მიმდინარე წლის 15 თებერვალს, სპმთპ–ის ვიცე–პრეზიდენტები ნათია კორძაძე და მარინა ალუღიშვილი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N2 საჯარო სკოლის სპმთპ–ის წევრ და არაწევრ პედაგოგებს შეხვდნენ. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა საგანმანათლებლო სისტემაში მიმდინარე პროცესებთან მიმართებაში სპმთპ–ის საქმიანობის გაცნობა. სპმთპ–ის წამომადგენლებმა სკოლის ბიბლიოთეკას პედაგოგებისთვის საჭირო დამხმარე მეთოდოლოგიური ლიტერატურა გადასცეს, ხოლო სპმთპ–ის წევრ პედაგოგებს– სამახსოვრო საჩუქრები. შეხვედრაზე გამოითქვა სხვადასხვა მოსაზრებები საგანმანათლებლო სისტემის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით. დაიგეგმა შემდგომი ღონისძიებები.