ბოლნისის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში დასაქმებული პერსონალისთვის, “საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი“–ს (სპმთპ) ბოლნისის რაიონული ორგანიზაციის ხელშეწყობით, ჩატარდა ტრენინგები 11-12-14 დეკემბერს თემაზე:“ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის(რეფერირების) პროცედურები” და”სკოლამდელი ასაკის ბავშვის განვითარების თავისებურებები.
ბოლნისის რაიონული ორგანიზაცია და მადლიერი მსმენელები უღრმეს
მადლობას უცხადებს საინტერესო ტრენინგებისათვის ტრენერს, ქ–ნ თინათინ სიდონაშვილს, „საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულთა პროფესიული განვითარების ცენტრის” აღმასრულებელ დირექტორს, ქ–ნ მარიამ მკალავიშვილს და ბოლნისის სკოლამდელი აღზრდის კორდინაცის დაწესებულების დირექტორს ქ-ნ ლელა გოგმაჩაძეს დახმარებისათვის.