მიმდინარე წლის 28 იანვარს სპმთპ–ის ორგანიზებითა და ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულთა პროფესიული განვითარების ცენტრმა მთაწმინდა-კრწანისის რაიონების ბაგა–ბაღების აღმზრდელთათვის პირველი ტრენინგი ჩაატარა.
კარიერული ზრდის, თეორიული და პრაქტიკული გამოცდილების შესაძენად ჩატარებული სემინარი ორ მიმართულებას მოიცავდა: „სკოლამდელი ასაკის ბავშვთა ინკლუზია“ – ტრენერი ანასტასია ამისულაშვილი და „ფსიქოლოგია“ – ტრენერი თინათინ სიდონიშვილი;
გადამზადებაში 60-მა აღმზრდელ–პედაგოგმა მიიღო მონაწილეობა. ტრენინგი თბილისის N24-ე საჯარო სკოლაში ჩატარდა.