2026 წლის 29 იანვარს, სპმთპ-ის წარმომადგენლებმა, გურჯანიის მუნიციპალიტეტის ს. არაშენდის საჯარო სკოლის დირექტორის მარინა ბოხუას ინიციატივით, მასწავლებლებთან შეხვედრა გამართეს.

სპმთპ-ის პრეზიდენტმა მაია კობახიძემ და სპმთპ-ის ,,პროფესიონალ მასწავლებელთა საკონსულტაციო საბჭოს“ თავმჯდომარემ როლანდ ხოჯანაშვილმა სარეკომენდაციო/საინფორმაციო შეხვედრა, ტრადიციულად, სპმთპ-ის ორი სტრატეგიული მიმართულების შესაბამისად წარმართეს.
მაია კობახიძემ მადლობა გადაუხადა სპმთპ-ის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეს ესმა არსენიშვილს გაწეული მუშაობისათვის და ს. არაშენდის საჯარო სკოლას – პროფკავშირის გაძლიერებისათვის. სპმთპ-ის პრეზიდენტმა დეტალურად და არგუმენტირებულად განმარტა სპმთპ-ის სამომავლო გეგმები, სკოლის დასაქმებულთა შრომითი, სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესების მიმართულებით.
როლანდ ხოჯანაშვილმა საჯარო სკოლის ავტორიზაციის შემდგომი პერიოდის მართვა, ახალი სქემით განსაზღვრული მოთხოვნები განიხილა და სიახლეებთან დაკავშირებულ საკითხებზე მასწავლებელთა შეკითხვებს ამომწურავად გასცა პასუხები.
სკოლის განვითარებისა და ვალდებულებების შესახებ თანმიმდევრულად იმსჯელა ქალბატონმა მარინა ბოხუამ, რის შემდეგაც, ერთობლივად დაისახა გეგმები სკოლისათვის მუდმივი პროფესიული მხარდაჭერის მიზნით.
სპმთპ მადლიერებას გამოხატავს სკოლის დირექტორის და თითოეული წევრის მიმართ, რეფორმის ფარგლებში, მათი მაღალი მზაობისა და პასუხისმგებლობისათვის!