პედაგოგთა პროფკავშირი ბოლო პერიოდში მათ მიმართ

გაკეთებულ ბრალდებებს ეპასუხება. პედაგოგთა და მეცნიერთა

თავისუფალ პროფკავშირში დღეს ორგანიზაციის ხელმძღვანელისა

და აღნიშნული პროფკავშირის მიმართ განხორციელებულ

დისკრედიტაციულ ქმედებებზე პრესკონფერენცია გაიმართა.

დარგობრივი პროფკავშირის ხელმძღვანელის, მაია კობახიძის

განცხადებით, მასწავლებელთა პროფკავშირი პედაგოგთა

ერთადერთი დამცველია. ისინი სასამართლოებში არაერთი

პედაგოგის სკოლებში აღდგენას ითხოვენ. ორგანიზაცია არის

განათლების ინტერნაციონალის წევრი და მასთან და ასევე

ამერიკის პედაგოგთა პროფკავშირთან ერთად ახორციელებს

პროექტს, რომელიც პროფკავშირული ორგანიზაციის

ინსტიტუციონალურ განვითარებას ითვალისწინებს.

პროექტი აშშის სახელმწიფო დეპარტამენტი აფინანსებს და ოთხ

ქვეყანაში: საქართველოში, ჰონდურასში, ზიმბაბვეში და ეგვიპტეში

ხორციელდება. ეს ქვეყნები იმ კრიტერიუმებით შეირჩა, რომ ხელისუფლება პროფკავშირულ ორგანიზაციებზე

ჩარევას და ზეწოლას ახორციელებდა

, _ დასძინა მაია კობახიძემ.

პრესკონფერენციაზე დაგმეს პარტია

თავისუფალი საქართველოს

ლიდერის ალეკო შალამბერიძის

განცხადებები, ორგანიზაციის დახურვისა და ახლი ყრილობის ჩატარების შესახებ. ამასთან, გააკრიტიკეს მათი

ორგანიზაციის ყოფილი წევრები, რომელთაც ყოფილი ხელისუფლების მართული გუნდი უწოდეს.

პრესკონფერენციაზე პროფკავშირიდან გამოყოფილი წევრთა სარჩელზეც ისაუბრეს, რომელსაც სააპელაციო

სასამართლო განიხილავს და საბოლოო გადაწყვეტილება 20 ნოემბერს გამოცხადდება. ისინი 2010 წლის

პედაგოგთა რიგგარეშე ყრილობის შედეგის ბათილად ცნობას ითხოვს.