2025 წლის 6 დეკემბერს, საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავსიუფალი პროფკავშირის (სპმთპ) წლის დასკვნითი აღმასრულებელი საბჭოს სხდომა გაიმართა, სადაც სპმთპ-ის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა მარი ალუღიშვილიმა კოლეგიური ორგანოს წევრებსა და კოორდინატორებს, სპმთპ-ის საერთაშორისო საქამიანობა და 2026 წლის დასაწყისში დაგეგმილი საერთაშორისო და ევროპული ღონისძიებების თაობაზე ინფორმაცია დეტალურად წარუდგინა, მათ შორის აღსანიშნავია:
2025 წელი – ევროკომისიის ,,ევროპის ეკონომიკური და სოციალური კომიტეტის” (EESC) ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც მიღებულია, სპმთპ-ის პრეზიდენტის მაია კობახიძის ერთწლიანი უშუალო ჩართულობით, თემაზე: „ევროპული ღირებულებების განმტკიცება კანდიდატ ქვეყნებში, საჯარო მომსახურების სექტორის მხარდაჭერითა და სოციალური პარტნიორების/საზოგადოებრივი ორგანიზაციების გაძლიერებით“.
2025 წელი- შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) აღიარება: – შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) სახელმძღვანელო დოკუმენტში ევროპის 8 მოწინავე ქვეყანას შორის წარმოდგენილი იქნება სპმთპ-სა და განათლების სამინისტროს სოციალური დიალოგისა და კოლექტიური მოლაპარაკებების საუკეთესო მაგალითი.*
საუკეთესო პრაქტიკა სპმთპ-სა და განათლების სამინისტროს შორის მიმდინარე სოციალური დიალოგის, კოლექტიური მოლაპარაკებებისა და მასწავლებელთა მხარდაჭერის მიმართულებით აღიარებულია ევროპისა და საერთაშორისო დონეზე
2026 წელს ვიწყებთ, * საერთაშორისო კამპანიით ,,მეტი დაფინანსება განათლებას” GoPublicFundEducation, რომელსაც საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი (სპმთპ) უმასპინძლებს.
