სახელ მწიფ ო პენსიის შესახებ საქარ თ ველ ო ს კანო ნში განხო რ ციელ დ ა ცვლ ილ ება, რ აც
მნიშვნელ ო ვნად აუმჯო ბესებს დ ასაქმებულ თ ა მდ გო მარ ეო ბას ქვეყანაში.
კანონის ძველი რედაქციის თანახმად, სკოლაში დასაქმებული პირები, გარდა პედაგოგებისა,
მოკლებულნი იყვნენ შესაძლებლობას, მიეღოთ პენსია ხელფასთან ერთად. ასეთივე ვითარებაში
იმყოფებოდნენ ბაგა-ბაღის აღმზრდელებიც.
საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალ პროფკავშირს ხშირად მომართავდნენ
ზემოაღნიშნულ პრობლემაში გარკვევის მიზნით სკოლის დირექტორები, დირექტორის მოადგილეები,
ბიბლიოთეკარები, ბაგა-ბაღის აღმზრდელები და ა.შ. ჩვენც, ჩვენის მხრივ, ვაყენებდით საკითხს
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წინაშე და ვთხოვდით
პრობლების გადაჭრას. ერთ შემხვევაში, საჩივრითაც კი მივმართეთ შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის სამინისტროს, თუმცა უშედეგოდ, რის გამოც იძულებულნი გავხდით
სასამართლოსთვის მიგვემართა. ცნობისათვის, სასამართლო განხილვა დასრულდა ჩვენი წევრის,
ჭიათურის რაიონის ბაგა-ბაღის ფსიქოლოგ-აღმზრდელის სასარგებლოდ, რომელიც შრომის
ანაზღაურებასთან ერთად მიიღებს პენსიასაც.
სახელმწიფო პენსიის შესახებ საქართველოს კანონში არსებული უსამართლო დებულება
აზარალებდა არამხოლოდ დასაქმებულებს, არამედ თავად სამინისტროსაც აყენებდა უხერხულ
მდგომარეობაში.
2013 წლის 1 დეკემბრიდან ძალაში შევიდა ცვლილება, რომლის თანახმადაც, ის პირები, რომლებიც
ახორციელებენ შრომით ანაზღაურებად საქმიანობას ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიულ და
უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებში,
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში, საქართველოს სოფლის მეურნეობის
მეცნიერებათა აკადემიაში, მუზეუმებში, ბიბლიოთეკებში, სკოლა-პანსიონებში, სკოლამდელი
აღზრდის, სკოლისგარეშე და სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელ დაწესებულებებში,
უფლებამოსილნი ხდებიან, მიიღონ პენსია ხელფასთან ერთად.
სპმთპ უდიდეს მადლიერებას გამოთქვამს სახელ მწიფ ო პენსიის შესახებ საქარ თ ველ ო ს
კანო ნში განხორციელებულ ცვლილებასთან დაკავშირებით.