ლიდერთა განვითარება პირველადი ორგანიზაციებიდან

ETUCE-ის პროექტი – ,,შენი ჯერია“ დასკვნითი კონფერენციის შედეგები
2026 წლის 18–19 თებერვალს, ქ. ვილნიუსში გაიმართა ,,ევროპის განათლების პროფკავშირების“ (ETUCE) პროექტის „შენი ჯერია: მასწავლებლები პროფკავშირების განახლებისთვის“ ფარგლებში დასკვნითი კონფერენცია. კონფერენციაზე მიწვეულნი იყვნენ სპმთპ-ის პრეზიდენტი მაია კობახიძე და აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი მარი ალუღიშვილი სპმთპ-ის წარმატებული პრაქტიკისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით.
დასკვნით კონფერენციაზე ETUCE-ის წევრი ორგანიაციების ევროპული ქვეყნების განათლების სფეროს პროფკავშირების ლიდერებმა და წარმომადგენლებმა შეაფასეს ETUCE-ის ორწლიანი ერთობლივი სწავლებისა და თანამშრომლობის შედეგები. პროექტი ორიენტირებული იყო „ქვედა დონიდან“ (პირველადი ორგანიზციებიდან) პროფკავშირების განახლებაზე – ,,პირველადი ლიდერობის“ (link leadership) კონცეფციის შემუშავებაზე. კონცეფცია გულისხმობს სამუშაო ადგილზე არაფორმალურ, ყოველდღიურ ლიდერთა მხარდაჭერას, როგორც საფუძველს და მნიშვნელოვან დამაკავშირებელ რგოლს წევრებსა და პროფკავშირულ სტრუქტურებს შორის. დასკვნითი კონფერენციის მიზანი იყო, როგორც პროექტის მიღწევების კონსოლიდაცია, ასევე, იმ გზების განსაზღვრა, თუ როგორ შეიძლება „link leadership“-ის უფრო ღრმად ინტეგრირება პროფკავშირულ სტრუქტურებში და არსებული პრაქტიკების გაზიარება.
გახსნით სესიაზე სიტყვით გამოვიდნენ ეგიდიუს მილეშინასი (LŠMPS-ლიეტუვა), იელმერ ევერსი (ETUCE-ის ევროპული დირექოტრი) და ლიეტუვის განათლების, მეცნიერებისა და სპორტის ვიცე-მინისტრი იონას პეტკევიჩიუსი. პროექტის ექსპერტებმა ჰოვარდ სტივენსონმა და ალესანდრო არიენცომ წარმოადგინეს კონცეფცია „შენი ჯერია- განახლებისთვის. ,,პროექტის ბენეფიციარებმა – ესპანეთის (FECCOO), ჰოლანდიის (AOb), ლიეტუას (LŠMPS) და უნგრეთის (PSZ) წარმომადგენლებმა გახნით სესიაზე გააზიარეს პირადი გამოცდილება იმის შესახებ, თუ როგორ დაეხმარათ პროექტი პოტენციური „link“ ლიდერების გამოვლენაში, ახალი აქტივისტების მხარდაჭერასა და წევრთა უფრო ღრმა ჩართულობის წახალისებაში. ექსპერტებს მიეცათ შესაძლებლობა, წარმოეჩინათ ორგანიზების თეორიული საფუძვლები და აეხსნათ, როგორ ერგება „link leadership“-ის კონცეფცია განახლების ფართო სტრატეგიებს.
წარმატებული პროფკავშირული საქმიანობა – „მაკავშირებელი ლიდერობით“ (link leadership) იწყება, „link“ ლიდერებმა უნდა გააცნობიერონ საკუთარი როლი, დაისახონ და განსაზღვრონ მოლოდინები, რათა რეალურად შეძლონ შედეგების მიღწევა. პროფკავშირებმა მუშაობა უნდა გააძლიერონ ეტაპობრივად, განავითარონ შესაძლებლობები, რათა არ მოხდეს მათი ნაადრევად გადაყვანა ფორმალურ პოზიციებზე, რადგან „link leadership“-ის ღირებულება სწორედ მის არაფორმალურ ხასიათსა და სამუშაო ადგილთან სიახლოვეში მდგომარეობს.
მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ განსაკუთრებით საჭიროა პრაქტიკული სტრატეგიები პროფკავშირებში ძლიერი „link leadership“-ის ჩამოსაყალიბებლად. „link“ ლიდერები წარმატებით საქმიანობენ მაშინ, როდესაც ნდობას, მხარდაჭერას და ურთიერთსოლიდარობას გრძნობენ. ეს მოითხოვს ისეთი გარემოს შექმნას, სადაც პრიორიტეტი ურთიერთკოლეგიალობას ენიჭება და პროფკავშირული საქმიანობის საფუძველს პირისპირ კომუნიკაცია წარმოადგენს. ამავდროულად, თანამედროვე საკომუნიკაციო ტექნოლოგიები მნიშვნელოვან ინსტრუმენტებს სთავაზობს მათ სწრაფი და არაფორმალური კოორდინაციისთვის. თუმცა, ციფრული საშუალებები უნდა ავსებდეს ლიდერთა გაძლიერებას, მაგრამ ვერ ჩაანაცვლებს პირისპირ ჩართულობას.
