ევროპის პროფკავშირების განათლების კომიტეტმა (ETUCE-EI) საქართველოს პრეზიდენტს პედაგოგთა
პროფკავშირის მხარდასაჭერად წერილით მიმართა.
როგორც “
ინტერპრესნიუსს” საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებიდან აცნობეს, ევროპის
პროფკავშირების განათლების კომიტეტის (ETUCE-EI) პრეზიდენტმა რონი სმიტმა საქართველოს პედაგოგთა და
მეცნიერთა თავისუფალ პროფკავშირში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირბით საქართველოს პრეზიდენტს
წერილით 11 მარტს მიმართა. მასში აღნიშნულია, რომ ურთიერთობა საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა
თავისუფალ პროფკავშირსა და საქართველოს მთავრობას შორის პროფკავშირის პრეზიდენტის არჩევნების
შემდგომ თანდათან უარესდება. პედაგოგთა პრფკავშირი კარგავს დაფინანსების მნიშვნელოვან წყაროს. მას
შემდეგ, რაც საწევროების გადარიცხვა შეწყდა. ორგანიზაციის ზოგიერთი წარმომადგენელი კი გარე ძალების
გავლენის ქვეშ მოექცა.