მ. წ. 11 და 12 ივნისს სპმთპ-ის ფოთის საქალაქო ორგანიზაციამ წევრი პედაგოგებისთვის სასერტიფიკაციო გამოცდების წარმატებით ჩაბარების მიზნით ჩაატარა ტრენინგი ქიმიაში. ტრენინგს უძღვებოდა წიგნის ავტორი ქალბატონი ლია თევზაძე. სპმთპ–ის ფოთის საქალაქო ორგანიზაცია აგრძელებს საგნობრივ ტრენინგებს. მომავალი ტრენინგი დაგეგმილია დაწყებითი კლასის პედაგოგებისთვის.