მიმდინარე წლის 19 სექტემბერს სპმთპ–ის ხაშურის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაყის რეაბილიტირებული საბავშვო ბაგა–ბაღის გახსნას დაესწრო. ქალბატონმა ინეზა ელისაშვილმა საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის სახელით ბაგა–ბაღის მენეჯერსა და აღმზრდელებს საჩუქრად მეთოდოლოგიური ლიტერატურა გადასცა.
აღსანიშნავია რომ 2016-17 სასწავლო წლისთვის სოფელ ვაყის საბავშვო ბაღი სრულად გარემონტდა და კეთილმოეწყო. აღსაზრდელებს, მათ მშობლებს, აღმზრდელებსა და ყველა თანამშრომლეს კომფორტული სასწავლო გარემო დახვდათ.