{tab იურიდიული კონსულტაცია}

სპმთპიურიდიულ კონსულტაციას უწევს თავის წევრებს, რაც ეხმარება მათ უკეთ იცოდნენ და დაიცვან თავიანთი უფლებები.

სპმთპ-ს იურისტები მუდმივად იღებენ შეკითხვებს წევრებისგან და ითხოვენ დახმარებას.

იურიდიული კონსულტაცია არის სპმთპ-ის შიდა მექანიზმი, რომელსაც ორგანიზაცია ეფექტურად იყენებს თავისი წევრების სოციალური და შრომითი უფლებების დასაცავად.

სპმთპ-ისწევრმა შეიძლება მოითხოვოს იურიდიული კონსულტაცია შემდეგ საკითხებზე:

Ø ნებისმიერი საკითხზე დაკავშირებული განათლების სფეროში დასაქმებულის სოციალური და შრომითი უფლების დარღვევას ან გაუმჯობესებასთან მიმართებაში;

Ø ნებისმიერი საკითხზე, რომელიც დაკავშირებულია ხარისხიანი განათლების განვითარებასთან.

სპმთპ-ის იურისტები არა მხოლოდ უწევენ წევრებს იურიდიულ კონსულტაციას, არამედ საჭიროების შემთხვევაში წარმოადგენენ წევრს სხვადასხვა ინსტანციაზე, მათ შორის სასამართლოში.

სპმთპ-ის თავისი წევრების უფლებების დასაცავად შეუძლია:

Ø კანონმდებლობის შესაბამისად წარადგინოსსარჩელი სასამართლოში;

Øშეიტანოს განცხადება, ადმინისტრაციული სარჩელი და გამოვიდეს სასამართლოშ ან შრომითი დავების განმხილველ სხვა ორგანოში;

შექმნასიურიდიულიგანყოფილებები სტრუქტურებისფარგლებში.

სამართლებრივი რჩევები:

პროფკავშირის შექმნისა და მასში გაწევრიანების უფლება

თქვენ უფლება გაქვთ დამსაქმებლის წინასწარი ნებართვის გარეშე შექმნათ ან/და გაწევრიანდეთ პროფესიულ კავშირში ( ,,შრომის კოდექსი“ მუხლი 401);

სპმთპ-ის რიგებში გაწევრიანება ან წევრობიდან გასვლა ნებაყოფლობითია და ხორციელდება წერილობითი განცხადების საფუძველზე (სპმთპ-ის წესდება);

სპმთპ-ის წევრი შეიძლება იყოს განათლებისა და მეცნიერების დარგში მომუშავე ან დროებით უმუშევარი, აგრეთვე პედაგოგიური პროფილის სასწავლებლის სტუდენტი. პენსიაზე გასულ სპმთპ-ის წევრს, სურვილის შემთხვევაში უნარჩუნდება წევრობა (სპმთპ-ის წესდება);

სპმთპ-ის სტრუქტურის საფუძველს წარმოადგენს პირველადი პროფკავშირული ორგანიზაცია, რომელიც იქმნება სხვადასხვა ტიპის საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებაში დასაქმებულთაგან, არანაკლებ სამი პირის სურვილის შემთხვევაში (სპმთპ-ის წესდება).

გახსოვდეთ!

აკრძალულია დასაქმებულის ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია პროფესიულ კავშირში მისი წევრობის გამო ან ასეთი გაერთიანების საქმიანობაში მონაწილეობის გამო ან/და სხვა ქმედება, რომლის მიზანია:

დასაქმებულის სამუშაოზე მიღება ან მისთვის სამუშაოს შენარჩუნება პროფესიულ კავშირში გაწევრიანებაზე უარის თქმის ან ასეთი გაერთიანებიდან გამოსვლის სანაცვლოდ;

დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა ან მისი სხვაგვარად შევიწროება პროფესიული კავშირის წევრობის ან ასეთი გაერთიანების საქმიანობაში მონაწილეობის გამო (შრომის კოდექსი მუხლი 402).

დამსაქმებლის მხრიდან აღნიშნული სახის ზეწოლა სისხლის სამართლის დანაშაულია და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ისჯება დამსაქმებლის ჩამოცილებით დაკავებული თანამდებობიდან და/ან სამ წლამდე პატიმრობით.

{tab საქართველოს კონსტიტუცია}

კონსტიტუციური კანონი #786-რს – საქართველოს კონსტიტუცია

{tab საქართველოს ორგანული კანონი შრომის კოდექსი}

კარი #1 – ზოგადი დებულებანი
თავი #1 – შესავალი დებულებანი
მუხლი #1 – მოქმედების სფერო

1. ეს კანონი აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე შრომით და მის თანმდევ ურთიერთობებს, თუ ისინი განსხვავებულად არ რეგულირდება სხვა სპეციალური კანონით ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით.
2. შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებსაც არ აწესრიგებს ეს კანონი ან სხვა სპეციალური კანონი, რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმებით.
3. შრომითი ხელშეკრულებით არ შეიძლება განისაზღვროს ამ კანონით გათვალისწინებულისაგან განსხვავებული ნორმები, რომლებიც აუარესებს დასაქმებულის მდგომარეობას.

მუხლი #2 – შრომითი ურთიერთობა

1. შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ.
2. შრომითი ურთიერთობა წარმოიშობა მხარეთა თანასწორუფლებიანობის საფუძველზე ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად მიღწეული შეთანხმებით.
3. შრომით და წინასახელშეკრულებო ურთიერთობებში აკრძალულია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი, მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი, კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო.
4. დისკრიმინაციად ჩაითვლება პირის პირდაპირ ან არაპირდაპირ შევიწროება, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს მისთვის დამაშინებელი, მტრული, დამამცირებელი, ღირსების შემლახველი ან შეურაცხმყოფელი გარემოს შექმნას, ანდა პირისთვის ისეთი პირობების შექმნა, რომლებიც პირდაპირ ან არაპირდაპირ აუარესებს მის მდგომარეობას ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირთან შედარებით.
5. დისკრიმინაციად არ ჩაითვლება პირთა განსხვავების აუცილებლობა, რომელიც გამომდინარეობს სამუშაოს არსიდან, სპეციფიკიდან ან მისი შესრულების პირობებიდან, ემსახურება კანონიერი მიზნის მიღწევას და არის მისი მიღწევის თანაზომიერი და აუცილებელი საშუალება.
6. შრომითი ურთიერთობისას მხარეებმა უნდა დაიცვან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები.

მუხლი #3 – შრომითი ურთიერთობის სუბიექტები

1. შრომითი ურთიერთობის სუბიექტები არიან დამსაქმებელი ან დამსაქმებელთა გაერთიანება და დასაქმებული ან დასაქმებულთა გაერთიანება, რომელიც შექმნილია “პროფესიული კავშირების შესახებ” საქართველოს კანონითა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის N87 და N98 კონვენციებით გათვალისწინებული მიზნებითა და წესით (შემდგომ – დასაქმებულთა გაერთიანება).
2. დამსაქმებელი არის ფიზიკური ან იურიდიული პირი, ანდა პირთა გაერთიანება, რომლისთვისაც შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე სრულდება გარკვეული სამუშაო.
3. დასაქმებული არის ფიზიკური პირი, რომელიც შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, დამსაქმებლისათვის ასრულებს გარკვეულ სამუშაოს.
4. ინდივიდუალური შრომითი ურთიერთობის სუბიექტები არიან დამსაქმებელი და დასაქმებული.
5. კოლექტიური შრომითი ურთიერთობის სუბიექტები არიან ერთი ან მეტი დამსაქმებელი ან ერთი ან მეტი დამსაქმებელთა გაერთიანება და ერთი ან მეტი დასაქმებულთა გაერთიანება.

მუხლი #3′ – სოციალური პარტნიორობა
მუხლი ა მ ო ღ ე ბ უ ლ ი ა.

კარი #2 – ინდივიდუალური შრომითი ურთიერთობა
თავი #2 – შრომითი ურთიერთობის წარმოშობა
მუხლი #4 – სამუშაოზე მიღების მინიმალური ასაკი და შრომითი ქმედუნარიანობის წარმოშობა

1. ფიზიკური პირის შრომითი ქმედუნარიანობა წარმოიშობა 16 წლის ასაკიდან.
2. 16 წლამდე ასაკის არასრულწლოვნის შრომითი ქმედუნარიანობა წარმოიშობა მისი კანონიერი წარმომადგენლის ან მზრუნველობის/მეურვეობის ორგანოს თანხმობით, თუ შრომითი ურთიერთობა არ ეწინააღმდეგება არასრულწლოვნის ინტერესებს, ზიანს არ აყენებს მის ზნეობრივ, ფიზიკურ და გონებრივ განვითარებას და არ უზღუდავს მას სავალდებულო დაწყებითი და საბაზო განათლების მიღების უფლებასა და შესაძლებლობას. კანონიერი წარმომადგენლის ან მზრუნველობის/მეურვეობის ორგანოს თანხმობა ძალაში რჩება მსგავსი ხასიათის შემდგომი შრომითი ურთიერთობის მიმართაც.
3. 14 წლამდე ასაკის არასრულწლოვანთან შრომითი ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს მხოლოდ სპორტულ, ხელოვნებასთან დაკავშირებულ და კულტურის სფეროში საქმიანობაზე, ასევე სარეკლამო სამუშაოს შესასრულებლად.
4. აკრძალულია არასრულწლოვანთან შრომითი ხელშეკრულების დადება სათამაშო ბიზნესთან, ღამის გასართობ დაწესებულებებთან, ეროტიკული და პორნოგრაფიული პროდუქციის, ფარმაცევტული და ტოქსიკური ნივთიერებების დამზადებასთან, გადაზიდვასთან და რეალიზაციასთან დაკავშირებული სამუშაოების შესასრულებლად.
5. აკრძალულია არასრულწლოვანთან, ასევე ორსულ ან მეძუძურ ქალთან შრომითი ხელშეკრულების დადება მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების შესასრულებლად.

მუხლი #5 – წინასახელშეკრულებო ურთიერთობა და ინფორმაციის გაცვლა შრომითი ხელშეკრულების დადებამდე

1. დამსაქმებელი უფლებამოსილია მოიპოვოს ის ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, რომელიც ესაჭიროება მისი დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად.
2. კანდიდატი ვალდებულია დამსაქმებელს აცნობოს ნებისმიერი გარემოების შესახებ, რომელმაც შეიძლება ხელი შეუშალოს მას სამუშაოს შესრულებაში ან საფრთხე შეუქმნას დამსაქმებლის ან მესამე პირის ინტერესებს.
3. დამსაქმებელს უფლება აქვს შეამოწმოს კანდიდატის მიერ წარდგენილი ინფორმაციის სისწორე.
4. დამსაქმებლის მიერ მოპოვებული ინფორმაცია კანდიდატის შესახებ და კანდიდატის მიერ წარდგენილი ინფორმაცია არ შეიძლება იყოს ხელმისაწვდომი სხვა პირთათვის კანდიდატის თანხმობის გარეშე, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
5. კანდიდატს უფლება აქვს გამოითხოვოს მის მიერ წარდგენილი დოკუმენტები, თუ მასთან დამსაქმებელმა არ დადო შრომითი ხელშეკრულება.
6. დამსაქმებელი ვალდებულია კანდიდატს მიაწოდოს ინფორმაცია:
ა) შესასრულებელი სამუშაოს შესახებ;
ბ) შრომითი ხელშეკრულების ფორმის (წერილობითი ან ზეპირი) და ვადის (განსაზღვრული ან განუსაზღვრელი) შესახებ;
გ) შრომის პირობების შესახებ;
დ) შრომითი ურთიერთობისას დასაქმებულის უფლებრივი მდგომარეობის შესახებ;
ე) შრომის ანაზღაურების შესახებ.
7. კანდიდატთან წინასახელშეკრულებო ურთიერთობა დასრულებულად ითვლება მხარეთა მიერ შრომითი ხელშეკრულების დადებით ან დასაქმებაზე უარის თქმის შესახებ შეტყობინებით.
8. დამსაქმებელი ვალდებული არ არის დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება დასაქმებაზე უარის თქმის შესახებ.

მუხლი #6 – შრომითი ხელშეკრულების დადება

1. შრომითი ხელშეკრულება იდება წერილობითი ან ზეპირი ფორმით, განსაზღვრული ან განუსაზღვრელი ვადით.
1′. შრომითი ხელშეკრულება იდება აუცილებლად წერილობითი ფორმით, თუ შრომითი ურთიერთობა 3 თვეზე მეტ ხანს გრძელდება.
1’2. გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შრომითი ხელშეკრულების ვადაა 1 წელი ან მეტი, შრომითი ხელშეკრულება განსაზღვრული ვადით იდება მხოლოდ მაშინ, როცა:
ა) შესასრულებელია კონკრეტული მოცულობის სამუშაო;
ბ) შესასრულებელია სეზონური სამუშაო;
გ) სამუშაოს მოცულობა დროებით იზრდება;
დ) ხდება შრომითი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლით სამუშაოზე დროებით არმყოფი დასაქმებულის ჩანაცვლება;
ე) არსებობს სხვა ობიექტური გარემოება, რომელიც ამართლებს ხელშეკრულების განსაზღვრული ვადით დადებას.
1’3. თუ შრომითი ხელშეკრულება დადებულია 30 თვეზე მეტი ვადით, ან თუ შრომითი ურთიერთობა გრძელდება ვადიანი შრომითი ხელშეკრულებების ორჯერ ან მეტჯერ მიმდევრობით დადების შედეგად და მისი ხანგრძლივობა აღემატება 30 თვეს, ჩაითვლება, რომ დადებულია უვადო შრომითი ხელშეკრულება. ვადიანი შრომითი ხელშეკრულებები მიმდევრობით დადებულად ჩაითვლება, თუ არსებული შრომითი ხელშეკრულება გაგრძელდა მისი ვადის გასვლისთანავე ან მომდევნო ვადიანი შრომითი ხელშეკრულება დაიდო პირველი ხელშეკრულების ვადის გასვლიდან 60 დღის განმავლობაში.
1’4. ვადიანი შრომითი ხელშეკრულების დადებაზე ამ მუხლით დაწესებული შეზღუდვები არ ვრცელდება “მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მეწარმე სუბიექტზე, თუ მისი სახელმწიფო რეგისტრაციიდან არ გასულა 48 თვე (დამწყები საწარმო) და იგი აკმაყოფილებს საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ დამატებით პირობებს (ასეთი პირობების დადგენის შემთხვევაში), იმ პირობით, რომ ამ პუნქტის მიზნებისთვის ვადიანი შრომითი ხელშეკრულების ხანგრძლივობა არ შეიძლება იყოს 3 თვეზე ნაკლები.
1’5. ამ მუხლის 1’4 პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება მეწარმე სუბიექტზე, რომელიც შექმნილია რეორგანიზაციის შედეგად, სხვა მეწარმე სუბიექტის აქტივების საკუთრებაში ან სარგებლობაში გადაცემის ან თვალთმაქცური გარიგების საფუძველზე.
1’6. გარდა ამ მუხლის 1’2 პუნქტის “ა”-“ე” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, თუ შრომითი ურთიერთობა დაწყებულია ამ მუხლის 1’4 პუნქტით განსაზღვრულ 48-თვიან პერიოდში, ამ ვადის ამოწურვის შემდეგ ჩაითვლება, რომ დადებულია უვადო შრომითი ხელშეკრულება.
2. წერილობითი შრომითი ხელშეკრულება იდება მხარეთათვის გასაგებ ენაზე. წერილობითი შრომითი ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს რამდენიმე ენაზე. თუ წერილობითი შრომითი ხელშეკრულება რამდენიმე ენაზეა დადებული, იგი უნდა შეიცავდეს დათქმას იმის თაობაზე, თუ რომელ ენაზე დადებულ ხელშეკრულებას ენიჭება უპირატესობა ხელშეკრულებების დებულებებს შორის განსხვავების შემთხვევაში.
3. პირის განცხადება და მის საფუძველზე დამსაქმებლის მიერ გამოცემული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება დამსაქმებლის ნება პირის სამუშაოზე მიღების თაობაზე, უთანაბრდება შრომითი ხელშეკრულების დადებას.
4. დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულის მოთხოვნის შემთხვევაში გასცეს ცნობა დასაქმების შესახებ, რომელიც მოიცავს მონაცემებს შესრულებული სამუშაოს, შრომის ანაზღაურების, შრომითი ხელშეკრულების ხანგრძლივობის თაობაზე.
5. შრომითი ხელშეკრულებით შეიძლება განისაზღვროს, რომ შრომის შინაგანაწესი ხელშეკრულების ნაწილია. ამ შემთხვევაში დამსაქმებელი ვალდებულია პირს შრომითი ხელშეკრულების დადებამდე გააცნოს შრომის შინაგანაწესი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ხოლო შემდგომ – მასში შეტანილი ნებისმიერი ცვლილება.
6. თუ დასაქმებულთან დადებულია რამდენიმე შრომითი ხელშეკრულება, რომლებიც მხოლოდ ავსებს და მთლიანად არ ცვლის ერთმანეთს, ყველა ხელშეკრულება ინარჩუნებს ძალას და განიხილება, როგორც ერთი შრომითი ხელშეკრულება.
7. წინა შრომითი ხელშეკრულება ძალას ინარჩუნებს იმდენად, რამდენადაც მისი დებულებები შეცვლილი არ არის შემდგომი ხელშეკრულებით.
8. დასაქმებულთან ერთსა და იმავე პირობაზე დადებული რამდენიმე შრომითი ხელშეკრულების არსებობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ბოლოს დადებულ ხელშეკრულებას.
9. შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობებია:
ა) მუშაობის დაწყების თარიღი და შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობა;
ბ) სამუშაო დრო და დასვენების დრო;
გ) სამუშაო ადგილი;
დ) თანამდებობა და შესასრულებელი სამუშაოს სახე;
ე) შრომის ანაზღაურების ოდენობა და გადახდის წესი;
ვ) ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების წესი;
ზ) ანაზღაურებადი და ანაზღაურების გარეშე შვებულებების ხანგრძლივობა და შვებულების მიცემის წესი.
10. ბათილია ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ან ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის ის პირობა, რომელიც ეწინააღმდეგება ამ კანონს ან იმავე დასაქმებულთან დადებულ კოლექტიურ ხელშეკრულებას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულება აუმჯობესებს დასაქმებულის მდგომარეობას.

მუხლი #7 – შრომითი ურთიერთობის წარმოშობა

შრომითი ურთიერთობა წარმოიშობა დასაქმებულის მიერ სამუშაოს შესრულების ფაქტობრივად დაწყების მომენტიდან, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.

მუხლი #8 – შრომითი ხელშეკრულების დადების შეზღუდვა შეთავსებით სამუშაოზე

1. შრომითი ხელშეკრულება შეთავსებით სამუშაოზე შეიძლება დაიდოს პირთან, რომელსაც ძირითადი სამუშაოდან თავისუფალ დროს შეუძლია სხვა ანაზღაურებადი სამუშაოს შესრულება.
2. დასაქმებულის უფლება, შეასრულოს სხვა სამუშაო, შესაძლებელია შრომითი ხელშეკრულებით შეიზღუდოს, თუ ასეთი სამუშაოს შესრულებამ შეიძლება ხელი შეუშალოს მის ძირითად სამუშაოსთან დაკავშირებული მოვალეობების შესრულებას ან/და თუ პირი, რომლისთვისაც უნდა შესრულდეს შეთავსებითი სამუშაო, დამსაქმებლის კონკურენტია.

მუხლი #9 – გამოსაცდელი ვადა

1. შესასრულებელ სამუშაოსთან პირის შესაბამისობის დადგენის მიზნით, მხარეთა შეთანხმებით, დასაქმებულთან შესაძლებელია მხოლოდ ერთხელ დაიდოს შრომითი ხელშეკრულება გამოსაცდელი ვადით არაუმეტეს 6 თვისა. შრომითი ხელშეკრულება გამოსაცდელი ვადით იდება მხოლოდ წერილობითი ფორმით.
2. გამოსაცდელი ვადით მუშაობა ანაზღაურებადია. ამ ანაზღაურების ოდენობა და გადახდის წესი განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით.
3. დამსაქმებელს უფლება აქვს, გამოსაცდელი ვადის განმავლობაში ნებისმიერ დროს დადოს დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულება ან შეწყვიტოს მასთან გამოსაცდელი ვადით დადებული შრომითი ხელშეკრულება.
4. გამოსაცდელი ვადით დადებული შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაზე არ ვრცელდება ამ კანონის 38-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნები, თუ გამოსაცდელი ვადით დადებული შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული. გამოსაცდელი ვადით დადებული შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში დასაქმებულის შრომა ანაზღაურდება ნამუშევარი დროის შესაბამისად.

თავი #3 – სამუშაოს შესრულება
მუხლი #10 – სამუშაოს პირადად შესრულების მოვალეობა

დასაქმებული ვალდებულია სამუშაო პირადად შეასრულოს. მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ განსაზღვრული ვადით სამუშაოს მესამე პირის მიერ შესრულებაზე.

მუხლი #11 – შრომითი ხელშეკრულების პირობების შეცვლა

1. დამსაქმებელს უფლება აქვს, დასაქმებულისათვის შეტყობინებით დააზუსტოს შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულების ცალკეული გარემოებები, რომლებიც არ ცვლის ხელშეკრულების არსებით პირობებს.
2. შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობების შეცვლა შესაძლებელია მხოლოდ მხარეთა შეთანხმებით. თუ შრომითი ხელშეკრულება არ ითვალისწინებს რომელიმე არსებით პირობას, ასეთი პირობის განსაზღვრა შესაძლებელია დასაქმებულის თანხმობით.
3. შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობების შეცვლა, რომელიც განპირობებულია კანონმდებლობის ცვლილებით, არ საჭიროებს დასაქმებულის თანხმობას.
4. შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობების შეცვლად არ მიიჩნევა:
ა) დამსაქმებლის მიერ დასაქმებულისათვის მითითებული სამუშაოს შესრულების ადგილის შეცვლა, თუ საზოგადოდ ხელმისაწვდომი სატრანსპორტო საშუალებებით დასაქმებულის საცხოვრებელი ადგილიდან სამუშაოს შესრულების ახალ ადგილამდე მისვლა და დაბრუნება მოითხოვს არაუმეტეს 3 საათისა დღეში, ამასთანავე, არ იწვევს არათანაბარზომიერ ხარჯებს;
ბ) სამუშაოს დაწყების ან დამთავრების დროის ცვლილება არაუმეტეს 90 წუთით.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ორივე გარემოების ერთდროულად შეცვლა მიიჩნევა შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობების შეცვლად.

მუხლი #12 – მივლინება

1. მივლინება არის დამსაქმებლის მიერ დასაქმებულის სამუშაო ადგილის დროებით შეცვლა, სამუშაოს ინტერესებიდან გამომდინარე.
2. დამსაქმებლის მიერ დასაქმებულის მივლინებაში გაგზავნა არ მიიჩნევა შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობების შეცვლად, თუ მივლინების პერიოდი არ აღემატება წელიწადში 45 კალენდარულ დღეს.
3. დამსაქმებლის მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვადის გადამეტების შემთხვევა მიიჩნევა შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობების შეცვლად.
4. დამსაქმებელი ვალდებულია სრულად აუნაზღაუროს დასაქმებულს მივლინებასთან დაკავშირებული ხარჯები.
5. ამ მუხლით გათვალისწინებული ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.

მუხლი #13 – შრომის შინაგანაწესი

1. დამსაქმებელს უფლება აქვს, დაადგინოს შრომის შინაგანაწესი და ვალდებულია გააცნოს ის დასაქმებულს.
2. შრომის შინაგანაწესი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შეიძლება განისაზღვროს:
ა) სამუშაო კვირის ხანგრძლივობა, ყოველდღიური სამუშაოს დაწყებისა და დამთავრების დრო, ცვლაში მუშაობისას – ცვლის ხანგრძლივობა;
ბ) დასვენების ხანგრძლივობა;
გ) შრომის ანაზღაურების გაცემის დრო, ადგილი და წესი;
დ) ანაზღაურებადი შვებულების ხანგრძლივობა და მიცემის წესი;
ე) ანაზღაურების გარეშე შვებულების ხანგრძლივობა და მიცემის წესი;
ვ) შრომის პირობების დაცვის წესები;
ზ) წახალისებისა და პასუხისმგებლობის სახე და გამოყენების წესი;
თ) განცხადების/საჩივრის განხილვის წესი.
3. სამუშაოს სპეციფიკის გათვალისწინებით, დამსაქმებელმა შრომის შინაგანაწესით შეიძლება განსაზღვროს სპეციალური წესები.
4. ბათილია შრომის შინაგანაწესის ის დებულება, რომელიც ეწინააღმდეგება ინდივიდუალურ შრომით ხელშეკრულებას ან კოლექტიურ ხელშეკრულებას ან ამ კანონს.

თავი #4 – სამუშაო, შესვენების და დასვენების დრო
მუხლი #14 – სამუშაო დროის ხანგრძლივობა

1. დამსაქმებლის მიერ განსაზღვრული სამუშაო დროის ხანგრძლივობა, რომლის განმავლობაშიც დასაქმებული ასრულებს სამუშაოს, არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 40 საათს, ხოლო სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის მქონე საწარმოში, სადაც წარმოების/შრომითი პროცესი ითვალისწინებს 8 საათზე მეტი ხანგრძლივობის უწყვეტ რეჟიმს, – კვირაში 48 საათს. სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის დარგების ჩამონათვალს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. სამუშაო დროში არ ითვლება შესვენების დრო და დასვენების დრო.
1′. თუ დამსაქმებლის საქმიანობა ითვალისწინებს წარმოების/შრომითი პროცესის 24-საათიან უწყვეტ რეჟიმს, მხარეები უფლებამოსილი არიან, დადონ შრომითი ხელშეკრულება ცვლაში მუშაობის შესახებ, ამ მუხლის მე-2 პუნქტის პირობების გათვალისწინებით და დასაქმებულისთვის ნამუშევარი საათების ადეკვატური დასვენების დროის მიცემის პირობით.
2. სამუშაო დღეებს (ცვლებს) შორის დასვენების ხანგრძლივობა არ უნდა იყოს 12 საათზე ნაკლები.
3. 16 წლიდან 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვნის სამუშაო დროის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 36 საათს.
4. 14 წლიდან 16 წლამდე ასაკის არასრულწლოვნის სამუშაო დროის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 24 საათს.

მუხლი #15 – ცვლაში მუშაობისას განსაზღვრული სამუშაო დრო

ცვლაში მუშაობა და ერთი ცვლიდან მეორეში გადასვლა განისაზღვრება ცვლიანობის განრიგით, რომელსაც ამტკიცებს დამსაქმებელი სამუშაოს სპეციფიკის გათვალისწინებით. ცვლიანობის განრიგის ცვლილების შესახებ დასაქმებულს უნდა ეცნობოს 10 დღით ადრე, თუ ეს შეუძლებელი არ არის უკიდურესი საწარმოო აუცილებლობის გამო.

მუხლი #16 – სამუშაო დროის შეჯამებული აღრიცხვის წესი

სამუშაოს პირობების გათვალისწინებით, როდესაც შეუძლებელია ყოველდღიური ან ყოველკვირეული სამუშაო დროის ხანგრძლივობის დაცვა, დასაშვებია სამუშაო დროის შეჯამებული აღრიცხვის წესის შემოღება.

