მ. წ. 12 ივნისს სპმთპ–ის გორის საჯარო სკოლების წევრი პედაგოგებისთვის აკადემიური უნარების გასაუმჯობესებლად ჩატარდა ტრენინგი. ტრენერი – თამარ მახარაძე. სპმთპ–ის გორის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ნათია გაბროშვილი ორგანიზაციის წევრთა კვალიფიკაციის ასამაღლებლად გადამზადების პროგრამებს ააიპ „საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულთა პროფესიული განვითარების ცენტრთან“ თანამშრომლობით ახორციელებს.
სპმთპ–ის გორის რაიონულ ორგანიზაციას სასერტიფიკაციო გამოცდების წარმატებით ჩაბარებაში დახმარების მიზნით ასევე აქვს დაგეგმილი საგნობრივი ტრენინგებიც.