched the documentary film “The Path of the ESFTUG in 2010-2014,” which had a strong emotional impact on the members. The film serves as a powerful testament to the work and achievements of the Educators and Scientists Free Trade Union of Georgia – ESFTUG