მუხლი #17 – ზეგანაკვეთური სამუშაო

1. დასაქმებული ვალდებულია შეასრულოს ზეგანაკვეთური სამუშაო:
ა) სტიქიური უბედურების თავიდან ასაცილებლად ან/და მისი შედეგების ლიკვიდაციისთვის – ანაზღაურების გარეშე;
ბ) საწარმოო ავარიის თავიდან ასაცილებლად ან/და მისი შედეგების ლიკვიდაციისთვის – სათანადო ანაზღაურებით.
2. აკრძალულია ორსული ან ახალნამშობიარები ქალის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის, არასრულწლოვნის ზეგანაკვეთურ სამუშაოზე დასაქმება მისი თანხმობის გარეშე.
3. ზეგანაკვეთურ სამუშაოდ მიიჩნევა მხარეთა შეთანხმებით დასაქმებულის მიერ სამუშაოს შესრულება დროის იმ მონაკვეთში, რომლის ხანგრძლივობა სრულწლოვნისთვის აღემატება კვირაში 40 საათს, 16 წლიდან 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვნისთვის – კვირაში 36 საათს, ხოლო 14 წლიდან 16 წლამდე ასაკის არასრულწლოვნისთვის – კვირაში 24 საათს.
4. ზეგანაკვეთური სამუშაო ანაზღაურდება ხელფასის საათობრივი განაკვეთის გაზრდილი ოდენობით. ამ ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით.
5. მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების სანაცვლოდ დასაქმებულისათვის დამატებითი დასვენების დროის მიცემაზე.

მუხლი #18 – ღამით მუშაობის შეზღუდვა

აკრძალულია ღამის სამუშაოზე (22 საათიდან 6 საათამდე) არასრულწლოვნის, ორსული, ახალნამშობიარები ან მეძუძური ქალის დასაქმება, ხოლო 3 წლამდე ასაკის ბავშვის მომვლელის ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის დასაქმება – მისი თანხმობის გარეშე.

მუხლი #19 – დამატებითი შესვენება მეძუძური ქალისათვის

1. დასაქმებულს, რომელიც მეძუძური ქალია და კვებავს ერთ წლამდე ასაკის ბავშვს, მისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა დამატებითი შესვენება დღეში არანაკლებ 1 საათისა.
2. ბავშვის კვებისათვის შესვენება ითვლება სამუშაო დროში და ანაზღაურდება.

მუხლი #20 – უქმე დღეები

1. უქმე დღეებია:
ა) 1 და 2 იანვარი – ახალი წლის სადღესასწაულო დღეები;
ბ) 7 იანვარი – უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს შობის დღე;
გ) 19 იანვარი – ნათლისღება – უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს გაცხადების დღე;
დ) 3 მარტი – დედის დღე;
ე) 8 მარტი – ქალთა საერთაშორისო დღე;
ვ) 9 აპრილი – საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების დღე, საქართველოს ეროვნული ერთიანობის, სამოქალაქო თანხმობისა და სამშობლოსათვის დაღუპულთა მოგონების დღე;
ზ) სააღდგომო დღეები – დიდი პარასკევი, დიდი შაბათი, უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის დღე; მიცვალებულთა მოხსენიების დღე – აღდგომის მეორე დღე, ორშაბათი (თარიღები გარდამავალია);
თ) 9 მაისი – ფაშიზმზე გამარჯვების დღე;
ი) 12 მაისი – საქართველოს ეკლესიის, როგორც სამოციქულო საყდრის, დამაარსებლის – წმინდა ანდრია მოციქულის ხსენების დღე;
კ) 26 მაისი – საქართველოს დამოუკიდებლობის დღე;
ლ) 28 აგვისტო – ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღე (მარიამობა);
მ) 14 ოქტომბერი – მცხეთობის (სვეტიცხოვლობის, კვართის დღესასწაულის) დღე;
ნ) 23 ნოემბერი – გიორგობის დღე.
2. დასაქმებული უფლებამოსილია ამ კანონით დადგენილი უქმე დღეების ნაცვლად მოითხოვოს სხვა დასვენების დღეები, რაც უნდა განისაზღვროს შრომითი ხელშეკრულებით.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უქმე დღეებში დასაქმებულის მიერ სამუშაოს შესრულება მიიჩნევა ზეგანაკვეთურ სამუშაოდ და მისი ანაზღაურების პირობები განისაზღვრება ამ კანონის მე-17 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით დადგენილი წესით.

თავი #5 – შვებულება
მუხლი #21 – შვებულების ხანგრძლივობა

1. დასაქმებულს უფლება აქვს, ისარგებლოს ანაზღაურებადი შვებულებით – წელიწადში სულ მცირე 24 სამუშაო დღით.
2. დასაქმებულს უფლება აქვს, ისარგებლოს ანაზღაურების გარეშე შვებულებით – წელიწადში სულ მცირე 15 კალენდარული დღით.
3. შრომითი ხელშეკრულებით შეიძლება განისაზღვროს ამ მუხლით გათვალისწინებულისაგან განსხვავებული ვადები და პირობები, რომლებიც არ უნდა აუარესებდეს დასაქმებულის მდგომარეობას.
4. ამ კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის “ა”, “ვ”-“თ” და “ო” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლით შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისას დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულს აუნაზღაუროს გამოუყენებელი შვებულება შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობის პროპორციულად.

მუხლი #22 – შვებულების მიცემის წესი

1. დასაქმებულს შვებულების მოთხოვნის უფლება წარმოეშობა მუშაობის თერთმეტი თვის შემდეგ. დასაქმებულს მხარეთა შეთანხმებით შვებულება შეიძლება მიეცეს აღნიშნული ვადის გასვლამდეც.
2. მუშაობის მეორე წლიდან დასაქმებულს მხარეთა შეთანხმებით შვებულება შეიძლება მიეცეს სამუშაო წლის ნებისმიერ დროს.
3. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება შვებულების ნაწილ-ნაწილ გამოყენება.
4. შვებულებაში არ ითვლება დროებითი შრომისუუნარობის პერიოდი, შვებულება ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო, შვებულება ახალშობილის შვილად აყვანის გამო და დამატებითი შვებულება ბავშვის მოვლის გამო.
5. თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დამსაქმებელი უფლებამოსილია დაადგინოს დასაქმებულთათვის წლის განმავლობაში ანაზღაურებად შვებულებათა მიცემის რიგითობა.

მუხლი #23 – ანაზღაურების გარეშე შვებულების აღებისას დამსაქმებლის წინასწარ გაფრთხილების ვალდებულება

ანაზღაურების გარეშე შვებულების აღებისას დასაქმებული ვალდებულია 2 კვირით ადრე გააფრთხილოს დამსაქმებელი შვებულების აღების შესახებ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გაფრთხილება შეუძლებელია გადაუდებელი სამედიცინო ან ოჯახური პირობების გამო.

მუხლი #24 – შვებულების მოთხოვნის უფლების წარმოშობა

1. შვებულების მოთხოვნის უფლების წარმოშობის გამოსათვლელ ვადაში ითვლება დასაქმებულის მიერ ფაქტობრივად ნამუშევარი, აგრეთვე დამსაქმებლის ბრალით გამოწვეული იძულებითი მოცდენის დრო.
2. შვებულების მოთხოვნის უფლების წარმოშობის გამოსათვლელ ვადაში არ ითვლება დასაქმებულის მიერ სამუშაოს არასაპატიო მიზეზით გაცდენის ან 7 სამუშაო დღეზე მეტი ხნით ანაზღაურების გარეშე შვებულებაში ყოფნის დრო.

მუხლი #25 – ანაზღაურებადი შვებულების გადატანის გამონაკლისი შემთხვევები

1. თუ დასაქმებულისათვის მიმდინარე წელს ანაზღაურებადი შვებულების მიცემამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს სამუშაოს ნორმალურ მიმდინარეობაზე, დასაქმებულის თანხმობით დასაშვებია შვებულების გადატანა მომდევნო წლისათვის. აკრძალულია არასრულწლოვნის ანაზღაურებადი შვებულების გადატანა მომდევნო წლისათვის.
2. აკრძალულია ანაზღაურებადი შვებულების გადატანა ზედიზედ 2 წლის განმავლობაში.

მუხლი #26 – საშვებულებო ანაზღაურება

დასაქმებულის საშვებულებო ანაზღაურება განისაზღვრება შვებულების წინა 3 თვის საშუალო ანაზღაურებიდან, თუ მუშაობის დაწყებიდან ან უკანასკნელი შვებულების შემდეგ ნამუშევარი დრო 3 თვეზე ნაკლებია – ნამუშევარი თვეების საშუალო ანაზღაურებიდან, ხოლო ყოველთვიური ფიქსირებული ანაზღაურების შემთხვევაში – ბოლო თვის ანაზღაურების მიხედვით.

მუხლი #26′ – დამატებითი შვებულება მძიმე, მავნე ან საშიშპირობებიან სამუშაოზე მომუშავე დასაქმებულისათვის

მძიმე, მავნე ან საშიშპირობებიან სამუშაოზე მომუშავე დასაქმებულს ეძლევა დამატებითი ანაზღაურებადი შვებულება – წელიწადში 10 კალენდარული დღე.

თავი #6 – შვებულება ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო, შვებულება ახალშობილის შვილად აყვანის გამო და დამატებითი შვებულება ბავშვის მოვლის გამო
მუხლი #27 – შვებულება ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო

1. დასაქმებულს თავისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულება 730 კალენდარული დღის ოდენობით.
2. ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულებიდან ანაზღაურებადია 183 კალენდარული დღე, ხოლო მშობიარობის გართულების ან ტყუპის შობის შემთხვევაში – 200 კალენდარული დღე.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შვებულება დასაქმებულს თავისი შეხედულებისამებრ შეუძლია გადაანაწილოს ორსულობისა და მშობიარობისშემდგომ პერიოდებზე.

მუხლი #28 – შვებულება ახალშობილის შვილად აყვანის გამო

დასაქმებულს, რომელმაც იშვილა ერთ წლამდე ასაკის ბავშვი, თავისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულება ბავშვის დაბადებიდან 550 კალენდარული დღის ოდენობით. ამ შვებულებიდან ანაზღაურებადია 90 კალენდარული დღე.

მუხლი #29 – ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულებისა და ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების ანაზღაურება

ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულება და ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულება ანაზღაურდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულების, აგრეთვე ახალშობილის შვილად აყვანის გამო ანაზღაურებადი შვებულების პერიოდზე გასაცემი ფულადი დახმარების ოდენობაა არაუმეტეს 1000 ლარისა. დამსაქმებელი და დასაქმებული შეიძლება შეთანხმდნენ დამატებით ანაზღაურებაზე.

მუხლი #30 – დამატებითი შვებულება ბავშვის მოვლის გამო

1. დასაქმებულს თავისივე თხოვნით, უწყვეტად ან ნაწილ-ნაწილ, მაგრამ არანაკლებ წელიწადში 2 კვირისა, ეძლევა ანაზღაურების გარეშე შვებულება ბავშვის მოვლის გამო – 12 კვირის ოდენობით, სანამ ბავშვს შეუსრულდება 5 წელი.
2. ბავშვის მოვლის გამო დამატებითი შვებულება შეიძლება მიეცეს ნებისმიერ პირს, რომელიც ფაქტობრივად უვლის ბავშვს.

თავი #7 – შრომის ანაზღაურება

მუხლი #31 – შრომის ანაზღაურების ფორმა და ოდენობა, გაცემის დრო და ადგილი

1. შრომის ანაზღაურების ფორმა და ოდენობა განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით. ამ მუხლის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. შრომის ანაზღაურება გაიცემა თვეში ერთხელ.
3. დამსაქმებელი ვალდებულია ნებისმიერი ანაზღაურების თუ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის გადაუხადოს დასაქმებულს დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტი.

მუხლი #32 – შრომის ანაზღაურება იძულებითი მოცდენის დროს

1. თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, დამსაქმებლის ბრალით გამოწვეული იძულებითი მოცდენის დროს დასაქმებულს შრომის ანაზღაურება მიეცემა სრული ოდენობით.
2. დასაქმებულის ბრალით გამოწვეული იძულებითი მოცდენა არ ანაზღაურდება.

მუხლი #33 – დაქვითვა შრომის ანაზღაურებიდან

1. დამსაქმებელს უფლება აქვს, დასაქმებულის შრომის ანაზღაურებიდან დაქვითოს ზედმეტად გაცემული თანხა ან ნებისმიერი სხვა თანხა, რომელიც, შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე, მისთვის დასაქმებულს აქვს გადასახდელი.
2. შრომითი ანაზღაურებიდან ერთჯერადად დაქვითვის საერთო ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს შრომის ანაზღაურების 50 პროცენტს.

მუხლი #34 – საბოლოო ანგარიშსწორება შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას

შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულთან მოახდინოს საბოლოო ანგარიშსწორება არა უგვიანეს 7 კალენდარული დღისა, თუ შრომითი ხელშეკრულებით ან კანონით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.

თავი #8 – შრომის პირობების დაცვა
მუხლი #35 – უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო გარემოს უფლება

1. დამსაქმებელი ვალდებულია უზრუნველყოს დასაქმებული სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მაქსიმალურად უსაფრთხო სამუშაო გარემოთი.
2. დამსაქმებელი ვალდებულია გონივრულ ვადაში მიაწოდოს დასაქმებულს მის ხელთ არსებული სრული, ობიექტური და გასაგები ინფორმაცია ყველა იმ ფაქტორის შესახებ, რომლებიც მოქმედებს დასაქმებულის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე ან ბუნებრივი გარემოს უსაფრთხოებაზე.
3. დასაქმებულს უფლება აქვს უარი განაცხადოს იმ სამუშაოს, დავალების ან მითითების შესრულებაზე, რომელიც ეწინააღმდეგება კანონს, ან შრომის უსაფრთხოების პირობების დაუცველობის გამო აშკარა და არსებით საფრთხეს უქმნის მის ან მესამე პირის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, საკუთრებას ან ბუნებრივი გარემოს უსაფრთხოებას. დასაქმებული ვალდებულია დაუყოვნებლივ შეატყობინოს დამსაქმებელს იმ გარემოების შესახებ, რომლის გამოც იგი უარს ამბობს შრომითი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე.
4. დამსაქმებელი ვალდებულია დანერგოს შრომის უსაფრთხოების უზრუნველმყოფი პრევენციული სისტემა და დროულად მიაწოდოს დასაქმებულს სათანადო ინფორმაცია შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკებისა და მათი პრევენციის ზომების, აგრეთვე საფრთხის შემცველ აღჭურვილობასთან მოპყრობის წესების შესახებ, აუცილებლობის შემთხვევაში უზრუნველყოს დასაქმებული პერსონალური დამცავი აღჭურვილობით, სახიფათო მოწყობილობა ტექნოლოგიურ პროგრესთან ერთად დროულად შეცვალოს უსაფრთხოთი ან ნაკლებად სახიფათოთი, მიიღოს ყველა სხვა გონივრული ზომა დასაქმებულის უსაფრთხოებისათვის და მისი ჯანმრთელობის დასაცავად.
5. დამსაქმებელი ვალდებულია მიიღოს ყველა გონივრული ზომა საწარმოო შემთხვევის შედეგების დროული ლოკალიზაციისა და ლიკვიდაციისათვის, პირველადი დახმარების აღმოჩენისა და ევაკუაციისათვის.
6. დამსაქმებელი ვალდებულია სრულად აუნაზღაუროს დასაქმებულს სამუშაოს შესრულებასთან დაკავშირებული, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებით მიყენებული ზიანი და აუცილებელი მკურნალობის ხარჯები.
7. დამსაქმებელი ვალდებულია უზრუნველყოს ორსული ქალის დაცვა ისეთი შრომისაგან, რომელიც საფრთხეს უქმნის მის ან ნაყოფის კეთილდღეობას, ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობას.
8. მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოთა ნუსხა, შრომის უსაფრთხოების წესები, მათ შორის, დამსაქმებლის ხარჯით დასაქმებულის სავალდებულო პერიოდული სამედიცინო შემოწმების შემთხვევები და წესები, განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

თავი #9 – შრომითი ურთიერთობის შეჩერება და შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა
მუხლი #36 – შრომითი ურთიერთობის შეჩერება

1. შრომითი ურთიერთობის შეჩერება არის შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს დროებით შეუსრულებლობა, რომელიც არ იწვევს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტას.
2. შრომითი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლებია:
ა) გაფიცვა;
ბ) ლოკაუტი;
გ) აქტიური ან/და პასიური საარჩევნო უფლების განხორციელება;
დ) საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში საგამოძიებო, პროკურატურის ან სასამართლო ორგანოებში გამოცხადება;
ე) სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევა;
ვ) სამხედრო სარეზერვო სამსახურში გაწვევა;
ზ) შვებულება ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო, შვებულება ახალშობილის შვილად აყვანის გამო და დამატებითი შვებულება ბავშვის მოვლის გამო;
თ) ოჯახში ძალადობის მსხვერპლის თავშესაფარში ან/და კრიზისულ ცენტრში მოთავსება, რომლის დროსაც შეუძლებელი ხდება მის მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულება, მაგრამ არა უმეტეს 30 კალენდარული დღისა წელიწადში;
ი) დროებითი შრომისუუნარობა, თუ მისი ვადა არ აღემატება ზედიზედ 40 კალენდარულ დღეს, ან 6 თვის განმავლობაში საერთო ვადა არ აღემატება 60 კალენდარულ დღეს;
კ) კვალიფიკაციის ამაღლება, პროფესიული გადამზადება ან სწავლა, რომლის ხანგრძლივობაც წელიწადში არ უნდა აღემატებოდეს 30 კალენდარულ დღეს;
ლ) ანაზღაურების გარეშე შვებულება;
მ) ანაზღაურებადი შვებულება.
3. დასაქმებულის მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტით (გარდა “ბ” ქვეპუნქტისა) გათვალისწინებული საფუძვლით შრომითი ურთიერთობის შეჩერების მოთხოვნის შემთხვევაში დამსაქმებელი ვალდებულია შრომითი ურთიერთობა გონივრული ვადით შეაჩეროს. შრომითი ურთიერთობა შეჩერებულად ჩაითვლება მოთხოვნის წარდგენიდან შეჩერების შესაბამისი საფუძვლის აღმოფხვრამდე.
4. შრომითი ურთიერთობის შეჩერების შემთხვევაში, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტის “ვ” და “მ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, დასაქმებულს არ მიეცემა შრომის ანაზღაურება, თუ საქართველოს კანონმდებლობით ან შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.
5. საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში საგამოძიებო, პროკურატურის ან სასამართლო ორგანოში გამოცხადებასთან დაკავშირებული ხარჯები ანაზღაურდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
6. პუნქტი ა მ ო ღ ე ბ უ ლ ი ა.

მუხლი #37 – შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლები

1. შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლებია:
ა) ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები, რომლებიც აუცილებელს ხდის სამუშაო ძალის შემცირებას;
ბ) შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლა;
გ) შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულება;
დ) დასაქმებულის მიერ თანამდებობის/სამუშაოს საკუთარი ნებით, წერილობითი განცხადების საფუძველზე დატოვება;
ე) მხარეთა წერილობითი შეთანხმება;
ვ) დასაქმებულის კვალიფიკაციის ან პროფესიული უნარ-ჩვევების შეუსაბამობა მის მიერ დაკავებულ თანამდებობასთან/შესასრულებელ სამუშაოსთან;
ზ) დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევა;
თ) დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების დარღვევა, თუ დასაქმებულის მიმართ ბოლო 1 წლის განმავლობაში უკვე გამოყენებულ იქნა ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის რომელიმე ზომა;
ი) თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, ხანგრძლივი შრომისუუნარობა – თუკი შრომისუუნარობის ვადა აღემატება ზედიზედ 40 კალენდარულ დღეს, ან 6 თვის განმავლობაში საერთო ვადა აღემატება 60 კალენდარულ დღეს, ამასთანავე, დასაქმებულს გამოყენებული აქვს ამ კანონის 21-ე მუხლით გათვალისწინებული შვებულება;
კ) სასამართლო განაჩენის ან გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლა, რომელიც სამუშაოს შესრულების შესაძლებლობას გამორიცხავს;
ლ) ამ კანონის 51-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად სასამართლოს მიერ მიღებული და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება გაფიცვის უკანონოდ ცნობის შესახებ;
მ) დამსაქმებელი ფიზიკური პირის ან დასაქმებულის გარდაცვალება;
ნ) დამსაქმებელი იურიდიული პირის ლიკვიდაციის წარმოების დაწყება;
ო) სხვა ობიექტური გარემოება, რომელიც ამართლებს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის “ზ” და “თ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების დარღვევა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი შეიძლება გახდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შრომის შინაგანაწესი შრომითი ხელშეკრულების ნაწილია.
3. დაუშვებელია შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა:
ა) სხვა საფუძვლით, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლებისა;
ბ) ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული დისკრიმინაციის საფუძვლით;
გ) დასაქმებული ქალის მიერ თავისი ორსულობის შესახებ დამსაქმებლისთვის შეტყობინებიდან ამ კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის “ზ” ქვეპუნქტით განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის “ბ”-“ე”, “ზ”, “თ”, “კ” და “მ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლებისა;
დ) დასაქმებულის სამხედრო სავალდებულო ან სამხედრო სარეზერვო სამსახურში გაწვევის გამო ან/და დასაქმებულის მიერ სამხედრო სავალდებულო ან სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლის პერიოდში, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის “ბ”-“ე”, “ზ”, “თ”, “კ” და “მ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლებისა;
ე) სასამართლოში ნაფიც მსაჯულად ყოფნის პერიოდში, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის “ბ”-“ე”, “ზ”, “თ”, “კ” და “მ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლებისა.

მუხლი #38 – შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის წესი

1. დამსაქმებლის მიერ ამ კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის “ა”, “ვ”, “ი” და “ო” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლით შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისას დამსაქმებელი ვალდებულია არანაკლებ 30 კალენდარული დღით ადრე გააფრთხილოს დასაქმებული წინასწარი წერილობითი შეტყობინების გაგზავნით. ამასთანავე, დასაქმებულს მიეცემა კომპენსაცია არანაკლებ 1 თვის შრომის ანაზღაურების ოდენობით, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტიდან 30 კალენდარული დღის ვადაში.
2. დამსაქმებლის მიერ ამ კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის “ა”, “ვ”, “ი” და “ო” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლით შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისას დამსაქმებელი უფლებამოსილია არანაკლებ 3 კალენდარული დღით ადრე გააფრთხილოს დასაქმებული წინასწარი წერილობითი შეტყობინების გაგზავნით. ამ შემთხვევაში დასაქმებულს მიეცემა კომპენსაცია არანაკლებ 2 თვის შრომის ანაზღაურების ოდენობით, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტიდან 30 კალენდარული დღის ვადაში.
3. ამ კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის “დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით შრომითი ხელშეკრულების დასაქმებულის ინიციატივით შეწყვეტისას დასაქმებული ვალდებულია არანაკლებ 30 კალენდარული დღით ადრე გააფრთხილოს დამსაქმებელი წინასწარი წერილობითი შეტყობინების გაგზავნით.
4. დასაქმებულს უფლება აქვს, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე დამსაქმებლის შეტყობინების მიღებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში გაუგზავნოს მას წერილობითი შეტყობინება ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლის წერილობითი დასაბუთების მოთხოვნის თაობაზე.
5. დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულის მოთხოვნის წარდგენიდან 7 კალენდარული დღის ვადაში წერილობით დაასაბუთოს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი.
6. დასაქმებულს უფლება აქვს, წერილობითი დასაბუთების მიღებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში სასამართლოში გაასაჩივროს დამსაქმებლის გადაწყვეტილება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ.
7. თუ დამსაქმებელი დასაქმებულის მოთხოვნის წარდგენიდან 7 კალენდარული დღის ვადაში წერილობით არ დაასაბუთებს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველს, დასაქმებულს უფლება აქვს, 30 კალენდარული დღის ვადაში სასამართლოში გაასაჩივროს დამსაქმებლის გადაწყვეტილება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ. ამ შემთხვევაში დავის ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთი ეკისრება დამსაქმებელს.
8. სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით.

მუხლი #38′ – მასობრივი დათხოვნა

1. ამ კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის “ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით 15 კალენდარული დღის განმავლობაში სულ მცირე 100 დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულებების შეწყვეტის (მასობრივი დათხოვნის) შემთხვევაში დამსაქმებელი ვალდებულია მასობრივ დათხოვნამდე სულ მცირე 45 კალენდარული დღით ადრე წერილობითი შეტყობინება გაუგზავნოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და იმ დასაქმებულებს, რომელთაც უწყდებათ შრომითი ხელშეკრულებები.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში არ მოქმედებს ამ კანონის 38-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული გაფრთხილების ვადები.

მუხლი #39 – არასრულწლოვანთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა

არასრულწლოვნის კანონიერ წარმომადგენელს ან მზრუნველობის/მეურვეობის ორგანოს უფლება აქვს, მოითხოვოს არასრულწლოვანთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა, თუ მუშაობის გაგრძელება ზიანს მიაყენებს არასრულწლოვნის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან სხვა მნიშვნელოვან ინტერესებს.

მუხლი #40 – მუშაობის უნებლიე გაგრძელება

თუ შრომითი ხელშეკრულების ვადა გავიდა, მაგრამ, სამუშაოს ხასიათიდან გამომდინარე, მუშაობის დაუყოვნებლივ შეწყვეტა მნიშვნელოვან ზიანს გამოიწვევს და საფრთხეს შეუქმნის ადამიანის ჯანმრთელობას, დასაქმებული ვალდებულია გააგრძელოს მუშაობა, სანამ ასეთი ვითარება არ დასრულდება, ხოლო დამქირავებელი ვალდებულია მისცეს მას შრომის ანაზღაურება.

თავი #9′ – გაერთიანების თავისუფლება
მუხლი #40′ – ზოგადი დებულებანი

1. დასაქმებულსა და დამსაქმებელს უფლება აქვთ, წინასწარი ნებართვის გარეშე შექმნან გაერთიანება ან/და გაწევრდნენ სხვა გაერთიანებაში.
2. დამსაქმებელთა გაერთიანებას და დასაქმებულთა გაერთიანებას უფლება აქვთ, შეიმუშაონ საკუთარი წესდება და რეგლამენტი, შექმნან მართვის ორგანოები, აირჩიონ წარმომადგენლები და წარმართონ თავიანთი საქმიანობა.
3. დამსაქმებელთა გაერთიანებას და დასაქმებულთა გაერთიანებას უფლება აქვთ, შექმნან ფედერაციები და კონფედერაციები და გაერთიანდნენ მათთან. ყოველ ასეთ გაერთიანებას, ფედერაციას, კონფედერაციას უფლება აქვს, შეუერთდეს დამსაქმებელთა საერთაშორისო გაერთიანებას და დასაქმებულთა საერთაშორისო გაერთიანებას.

მუხლი #40’2 – დისკრიმინაციის აკრძალვა

1. აკრძალულია დასაქმებულის დისკრიმინაცია დასაქმებულთა გაერთიანებაში მისი წევრობის ან ასეთი გაერთიანების საქმიანობაში მონაწილეობის გამო ან/და სხვა ქმედება, რომლის მიზანია:
ა) დასაქმებულის სამუშაოზე მიღება ან მისთვის სამუშაოს შენარჩუნება დასაქმებულთა გაერთიანებაში გაწევრებაზე უარის თქმის ან ასეთი გაერთიანებიდან გამოსვლის სანაცვლოდ;
ბ) დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა ან მისი სხვაგვარად შევიწროება დასაქმებულთა გაერთიანების წევრობის ან ასეთი გაერთიანების საქმიანობაში მონაწილეობის გამო.
2. სამუშაო დროის განმავლობაში დასაქმებულის დასაქმებულთა გაერთიანების საქმიანობაში მონაწილეობა დასაშვებია დამსაქმებელთან შეთანხმებით.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის “ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ან/და ამ კანონის 37-ე მუხლის მე-3 პუნქტის “ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით შეტანილ სარჩელზე მტკიცების ტვირთი ეკისრება დამსაქმებელს, თუ დასაქმებული მიუთითებს გარემოებებზე, რომლებიც ქმნის გონივრული ვარაუდის საფუძველს, რომ დამსაქმებელი ამ მუხლის პირველი პუნქტის “ბ” ქვეპუნქტით ან/და ამ კანონის 37-ე მუხლის მე-3 პუნქტის “ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის (მოთხოვნების) დარღვევით მოქმედებდა.

