საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი წევრი პედაგოგებისათვის კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით ტრენინგების ჩატარებას აქტიურად აგრძელებს.
მ. წ. 18 და 19 ივნისს სპმთპ–ის თელავის რაიონულმა ორგანიზაციამ ააიპ „საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულთა პროფესიული განვითარების ცენტრის“ მიერ შექმნილი სატრენინგო მოდულით ჩაატარა ტრენინგი შემდეგ საგნებში: ქართული (I-VI) და მათემატიკა (I-VI). ტრენინგს 42-მდე პროფ.წევრი დაესწრო. თელავის რაიონული ორგანიზაცია მადლობას უხდის ტრენერებს, მაია ბოჭორიშვილსა (მათემატიკა) და ხათუნა კობიაშვილს (ქართული) მაღალკვალიფიციური ტრენინგების ჩატარებისათვის.