ძვირფასო წევრებო,
მიმდინარე წლის 26 იანვარს, საქართველოს მთავრობამ დაამტკივა ,,ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფცია“. კონცეფციის პროექტის გაცნობის მიზნით განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ჩაატარა საინფორმაციო შეხვედრები ყველა მუნიციპალიტეტში. ბუნებრივია, ამ შეხვედრებს ყველა პედაგოგი ვერ დაესწრებოდა.
ჩვენთვის მთავარია, დეტალურად გაეცნოთ ,,ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფციის“ მოთხოვნებს და წერილობით წარმოგვიდგინოთ თქვენი წინადადებები და შენიშვნები, შემდგომი რეაგირებისთვის.
პატივისცემით,
საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი
იხილეთ დოკუმენტი 