მუხლი #40’3 – დამსაქმებელთა და დასაქმებულთა გაერთიანებების საქმიანობაში ჩარევის აკრძალვა

1. დაუშვებელია დამსაქმებელთა და დასაქმებულთა გაერთიანებების, მათი წევრების ან წარმომადგენლების მიერ ერთმანეთის საქმიანობაში ნებისმიერი ფორმით ჩარევა.
2. ამ მუხლის მიზნებისთვის გაერთიანების საქმიანობაში ჩარევა გულისხმობს ნებისმიერ ქმედებას, რომლის მიზანია გაერთიანების საქმიანობისათვის ფინანსური ან სხვა საშუალებებით ხელის შეშლა მასზე კონტროლის განსახორციელებლად.

კარი #3 – კოლექტიური შრომითი ურთიერთობა
თავი #10 – კოლექტიური ხელშეკრულება
მუხლი #41 – ზოგადი დებულებანი

1. კოლექტიური ხელშეკრულება იდება ერთ ან მეტ დამსაქმებელს ან ერთ ან მეტ დამსაქმებელთა გაერთიანებას და ერთ ან მეტ დასაქმებულთა გაერთიანებას შორის.
2. კოლექტიური ხელშეკრულება:
ა) განსაზღვრავს შრომის პირობებს;
ბ) აწესრიგებს დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის ურთიერთობას;
გ) აწესრიგებს ერთ ან მეტ დამსაქმებელს ან ერთ ან მეტ დამსაქმებელთა გაერთიანებას და ერთ ან მეტ დასაქმებულთა გაერთიანებას შორის ურთიერთობას.
3. მხარეები თავად განსაზღვრავენ კოლექტიური ხელშეკრულების პირობებს.
4. ერთ-ერთი მხარის მიერ კოლექტიური ხელშეკრულების დადების თაობაზე ინიციატივის გამოჩენის შემთხვევაში მხარეები ვალდებული არიან, კეთილსინდისიერად აწარმოონ მოლაპარაკება.
5. მოლაპარაკების პროცესში მხარეები ერთმანეთს აწვდიან ინფორმაციას მოლაპარაკებასთან დაკავშირებული საკითხის (საკითხების) თაობაზე. მხარეს უფლება აქვს, არ მიაწოდოს მეორე მხარეს კონფიდენციალური ინფორმაცია, ხოლო კონფიდენციალური ან/და სხვა სახის ინფორმაციის მიწოდების შემთხვევაში მოითხოვოს ამ ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვა.
6. დაუშვებელია კოლექტიური ხელშეკრულების დადების პროცესში სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ჩარევა. ამგვარი ჩარევით დადებული კოლექტიური ხელშეკრულება ბათილია.

მუხლი #42 – წარმომადგენლობა

1. კოლექტიური ხელშეკრულების დადების ან შეწყვეტის, მისი პირობების შეცვლის ან დასაქმებულთა უფლებების დაცვის მიზნით დასაქმებულთა გაერთიანება მოქმედებს წარმომადგენლების მეშვეობით.
2. წარმომადგენლობის დადასტურება ხდება წერილობითი მინდობილობით, რომელსაც ხელს აწერენ დაინტერესებული დასაქმებულები და პირი, რომელსაც ენიჭება წარმომადგენლობის უფლება.
3. წარმომადგენელი შეიძლება იყოს ნებისმიერი ქმედუნარიანი ფიზიკური პირი.
4. წარმომადგენელი მოქმედებს მხოლოდ იმ დასაქმებულთა ინტერესებიდან გამომდინარე, რომლებმაც მას მიანიჭეს წარმომადგენლობის უფლება.

მუხლი #43 – კოლექტიური ხელშეკრულება

1. კოლექტიური ხელშეკრულება იდება მხოლოდ წერილობითი ფორმით.
2. კოლექტიური ხელშეკრულება იდება განსაზღვრული ან განუსაზღვრელი ვადით.
3. განსაზღვრული ვადით დადებული კოლექტიური ხელშეკრულება უნდა ითვალისწინებდეს მისი ძალაში შესვლის და ვადის გასვლის თარიღებს.
4. განუსაზღვრელი ვადით დადებული კოლექტიური ხელშეკრულება უნდა ითვალისწინებდეს მისი გადასინჯვის, შეცვლისა და შეწყვეტის შესახებ დებულებებს.
5. კოლექტიური ხელშეკრულების არსებობა არ ზღუდავს დამსაქმებლის ან დასაქმებულის უფლებას, შეწყვიტოს შრომითი ურთიერთობა, რაც არ იწვევს ამ ხელშეკრულების მონაწილე სხვა დასაქმებულებთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტას.
6. კოლექტიურ ხელშეკრულებაში ზუსტად უნდა იყოს განსაზღვრული ხელშეკრულების სუბიექტები.
7. კოლექტიური ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები ვრცელდება ხელშეკრულების მხარეებზე. თუ კოლექტიური ხელშეკრულება დადებულია დამსაქმებელსა და ერთ ან მეტ დასაქმებულთა გაერთიანებას შორის და ასეთ ერთ ან მეტ დასაქმებულთა გაერთიანებაში გაწევრებულია მოცემულ საწარმოში მომუშავე დასაქმებულთა 50%-ზე მეტი, ამავე საწარმოში მომუშავე ნებისმიერ სხვა დასაქმებულს უფლება აქვს, წერილობით მოსთხოვოს დამსაქმებელს, რომ ისიც გახდეს ასეთი კოლექტიური ხელშეკრულების მხარე. დამსაქმებელი ვალდებულია ასეთი წერილობითი მოთხოვნა დააკმაყოფილოს მისი მიღებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში. ამ პუნქტის პირობები არ უკრძალავს სხვა დასაქმებულთა გაერთიანებას, რომელიც აერთიანებს აღნიშნულ საწარმოში მომუშავე დასაქმებულთა 50%-ზე ნაკლებს, რომ დამსაქმებელთან ცალკე აწარმოოს მოლაპარაკება და დადოს ცალკე კოლექტიური ხელშეკრულება.
8. კოლექტიური ხელშეკრულების დებულებები ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ დასაქმებულთა ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებების განუყოფელი ნაწილია.
9. ბათილია კოლექტიური ხელშეკრულების ის პირობა, რომელიც ეწინააღმდეგება ამ კანონს.

კარი #4 – პასუხისმგებლობა და დავა
თავი #11 – პასუხისმგებლობა
მუხლი #44 – მიყენებული ზიანისათვის მატერიალური პასუხისმგებლობა

შრომითი ურთიერთობისას მხარის მიერ მეორე მხარისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი #45 – წერილობითი ხელშეკრულება პასუხისმგებლობის შესახებ

1. წერილობითი ხელშეკრულებით შეიძლება განისაზღვროს დასაქმებულის ინდივიდუალური პასუხისმგებლობის სახე და ფარგლები, თუ ეს გამომდინარეობს სამუშაოს სპეციფიკიდან.
2. წერილობითი ხელშეკრულება სრული მატერიალური პასუხისმგებლობის შესახებ შეიძლება დაიდოს სრულწლოვან დასაქმებულთან, რომელიც ახორციელებს მისთვის გადაცემული ფასეულობების შენახვას, დამუშავებას, გაყიდვას (გადაცემას), გადაზიდვას ან წარმოების პროცესში გამოყენებას.

მუხლი #46 – შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული შეზღუდვები

1. პუნქტი ა მ ო ღ ე ბ უ ლ ი ა.
2. პუნქტი ა მ ო ღ ე ბ უ ლ ი ა.
3. შრომითი ხელშეკრულებით შეიძლება დადგინდეს დასაქმებულის ვალდებულება, შრომითი ხელშეკრულების პირობების შესრულებისას მიღებული ცოდნა და კვალიფიკაცია არ გამოიყენოს სხვა, კონკურენტი დამსაქმებლის სასარგებლოდ. ეს შეზღუდვა შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტიდან 6 თვის განმავლობაში, იმ პირობით, რომ ამგვარი შეზღუდვის მოქმედების პერიოდში დამსაქმებელი დასაქმებულს გადაუხდის ანაზღაურებას არანაკლებ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას არსებული ოდენობით.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა არ შეიძლება დაუწესდეთ განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სფეროებში მოღვაწე პირებს.
5. ამ მუხლის მოთხოვნების დარღვევით მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

თავი #12 – დავა
მუხლი #47 – დავა

1. დავა არის შრომითი ურთიერთობის დროს წარმოშობილი უთანხმოება, რომლის გადაწყვეტაც შედის შრომითი ხელშეკრულების მხარეთა კანონიერ ინტერესებში.
2. დავა წარმოიშობა მხარის მიერ მეორე მხარისათვის გაგზავნილი წერილობითი შეტყობინებით უთანხმოების შესახებ.
3. შრომითი ურთიერთობის დროს დავის წარმოშობის საფუძველი შეიძლება იყოს:
ა) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევა;
ბ) ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ან კოლექტიური ხელშეკრულების ან შრომის პირობების დარღვევა;
გ) დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების არსებით პირობებთან ან/და კოლექტიური ხელშეკრულების პირობებთან დაკავშირებული უთანხმოება. ეს უთანხმოება უნდა გადაწყდეს ამ კანონის 48-ე ან 48′ მუხლით გათვალისწინებული შემათანხმებელი პროცედურების დაცვით.
4. პუნქტი ა მ ო ღ ე ბ უ ლ ი ა.
5. დავის განხილვა არ იწვევს შრომითი ურთიერთობის შეჩერებას.
6. ინდივიდუალური შრომითი ურთიერთობის დროს წარმოშობილი დავა უნდა გადაწყდეს ამ კანონის 48-ე მუხლით გათვალისწინებული შემათანხმებელი პროცედურების დაცვით ან/და სასამართლოსათვის ან არბიტრაჟისათვის მიმართვით.
6′. კოლექტიური შრომითი ურთიერთობის დროს წარმოშობილი დავა უნდა გადაწყდეს ამ კანონის 48′ მუხლით გათვალისწინებული შემათანხმებელი პროცედურების დაცვით ან/და სასამართლოსათვის ან არბიტრაჟისათვის მიმართვით.
7. კოლექტიური ხელშეკრულების მონაწილე დასაქმებული არ იზღუდება, მოცემული დავის შემთხვევაში ინდივიდუალურად დაიცვას თავისი უფლებები სხვა კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით.

მუხლი #48 – ინდივიდუალური დავის განხილვა და გადაწყვეტა

1. ინდივიდუალური დავა უნდა გადაწყდეს მხარეთა შორის შემათანხმებელი პროცედურებით, რაც გულისხმობს დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის პირდაპირი მოლაპარაკებების გამართვას.
2. მხარე მეორე მხარეს უგზავნის შემათანხმებელი პროცედურების დაწყების შესახებ წერილობით შეტყობინებას, რომელშიც ზუსტად უნდა იყოს განსაზღვრული დავის წარმოშობის საფუძველი და მხარის მოთხოვნები.
3. მეორე მხარე ვალდებულია ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული წერილობითი შეტყობინება განიხილოს და თავისი გადაწყვეტილება წერილობით აცნობოს მხარეს შეტყობინების მიღებიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში.
4. წარმომადგენლები ან მხარეები იღებენ წერილობით გადაწყვეტილებას, რომელიც არსებული შრომითი ხელშეკრულების ნაწილი ხდება.
5. თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული წერილობითი შეტყობინების მიღებიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული, მხარეს უფლება აქვს, მიმართოს სასამართლოს.
6. თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული წერილობითი შეტყობინების მიღებიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში მხარემ თავი აარიდა შემათანხმებელ პროცედურებში მონაწილეობას, დავის ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთი მას ეკისრება.
7. მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ დავის არბიტრაჟისათვის გადაცემაზე.
8. დაუშვებელია დავის განხილვის პროცესში მხარის მიერ მოთხოვნის გაზრდა ან დავის საგნის შეცვლა.

მუხლი #48′ – კოლექტიური დავის განხილვა და გადაწყვეტა

1. კოლექტიური დავა (დავა დამსაქმებელსა და დასაქმებულთა ჯგუფს ან დამსაქმებელსა და დასაქმებულთა გაერთიანებას შორის) უნდა გადაწყდეს მხარეთა შორის შემათანხმებელი პროცედურებით, რაც გულისხმობს დამსაქმებელსა და დასაქმებულთა ჯგუფს (სულ მცირე 20 დასაქმებული) ან დამსაქმებელსა და დასაქმებულთა გაერთიანებას შორის პირდაპირი მოლაპარაკებების გამართვას ან მედიაციას ერთ-ერთი მხარის მიერ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისათვის (შემდგომ – მინისტრი) შესაბამისი წერილობითი შეტყობინების გაგზავნის შემთხვევაში.
2. მხარე მეორე მხარეს უგზავნის შემათანხმებელი პროცედურების დაწყების შესახებ წერილობით შეტყობინებას, რომელშიც ზუსტად უნდა იყოს განსაზღვრული დავის წარმოშობის საფუძველი და მხარის მოთხოვნები.
3. მოლაპარაკებების ნებისმიერ სტადიაზე, შეთანხმების მისაღწევად მხარეს უფლება აქვს, წერილობით მიმართოს მინისტრს მედიაციის დაწყების მიზნით დავის მედიატორის დანიშვნის თაობაზე. წერილობითი შეტყობინება იმავე დღეს გადაეცემა დავის მეორე მხარესაც.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წერილობითი შეტყობინების მიღების საფუძველზე მინისტრი ნიშნავს დავის მედიატორს საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით დამტკიცებული კოლექტიური დავის შემათანხმებელი პროცედურებით განხილვისა და გადაწყვეტის წესის თანახმად. დავის ნებისმიერ სტადიაზე მინისტრს უფლება აქვს, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის არსებობის შემთხვევაში, მხარის წერილობითი მიმართვის გარეშე, საკუთარი ინიციატივით დანიშნოს დავის მედიატორი, რაც წერილობით უნდა ეცნობოს მხარეებს.
5. დავის ნებისმიერ სტადიაზე მინისტრს უფლება აქვს, მიიღოს გადაწყვეტილება შემათანხმებელი პროცედურების შეწყვეტის შესახებ.
6. მხარეები ვალდებული არიან, მონაწილეობა მიიღონ შემათანხმებელ პროცედურებში და დაესწრონ ამ მიზნით დავის მედიატორის მიერ გამართულ შეხვედრებს.
7. მინისტრის მოთხოვნის შემთხვევაში დავის მედიატორი ვალდებულია გაუგზავნოს მას ანგარიში დავასთან დაკავშირებით.
8. დავის ნებისმიერ სტადიაზე მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ დავის არბიტრაჟისათვის გადაცემაზე.
9. დავის მედიატორი ვალდებულია არ გაამჟღავნოს ინფორმაცია ან დოკუმენტი, რომელიც მისთვის, როგორც დავის მედიატორისთვის, გახდა ცნობილი.

მუხლი #49 – გაფიცვა და ლოკაუტი

1. გაფიცვა არის დავის შემთხვევაში დასაქმებულის დროებითი ნებაყოფლობითი უარი შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების მთლიანად ან ნაწილობრივ შესრულებაზე. გაფიცვაში მონაწილეობის უფლება არა აქვთ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ პირებს.
2. ლოკაუტი არის დავის შემთხვევაში დამსაქმებლის დროებითი ნებაყოფლობითი უარი შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების მთლიანად ან ნაწილობრივ შესრულებაზე.
3. კოლექტიური დავის დროს გაფიცვისა და ლოკაუტის უფლება წარმოიშობა ამ კანონის 48′ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად მინისტრისათვის წერილობითი შეტყობინების გაგზავნიდან ან 48′ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად მინისტრის მიერ საკუთარი ინიციატივით დავის მედიატორის დანიშვნიდან 21 კალენდარული დღის გასვლისთანავე.
4. ინდივიდუალური დავის დროს მხარეებმა გაფიცვის ან ლოკაუტის დაწყებამდე არანაკლებ 3 კალენდარული დღით ადრე ერთმანეთს წერილობით უნდა შეატყობინონ გაფიცვის ან ლოკაუტის დრო, ადგილი და ხასიათი.
5. კოლექტიური დავის დროს მხარეებმა გაფიცვის ან ლოკაუტის დაწყებამდე არანაკლებ 3 კალენდარული დღით ადრე ერთმანეთს და მინისტრს წერილობით უნდა შეატყობინონ გაფიცვის ან ლოკაუტის დრო, ადგილი და ხასიათი.
6. გაფიცვის ან ლოკაუტის დროს მხარეები ვალდებული არიან, განაგრძონ შემათანხმებელი პროცედურები.
7. ლოკაუტი არ შეიძლება გაგრძელდეს 90 კალენდარულ დღეზე მეტ ხანს.
8. გაფიცვის ან ლოკაუტის დროს დამსაქმებელი არ არის ვალდებული, მისცეს დასაქმებულს შრომის ანაზღაურება.
9. გაფიცვა ან ლოკაუტი არ არის შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველი.

მუხლი #50 – გაფიცვისა და ლოკაუტის გადადება ან შეჩერება

თუ საფრთხე ემუქრება ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ბუნებრივი გარემოს უსაფრთხოებას ან მესამე პირის საკუთრებას, აგრეთვე სასიცოცხლო მნიშვნელობის სამსახურის საქმიანობას, სასამართლოს უფლება აქვს გადადოს გაფიცვის ან ლოკაუტის დაწყება არა უმეტეს 30 დღით, ხოლო დაწყებული გაფიცვა ან ლოკაუტი შეაჩეროს ამავე ვადით.

მუხლი #51 – უკანონო გაფიცვა და ლოკაუტი

1. საომარი მდგომარეობის დროს გაფიცვის ან ლოკაუტის უფლება შეიძლება შეიზღუდოს საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტით, ხოლო საგანგებო მდგომარეობის დროს – საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტით, რომელიც საჭიროებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციას.
2. დაუშვებელია უშუალოდ სამუშაო პროცესის დროს გაფიცვის უფლების გამოყენება იმ დასაქმებულთა მიერ, რომელთა საქმიანობა დაკავშირებულია ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოებასთან, ან თუ ტექნოლოგიური ხასიათიდან გამომდინარე შეუძლებელია ამ საქმიანობის შეჩერება.
3. თუ ერთ-ერთმა მხარემ თავი აარიდა შემათანხმებელ პროცედურებში მონაწილეობას და მოაწყო გაფიცვა ან ლოკაუტი, ასეთი გაფიცვა ან ლოკაუტი უკანონოდ ჩაითვლება.
4. პუნქტი ა მ ო ღ ე ბ უ ლ ი ა.
5. პუნქტი ა მ ო ღ ე ბ უ ლ ი ა.
6. სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას გაფიცვის ან ლოკაუტის უკანონოდ ცნობის შესახებ, რომელიც დაუყოვნებლივ ეცნობება მხარეებს. სასამართლო გადაწყვეტილება გაფიცვის ან ლოკაუტის უკანონოდ ცნობის შესახებ სრულდება დაუყოვნებლივ.

მუხლი #52 – დასაქმებულთა გარანტიები

1. გაფიცვაში დასაქმებულის მონაწილეობა არ შეიძლება განხილულ იქნეს, როგორც შრომის დისციპლინის დარღვევა და შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი, გარდა უკანონო გაფიცვის შემთხვევისა.
2. თუ სასამართლომ ლოკაუტი უკანონოდ ცნო, დამსაქმებელი ვალდებულია აღადგინოს შრომითი ურთიერთობა დასაქმებულებთან და აუნაზღაუროს გაცდენილი სამუშაო საათები.
3. დასაქმებულები, რომლებიც არ მონაწილეობდნენ გაფიცვაში, მაგრამ გაფიცვის გამო ვერ ასრულებდნენ თავიანთ სამუშაოს, დამსაქმებელმა შეიძლება გადაიყვანოს სხვა სამუშაოზე ან აუნაზღაუროს შეჩერების პერიოდი სამუშაოს საათობრივი განაკვეთის მიხედვით.
4. პუნქტი ა მ ო ღ ე ბ უ ლ ი ა.

კარი #4′ – სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისია
თავი #12′ – სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისია
მუხლი #52′ – ზოგადი დებულებანი

1. სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისია (შემდგომ – სამმხრივი კომისია) არის სათათბირო ორგანო, რომელიც ანგარიშვალდებულია სამმხრივი კომისიის თავმჯდომარის – საქართველოს პრემიერ-მინისტრის წინაშე.
2. სამმხრივი კომისია საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს კანონებით, საქართველოს პარლამენტის დადგენილებებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებითა და განკარგულებებით, საქართველოს მთავრობის დადგენილებებითა და განკარგულებებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებებით და სხვა სამართლებრივი აქტებით.
3. სამმხრივი კომისიის მხარეები არიან საქართველოს მთავრობა, ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა სექტორში მოქმედი დამსაქმებელთა გაერთიანებები და დასაქმებულთა გაერთიანებები.
4. თითოეულ მხარეს სამმხრივ კომისიაში ჰყავს 6 წევრი, რომლებიც შესაძლებელია სხვადასხვა ორგანიზაციას წარმოადგენდნენ. ამ ორგანიზაციების წარმომადგენელთა სამმხრივი კომისიის შემადგენლობაში შეყვანის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სამმხრივი კომისიის თავმჯდომარე.
5. თითოეული დამსაქმებელთა გაერთიანება და დასაქმებულთა გაერთიანება, რომელიც სამმხრივი კომისიის მხარეა, თავად იღებს გადაწყვეტილებას სამმხრივი კომისიის წევრებად წარსადგენად საკუთარ წარმომადგენელთა შერჩევის თაობაზე.
6. სამმხრივი კომისიის წევრებად წარდგენილი უნდა იქნენ მხარეთა წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირები, რომლებიც, თავის მხრივ, სამმხრივი კომისიის თავმჯდომარეს წარუდგენენ კომისიის დანარჩენ 5-5 წევრს.
7. სამმხრივ კომისიაში საქართველოს მთავრობას სამმხრივი კომისიის თავმჯდომარესთან ერთად წარმოადგენენ ხელმძღვანელ თანამდებობაზე მყოფი პირები შემდეგი სახელმწიფო დაწესებულებებიდან:
ა) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო;
ბ) საქართველოს იუსტიციის სამინისტრო;
გ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო;
დ) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო;
ე) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.

მუხლი #52’2 – სოციალური პარტნიორობა და სამმხრივი კომისიის საქმიანობის პრინციპები

1. სოციალური პარტნიორობა არის შრომითი ურთიერთობების საკითხებთან დაკავშირებით სოციალურ პარტნიორებს – დამსაქმებლის (დამსაქმებელთა გაერთიანების), დასაქმებულის (დასაქმებულთა გაერთიანების) და სახელმწიფო დაწესებულების წარმომადგენლებს – შორის დიალოგისა და ურთიერთობათა სისტემა.
2. სამმხრივი კომისიის საქმიანობა ეფუძნება შემდეგ პრინციპებს:
ა) მხარეთა თანასწორობა და დამოუკიდებლობა;
ბ) სოციალური პარტნიორის ინტერესების პატივისცემა;
გ) კოორდინაცია და პასუხისმგებლობა;
დ) ინფორმირებულობა;
ე) ვალდებულებათა შესრულება;
ვ) ტრიპარტიზმი;
ზ) კონსენსუსი.
3. სოციალური პარტნიორობის განვითარება შესაძლებელია ეროვნულ, სექტორულ, ტერიტორიულ, საწარმოო და სხვა ორგანიზაციულ დონეებზე.

მუხლი #52’3 – სამმხრივი კომისიის ფუნქციები

სამმხრივი კომისიის ფუნქციებია:
ა) ქვეყანაში სოციალური პარტნიორობის განვითარების, აგრეთვე დასაქმებულებს, დამსაქმებლებსა და საქართველოს მთავრობას შორის სოციალური დიალოგის წარმართვის ხელშეწყობა ყველა დონეზე;
ბ) შრომით და მის თანმდევ ურთიერთობებში სხვადასხვა საკითხზე წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება.
მუხლი #52’4 – სამმხრივი კომისიის უფლებამოსილებები
1. თავისი ფუნქციების შესასრულებლად, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, სამმხრივი კომისია უფლებამოსილია:
ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განიხილოს მხარეთა მიერ დასმული საკითხები;
ბ) კომისიის სხდომაზე მოისმინოს მხარეთა ინფორმაციები მისი კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ საკითხებზე;
გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოითხოვოს აღმასრულებელი ხელისუფლებისა და შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისაგან, აგრეთვე სხვა დაწესებულებებისაგან მის მიერ საკითხების განსახილველად საჭირო მასალები;
დ) საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სათანადო წინადადებებისა და რეკომენდაციების შესამუშავებლად მოიწვიოს სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები, შესაბამისი დარგის სპეციალისტები და ექსპერტები. მათი მოწვევის დროს უნდა გამოირიცხოს ინტერესთა კონფლიქტი;
ე) შეიმუშაოს და დაინტერესებულ პირებს წარუდგინოს წინადადებები მისი კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ საკითხებზე.
2. სამმხრივი კომისიის წევრთა უფლებამოსილების ვადაა 1 წელი. სამმხრივი კომისიის ახალი შემადგენლობა განისაზღვრება წინა შემადგენლობის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე.
3. სამმხრივი კომისიის დებულებას, რომლითაც განისაზღვრება სამმხრივი კომისიის შემადგენლობა, სტრუქტურა, საქმიანობისა და შემადგენლობის დამტკიცების წესები, დადგენილებით ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.

კარი #5 – გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი
თავი #13 – გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი
მუხლი #53 – კანონის გავრცელება არსებულ შრომით ურთიერთობებზე

ეს კანონი ვრცელდება არსებულ შრომით ურთიერთობებზე, მიუხედავად მათი წარმოშობის დროისა.

მუხლი #54 – კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებანი

1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ შეიმუშაოს და დაამტკიცოს:
ა) ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებების ანაზღაურების წესი – ამ კანონის ამოქმედებიდან 2 თვის ვადაში;
ბ) მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოთა ნუსხა, აგრეთვე დამსაქმებლის ხარჯით დასაქმებულის სავალდებულო პერიოდული სამედიცინო შემოწმების შემთხვევათა ჩამონათვალი და წესები – 2007 წლის 1 ივლისამდე;
გ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური დახმარებისა და დასაქმების სახელმწიფო სააგენტოს დებულება – ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში;
დ) დასაქმების კერძო სააგენტოს სახელმწიფო რეესტრის წარმოების წესი – ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში. დასაქმების კერძო სააგენტოდ ითვლება ნებისმიერი ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც ეწევა მომსახურებას უმუშევრის (სამუშაოს მაძიებლის) დასაქმების მიზნით. ამ ნორმის მიზნებისათვის უმუშევრად (სამუშაოს მაძიებლად) ჩაითვლება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სამუშაო ასაკის შრომისუნარიანი ან ნაწილობრივ შრომისუნარიანი პირი, რომელსაც არა აქვს სამუშაო, ეძებს მას და მზად არის სამუშაოს შესასრულებლად;
ე) ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საქმიანობების ნუსხა – 2013 წლის 1 ნოემბრამდე.
2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 15 მარტის N85/ნ ბრძანება “დროებითი შრომისუუნარობის, ორსულობისა და მშობიარობის გამო დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე” იურიდიულ ძალას ინარჩუნებს ორსულობისა და მშობიარობის და ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებების ანაზღაურების წესის ამ კანონის შესაბამისად დამტკიცებამდე.
3. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2005 წლის 17 იანვრის N12/ნ ბრძანება “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური დახმარებისა და დასაქმების სახელმწიფო სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ” იურიდიულ ძალას ინარჩუნებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური დახმარებისა და დასაქმების სახელმწიფო სააგენტოს ახალი დებულების ამ კანონის შესაბამისად დამტკიცებამდე.
4. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური დახმარებისა და დასაქმების სახელმწიფო სააგენტოს სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.
5. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური დახმარებისა და დასაქმების სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი.
6. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სოციალური დახმარებისა და დასაქმების სახელმწიფო სააგენტომ უზრუნველყოს უმუშევართა შემწეობებზე მხოლოდ ამ კანონის ამოქმედების დღემდე არსებული დავალიანებების დაფარვა.
7. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაევალოს უმუშევართა რეგისტრაციისა და მათი დასაქმების ხელშემწყობი ღონისძიებების გატარების წესის დამტკიცება. ამ ნორმის მიზნებისათვის უმუშევრად მიიჩნევა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სამუშაო ასაკის შრომისუნარიანი ან ნაწილობრივ შრომისუნარიანი პირი, რომელსაც არა აქვს სამუშაო, ეძებს მას და მზად არის სამუშაოს შესასრულებლად.
8. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოციალური დახმარებისა და დასაქმების სახელმწიფო სააგენტო რეორგანიზებულ იქნეს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებად – სოციალური სუბსიდიების სააგენტოდ და ჩაითვალოს აღნიშნული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური დახმარებისა და დასაქმების სახელმწიფო სააგენტოს უფლებამონაცვლედ, მათ შორის, ქონებრივი სახის ურთიერთობებში, აგრეთვე ჩაითვალოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის უფლებამონაცვლედ სახელმწიფო პენსიის, სახელმწიფო კომპენსაციის, სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის, შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის, ორსულობისა და მშობიარობის გამო დახმარების, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული სხვადასხვა სოციალური კატეგორიისათვის ფულადი სახის სოციალური დახმარების (შეღავათის) ანაზღაურების ნაწილში.
9. ამ კანონის 27-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 28-ე და 29-ე მუხლების მოქმედება ვრცელდება იმ დასაქმებულებზე, რომლებიც 2014 წლის 1 იანვრიდან ისარგებლებენ ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულებითა და ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებით.

