
ახალ 2026 წელს, საწირის ბედაგოგთა სატრენინგო ბაზაზე მუშაობა მეკვლეების შემობრძანებით დავიწყეთ.
ხონის რაიონული ორგანიზაციის კოორდინატორის გოგალი გახოკიძეს ორგანიზებით, ხონის პირველი, მეორე, ს. ახალშენისა და ს. ნამაშევის საჯარო სკოლების საზოგადოება ახალი ძალისხმევით, ენთუზიაზმით, ურთიერთსიყვარულით, მხიარული მუსიკალური ნომრების შეჯიბრით და ახალ-ახალი იდეებით გვესტუმრა.
ხონის პირველი და მეორე საჯარო სკოლების მასწავლებლებმა მუსიკალური ნიჭი ისე გამოავლინეს, რომ გამარჯვებულის დასახელება გაგვიჭირდა, რომ არა გოგას შესრულებული ,,ალილუია”, რამაც პირველი ადგილი ობიექტურად დაიმსახურა. გოგას სიმღერას ცალკე გამოვაქვეყნებ.
,,შემოვდგი ფეხი… გწყალობდეთ ღმერთი…
უთქვამს ოდესღაც მეკვლეს განთიადს…
ამ ფეხის იყოს კვალი ნათელი,
ვტოვებ ნაკვალევს უხვს და მადლიანს…”
გვჯერა, რომ ხონელი მასწავლებლები, თავიანთი გულწრფელი შესრულებით და ბავშვური ჟრიამულით, ბედნიერებას, ერთიანობას, ძლიერებას და მიზნების მიღწევას დააბედებენ ჩვენს ერთიან, დიდ ოჯახს, ახალ 2026 წელს!
ასეთ ბედნიერ საღამოს, მხიარულების ფონზე როლანდ ხოჯანაშვილი და Natia Kordzadze გეგმავდნენ მეორე დღის სამუშაო გრაფიკსა და თემატიკას.
მადლობა ხონის პირველი საჯარო სკოლის დირექტორს Shorena Kakabadze და მასწავლებლებს, რომ ხონის მუნიციპალიტეტში ხართ მანათობელი დემოკრატიისა და ერთიანობის შენებისათვის, განვითარებისა და სოლიდარობისთვის!