საინფორმაციო უზრუნველყოფისა და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის კომპეტენცია:

ა) სპმთპ-ის წევრებისა და საზოგადოების რეგულარული ინფორმირება განათლების სფეროში მიმდინარე პროცესებზე, ორგანიზაციის პოზიციაზე და საქმიანობის მიმართულებაზე ამავე საკითხებთან დაკავშირებით;

ბ) მასმედიასთან ურთიერთობა პრესკონფერენციების,ბრიფინგების და სხვა საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით;

გ) სპმთპ-ის პრეზიდენტის საქმიანობის საინფორმაციო უზრუნველყოფა, მისი საჯარო გამოსვლების მომზადება, რეკომენდაციების მიწოდება;

დ) ორგანიზაციის ვებგვერდის წარმოება ორ ენაზე;

ე) საინფორმაციო  და სხვა ბეჭდვითი ლიტერატურის გამოცემის უზრუნველყოფა;

ვ) საქართველოს და საზღვარგარეთის ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, დონორებთან ურთიერთობის კოორდინაცია;

ზ) სხვა დარგის პროფკავშირებთან, განათლების, მეცნიერების და სხვა სფეროების გაერთიანებებთან, საზოგადოებრივ მოძრაობებთან, პოლიტიკურ პარტიებთან ურთიერთობის კოორდინირება;

თ) სახელისუფლებო ორგანოებთან თანამშრომლობის კოორდინირება;

ი) დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში პროგრამებისა და პროექტების შემუშავება – განხორციელება;

კ) დეპარტამენტის თანამშრომელთა სამუშაო აღწერების შემუშავება;

ლ) სპმთპ-ის პრეზიდენტის, მოქმედი კანონმდებლობის და ორგანიზაციის წესდების საფუძველზე განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.