მუხლი #55 – კანონის ამოქმედება

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ სააკაშვილი

თბილისი,
2010 წლის 17 დეკემბერი.
N4113-რს

გამოქვეყნებულია N75 მაცნეში
27.12.2010
ნაწილი I

{tab ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონი}

მიღებულია – 08/04/2005 ძალაშია – 04/05/2005

მიმღები: პარლამენტი

ეხება დარგებს: განათლება

თავი #1 – ზოგადი დებულებანი
მუხლი #1 – საქართველოს კანონმდებლობა ზოგადი განათლების სფეროში და ამ კანონის მოქმედების სფერო
1. ზოგადი განათლების სფეროში საქართველოს კანონმდებლობას შეადგენს საქართველოს კონსტიტუცია, კონსტიტუციური შეთანხმება, საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ეს კანონი, სხვა კანონები და კანონქვემდებარე აქტები.
2. ეს კანონი აწესრიგებს საქართველოში ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების პირობებს, ზოგადი განათლების მართვისა და დაფინანსების პრინციპებსა და წესს, ადგენს ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად) სტატუსს, მათი დაფუძნების, საქმიანობის, რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის, ავტორიზაციისა და აკრედიტაციის წესს, აგრეთვე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებელთა საქმიანობის წარმართვის პირობებსა და წესს.
მუხლი #2 – ტერმინთა განმარტება
ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ავტორიზაცია – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების პროცედურა, რომლის მიზანია სახელმწიფოს მიერ აღიარებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გასაცემად შესაბამისი საქმიანობის განხორციელებისათვის აუცილებელი სტანდარტების დაკმაყოფილების უზრუნველყოფა;
ა’) აკრედიტაცია – აკრედიტაციის სტანდარტებთან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამების შესაბამისობის განსაზღვრის პროცედურა, რომლის მიზანია განათლების ხარისხის ასამაღლებლად დაწესებულების სისტემატური თვითშეფასების დამკვიდრება და ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების განვითარების ხელშეწყობა;
ა’2) ბრენდირება – სკოლების ინდივიდუალური შეფასების სისტემა, რომელიც ეფუძნება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილ კრიტერიუმებს. სკოლების ბრენდირებისას უმაღლესი შეფასება ენიჭება აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამის მქონე სკოლას;
ბ) დამატებითი ინდივიდუალური მუშაობა – ეროვნული და სასკოლო სასწავლო გეგმებით დადგენილი გაკვეთილების (საათების) გარდა, მასწავლებლის მუშაობა ეროვნული სასწავლო გეგმის მიზნების მისაღწევად;
ბ’) დირექტორის ეთიკის კოდექსი – დირექტორის ქცევის წესების ერთობლიობა;
გ) დისციპლინური გადაცდომა – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების შინაგანაწესით განსაზღვრული წესების დარღვევა;
დ) დისციპლინური დევნა – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ჩატარებულ ღონისძიებათა ერთობლიობა, რომელთა მიზანია მოსწავლის ან მასწავლებლის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის გამოვლენა;
ე) დისციპლინური სახდელი – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების შინაგანაწესით განსაზღვრული დისციპლინური გადაცდომისათვის გათვალისწინებული ზემოქმედების ზომა;
ე’) ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩო – დოკუმენტი, რომელიც აერთიანებს საქართველოში არსებულ ყველა კვალიფიკაციას, მათ შორის, ზოგადი განათლების საბაზო და საშუალო საფეხურებს;
ვ) ეროვნული სასწავლო გეგმა – დოკუმენტი, რომელიც მოიცავს ზოგადი განათლების ყველა საფეხურისათვის საათების განაწილებას, სასწავლო გარემოს ორგანიზების პირობებსა და რეკომენდაციებს, მოსწავლეთა აუცილებელ დატვირთვას, იმ მიღწევების (უნარ-ჩვევებისა და ცოდნის) ჩამონათვალს, რომელთაც მოსწავლე უნდა ფლობდეს ყოველი საფეხურის დამთავრებისას, და ამ უნარ-ჩვევებისა და ცოდნის შეძენის საშუალებათა აღწერას;
ზ) ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული დამატებითი საგანმანათლებლო მომსახურება – საჯარო სკოლების მიერ სასკოლო სასწავლო გეგმით განსაზღვრული, ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ საგნებში საათების მაქსიმალური რაოდენობის ფარგლებში გაწეული მომსახურება;
თ) ეროვნული სასწავლო გეგმით გაუთვალისწინებელი დამატებითი საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურება – საჯარო სკოლების მიერ სასკოლო სასწავლო გეგმით განსაზღვრული, სააღმზრდელო და ეროვნული სასწავლო გეგმით გაუთვალისწინებელ საგნებში გაწეული საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურება;
ი) ეროვნული შეფასებების სისტემა – სისტემა, რომლის საშუალებითაც სახელმწიფო ამოწმებს, რამდენად შეესაბამება მოსწავლეთა მიღწევები ეროვნული სასწავლო გეგმებით დადგენილ მიღწევათა დონეებს და რამდენად რეალურია ამ დონეების დაძლევა;
კ) ექსტერნატი – იმ პირის მიერ ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის მიღების წესი, რომელმაც დამოუკიდებლად აითვისა ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამები;
ლ) ვაუჩერი – სახელმწიფოს მიერ მოსწავლისათვის გადაცემული, მიმოქცევადი ფინანსური ინსტრუმენტი, რომელიც შეიძლება გამოშვებული იქნეს როგორც მატერიალიზებული, ისე არამატერიალიზებული ფორმით და რომელიც განკუთვნილია მოსწავლის მიერ ზოგადი განათლების მიღების დასაფინანსებლად;
მ) ზოგადი განათლება – განათლება, რომლის მიზანია საქართველოს მოქალაქის აღზრდა და მომზადება ზოგადი განათლების შემდგომი პროფესიული და საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის. საქართველოში სრული ზოგადი განათლება მოიცავს 12 წელს;
ნ) ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტი – დოკუმენტი, რომელიც ამ კანონის შესაბამისად განსაზღვრავს ქვეყანაში არსებული ზოგადი განათლების სისტემის მიზნებს. ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტი არის ეროვნული სასწავლო გეგმის და ზოგადი განათლების სისტემის ძირითადი მაჩვენებლების შემუშავების საფუძველი. ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტს იღებს საქართველოს მთავრობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის წარდგინებით და წარუდგენს პარლამენტს დასამტკიცებლად;
ო) ზოგადი განათლების საფეხურები – საქართველოში სრულ ზოგად განათლებას აქვს სამი საფეხური: დაწყებითი (6 წელი), საბაზო (3 წელი) და საშუალო (3 წელი);
პ) ზოგადი განათლების სისტემა – ეროვნული და სასკოლო სასწავლო გეგმების, მათი განმახორციელებელი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების, იმ სახელმწიფო ორგანოებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების ერთობლიობა, რომლებიც უზრუნველყოფენ ზოგადი განათლების მიღებას;
ჟ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება/სკოლა – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ განსაზღვრული წესით ავტორიზებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი ან კერძო სამართლის სამეწარმეო ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობას ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად და სრულად მოიცავს ზოგადი განათლების ერთ საფეხურს მაინც;
რ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციული და ფინანსური ავტონომია – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების თვითმმართველობა, რომლის სუბიექტები საჯარო სკოლაში არიან: სამეურვეო საბჭო, დირექცია, პედაგოგიური საბჭო, მოსწავლეთა თვითმმართველობა, დისციპლინური კომიტეტი, ასევე სააპელაციო კომიტეტი – ასეთის არსებობის შემთხვევაში;
ს) ქვეპუნქტი ა მ ო ღ ე ბ უ ლ ი ა;
ტ) თვითშეფასება – სკოლის მიერ მიმდინარე სასწავლო პროცესის ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტთან, ეროვნულ სასწავლო გეგმებთან და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ნორმატივებთან შესაბამისობის შემოწმება. თვითშეფასების პროცესში მონაწილეობენ სკოლის მასწავლებლები, მოსწავლეები და მშობლები;
უ) ინკლუზიური განათლება – სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის ჩართვა ზოგადსაგანმანათლებლო პროცესში თანატოლებთან ერთად;
ფ) კაპიტალური ხარჯები – გადასახდელები, რომელთა მიზანია კაპიტალური აქტივების, სტრატეგიული და განსაკუთრებული მარაგის, საქონლის, მიწის, არამატერიალური აქტივების შეძენა, შენობა-ნაგებობების, მანქანა-დანადგარების, მოწყობილობების, სატრანსპორტო და სხვა ძირითადი საშუალებების შეძენა, კაპიტალური რემონტი, მშენებლობა და რეკონსტრუქცია;
ქ) კერძო სკოლა – კერძო სამართლის იურიდიული პირის სახით დაფუძნებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება;
ღ) კლასი – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეთა დროებითი, სულ მცირე ერთი სასწავლო წლის განმავლობაში შენარჩუნებული ერთიანობა, რომელიც შედგენილია ეროვნულ სასწავლო გეგმებში მოცემული რეკომენდაციებისა და ამ დაწესებულების წესდების მიხედვით და რომელში გაერთიანებული მოსწავლეებიც ძირითადად ერთად სწავლობენ ზოგადი განათლების რომელიმე საფეხურის ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამებს;
ღ’) მასწავლებელი – მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით განსაზღვრული პროფესიული ცოდნის, უნარ-ჩვევებისა და შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირი, რომელიც ერთ საგანს მაინც ასწავლის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში;
ღ’2) მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსი – მასწავლებლის პროფესიული ქცევის ნორმების ერთობლიობა;
ღ’3) მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი – პროფესიული ვალდებულებების, ცოდნის, უნარ-ჩვევებისა და ღირებულებების, აგრეთვე კვალიფიკაციების ჩამონათვალი, რომელსაც ამ კანონის 21’2 მუხლით გათვალისწინებული ყველა თანამდებობის მასწავლებელი უნდა აკმაყოფილებდეს;
ღ’4) მასწავლებლობის მაძიებელი – პირი, რომელიც დროებით ასწავლის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად;
ღ’5) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლეთა მობილობა – მოსწავლეთა თავისუფალი გადაადგილება სასწავლო პროცესში მონაწილეობის მისაღებად როგორც საქართველოში, ისე უცხოეთში, საქართველოს კანონმდებლობითა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი წესებით, რასაც თან სდევს სწავლის პერიოდში მიღებული განათლებისა და შეფასებების აღიარება;
ღ’6) ქვეპუნქტი ა მ ო ღ ე ბ უ ლ ი ა;
ღ’7) მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა – საქართველოს მთავრობის მიერ ამ კანონის შესაბამისად დამტკიცებული მასწავლებლის უწყვეტი პროფესიული განვითარების სქემა, რომელიც ეფუძნება მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტს და განსაზღვრავს მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, მასწავლებლის შეფასების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის გზებსა და საშუალებებს;
ღ’8) მოსწავლე – პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ირიცხება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში;
ყ) ინდივიდუალური სასწავლო გეგმა – სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლისათვის შექმნილი, ეროვნულ სასწავლო გეგმაზე დაფუძნებული სასწავლო გეგმა, რომელიც სასკოლო სასწავლო გეგმის ნაწილია;
ყ’) მოსწავლის ქცევის კოდექსი – მოსწავლის ქცევის წესების ერთობლიობა;
შ) მშობელი – მოსწავლის მშობელი ან კანონიერი წარმომადგენელი;
შ’) საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატური – შესაბამისი განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელიც ხელშეკრულებების საფუძველზე უზრუნველყოფს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას;
შ’2) საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის ეთიკის კოდექსი – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის ქცევის სავალდებულო ნორმების, დისციპლინური გადაცდომისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის სახეების, დისციპლინური წარმოების, მათ შორის, დისციპლინური გადაცდომის განმხილველი ორგანოს შექმნის, წესების ერთობლიობა;
ჩ) მცირეკონტინგენტიანი სკოლა – სკოლა, რომელშიც ადგილობრივი პირობების გამო სწავლობს მცირე რაოდენობის მოსწავლე. მცირეკონტინგენტიანი სკოლის ნორმატივს ადგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო;
ჩ’) მულტილინგვური განათლება – განათლება, რომლის მიზანია სხვადასხვა ენაში მოსწავლეების ენობრივ კომპეტენციათა განვითარება-გაღრმავება. იგი გულისხმობს ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში იმგვარი სწავლების ორგანიზებას, რომელიც გაზრდის აღნიშნული ენების შესწავლისა და გამოყენების ქმედითობას;
ჩ’2) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე – პირი, რომელსაც თანატოლებთან შედარებით აქვს სიძნელე სწავლაში და რომლისთვისაც საჭიროა ეროვნული სასწავლო გეგმის მოდიფიცირება ან/და სასწავლო გარემოსთან ადაპტაცია ან/და ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შედგენა და განხორციელება;
ჩ’3) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინკლუზიური განათლების მულტიდისციპლინური გუნდი (შემდგომ – მულტიდისციპლინური გუნდი) – სპეციალისტთა გუნდი, რომელიც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების განსაზღვრის მიზნით ახორციელებს პირის შეფასებას და მისთვის განათლების საუკეთესო ფორმის შერჩევას;
ჩ’4) ექსპერტთა ჯგუფი – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან არსებული ჯგუფი (ჯგუფები), რომელიც (რომლებიც) ამ კანონის შესაბამისად იღებს (იღებენ) გადაწყვეტილებას არასრულწლოვნის მიმართ გადამისამართების (რეფერალის) ღონისძიების გამოყენების შესახებ;
ჩ’5) სოციალური მუშაკი – მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს უფლებამოსილი პირი;
ჩ’6) სკოლა-პანსიონი – სასწავლო-სააღმზრდელო სპეციალიზებული დაწესებულება, სადაც სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი წესრიგდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით;
ც) ქვეპუნქტი ა მ ო ღ ე ბ უ ლ ი ა;
ძ) პედაგოგიური საქმიანობა – მასწავლებლის მიერ მოსწავლეებთან საგაკვეთილო და დამატებითი ინდივიდუალური მუშაობა;
წ) პილოტირება – ეროვნული სასწავლო გეგმის მიზნებისა და ამ მიზნების მიღწევის საშუალებების რეალურობის შემოწმება სკოლებში;
წ’) ქვეპუნქტი ა მ ო ღ ე ბ უ ლ ი ა;
ჭ) სასკოლო დრო – სასკოლო სასწავლო გეგმით განსაზღვრული პროცესის, აგრეთვე სკოლის მიერ ინიციირებული, ორგანიზებული, კონტროლირებული, დაფინანსებული, აგრეთვე მისი სპონსორობით ჩატარებული ნებისმიერი ღონისძიების მიმდინარეობის დრო;
ხ) სასკოლო სასწავლო გეგმა – სასწავლო გეგმა, რომელიც კონკრეტული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისათვის აზუსტებს ეროვნულ სასწავლო გეგმაში მოცემულ აუცილებელ დატვირთვას; განსაზღვრავს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ დამატებით საგანმანათლებლო მომსახურებას და ეროვნული სასწავლო გეგმით გაუთვალისწინებელ დამატებით საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურებას, აგრეთვე სკოლაში მიმდინარე საგანმანათლებლო ღონისძიებებს;
ჯ) საჯარო სკოლა – საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახით დაფუძნებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება;
ჯ’) ქვეპუნქტი ა მ ო ღ ე ბ უ ლ ი ა;
ჯ’2) ქვეპუნქტი ა მ ო ღ ე ბ უ ლ ი ა;
ჰ) სკოლის დირექცია – სკოლის დირექტორი, მისი მოადგილე/მოადგილეები და ბუღალტერია;
ჰ’) სკოლის პედაგოგიური საბჭო – სკოლის მასწავლებელთა თვითმმართველობის ორგანო;
ჰ’2) სკოლის სამეურვეო საბჭო – სკოლის თვითმმართველობის უმაღლესი არჩევითი ორგანო;
ჰ’3) პირადი გასინჯვა – მოქმედება, რომლის მიზანია დისციპლინური გადაცდომის იარაღის, იმ საგნის, რომელსაც დისციპლინური გადაცდომის კვალი ატყვია, დისციპლინური გადაცდომით მოპოვებული ნივთის და ფასეულობის, აგრეთვე იმ საგნის და დოკუმენტის, რომლებიც საჭიროა დისციპლინური გადაცდომის გარემოებათა გასარკვევად, აღმოჩენა და ამოღება სკოლაში სკოლის დირექტორის მიერ განსაზღვრული საამისოდ უფლებამოსილი პირის მიერ ან მანდატურის მიერ სკოლის დირექტორის ან სკოლის დირექციის წარმომადგენლის ნებართვით ან ზედამხედველობით.
მუხლი #3 – ზოგადი განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიზნები
1. საქართველოში ზოგადი განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიზნებია:
ა) მოსწავლის ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მქონე, თავისუფალ პიროვნებად ჩამოყალიბებისათვის საჭირო პირობების შექმნა;
ბ) მოსწავლის გონებრივი და ფიზიკური უნარ-ჩვევების განვითარება, აუცილებელი ცოდნით უზრუნველყოფა, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება, ლიბერალურ-დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებული სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბება, მოსწავლის მიერ კულტურულ ფასეულობათა პატივისცემა, ოჯახის, საზოგადოების, სახელმწიფოსა და გარემოს წინაშე უფლება-მოვალეობების გაცნობიერებაში ხელის შეწყობა.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად სახელმწიფო უზრუნველყოფს:
ა) ზოგადი განათლების ღიაობას და თანაბარ ხელმისაწვდომობას ყველასთვის მთელი სიცოცხლის განმავლობაში;
ბ) საქართველოს ზოგადი განათლების სისტემის ჩართვას საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში;
გ) საჯარო სკოლის დამოუკიდებლობას რელიგიური და პოლიტიკური გაერთიანებებისაგან, ხოლო კერძო სკოლის დამოუკიდებლობას პოლიტიკური გაერთიანებებისაგან;
დ) ეროვნული შეფასებების, ეროვნული სასწავლო გეგმის შემუშავების და აკრედიტაციის სისტემების ჩამოყალიბებას, რაც გულისხმობს სწავლების ხარისხის დადგენისა და შეფასების მეშვეობით ზოგადსაგანმანათლებლო პროცესის დაგეგმვასა და მართვას;
ე) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციისა და აკრედიტაციის მატერიალურ-ტექნიკური, პროგრამული და ადამიანური რესურსების ნორმატივების დადგენას;
ვ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ადმინისტრაციულ და ფინანსურ ავტონომიას;
ზ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ძალადობის აღმოფხვრას;
თ) ინკლუზიური განათლების დანერგვას;
ი) მასწავლებელთა პროფესიის რეგულირებას.
მუხლი #4 – სწავლების ენა
1. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლების ენაა ქართული, ხოლო აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში – ქართული ან აფხაზური.
2. აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, სადაც სწავლება ხორციელდება ერთ-ერთ სახელმწიფო ენაზე, მეორე სახელმწიფო ენის სწავლება სავალდებულოა.
3. საქართველოს მოქალაქეებს, რომლებისთვისაც ქართული ენა მშობლიური არ არის, უფლება აქვთ მიიღონ სრული ზოგადი განათლება მათ მშობლიურ ენაზე, ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად, კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სავალდებულოა სახელმწიფო ენის სწავლება, ხოლო აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში – ორივე სახელმწიფო ენისა.
4. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით გათვალისწინებულ შემთხვევებში შესაძლებელია, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლება განხორციელდეს უცხოურ ენაზე. ამ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სავალდებულოა სახელმწიფო ენის სწავლება, ხოლო აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში – ორივე სახელმწიფო ენისა.
5. სენსორული დარღვევის მიმართულებით სპეციალიზებულ სკოლაში, სადაც განათლებას იღებენ სმენის დარღვევის მქონე მოსწავლეები, გამოიყენება ჟესტების ენა და მისი ანალოგები.
6. სენსორული დარღვევის მიმართულებით სპეციალიზებულ სკოლაში, სადაც განათლებას იღებენ მხედველობის დარღვევის მქონე მოსწავლეები, გამოიყენება ბრაილის სისტემა.
მუხლი #5 – ეროვნული სასწავლო გეგმა
1. ამ კანონის მე-3 მუხლით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად სახელმწიფო შეიმუშავებს ეროვნულ სასწავლო გეგმას, რომლითაც განისაზღვრება ზოგადი განათლების საფეხურების მიხედვით აუცილებელი საგნობრივი ჯგუფები, საგნების მიხედვით საათები, მათი განაწილება და აუცილებელი დატვირთვა, სასწავლო გარემოს ორგანიზების პირობები და რეკომენდაციები.
1′. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლისათვის აუცილებლობის შემთხვევაში სკოლა ეროვნული სასწავლო გეგმის ფარგლებში შეიმუშავებს ინდივიდუალურ სასწავლო გეგმას.
2. ეროვნული სასწავლო გეგმით განისაზღვრება იმ მიღწევების (უნარ-ჩვევებისა და ცოდნის) ჩამონათვალი, რომელთაც მოსწავლე უნდა ფლობდეს ყოველ საგანში თუ საგნობრივ ჯგუფში კლასის ან საფეხურის დამთავრებისას. ეროვნული სასწავლო გეგმა ითვალისწინებს აგრეთვე მოდიფიცირებულ სასწავლო გეგმებს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეთათვის.
3. ეროვნული სასწავლო გეგმა მოიცავს შემდეგ საგნობრივ ჯგუფებს:
ა) სახელმწიფო ენა;
ბ) მათემატიკა;
გ) უცხოური ენები;
დ) საზოგადოებრივი მეცნიერებები;
ე) საბუნებისმეტყველო მეცნიერებები;
ვ) ტექნოლოგიები;
ზ) ესთეტიკური აღზრდა;
თ) სპორტი. (ეს პუნქტი ამოქმედდეს 2011-2012 სასწავლო წლის დაწყებიდან)
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის “ა” და “დ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საგნობრივი ჯგუფები იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, სადაც სწავლება ხორციელდება ამ კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ისწავლება ქართულად, ხოლო აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში – ქართულად ან/და აფხაზურად.
5. ეროვნული სასწავლო გეგმის შესრულება სავალდებულოა ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისათვის.
6. ეროვნული და სასკოლო სასწავლო გეგმებით გათვალისწინებული საგნების სწავლება უნდა იყოს აკადემიური, ობიექტური და არადისკრიმინაციული.
მუხლი #6 – ზოგადი განათლება
1. სრული ზოგადი განათლების მიღება გულისხმობს სკოლის გამოსაშვები გამოცდების წარმატებით ჩაბარებას და სახელმწიფოს მიერ შესაბამისი დოკუმენტით ამის დადასტურებას. სახელმწიფო დოკუმენტის ნიმუშს და სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩატარების წესსა და პირობებს ადგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.
1′. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩაბარებისგან თავისუფლდება პირი, რომელმაც ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილი მიღწევის დონე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში აკრედიტებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამით დაძლია.
2. ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის დაჩქარებული გავლა დასაშვებია მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში, მოსწავლის ინდივიდუალური შესაძლებლობების გათვალისწინებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით.
3. მოსწავლის ან მისი მშობლის მოთხოვნის შემთხვევაში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია გასცეს მოსწავლის მიერ საგნების გავლის დამადასტურებელი ცნობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებული ფორმის მიხედვით.
4. დაუშვებელია მოსწავლის დატოვება ზოგადი განათლების სისტემის მიღმა საბაზო საფეხურის მიღწევის დონის დაძლევამდე.
5. ზოგადი განათლების რომელიმე საფეხურის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის მქონე პირებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე აქვთ ზოგადი განათლების მომდევნო საფეხურზე სწავლის გაგრძელების უფლება.
5′. თუ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირს არ აქვს საგანმანათლებლო ისტორია ან მან გარკვეული მიზეზების გამო გამოტოვა კლასი/კლასები, მულტიდისციპლინური გუნდის დასკვნის საფუძველზე მას უფლება აქვს, ჩაირიცხოს სკოლაში ან სწავლა გააგრძელოს ექსტერნატის ფორმით, გამოცდების ჩაბარების გარეშე, ასაკის შესაბამის კლასში ან მაქსიმუმ ორი კლასის ქვემოთ.
6. ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების ასაკია 6 წელი.
7. პუნქტი ა მ ო ღ ე ბ უ ლ ი ა.
მუხლი #7 – ზოგადი განათლების ხელმისაწვდომობა
1. სახელმწიფო უზრუნველყოფს თითოეული მოსწავლის (მათ შორის, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის) მიერ ზოგადი განათლების თავის საცხოვრებელ ადგილთან მაქსიმალურად ახლოს, სახელმწიფო ან მშობლიურ ენაზე მიღების უფლებას.
2. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული უფლების განხორციელება შეუძლებელია სტანდარტული ვაუჩერის მეშვეობით, სახელმწიფო ასეთ მოსწავლეებს უზრუნველყოფს გაზრდილი ვაუჩერით ან/და დამატებითი დაფინანსებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული შესაბამისი მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში.
3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო გაზრდილი ვაუჩერის ოდენობითა და დამატებითი დაფინანსებით უნდა უზრუნველყოფდეს:
ა) საჯარო სკოლაში ზოგადი განათლების ღიაობას და მის თანაბარ ხელმისაწვდომობას ყველასთვის მთელი სიცოცხლის განმავლობაში;
ბ) საჯარო სკოლაში ინკლუზიური განათლების და მულტილინგვური განათლების დანერგვას;
გ) საჯარო სკოლის მატერიალურ-ტექნიკური, პროგრამული და ადამიანური რესურსების გაუმჯობესებას;
დ) საჯარო სკოლის მასწავლებლების, დირექციისა და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის შრომის შესაბამის ანაზღაურებას;
ე) საჯარო სკოლაში ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნას;
ვ) საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესის შეუფერხებლად წარმართვას, განსაკუთრებით იმ საჯარო სკოლაში, რომელსაც რეორგანიზაციის შედეგად ბალანსზე ერიცხება სასწავლო პროცესში გამოყენებული ერთზე მეტი ადმინისტრაციული შენობა, აგრეთვე სოფელში/დაბაში და მაღალმთიან რეგიონში მდებარე საჯარო სკოლებსა და მრავალსექტორიან საჯარო სკოლაში.
4. სახელმწიფო უზრუნველყოფს ზოგადი განათლების მიღებას თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში პატიმრობის კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად.
თავი #2 – მოსწავლის, მშობლის და მასწავლებლის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები
მუხლი #8 – ძირითადი გარანტიები
1. მოსწავლეს, მშობელს და მასწავლებელს, აგრეთვე მათ გაერთიანებებს უფლება აქვთ, თანაბარ პირობებში, დისკრიმინაციის გარეშე, დადგენილი წესით, სასკოლო დროს ან სკოლის ტერიტორიაზე ისარგებლონ ამ თავით დაცული და სკოლის მიერ აღიარებული ყველა უფლებითა და თავისუფლებით, აგრეთვე სკოლის ყველა რესურსით.
2. სკოლას უფლება აქვს სასკოლო დროს ან სკოლის ტერიტორიაზე არადისკრიმინაციულ საფუძველზე შეზღუდოს გარეშე პირთა უფლებები და თავისუფლებები.
3. სკოლამ შეიძლება დაადგინოს სასკოლო დროს ან სკოლის ტერიტორიაზე მოსწავლის, მშობლის და მასწავლებლის, აგრეთვე მათი გაერთიანებების უფლებებისა და თავისუფლებების არადისკრიმინაციული და ნეიტრალური შეზღუდვის წესები ამ კანონის მოთხოვნათა შესასრულებლად, აგრეთვე თუ არსებობს საფუძვლიანი და გარდაუვალი საფრთხე:
ა) ჯანმრთელობის, სიცოცხლისა და საკუთრების უსაფრთხოებისა;
ბ) ნარკოტიკების, ალკოჰოლის ან თამბაქოს მოხმარების ან უკანონო ქმედების წახალისებისა;
გ) უხამსობის ან ცილისწამების გავრცელების, ეთნიკური ან რელიგიური შუღლის გაღვივების, დანაშაულისაკენ ან ძალადობისაკენ წაქეზებისა;
დ) სასწავლო პროცესის მსვლელობის, სკოლის საქმიანობის ან სკოლის ტერიტორიაზე თავისუფლად გადაადგილებისათვის ხელის შეშლისა.
4. მოსწავლის, მშობლის და მასწავლებლის უფლებებისა და თავისუფლებების ნებისმიერი შეზღუდვა უნდა იყოს გონივრული, პროპორციული, მინიმალური და უნდა განხორციელდეს მხოლოდ დადგენილი წესის საფუძველზე, მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსის სრული დაცვით, ჯეროვანი და სამართლიანი პროცედურით.
5. დაუშვებელია მოსწავლის, მშობლის და მასწავლებლის უფლებებისა და თავისუფლებების იმგვარი შეზღუდვა, რომელიც არსებითად მათი გაუქმების ტოლფასია. ნებისმიერი შეზღუდვა ან რეგულირება შეიძლება ითვალისწინებდეს მათი უფლებებისა და თავისუფლებების განხორციელების ადგილის, დროის და ფორმის ისეთ ნეიტრალურ შეზღუდვებს, რომლებიც გავლენას არ ახდენს ინფორმაციის ან იდეების შინაარსზე ან გამომხატველობით ეფექტზე და ტოვებს ალტერნატიული გზებით მათი განხორციელების ეფექტიან შესაძლებლობას.
