2025  წლის 14 ოქტომბერს, საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის გორის რაიონულმა ორგანიზაციამ შეხვედრა გამართა მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებთან.

დამსწრეთ ინფორმაცია მიეწოდათ სპმთპ- ის მიერ გაწეული საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ.
შეხვედრას ესწრებოდნენ საჯარო სკოლების დირექტორები და მასწავლებლები პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციებიდან.
მასწავლებლებმა მადლიერება გამოხატეს საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირისა და მისი პრეზიდენტის, ქალბატონი მაია კობახიძის საქმიანობის მიმართ და აღნიშნეს, რომ მუდამ ეიმედებათ, როგორც უდიდესი დამცველი და მხარდამჭერი .
სპმთპ- ის გორის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ნათია გაბროშვილმა, სოციალური პარტნიორობისათვის მადლობა გადაუხადა საჯარო სკოლების დირექტორებს და იმედი გამოთქვა, რომ თანამშრომლობა მრავალმხრივ სასარგებლოა იქნება მომავალშიც.

შეხვედრის დასასრულს, გაიმართა დისკუსია.