2016 წლის 12 ნოემბერს, სპმთპის აჭარის რესპუბლიკური ორგანიზაციის IV საანგარიშო კონფერენცია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა, რომელსაც ბათუმის საქალაქო ორგანიზაციის, ქედას, ხელვაჩაურის, ქობულეთის, ხულოს, შუახევის რაიონული ორგანიზაციებისა და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციების მიერ არჩეული დელეგატები ესწრებოდნენ.
 IV საანგარიშო კონფერენციის მუშაობაში მონაწილობა მიიღეს სპმთპის პრეზიდენტმა მაია კობახიძემ, აღმასრულებელმა ვიცეპრეზიდენტმა მარინა ალუღიშვილმა და სპმთპის ყრილობის დელეგატად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკური ორგანიზაციის მიერ არჩეულმა, ცენტრალური აპარატის კანცელარიის უფროსმა ქეთევან ვადაჭკორიამსპმთპის აჭარის რესპუბლიკური ორგანიზაციის IV კონფერენციის თავმჯდომარედ შუახევის რაიონული ორგანიზაციის ლიდერი, ბატონი ლევან ნატარიძე დასახელდადღის წესრიგის შესაბამისად, სპმთპის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკური ორგანიზაციის თავმჯდომარემ, სპმთპის ვიცეპრეზიდენტმა, ალექსანდრე ბერიძემ დამსწრე საზოგადოებას, სპმთპის აჭარის რესპუბლიკური ორგანიზაციის მიერ უკანასკნელი 2 წლის მანძილზე გაწეული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა.
 ბატონმა ალექსანდრემ ხაზი გაუსვა იმ ღირებულ პრინციპებს, რაც საანგარიშო პერიოდში პირველადი, რაიონული, საქალაქო ორგანიზაციბის შესაძლებლობების გაძლიერებას, პროფწევრთა დამაგრებასა და მომსახურებას, წევრთა რიცხოვნობის ზრდას, საგანმანათლებლო სფეროში დასაქმებულთა როლის წარმოჩენასა და ავტორიტეტის ამაღლებას ემსახურება. მან განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა წევრებს, ორგანიზაციის ინტერესების დაცვისა და ორგანიზაციისადმი გამოხატული ნდობისა და მხარდაჭერისათვის.
 აჭარის რესპუბლიკური ორგანიზაციის თავმჯდომარემ დელეგატებს წარუდგინა რესპუბლიკური ორგანიზაციის წევრთა სტატისტიკური მონაცემები, კერძოდ აღნიშნა, რომ საანგარიშო პერიოდისთვის აჭარის რესპუბლიკურ ორგანიზაციას შემოურთდა 309 პირველადი ორგანიზაცია და 882 წევრი. ახალი სტატისტიკური მონაცემებით კი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკური ორგანიზაცია აერთიანებს 8880 წევრს, რაც საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულთა 86 %-ია.
 მიუხედავად წევრთა შთამბეჭდავი რაოდენობრივი შედეგებისა, სპმთპის აჭარის რესპუბიკური ორგანიზაციის თავმჯდომარემ რაიონული/საქალაქო ორგანიზაციების ლიდერებს უფრო მეტი აქტიურობისკენ მოუწოდა და საქმიანობის ზოგიერთი მიმართულება კრიტიკულად შეაფასა: ,,საამაყოა, რომ საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულები იმედით შეჰყურებენ ჩვენს ორგანიზაციას, თუმცა ეს მეტად ზრდის ჩვენს პასუხისმგებლობებსა და მოვალეობებს”- განაცხადა ბატონმა ალექსანდრე ბერიძემ.
,,სპმთპის აჭარის რესპუბიკური ორგანიზაციის საქმიანობა უფუძვნება სპმთპის 2014 წლის VII საანგარიშოსაარჩევნო ყრილობაზე დამტკიცებული სტრატეგიული გეგმის პრიორიტეტულ მიმართულებებს. შედეგები კარგია! თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამ დროისათვის წარსულს ჩაბარდა მოკლევადიანი შრომითი ხელშეკრულებების დადების მავნე ტენდენციები; სპმთპის პრეზიდენტი აქტიურად არის ჩართული პედაგოგთა პროფესიული განვითარების სქემის შემუშავებისა და დახვეწის პროცესში, პედაგოგთა ინტერესების სასარგებლოდ. თუმცა, მეტია გასაკეთებელი, რადგან სქემაში არ არის გათვალისწინებული საბაზო ხელფასის ზრდის პრინციპი და შემოიფარგლება მხოლოდ საკვალიფიკაციო დანამატების ზრდით”- აღნიშნა ბატონმა ალექსანდრე ბერიძემ.