6. ამ კანონით აღიარებული მოსწავლის, მშობლის და მასწავლებლის უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობისას მათი კანონიერება ივარაუდება. მათ შესახებ წარმოშობილი დავისას ამ უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობის უკანონობის მტკიცების ტვირთი ეკისრება შეზღუდვის ინიციატორს.
7. დაუშვებელია სკოლის მიერ ისეთი ღონისძიების დაფინანსება, რომელიც ეწინააღმდეგება ამ კანონის მიზნებს.
8. ეს კანონი არ უარყოფს იმ საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, რომლებიც არ არის აქ მოხსენიებული, მაგრამ თავისთავად გამომდინარეობს საქართველოს კანონმდებლობიდან.
მუხლი #9 – ზოგადი განათლების მიღების უფლება
1. ყველას აქვს სრული ზოგადი განათლების მიღების თანაბარი უფლება, რათა სრულად განავითაროს თავისი პიროვნება და შეიძინოს ის ცოდნა და უნარ-ჩვევები, რომლებიც აუცილებელია კერძო და საზოგადოებრივ ცხოვრებაში წარმატების მიღწევის თანაბარი შესაძლებლობებისთვის. დაწყებითი და საბაზო განათლების მიღება სავალდებულოა.
2. ზოგადი განათლების მიღების უზრუნველსაყოფად სახელმწიფო ქმნის ზოგადი განათლების სისტემას და სათანადო სოციალურ-ეკონომიკურ პირობებს.
3. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლისათვის იქმნება ეროვნულ სასწავლო გეგმაზე დაფუძნებული ინდივიდუალური სასწავლო გეგმა ან/და დამატებითი სასწავლო პროგრამა, რომლის შესაბამისადაც ხორციელდება მისი სწავლება, სოციალური ადაპტაცია და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ინტეგრაცია. ასეთ შემთხვევებში აღნიშნული მოსწავლის დაფინანსებას უზრუნველყოფს სახელმწიფო.
4. ზოგადი განათლების მიღება შეიძლება ექსტერნატის ფორმით. ექსტერნს უფლება აქვს, სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღოს ექსტერნატის ფორმით ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილი მიღწევის დონის დაძლევისა და სკოლის გამოსაშვები გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში.
4′. ზოგადი განათლების ექსტერნატის ფორმით მიღების წესსა და პირობებს ადგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უფლებამოსილია ზოგადი განათლების ექსტერნატის ფორმით მიღებასთან დაკავშირებით დაადგინოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულისაგან განსხვავებული ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენისა და განხილვის ვადები.
5. ზოგადი განათლების მიღება შეიძლება უზრუნველყოფილი იქნეს ალტერნატიული ფორმებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით, მოსწავლეთა ასაკობრივი თავისებურებებისა და შრომითი და ოჯახური პირობების გათვალისწინებით.
6. სახელმწიფო იცავს მოსწავლის და მშობლის საგანმანათლებლო არჩევანის თავისუფლებას. მშობლის საგანმანათლებლო არჩევანის თავისუფლება არ გულისხმობს:
ა) სავალდებულო განათლებისთვის თავის არიდების უფლებას;
ბ) ისეთ განათლებას, რომელიც ხელს შეუშლის ამ კანონის მიზნების მიღწევას.
7. სკოლა ვალდებულია მიიღოს ყველა გონივრული ზომა მოსწავლის ცოდნის სამართლიანი შეფასების უზრუნველსაყოფად. დაუშვებელია, მოსწავლის აკადემიური შეფასება განპირობებული იყოს მისი დისციპლინით.
8. მოსწავლეს უფლება აქვს დაცული იყოს არასათანადო მოპყრობის, უყურადღებობისა და შეურაცხყოფისაგან.
9. სკოლა ვალდებულია შექმნას ჯანმრთელობისათვის, სიცოცხლისა და საკუთრებისათვის უსაფრთხო გარემო სასკოლო დროს, აგრეთვე სკოლის ან/და მის მიმდებარე ტერიტორიაზე. ამ მიზნით კერძო სამართლის სამეწარმეო ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურთან გააფორმოს მომსახურების ხელშეკრულება. საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის მომსახურება ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
10. სკოლა ვალდებულია მიიღოს ყველა გონივრული ზომა სასკოლო დროს, აგრეთვე სკოლის ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე მოსწავლის, მშობლის და მასწავლებლის უფლებებისა და თავისუფლებების ჯეროვანი დაცვის, დარღვევის თავიდან აცილების ან აღკვეთის მიზნით.
11. სკოლიდან გარიცხულ მოსწავლეს უფლება აქვს სწავლა სხვა სკოლაში განაგრძოს.
12. მოსწავლეს უფლება აქვს გადავიდეს ერთი სკოლიდან სხვა სკოლაში ზოგადი განათლების იმავე საფეხურზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.
მუხლი #10 – საკუთარი უფლებებისა და თავისუფლებების შესახებ ცოდნის უფლება
1. მოსწავლეს, მშობელს და მასწავლებელს უფლება აქვთ ფლობდნენ ინფორმაციას თავიანთი უფლებებისა და თავისუფლებების, აგრეთვე მათი შეზღუდვის საფუძვლების შესახებ.
2. სკოლა ვალდებულია ყოველ ახალ მოსწავლეს, მშობელს და მასწავლებელს გააცნოს მათი უფლებები და თავისუფლებები.
3. სკოლა ვალდებულია უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვისას მოსწავლეს, მშობელს და მასწავლებელს გონივრულ ვადაში განუმარტოს შეზღუდვის საფუძველი.
მუხლი #11 – სკოლის მართვაში მონაწილეობის უფლება
1. მოსწავლეს, მშობელს და მასწავლებელს უფლება აქვთ პირადად ან არჩეული წარმომადგენლის მეშვეობით მონაწილეობა მიიღონ სკოლის მართვაში.
2. მოსწავლეს, მშობელს და მასწავლებელს უფლება აქვთ, მიიღონ სკოლაში არსებული ნებისმიერი ინფორმაცია, გარდა პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაციისა.
3. მოსწავლეს, მშობელს და მასწავლებელს უფლება აქვთ მოითხოვონ და მიიღონ სკოლის მიერ მათთან დაკავშირებული საკითხის გადაწყვეტისას მათი აზრის მოსმენისა და განხილვაში უშუალოდ ან წარმომადგენლის მეშვეობით მონაწილეობის შესაძლებლობა.
4. მოსწავლის მიმართ ქმედების განხორციელებისას დაცული უნდა იქნეს მისი ჭეშმარიტი ინტერესი.
მუხლი #12 – გასაჩივრების უფლება
1. მოსწავლეს, მშობელს და მასწავლებელს უფლება აქვთ თავიანთ უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად გაასაჩივრონ მასწავლებლისა და სკოლის უკანონო და სხვა არამართლზომიერი ქმედებები, აგრეთვე მიიღონ მიყენებული ზიანის სრული ანაზღაურება.
2. სკოლა ვალდებულია შექმნას საჩივრების დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი განხილვის ეფექტიანი საშუალება.
3. საჯარო სკოლის დირექტორსა და სკოლის თანამშრომლებს, სამეურვეო საბჭოსა და სკოლის დირექტორს შორის, აგრეთვე საჯარო სკოლის დირექტორსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის წარმოშობილ შრომით დავებს, როგორც სამოქალაქო დავებს, სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განიხილავს სასამართლო.
4. პუნქტი ა მ ო ღ ე ბ უ ლ ი ა.
5. სამოქალაქო სამართალწარმოებისა და ადმინისტრაციული სამართალწარმოების დროს სასამართლოში საჯარო სკოლის წარმომადგენლობას ამ საჯარო სკოლის დირექტორის მინდობილობის საფუძველზე უზრუნველყოფს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს თანამშრომელი, ხოლო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიებზე – განათლების სფეროში უფლებამოსილი შესაბამისი სამინისტროს ან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანამშრომელი.
მუხლი #13 – ნეიტრალურობა და არადისკრიმინაციულობა
1. დაუშვებელია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო პროცესის პოლიტიზება.
2. დაუშვებელია საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესის რელიგიური ინდოქტრინაციის, პროზელიტიზმის ან იძულებითი ასიმილაციის მიზნებისათვის გამოყენება. ეს ნორმა არ ზღუდავს საჯარო სკოლაში სახელმწიფო დღესასწაულებისა და ისტორიული თარიღების აღნიშვნას, აგრეთვე ისეთი ღონისძიების ჩატარებას, რომელიც მიმართულია ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების დამკვიდრებისაკენ.
3. დაუშვებელია სკოლაში მიღებისას რაიმე სახის დისკრიმინაცია. ეს ნორმა არ გამორიცხავს შესაძლებლობას შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, რომლებიც ახორციელებენ სამხედრო, პროფილურ სახელოვნებო და სასპორტო მომზადებას, ასევე სხვა სტატუსის სკოლებში. შესარჩევი კონკურსის ჩატარებისას აუცილებელია პირის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების გათვალისწინება.
4. დაუშვებელია სკოლის მიერ საკუთარი უფლებამოსილებისა და რესურსების იმგვარად გამოყენება, რამაც შეიძლება პირდაპირ ან ირიბად გამოიწვიოს მოსწავლის, მშობლის და მასწავლებლის, აგრეთვე მათი გაერთიანებების რაიმე დისკრიმინაცია.
5. ნებისმიერი განმასხვავებელი ქმედება ან გამონაკლისის დაშვება ჩაითვლება დისკრიმინაციად, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ასეთი ქმედება ან გამონაკლისი სამართლიანი და გონივრულია, ემსახურება თითოეული პირისა და ჯგუფის თავისუფალი განვითარებისა და თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფას.
6. სკოლა ვალდებულია დაიცვას და ხელი შეუწყოს მოსწავლეებს, მშობლებს და მასწავლებლებს შორის შემწყნარებლობისა და ურთიერთპატივისცემის დამკვიდრებას, განურჩევლად მათი სოციალური, ეთნიკური, რელიგიური, ლინგვისტური და მსოფლმხედველობრივი კუთვნილებისა.
7. სკოლა თანასწორობის საფუძველზე იცავს უმცირესობების წევრების ინდივიდუალურ და კოლექტიურ უფლებას, თავისუფლად ისარგებლონ მშობლიური ენით, შეინარჩუნონ და გამოხატონ თავიანთი კულტურული კუთვნილება.
მუხლი #14 – გამოხატვის თავისუფლება
1. მოსწავლეს, მშობელს და მასწავლებელს უფლება აქვთ კანონით დადგენილი წესით, სასკოლო დროს ან სკოლის ტერიტორიაზე მოიძიონ, მიიღონ, შექმნან, შეინახონ, დაამუშაონ ან გაავრცელონ ნებისმიერი ინფორმაცია და იდეები, აგრეთვე გამოიყენონ სკოლის რესურსები ინფორმაციისა და იდეების მოსაძიებლად, მისაღებად, შესაქმნელად, შესანახად, დასამუშავებლად ან გასავრცელებლად, საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, ამ კანონით განსაზღვრული შეზღუდვების გათვალისწინებით.
2. მოსწავლეს უფლება აქვს გამოთქვას საკუთარი აზრი და მოითხოვოს მისი პატივისცემა.
3. დაუშვებელია სასკოლო გამოცემათა სარედაქციო დამოუკიდებლობის ხელყოფა და სასკოლო ბიბლიოთეკაში წიგნების ცენზურა. ეს ნორმა არ ზღუდავს სკოლას, დააწესოს არადისკრიმინაციული და ნეიტრალური შეზღუდვები, რათა უზრუნველყოს არასრულწლოვანთა დაცვა ასაკის შეუსაბამო ლიტერატურის მავნე ზეგავლენისაგან.
4. მოსწავლეს, მშობელს და მასწავლებელს უფლება აქვთ საქველმოქმედო მიზნებისათვის, დადგენილი წესით მოიზიდონ ნებაყოფლობითი შემოწირულობები. სკოლა ვალდებულია მიიღოს ყველა გონივრული ზომა, რათა თავიდან იქნეს აცილებული ფინანსური სახსრების ან სხვა სიკეთის გამოძალვა.
5. მოსწავლეს და მასწავლებელს აქვთ სწავლის, სწავლებისა და კვლევის აკადემიური თავისუფლება იმ ფარგლებში, რომელიც არ ეწინააღმდეგება ეროვნული სასწავლო გეგმით დასახული მიზნების მიღწევას.
6. სკოლას უფლება აქვს დააწესოს სასკოლო ფორმა ისე, რომ არ შეზღუდოს მოსწავლის და მასწავლებლის გამოხატვის თავისუფლება. მოსწავლეს და მასწავლებელს უფლება აქვთ დასაბუთებული უარი თქვან სასკოლო ფორმის ტარებაზე.
7. სასკოლო ფორმის დაწესებისას სკოლამ უნდა გაითვალისწინოს მოსწავლის ფინანსური შესაძლებლობები და თუ მას არ შეუძლია ფორმის შეძენა, სკოლამ უნდა უზრუნველყოს იგი ფორმით.
მუხლი #15 – შეკრების თავისუფლება
1. მოსწავლეს, მშობელს და მასწავლებელს აქვთ წინასწარი შეტყობინების საფუძველზე სკოლის ტერიტორიაზე კანონით დადგენილი წესით შეკრების თავისუფლება.
2. დაუშვებელია, სკოლამ წარმართოს ან აკონტროლოს მოსწავლეთა, მშობელთა და მასწავლებელთა შეკრების მსვლელობა მათი სურვილის საწინააღმდეგოდ. სკოლას უფლება აქვს, საჭიროების შემთხვევაში, დაესწროს მოსწავლეთა, მშობელთა და მასწავლებელთა შეკრებას.
3. გარეშე პირს უფლება აქვს, დაესწროს მოსწავლეთა შეკრებას მხოლოდ მათი მიწვევით, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა, რაც დაკავშირებულია სკოლის ტერიტორიაზე უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან.
მუხლი #16 – გაერთიანების თავისუფლება
1. მოსწავლეს, მშობელს და მასწავლებელს აქვთ კანონით დადგენილი წესით გაერთიანების თავისუფლება.
2. დაუშვებელია, სკოლა ჩაერიოს მოსწავლეთა, მშობელთა და მასწავლებელთა გაერთიანების საქმიანობაში, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
3. დაუშვებელია, გარეშე პირმა წარმართოს ან აკონტროლოს მოსწავლეთა გაერთიანება.
მუხლი #17 – პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა
1. მოსწავლის, მშობლის და მასწავლებლის პირადი ცხოვრება ხელშეუხებელია. მათ არ შეიძლება მოეთხოვოთ, გაამჟღავნონ ინფორმაცია თავიანთ პირად ცხოვრებაზე.
2. მოსწავლის, მშობლის და მასწავლებლის პერსონალური მონაცემების შეგროვებისას და შენახვისას სკოლა ვალდებულია იხელმძღვანელოს ამ კანონისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნებით.
3. მოსწავლის აკადემიური მოსწრების შესახებ ინფორმაცია დისციპლინური მონაცემებისგან განცალკევებით უნდა ინახებოდეს.
4. სკოლას უფლება აქვს მოსთხოვოს მოსწავლეს და მასწავლებელს, გაიარონ სამედიცინო შემოწმება დაავადებებზე, ალკოჰოლზე, ნარკოტიკებზე. სკოლა ვალდებულია უზრუნველყოს შესაბამისი სამედიცინო შემოწმების გავლის ხელმისაწვდომობა.
5. დაუშვებელია მოსწავლის და მასწავლებლის პირადი ცხოვრების, კერძო კომუნიკაციის, აგრეთვე მოსწავლის და მასწავლებლის პირად სარგებლობაში გადაცემული, სკოლის საკუთრებაში არსებული ქონების ხელშეუხებლობის უფლების თვითნებური შეზღუდვა.
მუხლი #18 – რწმენის თავისუფლება
1. მოსწავლეს, მშობელს და მასწავლებელს კანონით დადგენილი წესით აქვთ რწმენის, აღმსარებლობისა და სინდისის თავისუფლება, ნებისმიერი ან არც ერთი რწმენისა თუ მსოფლმხედველობის ნებაყოფლობით არჩევის და შეცვლის უფლება.
2. დაუშვებელია, მოსწავლეს, მშობელს და მასწავლებელს დაეკისროთ ისეთი ვალდებულებების შესრულება, რომლებიც ძირეულად ეწინააღმდეგება მათ რწმენას, აღმსარებლობას ან სინდისს, თუ ეს არ ლახავს სხვათა უფლებებს, ან ხელს არ შეუშლის ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული მიღწევის დონის დაძლევას.
3. საჯარო სკოლის ტერიტორიაზე რელიგიური სიმბოლოების განთავსება არ უნდა ემსახურებოდეს არააკადემიურ მიზნებს.
4. საჯარო სკოლის მოსწავლეებს უფლება აქვთ სასკოლო დროისგან თავისუფალ დროს ნებაყოფლობით შეისწავლონ რელიგია ან ჩაატარონ რელიგიური რიტუალი, თუ იგი ემსახურება რელიგიური განათლების მიღებას.
მუხლი #19 – დისციპლინა
1. სასკოლო დისციპლინა დაცული უნდა იქნეს იმ მეთოდების მეშვეობით, რომლებიც ეფუძნება მოსწავლის და მასწავლებლის თავისუფლებისა და ღირსების პატივისცემას.
2. სკოლის შინაგანაწესით დადგენილი მოთხოვნები, დისციპლინური დევნა და სახდელი უნდა იყოს გონივრული, დასაბუთებული და თანაზომადი.
3. სკოლის შინაგანაწესით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომების გარდა, შეიძლება გათვალისწინებული იყოს მოსწავლის გაფრთხილება, მკაცრი გაფრთხილება, გაკვეთილიდან გაძევება, სკოლიდან დროებით დათხოვნა, მოსწავლისთვის სკოლისათვის სასარგებლო საქმიანობის დაკისრება და სხვა დისციპლინური სახდელები. მოსწავლის სკოლიდან დროებით დათხოვნის შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს მის მშობელს. სკოლა ვალდებულია მოსწავლე გაკვეთილიდან გაძევების ან სკოლიდან დროებით დათხოვნის შემთხვევაში თავისი მზრუნველობის ქვეშ ჰყავდეს.
4. დისციპლინური დევნა შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ სკოლის შინაგანაწესით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, ჯეროვანი და სამართლიანი პროცედურით.
5. დისციპლინური დევნისას სკოლა ვალდებულია განუმარტოს მოსწავლეს ან მასწავლებელს მის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის არსი.
6. მოსწავლის მიმართ დისციპლინური სახდელის გამოყენების, აგრეთვე დისციპლინური დევნის დაწყების შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს მის მშობელს. მოსწავლეს უფლება აქვს მასთან დაკავშირებული საკითხის გადაწყვეტისას მშობელთან ერთად წარდგეს.
7. სკოლა ვალდებულია მიიღოს ზომები, რათა დისციპლინურმა სახდელმა არ გამოიწვიოს მოსწავლის არსებითი ჩამორჩენა სასწავლო პროცესისგან.
8. დაუშვებელია სასტიკი ან ისეთი დისციპლინური სახდელის გამოყენება, რომელიც ლახავს პირის პატივსა და ღირსებას.
9. დაუშვებელია მოსწავლის პირადი გასინჯვა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მტკიცებულებები მიუთითებს კონკრეტულ პირზე და არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ პირადი გასინჯვის შედეგად გამოვლინდება სკოლის შინაგანაწესით გათვალისწინებული გადაცდომა. მოსწავლის პირადი გასინჯვა შეუძლია მხოლოდ სკოლის დირექტორის მიერ განსაზღვრულ საამისოდ უფლებამოსილ პირს ან მანდატურს სკოლის დირექტორის ან სკოლის დირექციის წარმომადგენლის ნებართვით ან ზედამხედველობით. დაუშვებელია მოსწავლეთა კოლექტიური პირადი გასინჯვა. პირად გასინჯვას წინ უნდა უსწრებდეს სკოლის დირექტორის მიერ განსაზღვრული საამისოდ უფლებამოსილი პირის ან მანდატურის მიერ მოსწავლის გაფრთხილება პირადი გასინჯვის შესახებ.
10. დაუშვებელია სკოლის მიერ მოსწავლის ან მასწავლებლის დისციპლინური დევნა იმ ქმედებისთვის რომელიც მან ჩაიდინა სასკოლო დროისგან თავისუფალ დროს ან სკოლის ტერიტორიის გარეთ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც სკოლას აქვს დასაბუთებული ინტერესი.
11. მოსწავლეს და მასწავლებელს უფლება აქვთ დისციპლინური დევნისას ისარგებლონ დუმილის უფლებით. დუმილის უფლება არ ათავისუფლებს მოსწავლეს და მასწავლებელს დისციპლინური პასუხისმგებლობისაგან.
12. მოსწავლის გაკვეთილიდან გაძევების გადაწყვეტილების მიღების უფლება აქვს მასწავლებელს, სკოლიდან 5 დღემდე ვადით დათხოვნის გადაწყვეტილების მიღების უფლება – სკოლის დირექტორს, ხოლო 5-10 დღემდე ვადით დათხოვნის ან სკოლიდან გარიცხვის გადაწყვეტილების მიღების უფლება – დისციპლინურ კომიტეტს ფარული კენჭისყრით.
12′. დაუშვებელია დაწყებით და საბაზო საფეხურებზე მოსწავლის სკოლიდან გარიცხვა.
12”. მოსწავლისთვის სკოლისათვის სასარგებლო საქმიანობის დაკისრებისას უნდა განისაზღვროს: სასარგებლო საქმიანობის შინაარსი; მისი განხორციელების წესი და პირობები; სასარგებლო საქმიანობის განხორციელების ადგილი სკოლის ტერიტორიის ფარგლებში; მისი ხანგრძლივობა, რომელიც დაწყებითი საფეხურის მოსწავლისათვის არ უნდა აღემატებოდეს დღეში 1 საათს, საბაზო საფეხურის მოსწავლისათვის – დღეში 2 საათს და საშუალო საფეხურის მოსწავლისათვის – დღეში 3 საათს; უფლებამოსილი პირის ვინაობა, რომელიც უშუალო ზედამხედველობას გაუწევს მოსწავლის მიერ სკოლისათვის სასარგებლო საქმიანობის განხორციელებას. სკოლისათვის სასარგებლო საქმიანობა მოსწავლეს შეიძლება დაეკისროს მშობლის თანხმობით. მოსწავლის მიერ სკოლისათვის სასარგებლო საქმიანობის განხორციელებისას მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამ შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება სკოლის ადმინისტრაციას.
13. სასკოლო დროს ან სკოლის ტერიტორიაზე მოსწავლესთან კონტაქტის დამყარებამდე, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, გადაუდებელი აუცილებლობისას, პოლიციის თანამშრომელი ან სხვა საჯარო მოსამსახურე ვალდებულია სკოლას შეატყობინოს კონტაქტის მიზანი, საქმის გარემოება და მისი მეშვეობით დაუკავშირდეს მოსწავლეს. სკოლა ვალდებულია მოსწავლეს განუმარტოს მისი უფლებები და აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს მოსწავლის მშობელს, გარდა მშობლის მიერ ბავშვის უფლების ხელყოფის შემთხვევისა.
მუხლი #20 – ძალადობის დაუშვებლობა და უსაფრთხოება
1. დაუშვებელია სკოლაში ძალადობა მოსწავლის ან ნებისმიერი სხვა პირის მიმართ. ფიზიკური ან/და სიტყვიერი შეურაცხყოფის შემთხვევაში სკოლა ვალდებულია, დაუყოვნებლივ მოახდინოს სათანადო რეაგირება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. სკოლის ტერიტორიაზე უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სამართალდამცავი ორგანოების მიერ განხორციელებული მოქმედებები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი #21 – მასწავლებლის სხვა უფლებები და მოვალეობები
1. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებელს უფლება აქვს:
ა) მოსთხოვოს დაწესებულებას მუშაობისთვის აუცილებელი პირობების შექმნა;
ბ) მიიღოს შრომის ანაზღაურება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი ნორმატივების მიხედვით;
გ) აიმაღლოს კვალიფიკაცია, რისთვისაც 6 წელიწადში ერთხელ უფლებამოსილია მოითხოვოს ანაზღაურების გარეშე შვებულება 1 წლამდე ვადით, სამუშაო ადგილის შენარჩუნებით;
დ) ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებებით.
1′. მასწავლებელი ვალდებულია:
ა) მისცეს მოსწავლეს ხარისხიანი განათლება;
ბ) იზრუნოს მოსწავლის პიროვნულ განვითარებაზე და მისი მოქალაქეობრივი ცნობიერების ჩამოყალიბებაზე;
გ) იზრუნოს საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე;
დ) ჩაერთოს მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში;
ე) დაიცვას მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსი;
ვ) შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობითა და შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები;
ზ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას საქართველოს კანონმდებლობითა და შრომითი ხელშეკრულებით დადგენილი წესებით მიაწოდოს ინფორმაცია საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.
1’2. მასწავლებელი არ შეიძლება იყოს პირი, რომელიც ნასამართლევია განზრახ ჩადენილი დანაშაულისათვის და მოხსნილი არ აქვს ნასამართლობა.
2. მასწავლებლის შრომის ანაზღაურება სრული სამუშაო კვირის შემთხვევაში არ უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ საჯარო მოსამსახურის მინიმალურ ხელფასზე ნაკლები.
3. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებასა და მასწავლებელს შორის შრომითი ხელშეკრულება იდება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით.
4. მასწავლებლის შრომის ანაზღაურება იზრდება საჯარო სკოლის ბიუჯეტის ზრდასთან ერთად.
თავი #2′ – მასწავლებლის პროფესია
მუხლი #21′ – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებელი
მუხლი ა მ ო ღ ე ბ უ ლ ი ა.
მუხლი #21’2 – მასწავლებლის თანამდებობის სახეები და მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი
1. მასწავლებლის თანამდებობის სახეებია:
ა) დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი – მასწავლებელი, რომელიც ერთ საგანს მაინც ასწავლის დაწყებით საფეხურზე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში;
ბ) საბაზო/საშუალო საფეხურის საგნის მასწავლებელი – მასწავლებელი, რომელიც ერთ საგანს მაინც ასწავლის საბაზო და საშუალო საფეხურებზე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში;
გ) საგნობრივი ჯგუფის მასწავლებელი – მასწავლებელი, რომელიც ერთ საგნობრივ ჯგუფში გაერთიანებულ ყველა საგანს ასწავლის საბაზო ან/და საშუალო საფეხურზე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში;
დ) სახელოვნებო ან სასპორტო საგნის/საგნობრივი ჯგუფის მასწავლებელი – მასწავლებელი, რომელიც სახელოვნებო ან სასპორტო საგანს/საგნობრივ ჯგუფში გაერთიანებულ ყველა საგანს ასწავლის შესაბამის საფეხურზე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში;
ე) სპეციალური მასწავლებელი – მასწავლებელი, რომელიც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეს ასწავლის დაწყებით საფეხურზე და ხელს უწყობს საგანმანათლებლო პროცესში მის ჩართვას დაწყებით, საბაზო ან საშუალო საფეხურზე;
ვ) სამხედრო საგნის/საგნობრივი ჯგუფის მასწავლებელი – სასკოლო სასწავლო გეგმით გათვალისწინებული სამხედრო საგნის/საგნობრივი ჯგუფის მასწავლებელი, რომელზედაც არ ვრცელდება მასწავლებლობის მაძიებლობისა და რეგისტრაციისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები;
ზ) დაწყებითი საფეხურის მულტილინგვური განათლების მასწავლებელი – არაქართულენოვანი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების/სექტორის მასწავლებელი, რომელიც სხვადასხვა ენაზე ასწავლის ერთ ან რამდენიმე საგანს დაწყებით საფეხურზე;
თ) საბაზო/საშუალო საფეხურის საგნის/საგნობრივი ჯგუფის მულტილინგვური განათლების მასწავლებელი – არაქართულენოვანი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების/სექტორის მასწავლებელი, რომელიც სხვადასხვა ენაზე ასწავლის ერთ ან რამდენიმე საგანს საბაზო და საშუალო საფეხურებზე.
2. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის წარდგინებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო განსაზღვრავს მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტს, რომელიც მოიცავს პროფესიულ სტანდარტს თითოეული სახის მასწავლებლისათვის. სამხედრო საგნის/საგნობრივი ჯგუფის მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი უნდა განისაზღვროს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით. მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტს უნდა შეესაბამებოდეს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ყველა მასწავლებელი.
3. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში პროფესიას შეიძლება ასწავლიდეს პროფესიის მასწავლებელი, რომელიც არის პროფესიული განათლების მასწავლებელი “პროფესიული განათლების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად.
მუხლი #21’3 – მასწავლებლის განათლება
1. ამ კანონის 21’2 მუხლის პირველი პუნქტის “ა”-“გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული თანამდებობების მასწავლებლები უნდა აკმაყოფილებდნენ მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს და ერთ-ერთ შემდეგ მოთხოვნას:
ა) უნდა ჰქონდეთ მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის ან მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მინიჭებული განათლების მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი (ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხურის საგნის/საგნების სწავლების უფლების მითითებით);
ბ) უნდა ჰქონდეთ სულ მცირე ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის შესაბამისი ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გავლილი უნდა ჰქონდეთ მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა;
გ) უნდა ჰქონდეთ მასწავლებლობის უფლება უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით და ჩაბარებული უნდა ჰქონდეთ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი გამოცდა;
დ) უნდა ჰქონდეთ ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი საგნის ან განათლების მიმართულების დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გავლილი უნდა ჰქონდეთ მასწავლებლის მომზადებისა და პროფესიული განვითარების შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამა.
2. ამ კანონის 21’2 მუხლის პირველი პუნქტის “ბ” და “გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული თანამდებობების მასწავლებლები, რომლებიც ასწავლიან იმ სკოლაში, რომელიც ახორციელებს განვითარების შეფერხების (შემეცნებითი ფუნქციებისა და ადაპტური ქცევის დეფიციტის), სენსორული (სმენისა და მხედველობის), ქცევისა და ემოციური (ასოციალური, აგრესიული ქცევის და დაუმორჩილებლობის განმეორებადი და მდგრადი გამოვლინება, რომელიც არ არის ფსიქოტური მდგომარეობის, გუნება-განწყობის ცვალებადობის ან სხვა დაავადებების თანამდევი სიმპტომი) დარღვევების მქონე ბავშვთა სპეციალურ საგანმანათლებლო პროგრამებს, უნდა აკმაყოფილებდნენ ამ მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გავლილი უნდა ჰქონდეთ სპეციალურ პედაგოგიკაში მასწავლებლის მომზადებისა და პროფესიული განვითარების შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამა.
3. ამ კანონის 21’2 მუხლის პირველი პუნქტის “ე” ქვეპუნქტით გათვალისწინებული თანამდებობის მასწავლებელი უნდა აკმაყოფილებდეს მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს და ერთ-ერთ შემდეგ მოთხოვნას:
ა) უნდა ჰქონდეს მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის ან მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მინიჭებული განათლების მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი (ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხურის საგნის/საგნების სწავლების უფლების მითითებით) და გავლილი უნდა ჰქონდეს სპეციალური განათლების სამაგისტრო პროგრამა;
