2025 წლის 27 დეკემბერს, გაიმართა საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის წალენჯიხის რაიონული ორგანიზაციის ადგილობრივი საბჭოს სხდომა, სხდომას ესწრებოდა საბჭოს წევრთა უმრავლესობა.
საბჭოს წევრებმა შეაჯამეს კიდევ ერთი პროფკავშირული წელი, გამოწვევებითა და მიღწეული წარმატებული  შედეგები, დასახეს  სამომავლო სამოქმედო გზები!
 სპმთპ-ის წალენჯიხის რაიონული ორგანიზაციის ლიდერმა, თამარ კაკაჩიამ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ადგილობრივი საბჭოს თითოეულ წევრს, მიულოცა დამდეგი ახალი წელი და უსურვა წარმატებული საქმიანობა.

თამარ კაკაჩიას ინიციატივით ადგილობრივ საბჭოზე მოწვეულ იქნა 2025 წლის  ,,მასწავლებელის ეროვნული პრემიის” გამარჯვებული, ინგლისური ენის წარმატებული პედაგოგი  ციალა ჭანტურია. ადგილობრივებმა  პროფკავშირის სახელით ერთხმად მიულოცეს  ქალბატონ ციალას წარმატება და აღიარება ეროვნულ დონეზე, გაიზიარებს მისი წარმატება.