 აჭარის რესპუბლიკური ორგანიზაციის თავმჯდომარემ კონფერენციის დელეგატებს გააცნო წევრთა პროფესიული განვითარების მიმართულებით ჩატარებული ტრენინგსემინარების რაოდენობა და განაცხადა, რომ ამ მიმართულებით საქმიანობა გაგრძელდება.
 ,,მისასლმებელია, რომ შეიცვალა პედაგოგთა საზოგადოების მიმართ დამოკიდებულება, რაც გამოიხატება განათლებისა და მეცნიერების მინისტრისა და პრემირმინისტრის საჯარო გამოსვლებით. მასწავლებლის დაფასების და პროფესიის პრესტიჟის ასამაღლებლად კი, ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი“-ხაზგასმით აღნიშნა ბატონმა ალექსანდრემ ანგარიშის წარდგენისას.
 მომხსენებელმა დელეგატებისა და დამსწრე საზოგადოების ყურადღება გაამახვილა ადრეული განათლებისა აღზრდის კანონის ამოქმედების ძირითად პრინციპებზე, რაც გააძლიერებს სპმთპის როლსა და ჩართულობას სკოლამდელ დაწესებულებებში დასაქმებულთა შრომის სავალდებულო პირობების განსაზღვრის პროცესში.
ბატონმა ალექსანდრემ მადლობა გადაუხადა სპმთპის პრეზიდენტს მაია კობახიძეს, გაწული საქმიანობისთვის, იმ თავდაუზოგავი შრომისთვის, რამაც ხელი შეუწყო ორგანიზაციის ავტორიტეტის ამაღლებას.
 ანგარიშში დეტალურად იქნა წარმოდგენილი საგანმანათლებლო სისტემაში მიმდინარე დადებითი პროცესები, სპმთპის შედეგები და მოლოდინები.
ბატონმა ალექსანდრე ბერიძემ, სპმთპის აჭარის რესპუბლიკური ორგანიზაციის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშის შეფასება და მოსაზრებების გამოხატვა დელეგატებს
მიანდო და გამოაცხადა კამათი, რამაც საშუალება მისცა დელეგატებს ემსჯელათ მიმდინარე პრობლემებსა და გამოწვევებზე.
 ხულოს მუნიციპალიტეტის სხალთის საჯარო სკოლის პროფკომიტეტის თავმჯდომარემ ნაზი მიქელაძემ ისაუბრა პედაგოგთა საგამოცდო ტესტების ნაკლოვანებებზე, გამოცდების შედეგების მასობრივი ინფორმაციების საშუალებებით შეფასებების უარყოფით მხარეებზე და პედაგოგთა ღირსების დაცვაზე. ქალბატონმა ნაზიმ მოითხოვა მაღალმთიანი სოფლების საჯარო სკოლების მეტი ხელშეწყობა და სათანადო მატერიალურტექნიკური ბაზით აღჭურვა, რათა პედაგოგებს მიეცეთ საშუალება პროფესიული ზრდისათვის და შეძლონ უფრო ეფექტურად წარმართონ საგაკვეთილო პროცესი: ,,პედაგოგი მაშინ კვდება, როცა დაასრულებს თვითგანვითარებისათვის ზრუნვას”. მან დასარულს სპმთპის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ კარგად ესმის პედაგოგების სატკივარი და ღირსეულად უდგას სათავეში პედაგოგთა უფლებებისა და ინტერესების დაცვას.
ქობულეთის რაიონული ორგანიზაციის ახლადარჩეულმა თავმჯდომარემ გელა ლაზიშვილმა, გაიხსენა ის პერიოდი, რამაც მძიმე მემკვიდრეობა დაუტოვა პროფკავშირს და შესაბამისად, ორგანიზაციის აღდგენის პროცესში, ურთულესი პრობლემების წინაშე დადგა ქობულეთის რაიონული ორგანიზაციაც. თუმცა, მიუხედევად გამოწვევებისა, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, პროფაქტივთან ერთად, მან შეძლო 46 საჯარო სკოლიდან, 43-ში აღედგინა პირველადი პროფკავშირული ორგანიზაცია. თავდაუზოგავი მუშაობის შედეგად პროფკავშირის რიგებს შემოუერთდა 1700 დასაქმებულიდან, 1400. დასასრულს კი, ბატონმა გელამ აღნიშნა, რომ დაბალია დასაქმებულთა სამოქალაქო ცნობიერება, რადგან მათ, ჯერ კიდევ ბოლომდე არ აქვთ გათავისებული პროფკავშირის როლი და მნიშვნელობა მათი უფლებების დაცვის საქმეში.