ბ) უნდა ჰქონდეს სულ მცირე ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის შესაბამისი ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და გავლილი უნდა ჰქონდეს სპეციალური განათლების სამაგისტრო პროგრამა;
გ) უნდა ჰქონდეს მასწავლებლობის უფლება უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით და ჩაბარებული უნდა ჰქონდეს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი გამოცდა;
დ) უნდა ჰქონდეს ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი საგნის ან განათლების მიმართულების დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და გავლილი უნდა ჰქონდეს სპეციალური განათლების სამაგისტრო პროგრამა.
4. ამ კანონის 21’2 მუხლის პირველი პუნქტის “დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული თანამდებობის მასწავლებელი უნდა აკმაყოფილებდეს მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს; ამასთანავე, საბაზო/საშუალო საფეხურის სახელოვნებო ან სასპორტო საგნის/საგნობრივი ჯგუფის მასწავლებელს უნდა ჰქონდეს:
ა) სრული ზოგადი განათლება;
ბ) შესაბამისი სახელოვნებო ან სასპორტო უმაღლესი განათლება ანდა სასპორტო პროფესიული განათლება და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გავლილი უნდა ჰქონდეს მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა.
5. ამ კანონის 21’2 მუხლის პირველი პუნქტის “ვ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული თანამდებობის მასწავლებელი უნდა აკმაყოფილებდეს მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს; ამასთანავე, სამხედრო საგნის/საგნობრივი ჯგუფის მასწავლებელს უნდა ჰქონდეს:
ა) სრული ზოგადი განათლება;
ბ) შესაბამისი სამხედრო განათლება და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გავლილი უნდა ჰქონდეს მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა.
6. ამ კანონის 21’2 მუხლის პირველი პუნქტის “ზ” და “თ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული თანამდებობების მასწავლებლებმა უნდა იცოდნენ ორი ენა, რომელთაგან ერთი აუცილებლად ქართული ენა უნდა იყოს. ამასთანავე, ისინი უნდა აკმაყოფილებდნენ მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს და ერთ-ერთ შემდეგ მოთხოვნას:
ა) უნდა ჰქონდეთ მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის ან მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მინიჭებული განათლების მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი (ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხურის საგნის/საგნების სწავლების უფლების მითითებით);
ბ) უნდა ჰქონდეთ სულ მცირე ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის შესაბამისი ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გავლილი უნდა ჰქონდეთ სასკოლო პრაქტიკის საგანმანათლებლო პროგრამა;
გ) უნდა ჰქონდეთ მასწავლებლობის უფლება უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გავლილი უნდა ჰქონდეთ სასკოლო პრაქტიკის საგანმანათლებლო პროგრამა;
დ) უნდა ჰქონდეთ ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი საგნის ან განათლების მიმართულების დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.
7. პუნქტი ა მ ო ღ ე ბ უ ლ ი ა.
8. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო უფლებამოსილია სამხედრო საგნის/საგნობრივი ჯგუფის მასწავლებლისათვის დაადგინოს დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები.
მუხლი #21’4 – მასწავლებლობის მაძიებელი
1. მასწავლებლობის მაძიებლობის უფლება შეიძლება მოიპოვოს პირმა, რომელიც დადგენილი წესით გაივლის რეგისტრაციას მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრში და დააკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.
2. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი რეგისტრაციაში ატარებს მხოლოდ იმ პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ამ კანონით დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.
3. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია მაძიებლობის პერიოდის განმავლობაში მასწავლებლობის მაძიებელს აუნაზღაუროს შრომა.
4. მასწავლებლობის მაძიებელი სარგებლობს ამ კანონით მასწავლებლისათვის გათვალისწინებული ყველა უფლებითა და შეღავათით, გარდა მასწავლებლის შრომის ანაზღაურების ამ კანონით დადგენილი მინიმალური ოდენობის მიღებისა და საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს არჩევნებში მონაწილეობის უფლებებისა.
5. მასწავლებლობის მაძიებლის სტატუსით პირმა სკოლაში შეიძლება იმუშაოს არა უმეტეს 2 წლისა, გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
6. მაძიებლობის პერიოდის დასრულების შემდეგ სკოლის დირექტორი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს დადგენილი წესით წარუდგენს დოკუმენტს მასწავლებლობის მაძიებლის მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტთან და მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსთან შესაბამისობის შესახებ. დოკუმენტი შეიძლება შეიცავდეს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:
ა) მასწავლებლობის მაძიებელმა დადგენილი წესით წარმატებით გაიარა მაძიებლობის პერიოდი;
ბ) მასწავლებლობის მაძიებელმა დადგენილი წესით ვერ გაიარა მაძიებლობის პერიოდი.
7. თუ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში არსებობს ვაკანსია, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით არ შეივსო, განსაზღვრული ვადით, აღნიშნული ვაკანსიის შევსებამდე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლების უფლება აქვს პირს, რომელიც არ აკმაყოფილებს მასწავლებლის განათლებისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, მაგრამ გავლილი აქვს მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა.
8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული მასწავლებლობის მაძიებლისათვის სწავლების უფლების მინიჭების ვადას განსაზღვრავს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.
მუხლი #21’5 – მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდა
მუხლი ა მ ო ღ ე ბ უ ლ ი ა.
მუხლი #21’6 – მასწავლებლის სერტიფიკატი
მუხლი ა მ ო ღ ე ბ უ ლ ი ა.
მუხლი #21’7 – მასწავლებლის საქმიანობის დაწყება, პროფესიული განვითარება და კარიერული წინსვლა
1. მასწავლებლის საქმიანობის დაწყება, პროფესიული განვითარება და კარიერული წინსვლა ხორციელდება საქართველოს მთავრობის მიერ ამ კანონის შესაბამისად დამტკიცებული მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის შესაბამისად.
2. მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა მასწავლებლებს უნდა აყენებდეს თანაბარ მდგომარეობაში, განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა და საცხოვრებელი ადგილისა.
3. მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიზანია კვალიფიციური კადრების მომზადება, მასწავლებლის კომპეტენციის ამაღლება, მისი პროფესიული განვითარება, სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლება მოსწავლეთა შედეგების გასაუმჯობესებლად.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული მიზნის მისაღწევად მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა განსაზღვრავს:
ა) მასწავლებლის საქმიანობის დაწყების წესს;
ბ) საჯარო სკოლაში მასწავლებლის ვაკანსიის გამოცხადებისა და კონკურსის ჩატარების წესს;
გ) მასწავლებლის შეფასების კრიტერიუმებს და მასწავლებლის შეფასების ელექტრონული სისტემის წარმოების წესს;
დ) მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სხვა საკითხებს.
5. საქართველოს მთავრობა ქმნის სახელმწიფო კომისიას და ამტკიცებს მის დებულებას. სახელმწიფო კომისია:
ა) განსაზღვრავს მასწავლებლის შეფასების წესს და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს მთავრობას;
ბ) განსაზღვრავს მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში მასწავლებლების განაწილების წესს და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს მთავრობას;
გ) განსაზღვრავს მოქმედი მასწავლებლებისათვის მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემით განსაზღვრული სტატუსების მინიჭების წესს და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს მთავრობას;
დ) განსაზღვრავს მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემით განსაზღვრული სტატუსების მისანიჭებლად აუცილებელ გზებსა და საშუალებებს და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს მთავრობას;
ე) განსაზღვრავს მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემით განსაზღვრული სტატუსების მისანიჭებლად სავალდებულო აქტივობებისა და საქმიანობების ჩამონათვალს და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს მთავრობას;
ვ) განსაზღვრავს მასწავლებლის დამატებითი საქმიანობების ჩამონათვალს, რომელიც მას კრედიტქულების დაგროვებაში დაეხმარება, და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს მთავრობას;
ზ) განსაზღვრავს კრედიტქულების შეწონვის წესს, კრედიტქულების განაწილების პრინციპებს და კრედიტქულების გაანგარიშების წესს და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს მთავრობას;
თ) მასწავლებლის შეფასების კრიტერიუმების მიხედვით ადგენს კრედიტქულებს და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს მთავრობას;
ი) ადგენს კრედიტქულების დაგროვების ვადებს და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს მთავრობას.
6. მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის დაფინანსების შესაძლო წყაროებია:
ა) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახსრები, მათ შორის, ვაუჩერული დაფინანსებიდან მიღებული შემოსავლები;
ბ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული შესაბამისი მიზნობრივი პროგრამის სახსრები;
გ) მასწავლებლის თვითდაფინანსება;
დ) დონორების მიერ დაფინანსება;
ე) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა სახსრები.
მუხლი #21’8 – მასწავლებლის მომზადებისა და პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაცია
1. მასწავლებლის მომზადებისა და პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების უფლება აქვთ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, ხოლო სამხედრო საგნის/საგნობრივი ჯგუფის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების უფლება აქვს აგრეთვე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესაბამის სამსახურს.
2. მასწავლებლის მომზადებისა და პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამების, მათ შორის, უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების, აკრედიტაციას ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი (შემდგომში – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი).
3. მასწავლებლის მომზადებისა და პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის წესსა და საფასურს ამტკიცებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარდგინებით და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის თანხმობით.
4. მასწავლებლის მომზადებისა და პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამისათვის აკრედიტაციის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებაში აღინიშნება აგრეთვე ამ პროგრამის კრედიტების რაოდენობა.
თავი #3 – ზოგადი განათლების დაფინანსება
მუხლი #22 – სახელმწიფოს მიერ ზოგადი განათლების დაფინანსება
1. სახელმწიფო უზრუნველყოფს სრული ზოგადი განათლების მიღებას. მოსწავლის განათლების სახელმწიფო დაფინანსება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში გრძელდება 12 წლის განმავლობაში.
2. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლება ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივის შესაბამისი ვაუჩერით ფინანსდება სახელმწიფოს მიერ.
3. სახელმწიფოს მიერ მოსწავლის განათლების დაფინანსება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხორციელდება ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივის შესაბამისი ვაუჩერით. სტანდარტული და გაზრდილი ვაუჩერების ოდენობები განისაზღვრება ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული მიღწევის დონისათვის მაქსიმალური დატვირთვის მიხედვით, განსხვავებულ მდგომარეობაში მყოფ მოსწავლეთა ფინანსური შესაძლებლობების შესაბამისად, განათლების მიღების უფლების უზრუნველყოფაში თანასწორობის პრინციპის დაცვით. ვაუჩერით ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიმდინარე ხარჯების დაფარვის შემდეგ დარჩენილი თანხა შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს აღნიშნული დაწესებულების კაპიტალური ხარჯების დასაფარავად.
4. ყოველ მშობელს აქვს უფლება, სასკოლო ასაკს მიღწეული ბავშვის განათლების დასაფინანსებლად მიიღოს ვაუჩერი, რომლის განთავსება შესაძლებელია ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ დაწესებულებაში. სახელმწიფო დაფინანსება გრძელდება იმავე პუნქტით გათვალისწინებულ სხვა დაწესებულებაში მოსწავლის გადასვლის შემთხვევაში.
5. საჯარო სკოლის კაპიტალურ ხარჯებს ანაზღაურებს სახელმწიფო, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ან/და საჯარო სკოლა.
6. საჯარო სკოლა უფლებამოსილია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიიღოს დამატებითი დაფინანსება გაზრდილი ვაუჩერის სახით ან/და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული შესაბამისი მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში.
6′. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უზრუნველყოფს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებულ პანსიონური მომსახურების მქონე საჯარო სკოლებში სააღმზრდელო მომსახურების, მოსწავლეთა ზოგადი განათლების, საცხოვრებელი პირობების, მკურნალობისა და კვების ხარჯების დაფინანსებას.
6’2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო უზრუნველყოფს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულ პანსიონური მომსახურების მქონე საჯარო სკოლებში სააღმზრდელო მომსახურების, საცხოვრებელი პირობების, მკურნალობისა და კვების ხარჯების დაფინანსებას.
7. ამ მუხლით გათვალისწინებული დაფინანსება ვრცელდება საქართველოს მოქალაქეზე, პირადობის ნეიტრალური მოწმობის, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის ან დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის მქონე პირზე, უცხო ქვეყნის მოქალაქეზე (მათ შორის, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მქონე სხვა სახელმწიფოს მოქალაქეზე), მოქალაქეობის არმქონე პირზე და ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირზე.
მუხლი #22′ – უცხო ქვეყნის მოქალაქისა და მოქალაქეობის არმქონე პირის ვაუჩერული დაფინანსება
მუხლი ა მ ო ღ ე ბ უ ლ ი ა.
მუხლი #23 – დამატებითი საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურების დაფინანსება
1. თუ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში 12 წლის სწავლის შემდეგ მოსწავლემ ვერ დაძლია საბაზო საფეხურის ეროვნული ან მოდიფიცირებული სასწავლო გეგმით დადგენილი მიღწევის დონე, სამეურვეო საბჭო ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამის ორგანოს მიმართავს ამ მოსწავლის სწავლების დაფინანსების გაგრძელების თხოვნით. დაფინანსება შეიძლება გაგრძელდეს მოსწავლის მიერ საბაზო საფეხურის მიღწევის დონის დაძლევამდე. ამ შემთხვევაში საჯარო სკოლა ვალდებულია შესთავაზოს მოსწავლეს ზოგადი განათლების მიღება ალტერნატიული ფორმებით.
2. თუ მოსწავლემ 3 წლის განმავლობაში ვერ დაძლია ზოგადი განათლების საშუალო საფეხური, მისი მიმართვის საფუძველზე სამეურვეო საბჭო უფლებამოსილია მიმართოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს დაფინანსების გახანგრძლივების თხოვნით. ადგილობრივი თვითმმართველობა უფლებამოსილია შეარჩიოს სწავლის გაგრძელების კანონმდებლობით დაშვებული ნებისმიერი ფორმა.
3. სამეურვეო საბჭოს მოთხოვნის საფუძველზე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანომ, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე – აგრეთვე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ შეიძლება აანაზღაუროს დამატებითი საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურების ხარჯები. სახელმწიფომ, აჭარის ავტონომიურმა რესპუბლიკამ და ადგილობრივმა თვითმმართველობამ შეიძლება დააფინანსონ სპეციალური მიზნობრივი სასწავლო პროგრამები.
თავი #4 – ზოგადი განათლების სისტემის მართვა
მუხლი #24 – საქართველოს პარლამენტის უფლებამოსილება ზოგადი განათლების სფეროში
საქართველოს პარლამენტი:
ა) განსაზღვრავს ზოგადი განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის და მართვის ძირითად მიმართულებებს, შეიმუშავებს შესაბამის საკანონმდებლო აქტებს;
ბ) წარდგენიდან 1 თვის ვადაში ამტკიცებს საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულ ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტს;
გ) პერიოდულად ისმენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ანგარიშს ზოგადი განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის გატარების, ფინანსური საქმიანობის, ეროვნული და რეგიონული პროგრამების შესრულების შესახებ.
მუხლი #25 – საქართველოს მთავრობის უფლებამოსილება ზოგადი განათლების სფეროში
1. ზოგადი განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკას ახორციელებს საქართველოს მთავრობა.
2. საქართველოს მთავრობა:
ა) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ წარდგენიდან 1 თვის ვადაში იღებს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტს და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს პარლამენტს;
ბ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარდგინებით ამტკიცებს ერთ მოსწავლეზე გათვლილ ფინანსურ ნორმატივებს და მათი შესაბამისი სტანდარტული და გაზრდილი ვაუჩერების ოდენობებს;
გ) ადგენს ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის საფასურებს დაჩქარებული წესით გაცემისა და დუბლიკატის გაცემისათვის;
დ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინებით ამტკიცებს მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემას.
3. პუნქტი ა მ ო ღ ე ბ უ ლ ი ა.
მუხლი #26 – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უფლებამოსილება ზოგადი განათლების სფეროში
1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ზოგადი განათლების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის – საქართველოს კონსტიტუციის, კონსტიტუციური შეთანხმების, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, ამ კანონის, სხვა კანონებისა და კანონქვემდებარე აქტების საფუძველზე:
ა) ატარებს ერთიან სახელმწიფო პოლიტიკას ზოგადი განათლების სფეროში;
ბ) შეიმუშავებს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტს და წარუდგენს საქართველოს მთავრობას;
გ) შეიმუშავებს განათლების სისტემის ინდიკატორების ამსახველ ძირითად დოკუმენტს;
დ) შეიმუშავებს და ამტკიცებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის დებულებებს;
დ’) ამტკიცებს მულტიდისციპლინური გუნდის შემადგენლობასა და დებულებას;
დ’2) საქართველოს პრემიერ-მინისტრს დასანიშნად წარუდგენს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორის კანდიდატურას;
დ’3) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის უფროსს;
დ’4) ამტკიცებს ექსპერტთა ჯგუფის დებულებას;
ე) საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორს;
ე’) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსს;
ე’2) ამტკიცებს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის ეთიკის კოდექსს;
ე’3) ამტკიცებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის მიერ ხელშეკრულებების საფუძველზე გაწეული მომსახურების საფასურს;
ვ) შეიმუშავებს და ამტკიცებს ეროვნულ სასწავლო გეგმას, ხელს უწყობს მის დანერგვასა და პილოტირებას;
ვ’) ამტკიცებს ეროვნულ საკვალიფიკაციო ჩარჩოს ზოგადი განათლების ნაწილში;
ვ’2) შეიმუშავებს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებისათვის საგანმანათლებლო-სააღმზრდელო გეგმას და სხვა პროგრამებს და ხელს უწყობს მათ დანერგვას;
ვ’3) ამტკიცებს სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამებს;
ვ’4) ზოგადი განათლების განვითარების ხელშეწყობის მიზნით ატარებს სხვადასხვა კვლევას;
ზ) ქვეპუნქტი ა მ ო ღ ე ბ უ ლ ი ა;
თ) ქვეპუნქტი ა მ ო ღ ე ბ უ ლ ი ა;
ი) ამტკიცებს საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციისა და საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულებებსა და საფასურებს;
კ) განსაზღვრავს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა შენობა-ნაგებობების მშენებლობის სტანდარტებს შესაბამის დარგობრივ სამინისტროსა და უწყებებთან ერთად;
ლ) ადგენს ვაუჩერის გაცემისა და გადატანის წესს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან ერთად;
მ) იღებს ზომებს ყველა მოსწავლის, მათ შორის, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე, აგრეთვე სკოლიდან გარიცხული მოსწავლეების, მიერ ზოგადი განათლების მისაღებად; შეიმუშავებს ექსტერნატის ფორმით მიღებული განათლების სერტიფიცირების დებულებას; შეიმუშავებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში გადაყვანის დებულებას; შეიმუშავებს ალტერნატიული ფორმით განათლების მიღების დებულებას; შეიმუშავებს ინკლუზიური განათლების დანერგვის, განვითარებისა და მონიტორინგის წესებს, აგრეთვე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა იდენტიფიკაციის მექანიზმს;
ნ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით აფუძნებს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს და ამტკიცებს მის წესდებას; უფლებამოსილია მოახდინოს მისი რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში ამ პუნქტით გათვალისწინებულ მოქმედებებს სამინისტრო ახორციელებს შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის განათლების სამინისტროს წარდგინების საფუძველზე;
ნ’) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით აფუძნებს კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს;
ო) ატარებს საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევ კონკურსს; საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს ასარჩევად წარუდგენს საჯარო სკოლის დირექტორობის კანდიდატს/კანდიდატებს;
ო’) უზრუნველყოფს ახალდაფუძნებულ ან/და რეორგანიზებულ საჯარო სკოლაში სამეურვეო საბჭოს პირველი არჩევნების ჩატარებას და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დირექტორის არჩევამდე დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნას;
პ) ქვეპუნქტი ა მ ო ღ ე ბ უ ლ ი ა;
ჟ) უფლებამოსილია გაფრთხილების გარეშე დაითხოვოს საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭო, თუ იგი უკანონოდ გაათავისუფლებს დირექტორს, რაც დადასტურებულია სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული შესაბამისი გადაწყვეტილებით;
რ) ქვეპუნქტი ა მ ო ღ ე ბ უ ლ ი ა;
ს) ამტკიცებს უცხოეთში მიღებული სრული ზოგადი განათლების ან სწავლის პერიოდში მიღებული ზოგადი განათლების აღიარებისა და საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურების წესსა და საფასურს;
ს’) ამტკიცებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლეთა მობილობის წესს;
ტ) ამტკიცებს ეროვნული შეფასებების ჩატარების განრიგს;
ტ’) ამტკიცებს ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ჩატარების წესს. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უფლებამოსილია ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადასთან დაკავშირებით დაადგინოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულისაგან განსხვავებული ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენისა და განხილვის ვადები და წესი;
ტ’2) ამტკიცებს სკოლების ბრენდირების ჩატარების წესს. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უფლებამოსილია სკოლების ბრენდირებასთან დაკავშირებით დაადგინოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულისაგან განსხვავებული ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენისა და განხილვის ვადები და წესი;
ტ’3) ამტკიცებს სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩატარების წესსა და პირობებს. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უფლებამოსილია სკოლის გამოსაშვებ გამოცდებთან დაკავშირებით დაადგინოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულისაგან განსხვავებული ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენისა და განხილვის ვადები და წესი;
ტ’4) ამტკიცებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ ხელშეკრულების საფუძველზე გაწეული მომსახურების საფასურს;
ტ’5) ამტკიცებს “ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩარიცხვისა და მოსწავლის სტატუსის შეჩერების წესს”;
ტ’6) ამტკიცებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ ხელშეკრულების საფუძველზე გაწეული მომსახურების საფასურს;
უ) თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან, უცხო ქვეყნებთან, მათ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებთან ხარისხის შემოწმებისა და უზრუნველყოფის სფეროში;
ფ) ამტკიცებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს გრიფის მინიჭების წესსა და საფასურს;
ქ) ახორციელებს საჯარო სკოლების სახელმწიფო კონტროლს და პასუხისმგებელია ზოგადი განათლების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის შესრულებაზე. ამ მიზნით სამინისტრო უფლებამოსილია განახორციელოს ამ სკოლების ფინანსური შემოწმება კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით;
ღ) აფუძნებს სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულებებს საჯარო ან კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფორმით;
ყ) ქმნის საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს საგანმანათლებლო დაწესებულებების, მათ შორის, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების, ავტორიზაციის ან/და აკრედიტაციის ჩატარების მიზნით;
ყ’) ქმნის საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს;
ყ’2) ქმნის საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას;
ყ’3) ქმნის საჯარო სამართლის იურიდიულ პირს/პირებს – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს/ცენტრებს;
შ) ადგენს საჯარო სკოლის დირექტორისა და მასწავლებლის შესარჩევი კონკურსების გამართვის წესს, სამეურვეო საბჭოს წევრების არჩევის და მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტის წესსა და პირობებს. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უფლებამოსილია საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევ კონკურსთან დაკავშირებით დაადგინოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულისაგან განსხვავებული ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენისა და განხილვის ვადები და წესი;
შ’) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის წარდგინებით ამტკიცებს:
შ’.ა) ქვეპუნქტი ა მ ო ღ ე ბ უ ლ ი ა;
შ’.ბ) მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტს;
შ’.გ) ქვეპუნქტი ა მ ო ღ ე ბ უ ლ ი ა;
შ’.დ) მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსს;
შ’.ე) ქვეპუნქტი ა მ ო ღ ე ბ უ ლ ი ა;
შ’.ვ) მასწავლებლობის მაძიებელთა რეგისტრაციისა და მაძიებლობის პერიოდის გავლის წესს, აგრეთვე მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუშს და მისი გაცემის წესს;
შ’.ზ) ქვეპუნქტი ა მ ო ღ ე ბ უ ლ ი ა;
შ’.თ) ქვეპუნქტი ა მ ო ღ ე ბ უ ლ ი ა;
შ’.ი) მოსწავლის ქცევის კოდექსს;
შ’.კ) დირექტორის ეთიკის კოდექსს;
შ’2) ამტკიცებს წარმატებული მასწავლებლის წოდების მინიჭებისა და მასწავლებლის დაჯილდოების წესს;
ჩ) ნიშნავს საჯარო სკოლის (გარდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ დაფუძნებული სკოლისა) სამეურვეო საბჭოს წევრს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ცენტრალური აპარატის ან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საშტატო განრიგით გათვალისწინებული შემადგენლობიდან, ხოლო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიებზე არსებული საჯარო სკოლების სამეურვეო საბჭოების წევრებს – განათლების სფეროში უფლებამოსილი შესაბამისი სამინისტროს წარდგინებით მისი ცენტრალური აპარატის ან ტერიტორიული ორგანოს საშტატო განრიგით გათვალისწინებული შემადგენლობიდან;