რამდენიმე პროფკავშირმა გააზიარა „link“ ლიდერების წყვილებად მუშაობის პრაქტიკა, იზოლაციის თავიდან ასაცილებლად და ურთიერთსწავლების გასაძლიერებლად. სხვებმა განიხილეს სკოლებსა და რეგიონებს შორის ჰორიზონტალური ქსელების განვითარების მიდგომები, რათა ლიდერობა გახდეს გაზიარებული და კოლექტიური და არა ინდივიდუალიზებული.
დისკუსიები შეეხო:
მხარდამჭერი სტრუქტურების შექმნის მნიშვნელობას ისე, რომ ინიციატივა არ შეიზღუდოს;
„link“ ლიდერების მიმართ ნდობის გამოხატვას, რათა მათ საკუთარ საქმიანობაზე პასუხისმგებლობა აიღონ;
აღიარებას, რომ ნამდვილი ორგანიზება ხშირად ბუნებრივად ვითარდება მაშინ, როდესაც პროფკავშირები ამცირებენ გადამეტებულ ცენტრალიზაციას და აძლევენ სივრცეს „ქვემოდან“ წამოსულ ენერგიას.
თუ პროფკავშირებს რეალური ცვლილების მიღწევა სურთ, გადამწყვეტია გრძელვადიანი ორგანიზაციული სტრატეგიები. ამ კონტექსტში ჰოლანდიის (AOb) გამოცდილება წარმოჩენილი იყო როგორც კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება პროფკავშირი მოკლევადიანი კამპანიების ფარგლებს გასცდეს და შექმნას მან მონაწილეობის მდგრადი კულტურა.
პროფკავშირების განახლება მოითხოვს მოთმინებას, ერთგულებასა და აქტივისტების განვითარებაში უწყვეტ ინვესტირებას, რადგან აზროვნების ცვლილება იწვევს ქმედების ცვლილებას. „link“ ლიდერებს, როდესაც ისინი აღჭურვილნი არიან სიცხადით, განათლებითა და მხარდაჭერით, შეუძლიათ ეტაპობრივად, თუმცა არსებითად შეუწყონ ხელი კოლექტიურ ტრანსფორმაციას.
პროექტ „Your Turn 2“-ის საბოლოო მიზანი ETUCE-ის წევრი ორგანიზაციების წახალისება, გაიაზრონ საკუთარი ორგანიზების მიდგომები და საჭიროები, რათა საკუთარ პროფკავშირებში დაბრუნების შემდეგ კონკრეტული ნაბიჯები განსაზღვრონ.
პერსპექტივის ცვლილება დროისა და ძალისხმევის პროცესია — ლიდერობის ფორმალურ პოზიციებად აღქმიდან გადასვლა სამუშაო ადგილზე ყოველდღიური, ურთიერთობებზე დაფუძნებული ლიდერობის გადამწყვეტი როლის აღიარებამდე.
სტრატეგიული განახლება ხშირად გარდაუვალია, რადგან პროფკავშირები სულ უფრო მეტად აწყდებიან სწრაფად ცვალებად შრომის ბაზარსა და განათლების სექტორზე მზარდ ზეწოლას მთელ ევროპაში — იქნება ეს ფინანსური შეზღუდვები, მასწავლებელთა დეფიციტი თუ განათლების პედაგოგიურ მისიაში ჩარევა.
„link leadership“-ის განვითარება მოითხოვს არა მხოლოდ ტექნიკურ ტრენინგს, არამედ ფართო პროფკავშირულ განათლებასაც, რომელიც ხელს უწყობს პროფკავშირის ისტორიის, პოლიტიკური კონტექსტის, უფლებებისა და კოლექტიური მოქმედების სიღრმისეულ გააზრებას. სწორედ ამიტომ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება წარმართულ ურთიერთსწავლებას, როდესაც აქტივისტები თავად ამზადებენ და მენტორობენ სხვა აქტივისტებს და აძლიერებენ გაზიარებული პასუხისმგებლობის კულტურას.
ETUCE აგრძელებს წევრი ორგანიზაციების მხარდაჭერის და კონფერენციის შემდეგაც გეგმავს იმპულსის შენარჩუნებას ახალი და უფრო მიზნობრივი სასწავლო შესაძლებლობების შეთავაზებით.