 შუახევის მუნიციპალიტეტის დაბა შუახევის სოფელ ლობის საჯარო სკოლის მასწავლებელმა თეიმურაზ დავითიძემ, ყურადღება გაამახვილა მასწავლებლის შეფასების სისტემაზე, სწავლასწავლების პროცესის ხელისშემშლელ გარემოებებზე, ორი ათეული წლის მანძილზე მიმდინარე რეფორმების უარყოფით შედეგებზე და პროფკავშირის როლზე რეფორმების პროცესში. ,,წლების განმავლობაში რეფორმა იწყება თავიდან, ნაცვლად მისი გაგრძელებისა და დახვეწისა, რაც ნეგატიურად მოქმედებს სასკოლო ცხოვრებაზებოლო პერიოდში განსაკუთრებით გამოიკვეთა, რომ ჩვენი პროფკავშირი დამოუკიდებელი აქტორია, მან პედაგოგებს აქტიურობისკენ მოუწოდა, რადგან მასწავლებლები არიან სწავლასწავლების მეგზურები“-განაცხადა თეიმურაზ დავითიძემ.
 ხელვაჩაურის რაიონული ორგანიზაციის კოორდინატორმა ლეილა აბულაძემ, საბავშვო ბაგაბაღების საკითხზე ისაუბრა, კერძოდ, აღმზრდელპედაგოგების პრობლემებზე, აღმზრდელთათვის პედაგოგის სტატუსის მინიჭების აუცილებლობაზე, მოკლევადიან შრომით ხელშეკრულებებზე და აღნიშნა,რომ პრობლემების გადაჭრის პროცესში პროფკავშირი ეიმედება.
 კამათში მონაწილეებმა მოითხოვეს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულების მონიტორინგი, მთის კანონის გადახედვა, რაც მთის სოფლების შენარჩუნების კანონია, მან ხელი უნდა შეუწყოს ახალგაზრდა თაობის მთაში დამაგრებას და სკოლებში მოსწავლეთა შენარჩუნებას. ასევე, დააყენეს საკითხი საჯარო სკოლის ადმინისტრაციის ხელფასების ზრდის თაობაზე და მოითხოვეს პედაგოგთა საგნობრივი კონფერენციების გაგრძელება.
 სპმთპისპრეზიდენტმა მაია კობახიძემ, დელეგატების მოსაზრებების გათვალისწინებით, დეტალურად და ხანგრძლივად ისაუბრა სპმთპის მიმდინარე საქმიანობასა და დასაქმებულთა პრობლემების გადაჭრის გზებზე. მან წარმატებულად შეაფასა სპმთპის აჭარის რესპუბიკური ორგანიზაციის საანგარიშო პერიოდში გაწეული საქმიანობა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიმდინარეობს პოზიტიური, შედეგზე ორიენტირებული თანამშრომლობა ხელისუფლებასთან, რაც ხელს შეუწყობს ორგანიზაციას უფრო ეფექტურად წარმართოს მუშაობა დასაქმებულთა შრომითი, სოციალურეკონომიკური, სამართლებრივი პირობების გაუმჯობესებისათვის.
 დელეგატებმა აჭარის რესპუბლიკური ორგანიზაციის საანგარიშო პერიოდში განხორციელებული საქმიანობა ერთხმად შეაფესეს დადებითად და დასახეს 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმის პრიორიტეტები: პენსიონერი პედაგოგების ღვაწლის დაფასება, რაც ხელს შეუწყობს ახალგაზრდა კადრების მოზიდვას; განათლების სფეროში დასაქმებულებისათვის, პედაგოგებისა და დამხმარე პერსონალისათვის თანაბარი სოციალურეკონომიკური პირობები (დაზღვევა და სხვა) შექმნა; პედაგოგთა უზრუნველყოფა პროფესიული განვითარების ინტენსიური პროგრამებით; პროფწევრებთან ეფექტური საკომუნიკაციოსაინფორმაციო სისტემის ჩამოყალიბება და ზრუნვა ახალგაზრდა პროფლიდერების გადამზადებისათვის; ხელისუფლებასთან, ადგილობრივ თვითმმართველობებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიასთან თანამშრომლობის მექანიზმების გაუმჯობესება, რაც ხელს შეუწყობს პროფკავშირის პოპულარიზაციას დასაქმებულთა ინტერესების დაცვის სასარგებლოდ.
 ,,როცა საქმე პედაგოგთა ღირსების დაცვას ეხება, ჩვენ უნდა ვიყოთ უშეღავათონი, პრინციპულები და რადიკალურები, ამასთან ერთად, უნდა შევინარჩუნოთ და გავაღრმავოთ კონსტრუქციული თანამშრომლობა ხელისუფლებასთან და სხვა პარტნიორებთან’’- ასეთი ლაიტმოტივით დასრულდა სპმთპის რიგით IV საანგარიშო კონფერენცია აჭარაში.