ც) ადგენს საჯარო სკოლებში წლის განმავლობაში სასწავლო დღეების მინიმალურ და მაქსიმალურ ოდენობებს, არდადეგების მინიმალურ და მაქსიმალურ ხანგრძლივობას; აგრეთვე უფლებამოსილია დაადგინოს სასწავლო წლის დაწყებისა და დამთავრების და არდადეგების დრო და ხანგრძლივობა; განსაზღვრავს გამონაკლის შემთხვევებს;
ც’) ამტკიცებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლეთა გაკვეთილზე დასწრების აღრიცხვის ჟურნალის ფორმას;
ძ) ქვეპუნქტი ა მ ო ღ ე ბ უ ლ ი ა;
წ) ადგენს საჯარო სკოლების დირექტორებისა და არჩევითი ორგანოების წევრების რეგისტრაციის წესს;
ჭ) პროფესიული კავშირების მონაწილეობით ადგენს საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალურ ოდენობასა და პირობებს, ამტკიცებს სკოლების მიერ მასწავლებელთან დადებული შრომითი ხელშეკრულებების სავალდებულო პირობებს;
ჭ’) ქვეპუნქტი ა მ ო ღ ე ბ უ ლ ი ა;
ხ) პროფესიულ კავშირებთან თანამშრომლობით გეგმავს ღონისძიებებს მასწავლებელთა კვალიფიკაციის ასამაღლებლად;
ჯ) განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარდგინებით და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის თანხმობით ამტკიცებს მასწავლებლის მომზადებისა და პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულებასა და საფასურს;
ჰ) ამტკიცებს ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის ფორმას; საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის წესს;
ჰ’) ახორციელებს საჯარო სკოლების ნუმერაციას და ადგენს მათთვის სახელის მინიჭების წესს;
ჰ’2) უფლებამოსილია დააწესოს გრანტები და სტიპენდიები განსაკუთრებით ნიჭიერ მოსწავლეთა წახალისების მიზნით;
ჰ’3) ადგენს მოსწავლეთა პერსონალური მონაცემების აღრიცხვის წესს;
ჰ’4) ქვეპუნქტი ა მ ო ღ ე ბ უ ლ ი ა;
ჰ’5) ადგენს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩასარიცხად წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების ნუსხას;
ჰ’6) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს;
ჰ’7) ამტკიცებს მასწავლებელთა დისციპლინური წარმოების წესს;
ჰ’8) უფლებამოსილია დაადგინოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ გაწეული მომსახურების/განხორციელებული საქმიანობის საფასური;
ჰ’9) უფლებამოსილია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ გამოცდებთან დაკავშირებით დაადგინოს ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენისა და განხილვის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულისაგან განსხვავებული ვადები და წესი.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უფლებამოსილებათა განსახორციელებლად საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო “საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ქმნის, გარდაქმნის და აუქმებს საკუთარ ტერიტორიულ ორგანოებს, ამტკიცებს მათ დებულებებს, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ამ ორგანოების ხელმძღვანელებს და მათ მოადგილეებს. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოები ფინანსდებიან სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
3. პუნქტი ა მ ო ღ ე ბ უ ლ ი ა;
4. ამ მუხლის პირველი პუნქტის “ო”, “ო'” და “ტ’5” ქვეპუნქტების მოქმედება არ ვრცელდება იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაზე, რომელიც ახორციელებს სამხედრო მომზადებასა და განათლებას, ხოლო იმავე პუნქტის “ნ”, “ჟ”, “ტ’5”, “ქ” და “შ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ფუნქციებს ასეთ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ასრულებს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.
მუხლი #27 – საქართველოს სამინისტროების უფლებამოსილება ზოგადი განათლების სფეროში
1. იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების სტატუსის მოპოვების მიზნით, რომლებიც ზოგადი განათლების მიღებასთან ერთად უზრუნველყოფენ პროფილურ სახელოვნებო და სასპორტო მომზადებასა და განათლებას, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო შესაბამისი დარგობრივი სამინისტროს წარდგინებით აფუძნებს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს. ამ დაწესებულებებისთვის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ შეიძლება განსაზღვროს ავტორიზაციის/აკრედიტაციის განსხვავებული პირობები. ეროვნული სასწავლო გეგმის ზემოთ პროფილურ სახელოვნებო და სასპორტო მომზადებასა და განათლებას, მათ შორის, დაწყებით და საბაზო საფეხურებზე, აფინანსებს დარგობრივი სამინისტრო ან/და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო.
1′. იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების სტატუსის მოპოვების მიზნით, რომლებიც ზოგადი განათლების მიღებასთან ერთად უზრუნველყოფენ პროფილურ სახელოვნებო და სასპორტო მომზადებასა და განათლებას, შეიძლება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ ერთობლივად დააფუძნონ კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი.
1”. იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით, რომელიც ზოგადი განათლების მიღებასთან ერთად ახორციელებს სამხედრო მომზადებასა და განათლებას, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო აფუძნებს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს და ახორციელებს მის სახელმწიფო კონტროლს. ეს დაწესებულება:
ა) გაივლის ავტორიზაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ განსაზღვრული წესით;
ბ) ფინანსდება ამ კანონის 22-ე მუხლით დადგენილი წესით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ასიგნებებიდან.
1”’. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო:
ა) ამ მუხლის 1” პუნქტით გათვალისწინებული დაწესებულებისათვის შეიმუშავებს სამხედრო მომზადებისა და განათლების სპეციალურ საგანმანათლებლო პროგრამას და უზრუნველყოფს მის განხორციელებას;
ბ) ნიშნავს ამ მუხლის 1” პუნქტით გათვალისწინებული დაწესებულების დირექტორს ან/და სამხედრო ხელმძღვანელს და სამხედრო საგნის/საგნობრივი ჯგუფის მასწავლებლებს, რომლებიც შეიძლება იყვნენ როგორც სამხედრო მოსამსახურეები, ისე სამოქალაქო პირები.
2. ეროვნული სასწავლო გეგმის ზემოთ სამხედრო, პროფილური სახელოვნებო და სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებას ზედამხედველობს დარგობრივი სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.
მუხლი #28 – ეროვნული სასწავლო გეგმების ცენტრი
მუხლი ა მ ო ღ ე ბ უ ლ ი ა.
მუხლი #28′ – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
1. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.
2. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ფუნქციებია:
ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მასწავლებელთა პერსონალური მონაცემების აღრიცხვა;
ბ) მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის მომზადება;
გ) მასწავლებელთა ასოციაციებისა და ორგანიზაციების მონაწილეობით მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსის მომზადების უზრუნველყოფა;
დ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებული მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მაძიებლების ვაკანსიების რეგისტრაცია;
ე) მასწავლებლობის მაძიებელთა რეგისტრაციისა და მაძიებლობის პერიოდის გავლის წესის შემუშავება;
ვ) ქვეპუნქტი ა მ ო ღ ე ბ უ ლ ი ა;
ზ) მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის შემუშავება;
თ) მასწავლებლის მომზადებისა და პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება და შეთანხმება;
ი) ქვეპუნქტი ა მ ო ღ ე ბ უ ლ ი ა;
კ) მასწავლებლის პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მონაწილეობა;
ლ) ქვეპუნქტი ა მ ო ღ ე ბ უ ლ ი ა;
ლ’) მოსწავლის ქცევის კოდექსისა და დირექტორის ეთიკის კოდექსის შემუშავება;
მ) საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, ამ კანონით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
მუხლი #28’2 – საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო
1. საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.
2. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ფუნქციებია:
ა) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში შემავალი საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებების რეაბილიტაცია, მშენებლობა, ინვენტარითა და ტექნიკით მომარაგება;
ბ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დებულებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
მუხლი #28’3 – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში ქმნის საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას (შემდგომ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა), რომლის საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობასა და სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.
2. განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ფუნქციებია:
ა) ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის განვითარება;
ბ) თანამედროვე საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობა;
გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯარო სკოლის დირექტორისა და სამეურვეო საბჭოს წევრის რეგისტრაციაში გატარება;
დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოსწავლეთა პერსონალური მონაცემების აღრიცხვა, აგრეთვე სკოლისგარეშე საგანმანათლებლო დაწესებულებათა რეესტრების წარმოება;
ე) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა რეესტრის წარმოება, კერძოდ, საჯარო სკოლის დირექტორის, დირექტორის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში – მისი მოვალეობის შემსრულებელი მოადგილის, დირექტორის მოვალეობის სხვა შემსრულებლისა და სამეურვეო საბჭოს წევრის რეგისტრაციაში გატარება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით;
ვ) უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა რეესტრის წარმოება, კერძოდ, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ასევე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერის რეგისტრაციაში გატარება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით;
ზ) მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტების ბრუნვის ორგანიზება და კონტროლი;
თ) იმ პირთა აღრიცხვა, რომლებსაც კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის ან/და საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ჩამოერთვათ პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება;
ი) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საქმიანობაში თანამედროვე საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვით სამინისტროს გამართული ფუნქციონირების ხელშეწყობა;
კ) განათლებისა და მეცნიერების სფეროში მიმდინარე პროცესების, მათ შორის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ განხორციელებული პროექტებისა და პროგრამების შედეგების კვლევის დაგეგმვა;
ლ) განათლებისა და მეცნიერების სფეროში მიმდინარე პროცესების, მათ შორის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ განხორციელებული პროექტებისა და პროგრამების შედეგების უშუალოდ ან მესამე პირთა მეშვეობით კვლევა;
მ) განათლების სისტემის ძირითადი ინდიკატორების შემუშავება;
ნ) დაინტერესებული პირების მომზადება-გადამზადება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ო) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების, აგრეთვე მოსამზადებელი ზოგადსაგანმანათლებლო, ქართული ენისა და ლიბერალური განათლების საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება;
პ) განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის დებულებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
3. განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი.
4. განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის უფროსი ხელმძღვანელობს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის საქმიანობას, პასუხს აგებს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ამოცანების შესრულებისათვის და ახორციელებს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი #29 – აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების განათლების სამინისტროთა უფლებამოსილება ზოგადი განათლების სფეროში
1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების სამინისტრო, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების სამინისტრო შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე:
ა) არის ზოგადი განათლების სისტემის მართვის ძირითადი რგოლი, ატარებს ერთიან სახელმწიფო პოლიტიკას ზოგადი განათლების სფეროში;
ბ) უზრუნველყოფს ზოგადი განათლების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის შესრულებას;
გ) ორგანიზებას უწევს ეროვნული სასწავლო გეგმების დანერგვას;
დ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული დებულების შესაბამისად უზრუნველყოფს ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილ ნორმატივებთან შესაბამისობას;
ე) ქვეპუნქტი ა მ ო ღ ე ბ უ ლ ი ა;
ვ) ახორციელებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების შეფასებებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით;
ზ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დასამტკიცებლად წარუდგენს ზოგადსაგანმანათლებლო, სკოლისგარეშე საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებების წესდებებს;
ზ’) აფუძნებს სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულებებს კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფორმით; (ეს ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2011-2012 სასწავლო წლის დასაწყისიდან)
თ) აწარმოებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა რეესტრს; ამ კანონითა და ზოგადი განათლების სფეროში მოქმედი კანონქვემდებარე აქტებით დადგენილი წესით რეგისტრაციაში ატარებს საჯარო სკოლების დირექტორებს, დირექტორის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში მისი მოვალეობის შემსრულებელს, სამეურვეო საბჭოს წევრებს და აღნიშნულ მონაცემებს სარეგისტრაციოდ უგზავნის განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას. განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში მონაცემთა რეგისტრაცია იწვევს მათ ძალაში შესვლას;
ი) ახორციელებს ზოგადი განათლების დაფინანსებას ამ კანონით გათვალისწინებული წესით;
კ) ატარებს საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევ კონკურსს;
კ’) გასცემს თანხმობას სკოლის დირექტორის შვებულებაში გასვლაზე; დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებას მისი შვებულებიდან გამოძახების შესახებ;
კ”) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დასანიშნად წარუდგენს საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრის კანდიდატურას; საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წინაშე აყენებს წინადადებას მისი სამეურვეო საბჭოდან გამოწვევის თაობაზე;
ლ) უფლებამოსილია გაფრთხილების გარეშე დაითხოვოს საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭო, თუ იგი უკანონოდ გაათავისუფლებს დირექტორს, რაც დადასტურებულია სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული შესაბამისი გადაწყვეტილებით;
მ) ქვეპუნქტი ა მ ო ღ ე ბ უ ლ ი ა;
ნ) გამოითხოვს მასალებსა და ინფორმაციას ან ადგილზე შეისწავლის საჯარო სკოლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესრულებას;
ო) ქვეპუნქტი ა მ ო ღ ე ბ უ ლ ი ა;
პ) ქვეპუნქტი ა მ ო ღ ე ბ უ ლ ი ა;
ჟ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად იბარებს საჯარო სკოლის გასული წლის საქმიანობის ანგარიშს საქართველოს კანონმდებლობის შესრულების, სასწავლო პროცესისა და ფინანსური საქმიანობის შესახებ;
რ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, ამ კანონით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
2. აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების სამინისტრო უფლებამოსილია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უფლებამოსილებათა განსახორციელებლად შექმნას, გარდაქმნას და გააუქმოს საკუთარი ტერიტორიული ორგანოები შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის მთელ ტერიტორიაზე, დაამტკიცოს მათი დებულებები, თანამდებობაზე დანიშნოს და თანამდებობიდან გაათავისუფლოს მათი ხელმძღვანელები და მოადგილეები.
3. თუ აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესახებ საქართველოსა და შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით არ არის განსაზღვრული განათლების სამინისტროს არსებობა, ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ამ კანონით დადგენილი წესით.
მუხლი #30 – ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს უფლებამოსილება ზოგადი განათლების სფეროში
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო:
ა) ხელს უწყობს სკოლას ამ კანონით გათვალისწინებული საქმიანობის ეფექტიანად განხორციელებაში და ამ მიზნით იღებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ზომებს, ადგენს ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოსაყოფი, სასკოლო სასწავლო გეგმის შესასრულებლად საჭირო დამატებითი ფინანსური სახსრების ოდენობას;
ბ) ხელს უწყობს საჯარო სკოლებში სასკოლო სასწავლო გეგმით გათვალისწინებული, ეროვნული სასწავლო გეგმის ზემოთ საგანმანათლებლო და სააღმზრდელო პროგრამების განხორციელებას;
გ) უზრუნველყოფს მოსწავლეთა კოორდინირებულ სოციალურ და სამედიცინო მომსახურებას;
დ) იღებს ზომებს სკოლიდან გარიცხული მოსწავლეების მიერ ზოგადი განათლების მიღების უზრუნველსაყოფად;
ე) იღებს ზომებს იმ მოსწავლეთა მიერ ზოგადი განათლების მიღების უზრუნველსაყოფად, რომელთაც ავადმყოფობის გამო ან სხვა საპატიო მიზეზით არ შეუძლიათ საგაკვეთილო პროცესში მონაწილეობა;
ვ) კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში უზრუნველყოფს მოსწავლეთა სკოლაში ტრანსპორტირებას;
ზ) იღებს კანონმდებლობით განსაზღვრულ ზომებს მოსწავლეთა სკოლაში დასწრების უზრუნველსაყოფად;
თ) უფლებამოსილია გამოითხოვოს ყველა სახის ინფორმაცია, რომელიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი ფინანსური სახსრების განკარგვასთან არის დაკავშირებული;
ი) ამ მუხლის “ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ფარგლებში ფინანსური დარღვევის შემთხვევაში უფლებამოსილია მიმართოს სკოლის სამეურვეო საბჭოს დირექტორისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხის დაყენების წინადადებით, ხოლო სამეურვეო საბჭოს უმოქმედობის შემთხვევაში – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სამეურვეო საბჭოს დათხოვნის ან/და დირექტორისათვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის წინადადებით;
კ) უფლებამოსილია მის ტერიტორიაზე არსებულ სკოლაში დანიშნოს სამეურვეო საბჭოს წევრი;
კ’) აფუძნებს სკოლამდელ სააღმზრდელო, სკოლისგარეშე საგანმანათლებლო, სკოლისგარეშე საგანმანათლებლო-სააღმზრდელო და სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულებებს კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფორმით;
ლ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, ამ კანონით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
თავი #5 – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები
მუხლი #31 – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა
1. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება/სკოლა არის “საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი ან კერძო სამართლის სამეწარმეო ან არასამეწარმეო იურიდიული პირი.
1′. კერძო სამართლის იურიდიული პირი უფლებამოსილია განახორციელოს ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობა კანონმდებლობით დადგენილი წესით, სხვა დამოუკიდებელი იურიდიული პირის შექმნის გარეშე.
2. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება უზრუნველყოფს ზოგადი განათლების მიღებას დაწყებით ან/და საბაზო ან/და საშუალო საფეხურზე.
3. პუნქტი ა მ ო ღ ე ბ უ ლ ი ა.
4. პუნქტი ა მ ო ღ ე ბ უ ლ ი ა..
5. პუნქტი ა მ ო ღ ე ბ უ ლ ი ა.
6. კერძო სკოლაზე ვრცელდება ამ კანონის I, II, II’, III, IV, V და XII თავების შესაბამისი დებულებები.
7. პუნქტი ა მ ო ღ ე ბ უ ლ ი ა.
მუხლი #32 – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაცია და აკრედიტაცია
1. ავტორიზაცია არის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების პროცედურა, რომლის მიზანია სახელმწიფოს მიერ აღიარებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გასაცემად შესაბამისი საქმიანობის განხორციელებისათვის აუცილებელი სტანდარტების დაკმაყოფილების უზრუნველყოფა.
2. აკრედიტაცია არის აკრედიტაციის სტანდარტებთან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამების შესაბამისობის განსაზღვრის პროცედურა, რომლის მიზანია განათლების ხარისხის ასამაღლებლად დაწესებულების სისტემატური თვითშეფასების დამკვიდრება და ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების განვითარების ხელშეწყობა.
3. აკრედიტაციის გავლა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისათვის ნებაყოფლობითია.
4. ავტორიზაციისა და აკრედიტაციის ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ქმნის განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს.
5. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ახორციელებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციასა და აკრედიტაციას, აკონტროლებს ავტორიზაციის/აკრედიტაციის პირობების შესრულებას და მათი დარღვევის შემთხვევაში უფლებამოსილია მიმართოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს/საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს ავტორიზაციის/აკრედიტაციის გაუქმების მოთხოვნით.
6. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში იქმნება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო (შემდგომ – ავტორიზაციის საბჭო) და საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭო (შემდგომ – აკრედიტაციის საბჭო).
6′. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის ავტორიზაციის ჩატარების უზრუნველსაყოფად განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ქმნის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფს, რომლის შექმნისა და საქმიანობის წესი განისაზღვრება საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებით. ავტორიზაციის საბჭო საავტორიზაციო დოკუმენტაციისა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას ავტორიზაციის შესახებ. ავტორიზაციის საბჭოს წევრებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინებით ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ავტორიზაციის საბჭოს უფლებამოსილება განისაზღვრება საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებით, რომლითაც გარანტირებულია მისი ფუნქციური დამოუკიდებლობა საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სახელმწიფო ორგანოებისაგან.
7. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციისა და აკრედიტაციის წესებს, პირობებსა და საფასურებს განსაზღვრავს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი.
8. საჯარო სკოლის ავტორიზაციის ხარჯებს სახელმწიფო ანაზღაურებს.
9. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ვალდებულია სამართლებრივი დახმარება გაუწიოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას ავტორიზაციისა და აკრედიტაციის საკითხებთან დაკავშირებით. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ავტორიზაციისა და აკრედიტაციის საკითხებზე შეიმუშავებს ყოველწლიურ რეკომენდაციებს.
10. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისათვის ავტორიზაციის გაუქმების შემთხვევაში დაწესებულების მოსწავლეს ეთვლება იმ მომენტისათვის დასრულებული საგანმანათლებლო პროგრამა.
მუხლი #33 – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ვალდებულებები და უფლებამოსილებები
1. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია:
ა) მოსწავლეებს მიაწოდოს თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი განათლება, რომელიც ეფუძნება ეროვნულ და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებს, ჯანსაღი ცხოვრების, დემოკრატიისა და თანასწორობის პრინციპებს;
ბ) შექმნას სასწავლო პროცესის მიმდინარეობისათვის საჭირო ყველა პირობა;
გ) დაიცვას ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისათვის დადგენილი ეროვნული სასწავლო გეგმა;
დ) განახორციელოს ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობა გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოებით, ხოლო თუ ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ საგანში არ არის გრიფმინიჭებული სახელმძღვანელო – ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობა განახორციელოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმებული სახელმძღვანელოთი;
ე) უზრუნველყოს ჯანმრთელობის დაცვის ღონისძიებების განხორციელება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ერთად;
ვ) შექმნას ზოგადი განათლების ალტერნატიული ფორმებით მიღების შესაძლებლობა, მოსწავლეთა ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებით, შესაბამისი საფეხურის სხვა მოსწავლეთაგან განცალკევებით;
ზ) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოსწავლეებისათვის დააწესოს შეღავათები მათი სწავლისა და აღზრდისათვის აუცილებელი პირობების შესაქმნელად;
თ) არ დაუშვას არამეცნიერული შეხედულების ან თეორიის, როგორც მეცნიერული თეორიის ან ფაქტის, სწავლება;
ი) ჰქონდეს თვითშეფასების სისტემა;
კ) უზრუნველყოს სასკოლო დროს სკოლის ტერიტორიაზე მყოფი მოსწავლის უსაფრთხოება;
ლ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიღოს მასწავლებლობის მაძიებელი სკოლაში;
მ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით წარუდგინოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმებული მასწავლებლების პერსონალური მონაცემები, აგრეთვე ინფორმაცია სკოლაში არსებული მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მაძიებლების ვაკანსიების შესახებ;
ნ) მის ხელთ არსებული რესურსების ფარგლებში ხელი შეუწყოს მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებას, მათ შორის, პროფესიული მზადების პროგრამაში მათი მონაწილეობის ხარჯების დაფინანსების ან თანადაფინანსების გზით.
2. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია:
ა) შესაძლებლობის ფარგლებში უზრუნველყოს იმ მოსწავლეთა ტრანსპორტით მომსახურება, რომლებსაც არ აქვთ დამოუკიდებლად დაწესებულებამდე მისვლის და შინ დაბრუნების საშუალება;
ბ) მოსთხოვოს საქართველოს კანონმდებლობითა და დაწესებულების წესდებით დადგენილი მოთხოვნების შესრულება ამ დაწესებულების მასწავლებლებს, სხვა თანამშრომლებს, მოსწავლეებსა და მათ მშობლებს;
გ) შექმნას პირობები ინკლუზიური სწავლებისათვის;
დ) ამ კანონის მიზნების მისაღწევად ითანამშრომლოს სხვა სკოლებთან და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან;
ე) უზრუნველყოს სკოლის ტერიტორიაზე მოსწავლეთა ჯანმრთელობის დაცვისა და სრულყოფილი განვითარებისათვის სამედიცინო, მათ შორის, ფსიქოლოგიური დახმარების და კვების პუნქტების არსებობა;
ვ) უზრუნველყოს მოსწავლეები სასკოლო ბიბლიოთეკით, რომელიც ეფუძნება მოსაზრებათა პლურალიზმს და უზრუნველყოფს მოსწავლის ყოველმხრივ განვითარებას, მის მიერ ქვეყნის თვითმყოფადობის, ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებისა და კულტურული მრავალფეროვნების შეთვისებას;
ზ) მასწავლებლის პროფესიული განვითარების დონის შესაბამისად მიიღოს ზომები მისი შრომის ანაზღაურების გაზრდის მიზნით;
თ) ქვეპუნქტი ა მ ო ღ ე ბ უ ლ ი ა.
3. საჯარო სკოლას უფლება აქვს, მშობლებთან შეთანხმებით შესთავაზოს მოსწავლეებს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული დამატებითი ფასიანი საგანმანათლებლო მომსახურება იმ შემთხვევაში, თუ:
ა) შესაბამის მოსწავლეს ამ მომსახურებას არ გაუწევს ამავე სკოლაში დასაქმებული მასწავლებელი;
