ბოლნისის მუნიციპალიტეტში, რესურს ცენტრისა და საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ბოლნისის რაიონული ორგანიზაციის ორგანიზებით, გაიმართა 39 ღვაწლმოსილი პედაგოგის საზეიმო დაჯილდოების ღონისძიება.
დაჯილდოებულ პედაგოგებს გადაეცათ მადლობის სიგელები და საჩუქრები, როგორც აღიარება მათი მრავალწლიანი შრომისა, ერთგულებისა და მოღვაწეობისადმი სიყვარულისა.
დიდი მადლობა თითოეულ პედაგოგს ჩვენი მომავალი თაობების განათლების, აღზრდისა და ფასეულობების ჩამოყალიბებაში შეტანილი დაუფასებელი წვლილისთვის.


