პედაგოგთა პროფკავშირის ახლად არჩეული თავმჯდომარე მაია
კობახიძე განათლების სამინისტროსთან დიალოგის აღდგენას
გეგმავს .
როგორც `
ინტერპრესნიუსს~ პროფესიული კავშირების
გაერთიანებიდან აცნობეს,
საქართელოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი
პროფკავშირის ახლადარჩეული თავმჯდომარე მაია კობახიძე
პედაგოგთა პროფკავშირის ოფისში დღეს პროფკავშირულ
ლიდერებთან პირველ შეხვედრებს გამართავს.
არჩევნების შემდეგ, შეხვედრები საქართველოს პროფკავშირული
მოძრობის სხვადასხვა დარგის ლიდერებთან, ასევე საქართველოს სოციალური პარტნიორობის სამმხრივი
სახელმწიფო კომისიის წევრებთან გაიმართება.
`მაია კობახიძე სამუშაო თათბირს ჩაატარებს და უახლოეს სამომავლო გეგმებზე ისაუბრებს. ახლადარჩეული
თავმჯდომარე ისაუბრებს ინიციატივაზე, რომ აღდგეს კონსტრუქციული თანამშრომლობა და დიალოგი
საქართელოს განათლების და მეცნიერების სამინისტროსთან. ამ საკითხებთან დაკავშირებით, განცხადება
პრესისთვის გაკეთდება~
, _
აცხადებენ პროფესიული კავშირების გაერთიანებაში.
მაია კობახიძე პედაგოგთა და მეცნიერთა პროფკავშირის პრეზიდენტად 30 ოქტომბერს აირჩიეს. ორგანიზაციის
ყოფილი ხელმძღვანელი მაია ღურჭუმელაძე კანადაშია და იქ თავშესაფარს ითხოვს.