მიმდინარე წლის 8-10 იანვარს, სპმთპ-მა საწირის პედაგოგთა პროფესიული განვითარების ცენტრში ხონელ მასწავლებლებს უმასპინძლა.

ის კოორდინატორის გოგა გახოკიძის ორგანიზებით ხონის პირველი, მეორე, ს. ახალშენისა და ს. ნამაშევის საჯარო სკოლების დირექტორებსა და მასწავლებლებს სპმთპ-ის წარმომადგენლები შეხვდნენ.
სპმთპ-ის პრეზიდენტმა მასწავლებლებს გააცნო ორგანიზაციის საქმიანობის შედეგები და სამომავლო პრიორიტეტები. მაია კობახიძემ მოისმინა მასწავლებელთა მოსაზრებები.
სპმთპ-ის ,,პროფესიონალ მასწავლებელთა საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარემ როლანდ ხოჯანაშვილმა ჩაატარა ტრენინგი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა ავტორიზაციის, მონიტორინგისა და თვითშეფასების საკითხებზე.
სპმთპ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ნათია კორძაძემ სამუშაო შეხვედრა ჩაატარა პროფკავშირის სტრუქტურის, მიზნებისა და ამოცანების შესახებ. ხონის მასწავლებლებმა ჯგუფური მუშაობის შემდეგ წარმოადგინეს პრეზენტაციები: ,,როგორი მინდა იყოს ჩემი პროფკავშირი”, ,,დასაქმებულთა როლი პროფკავშირის გაძლიერებისათვის”, ,,პროფკავშირი-მძლავრი მექანიზმი უფლებების დაცვის, კვალიფიკაციის ამაღლებისა და დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბებისათვის”. აღფრთოვანებას იწვევდა მასწავლებელთა და დირექტორთა პიროვნული თავისუფლების გამოხატულება, ურთიერთსოლიდარობის განცდა და მოწოდება: ,,ერთი ყველასათვის, ყველა ერთისათვის!”
სამუშაო დღეების პარალელურად, მასწავლებლებმა, საახალწლო და ერთად ყოფნით გამოწვეული საზეიმო განწყობა, საუკეთესო თვითშემოქმედებით – მუსიკალური ნომრების შესრულებით გამოხატეს.