ბ) ამ მომსახურებას არ აქვს გაკვეთილის სახე;
გ) შესაბამის მოსწავლეს ეს მომსახურება არ გაეწევა სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას, სასკოლო სასწავლო გეგმით გათვალისწინებული აუცილებელი დატვირთვის ფარგლებში.
4. საჯარო სკოლას უფლება აქვს მოსწავლეებს მიაწოდოს ეროვნული სასწავლო გეგმით გაუთვალისწინებელი დამატებითი საგანმანათლებლო და სააღმზრდელო, მათ შორის, ფასიანი მომსახურება. საჯარო სკოლა ვალდებულია უზრუნველყოს ასეთი მომსახურების თანაბარი ხელმისაწვდომობა დაწესებულების ყველა მოსწავლისათვის.
მუხლი #34 – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
1. საჯარო სკოლის რეორგანიზაციას ან ლიკვიდაციას ახორციელებს მისი დამფუძნებელი:
ა) თუ დაწესებულების საქმიანობა ანტიკონსტიტუციურია;
ბ) თუ აუცილებელია დაწესებულების ფიზიკური ან/და ადამიანური რესურსების ოპტიმიზაცია;
გ) თუ დაწესებულება არსებითად გადავიდა სამეწარმეო საქმიანობაზე;
დ) ქვეპუნქტი ა მ ო ღ ე ბ უ ლ ი ა;
ე) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
2. კერძო სკოლის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
3. საჯარო სკოლის რეორგანიზაცია, რომელსაც ახლავს საჯარო სკოლების გაერთიანება/მიერთება ან ერთი საჯარო სკოლის გაყოფა/გამოყოფა, აგრეთვე საჯარო სკოლის ლიკვიდაცია, იწვევს რეორგანიზებული და ლიკვიდირებული საჯარო სკოლების მართვის ორგანოების უფლებამოსილებათა შეწყვეტას. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი რეორგანიზებულ საჯარო სკოლაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დირექტორის არჩევამდე ნიშნავს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს, რომელიც სამეურვეო საბჭოს არჩევამდე უფლებამოსილია განახორციელოს სამეურვეო საბჭოს უფლებამოსილებანი, გარდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ განსაზღვრული შემთხვევებისა.
თავი #6 – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მართვის პრინციპები
მუხლი #35 – პასუხისმგებლობა და სტრუქტურა
1. საჯარო სკოლის მიერ ეროვნული სასწავლო გეგმის, ზოგადი განათლების სფეროში საქართველოს კანონმდებლობისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შესრულებაზე, სასწავლო-სააღმზრდელო პროცესსა და ფინანსების მიზნობრივ ხარჯვაზე თავისი კომპეტენციის ფარგლებში პასუხისმგებელია დაწესებულების დირექტორი, შესაბამისი სტრუქტურული ერთეული ან/და სტრუქტურული ერთეულის წევრი.
2. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტრუქტურა მოიცავს პედაგოგიურ საბჭოს, სამეურვეო საბჭოს, დირექციას, მოსწავლეთა თვითმმართველობას და დისციპლინურ კომიტეტს. დისციპლინური კომიტეტის გადაწყვეტილებების გასაჩივრების მიზნით შეიძლება წესდებით გათვალისწინებული იყოს სააპელაციო კომიტეტის არსებობა.
2′. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული საჯარო სკოლის თითოეული სტრუქტურული ერთეული პასუხისმგებელია თავისი კომპეტენციის ფარგლებში მიღებულ გადაწყვეტილებებზე.
3. იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომელიც:
ა) ახორციელებს პროფილურ სახელოვნებო განათლებასა და მომზადებას, შეიძლება წესდებით გათვალისწინებული იყოს სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობის არსებობა, რომლის არჩევის/დანიშვნის წესი და უფლებამოსილება განისაზღვრება ამ კანონითა და დაწესებულების წესდებით;
ბ) ახორციელებს სამხედრო მომზადებასა და განათლებას, შეიძლება წესდებით გათვალისწინებული იყოს სამხედრო ხელმძღვანელის თანამდებობის არსებობა, რომლის დანიშვნის წესი და უფლებამოსილება განისაზღვრება ამ კანონითა და დაწესებულების წესდებით.
4. საჯარო სკოლის მართვა ხორციელდება საჯაროობისა და გამჭვირვალობის პრინციპის საფუძველზე.
მუხლი #36 – ინტერესთა კონფლიქტი
1. სამეურვეო საბჭოს წევრი არ შეიძლება იყოს სკოლის დირექციის წევრი. სამეურვეო საბჭოში, როგორც მოსწავლის მშობელი, არ შეიძლება იყოს პირი, რომელსაც ამავე სკოლასთან აქვს შრომითი ურთიერთობა.
2. კერძო სამართლის იურიდიული პირები, რომლებიც ახორციელებენ ზოგადსაგანმანათლებლო, უმაღლეს ან/და პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს, არ შეიძლება იყენებდნენ ამ პროგრამების განმახორციელებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებულ უძრავ ქონებას.
2′. ამ მუხლის მე-2 პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე – სახელოვნებო/სასპორტო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაზე და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირზე – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაზე, რომლებიც ახორციელებენ “უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრულ სკოლისგარეშე სახელოვნებო/სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამების სწავლებას.
3. საჯარო სკოლის მიერ დადებული გარიგების, გარდა შრომითი ხელშეკრულებისა, მეორე მხარე არ შეიძლება იყოს სკოლის დირექტორი, დირექციის სხვა წევრი, სამეურვეო საბჭოს წევრი ან ამ პირთა ახლო ნათესავი. ამ კანონის მიზნებისათვის “ახლო ნათესავი” გულისხმობს “საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის “ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირს.
4. საჯარო სკოლის დირექტორსა და მის ახლო ნათესავს შორის შრომითი ხელშეკრულების დასადებად სავალდებულოა სამეურვეო საბჭოს თანხმობა. თუ სამეურვეო საბჭოს წევრი გარიგების მეორე მხარის ახლო ნათესავია, იგი არ მონაწილეობს კენჭისყრაში.
5. საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს, დისციპლინური კომიტეტის და სააპელაციო კომიტეტის წევრები არ შეიძლება იყვნენ ერთმანეთის ახლო ნათესავები. გამონაკლისის დაშვება შეიძლება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანხმობით, მცირეკონტინგენტიან სკოლებში.
თავი #7 – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სამეურვეო საბჭო
მუხლი #37 – სამეურვეო საბჭო
1. სამეურვეო საბჭო შედგება მშობლებისა და პედაგოგიური საბჭოს მიერ თანაბარი რაოდენობით, 3 წლით არჩეული არანაკლებ 6 და არა უმეტეს 12 წარმომადგენლისაგან, საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობის მიერ არჩეული 1 წარმომადგენლისაგან და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დანიშნული 1 წევრისაგან, ხოლო იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომელიც ახორციელებს სამხედრო მომზადებასა და განათლებას, – აგრეთვე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ დანიშნული 1 წევრისაგან. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო უფლებამოსილია სამეურვეო საბჭოში დანიშნოს 1 წევრი. სამეურვეო საბჭოს შემადგენლობაში შეიძლება შეყვანილ იქნეს სამეურვეო საბჭოს მიერ სკოლისათვის დადასტურებულად ქველმოქმედების გამწევ პირთაგან (ასეთების არსებობის შემთხვევაში) არჩეული 1 წევრი. სამეურვეო საბჭოს წევრთა რაოდენობის განსაზღვრისას მცირეკონტინგენტიანი სკოლებისათვის გამონაკლისის დაშვება შეიძლება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანხმობით. მშობლებისგან არჩეული წევრები თანაბრად უნდა წარმოადგენდნენ სკოლაში არსებულ თითოეულ საფეხურს. სამეურვეო საბჭოს წევრი შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.
2. სამეურვეო საბჭოს მშობლებისა და პედაგოგიური საბჭოსაგან არჩეული წევრების რაოდენობა განისაზღვრება სკოლის წესდებით.
3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უფლება აქვს წარგზავნოს წარმომადგენელი სამეურვეო საბჭოში, რომელიც სათათბირო ხმის უფლებით სარგებლობს.
4. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს უფლება აქვთ ნებისმიერ დროს გამოიწვიონ თავიანთი წარმომადგენელი სამეურვეო საბჭოდან.
5. სამეურვეო საბჭოს ხელმძღვანელობს საბჭოს თავმჯდომარე, რომელიც იწვევს და წარმართავს საბჭოს სხდომებს. იგი წარმოადგენს სკოლას დირექტორთან ურთიერთობებში. საბჭოს თავმჯდომარე მონაცვლეობით აირჩევა საბჭოს შემადგენლობაში მშობლებისგან და პედაგოგიური საბჭოსგან არჩეულ წევრთაგან და ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს წარმომადგენლისაგან, არა უმეტეს მათი უფლებამოსილების ვადისა. სამეურვეო საბჭოს წევრი – მოსწავლეთა თვითმმართველობის წარმომადგენელი არ შეიძლება არჩეულ იქნეს სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარედ.
5′. სამეურვეო საბჭოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის უფლებამოსილება აქვს სამეურვეო საბჭოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ ერთ მესამედს ან სამეურვეო საბჭოში ამ კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის “ჩ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დანიშნულ წარმომადგენელს. სამეურვეო საბჭოს რიგგარეშე სხდომაზე საბჭოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში სამეურვეო საბჭო უფლებამოსილია სიითი შემადგენლობის უმრავლესობით აირჩიოს სხდომის თავმჯდომარე, რომელიც ამ რიგგარეშე სხდომაზე ახორციელებს სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის უფლებამოსილებებს.
6. ხმების თანაბრად განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის ხმა.
7. სამეურვეო საბჭო იკრიბება სასწავლო წლის განმავლობაში 3-ჯერ მაინც, ყოველი მესამედის დასაწყისში.
მუხლი #38 – სამეურვეო საბჭოს ფუნქციები
1. სამეურვეო საბჭო:
ა) ამ კანონის 42-ე მუხლით გათვალისწინებული წესით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს სკოლის დირექტორს, რომელსაც რეგისტრაციაში ატარებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. ეს წესი არ ვრცელდება იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაზე, რომელიც ახორციელებს სამხედრო მომზადებასა და განათლებას;
ბ) სკოლის დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს სკოლის ბიუჯეტს, აგრეთვე ამტკიცებს დირექტორის მიერ მომზადებულ წლიურ ანგარიშს და უზრუნველყოფს მის საჯაროობას. იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ბიუჯეტს, რომელიც ახორციელებს სამხედრო მომზადებასა და განათლებას, ამტკიცებს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, ხოლო ბიუჯეტის პროექტს შეიმუშავებენ ამ დაწესებულების დირექტორი და სამეურვეო საბჭო;
გ) სკოლის დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს სკოლის შინაგანაწესს, რომელიც ამომწურავად განსაზღვრავს დისციპლინური გადაცდომების ნუსხას და მათთვის გათვალისწინებულ დისციპლინურ სახდელებს, სკოლიდან გადაყვანის პირობებს;
დ) გამოხატავს თანხმობას პედაგოგიური საბჭოს მიერ შემუშავებული სასკოლო სასწავლო გეგმის, სასწავლო მასალის, მათ შორის, გრიფმინიჭებული, პედაგოგების მიერ შერჩეული, სასწავლო წლის განმავლობაში გამოსაყენებელი სახელმძღვანელოების ნუსხის, თაობაზე;
ე) აკონტროლებს სკოლის დირექციის მიერ ფინანსების ხარჯვასა და ქონების განკარგვას;
ვ) უფლებამოსილია შრომითი ხელშეკრულებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში ხელშეკრულება შეუწყვიტოს სკოლის დირექტორს;
ზ) ინახავს და აღრიცხავს სამეურვეო საბჭოში მშობელთა და პედაგოგიური საბჭოს წარმომადგენელთა არჩევნების ბიულეტენებსა და ოქმებს;
თ) სკოლის წესდებით გათვალისწინებული წესით განიხილავს საჩივრებს და იღებს შესაბამის ზომებს;
ი) უფლებამოსილია, ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად, სასწავლო წლის დამამთავრებელი გამოცდების ჩატარების მიზნით დაავალოს სკოლის დირექტორს, მიმართოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს და დადოს შესაბამისი ხელშეკრულება;
კ) უფლებამოსილია მოსთხოვოს სკოლის დირექტორს, ვადამდე შეუწყვიტოს შრომითი ხელშეკრულება მასწავლებელს ხელშეკრულების პირობების დარღვევისას, სააღმზრდელო საქმიანობისათვის შეუფერებელი ქმედების ჩადენისას და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში;
ლ) დისციპლინური გადაცდომების განხილვის მიზნით, სკოლის წესდებით გათვალისწინებული წესით ირჩევს დისციპლინურ კომიტეტს, რომლის შემადგენლობაში შედის თანაბარი რაოდენობის მასწავლებელი, მშობელი და საშუალო საფეხურის მოსწავლე. სამეურვეო საბჭო უფლებამოსილია წესდებით გათვალისწინებული წესით დისციპლინური კომიტეტის გადაწყვეტილებების შესახებ საჩივრები თავად განიხილოს ან შექმნას სააპელაციო კომიტეტი. სააპელაციო კომიტეტი, სამეურვეო საბჭო განიხილავს აგრეთვე საჩივრებს, რომლებიც ეხება დირექტორის მიერ დისციპლინურ გადაცდომებზე მიღებულ გადაწყვეტილებებს. დაუშვებელია დისციპლინური კომიტეტის ან სააპელაციო კომიტეტის სპეციალური შემადგენლობის მოწვევა კონკრეტული შემთხვევის განხილვის მიზნით;
მ) ითანხმებს სკოლის დირექტორის მიერ წარმოდგენილ სკოლის წესდების პროექტს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის “ა”, “ბ”, “გ”, “დ”, “კ” და “მ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებებს სამეურვეო საბჭო იღებს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, ხოლო “ვ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას – სიითი შემადგენლობის ორი მესამედით.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის “ა”, “ბ” (გარდა წლიურ ანგარიშთან დაკავშირებული ფუნქციებისა და “ბ” ქვეპუნქტის მეორე წინადადებისა) და “ვ” ქვეპუნქტების მოქმედება არ ვრცელდება იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაზე, რომელიც ახორციელებს სამხედრო მომზადებასა და განათლებას.
მუხლი #39 – სამეურვეო საბჭოს არჩევის წესი
1. სამეურვეო საბჭოში თანაბარი რაოდენობით აირჩევიან მშობელთა და პედაგოგიური საბჭოს წარმომადგენლები, აგრეთვე საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობის წარმომადგენელი.
2. სამეურვეო საბჭოს არჩევის წესს ადგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. არჩევნები ტარდება თანასწორობის საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, გამჭვირვალობისა და საფეხურების მიხედვით მოსწავლეთა მშობლების თანაბარი წარმომადგენლობის პრინციპების დაცვით.
3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უფლებამოსილია სამეურვეო საბჭოს არჩევნებთან დაკავშირებით დაადგინოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულისაგან განსხვავებული ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენისა და განხილვის ვადები და წესი. სამეურვეო საბჭოს არჩევნებთან დაკავშირებული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებები საჩივრდება სასამართლოში და მათი გასაჩივრება არ იწვევს სადავო აქტების მოქმედების შეჩერებას.
4. სამეურვეო საბჭოს არჩევნების შედეგები ძალაში შედის მათი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად რეგისტრაციის მომენტიდან.
მუხლი #40 – სამეურვეო საბჭოს წევრისა და სამეურვეო საბჭოსთვის უფლებამოსილების შეწყვეტა
1. სამეურვეო საბჭოს წევრს უფლებამოსილება უწყდება, თუ:
ა) სამეურვეო საბჭოს წევრს პედაგოგიურმა საბჭომ შეუწყვიტა უფლებამოსილება, როგორც საკუთარ წარმომადგენელს საბჭოში;
ბ) სამეურვეო საბჭოს წევრს, როგორც პედაგოგიური საბჭოს წარმომადგენელს, შეუწყდა სკოლასთან შრომითი ურთიერთობა;
გ) მოსწავლე, რომლის წარმომადგენლადაც ითვლება სამეურვეო საბჭოს წევრი, გაირიცხა/ამოირიცხა სკოლიდან ან გადავიდა ზოგადი განათლების შემდგომ საფეხურზე;
დ) მოსწავლეს, რომლის წარმომადგენლადაც ითვლება სამეურვეო საბჭოს წევრი, შეუჩერდა მოსწავლის სტატუსი; ე) ამას მოითხოვს სკოლის შესაბამისი საფეხურის მოსწავლეთა მშობლების 1/3 პრინციპით: “ერთი მოსწავლე – ერთი ხმა”;
ვ) სამეურვეო საბჭოს წევრი გარდაიცვალა;
ზ) სამეურვეო საბჭოს წევრმა უფლებამოსილება მოიხსნა პირადი განცხადების საფუძველზე;
თ) სამეურვეო საბჭოს წევრის მიმართ ძალაში შევიდა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი;
ი) სამეურვეო საბჭოს წევრი სასამართლომ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარა, გარდაცვლილად გამოაცხადა ან მხარდაჭერის მიმღებად ცნო, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;
კ) სამეურვეო საბჭოს წევრს, როგორც მოსწავლის მშობელს, და საჯარო სკოლას შორის წარმოიშვა შრომითი ურთიერთობა;
ლ) სამეურვეო საბჭოს წევრი გახდა საჯარო სკოლის დირექციის წევრი.
2. სამეურვეო საბჭოს წევრის გათავისუფლებულ ადგილს დარჩენილი ვადით იკავებს ის მშობელი ან/და პედაგოგიური საბჭოს ის წევრი, რომელმაც შესაბამის არჩევნებში მიიღო სხვა კანდიდატებზე მეტი, მაგრამ საბჭოში მოსახვედრად არასაკმარისი რაოდენობის ხმები.
3. სამეურვეო საბჭოს უფლებამოსილება უწყდება:
ა) საჯარო სკოლის რეორგანიზაციის შემთხვევაში, რომელსაც ახლავს საჯარო სკოლების გაერთიანება/მიერთება ან ერთი საჯარო სკოლის გაყოფა/გამოყოფა;
ბ) ამ კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის “ჟ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით;
გ) სამეურვეო საბჭოსთვის საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებული ფუნქციების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით.
4. სამეურვეო საბჭო ვალდებულია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტები წარუდგინოს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას. სამეურვეო საბჭოს წევრს უფლებამოსილება უწყდება აღნიშნული დოკუმენტების განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ რეგისტრაციის მომენტიდან. დოკუმენტები რეგისტრირდება მათი წარდგენიდან 30 დღის ვადაში. დოკუმენტები რეგისტრირებულად მიიჩნევა, თუ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა მათი მიღებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში არ აცნობებს სკოლას აღმოჩენილი დარღვევის შესახებ.
5. უფლებამოსილებაშეწყვეტილ სამეურვეო საბჭოს წევრს უნდა აღუდგეს სამეურვეო საბჭოს წევრის უფლებამოსილება, თუ ამ მუხლის პირველი პუნქტის “გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი გაუქმდა.
თავი #8 – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექცია
მუხლი #41 – დირექცია
1. სკოლის დირექცია შედგება სკოლის დირექტორის, მისი მოადგილის/მოადგილეებისა და ბუღალტერიისაგან.
2. დირექტორად შეიძლება განწესდეს ამ კანონის შესაბამისად არჩეული ან დანიშნული საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება, მუშაობის 3 წლის სტაჟი და აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. დირექტორი ირჩევა/ინიშნება 6 წლის ვადით. ერთ სკოლაში პირის დირექტორად არჩევა/დანიშვნა შეიძლება ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.
2′. ამ კანონის 27-ე მუხლის 1” პუნქტით გათვალისწინებული დაწესებულების:
ა) დირექტორი შეიძლება იყოს სამხედრო მოსამსახურე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი. მასზე არ ვრცელდება ამ კანონის VIII თავით დირექტორისათვის დადგენილი უფლება-მოვალეობები, გარდა იმავე თავის 43-ე მუხლით გათვალისწინებული ფუნქციებისა;
ბ) დირექტორის, დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, მათ შორის, დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი დირექტორის მოადგილის, ხოლო დირექტორის მოადგილის თანამდებობის არარსებობის შემთხვევაში – სკოლის იმ თანამშრომლის, რომელიც დირექტორის/დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში შეასრულებს მის მოვალეობას, დანიშვნა და განთავისუფლება რეგისტრირდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში.
3. დირექტორი/დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნიშნავს დირექტორის იმ მოადგილეს, ხოლო დირექტორის მოადგილის თანამდებობის არარსებობის შემთხვევაში – სკოლის იმ თანამშრომელს, რომელიც დირექტორის/დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში შეასრულებს დირექტორის მოვალეობას, და ამ მონაცემს სარეგისტრაციოდ უგზავნის განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას.
4. დირექტორისათვის უფლებამოსილების შეწყვეტის ან დირექტორის მიერ თავისი უფლებამოსილების 60 სასწავლო დღის განმავლობაში განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი უფლებამოსილია დანიშნოს და გაათავისუფლოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი. დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნამდე დირექტორის ფუნქციებს ასრულებს ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში რეგისტრირებული პირი.
4′. დირექტორის არჩევა ან დირექტორის/დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნა იწვევს დირექტორის მოადგილის/მოადგილეების უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას.
5. დირექტორის თანამდებობა შეუთავსებელია ნებისმიერ სხვა ანაზღაურებად საქმიანობასთან იმავე სკოლაში. გამონაკლისის სახით, დირექტორი, თუ მას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად აქვს პედაგოგიური საქმიანობის განხორციელების უფლება, უფლებამოსილია ეწეოდეს პედაგოგიურ საქმიანობას კანონმდებლობით დადგენილი წესით.
6. იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომელიც ახორციელებს პროფილურ სახელოვნებო განათლებასა და მომზადებას, დაწესებულების სამხატვრო ხელმძღვანელმა შეიძლება განახორციელოს დირექტორის უფლებამო.
მუხლი #42 – დირექტორის არჩევის წესი
1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საჯარო სკოლის დირექტორის კანდიდატურას შეარჩევს სამინისტროს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად, ღია კონკურსის საფუძველზე, გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპების დაცვით.
1′. საჯარო სკოლის დირექტორის კონკურსის ჩატარების უზრუნველსაყოფად საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უფლებამოსილია დააწესოს კონკურსში მონაწილეობის საფასური.
2. სამეურვეო საბჭო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ წარდგენილ, კონკურსგავლილ დირექტორობის კანდიდატთაგან ირჩევს დირექტორს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, ფარული კენჭისყრით, თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე.
2′. დირექტორის კონკურსთან დაკავშირებული სადავო აქტები საჩივრდება სასამართლოში და გასაჩივრება არ იწვევს მათი მოქმედების შეჩერებას.
3. თუ დირექტორობის კანდიდატი სამეურვეო საბჭოს წევრია, იგი არ მონაწილეობს კენჭისყრაში.
4. სამეურვეო საბჭო დირექტორის არჩევნების ოქმებსა და სამეურვეო საბჭოს დადგენილებების დამოწმებულ ასლებს სარეგისტრაციოდ წარუდგენს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას. არჩევნების შედეგები ძალაში შედის აღნიშნული დოკუმენტების განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ რეგისტრაციის მომენტიდან. განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის გადაწყვეტილება დირექტორის რეგისტრაციაში გატარების საკითხზე საჩივრდება სასამართლოში და მისი გასაჩივრება არ იწვევს სადავო აქტის მოქმედების შეჩერებას.
5. განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ რეგისტრირებულ არჩეულ დირექტორთან სამეურვეო საბჭო დებს შრომით ხელშეკრულებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.
6. სამეურვეო საბჭოს მიერ საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის წესის შესაბამისად დირექტორის არარჩევის/ვერარჩევის შემთხვევაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უფლებამოსილია დანიშნოს დირექტორი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილება დირექტორის დანიშვნის თაობაზე საჩივრდება სასამართლოში და მისი გასაჩივრება არ იწვევს სადავო აქტის მოქმედების შეჩერებას.
7. პუნქტი ა მ ო ღ ე ბ უ ლ ი ა.
მუხლი #43 – დირექტორის ფუნქციები
1. სკოლის დირექტორი:
ა) ახორციელებს სკოლის მართვას;
ბ) წარმოადგენს სკოლას მესამე პირებთან ურთიერთობებში, გარდა ამ კანონითა და სკოლის წესდებით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
გ) სამეურვეო საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს სკოლის შინაგანაწესს და სკოლის ბიუჯეტს;
დ) შეიმუშავებს საშტატო განრიგს;
ე) მონაწილეობს პედაგოგიური საბჭოს მიერ სასკოლო სასწავლო გეგმის შემუშავებაში;
ვ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული პირობებისა და წესის შესაბამისად უზრუნველყოფს მასწავლებლებთან და სკოლის სხვა თანამშრომლებთან შრომითი ხელშეკრულებების დადებასა და შესრულებას;
ზ) უფლებამოსილია ვადამდე შეუწყვიტოს მასწავლებელს შრომითი ხელშეკრულება ხელშეკრულების პირობების დარღვევის, სააღმზრდელო საქმიანობისათვის შეუფერებელი ქმედების ჩადენის ან კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით არაკვალიფიციურობის დადასტურების შემთხვევაში;
ზ’) უფლებამოსილია სამეურვეო საბჭოს წევრ მასწავლებელს შრომითი ხელშეკრულება შეუწყვიტოს მხოლოდ სამეურვეო საბჭოს თანხმობის შემთხვევაში;
ზ’2) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს თანხმობით, ხოლო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიებზე – განათლების სფეროში უფლებამოსილი შესაბამისი სამინისტროს თანხმობით გადის შვებულებაში. სკოლის დირექტორის შვებულებიდან გამოძახება არის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილება, ხოლო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიებზე – განათლების სფეროში უფლებამოსილი შესაბამისი სამინისტროს დისკრეციული უფლებამოსილება. სამხედრო მომზადებისა და განათლების განმახორციელებელი სკოლის დირექტორი შვებულებაში გადის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თანხმობით და მისი შვებულებიდან გამოძახება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დისკრეციული უფლებამოსილებაა;
თ) სკოლის სამეურვეო საბჭოს ყოველი წლის 10 დეკემბრამდე აბარებს ანგარიშს სასწავლო პროცესის მიმდინარეობის შესახებ, ხოლო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადებში – ანგარიშს ფინანსური საქმიანობის შესახებ;
ი) უფლებამოსილია დადოს გარიგებები, მათ შორის, სკოლის ქონების შესახებ, გარდა იმ გარიგებებისა, რომელთათვისაც საქართველოს კანონმდებლობითა და სკოლის წესდებით გათვალისწინებულია სამეურვეო საბჭოს ან კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს თანხმობა;
კ) სკოლის წესდებით გათვალისწინებული წესით განიხილავს საჩივრებს და იღებს შესაბამის ზომებს;
ლ) ზედამხედველობს სკოლაში მიმდინარე სასწავლო-სააღმზრდელო პროცესს;
მ) შეიმუშავებს სკოლის წესდების პროექტს და წარუდგენს სამეურვეო საბჭოს შესათანხმებლად, ხოლო საბჭოსთან შეთანხმებულ პროექტს – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დასამტკიცებლად;
ნ) სამეურვეო საბჭოს დავალების შემთხვევაში, ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად, სასწავლო წლის დამამთავრებელი გამოცდების ჩატარების მიზნით მიმართავს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს და დებს შესაბამის ხელშეკრულებას;
ნ’) ასრულებს საჯარო სკოლის მართვის ორგანოების ფუნქციებს ახალდაფუძნებული ან/და რეორგანიზებული საჯარო სკოლის პირველი სამეურვეო საბჭოს შექმნამდე;
ნ’2) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით სამეურვეო საბჭოს დათხოვნის, უფლებამოსილების შეწყვეტის ან უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის, აგრეთვე სამეურვეო საბჭოს ვერარჩევის შემთხვევაში ასრულებს საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს ფუნქციებს.
ო) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და სკოლის წესდებით გათვალისწინებულ სხვა საქმიანობას.
2. დირექტორი საქართველოს კანონმდებლობითა და სკოლის წესდებით გათვალისწინებულ ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს.
3. იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომელიც ახორციელებს სამხედრო ან პროფილურ სახელოვნებო მომზადებასა და განათლებას, წესდებით შეიძლება განისაზღვროს, რომ დირექტორმა ამ მუხლით გათვალისწინებული უფლებამოსილებები განახორციელოს შესაბამისად სამხედრო ან სამხატვრო ხელმძღვანელთან ერთად.
მუხლი #44 – დირექტორისთვის უფლებამოსილების შეწყვეტა
1. საჯარო სკოლის დირექტორს უფლებამოსილება უწყდება უფლებამოსილი ორგანოს მიერ, საქართველოს კანონმდებლობით ან/და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით. საჯარო სკოლის დირექტორს უფლებამოსილება აგრეთვე შეიძლება შეუწყდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საპენსიო ასაკის მიღწევისას. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დანიშნული და არჩეული დირექტორებისათვის არ შეიძლება არსებობდეს განსხვავება საჯარო სკოლის დირექტორის უფლებამოსილების (მათ შორის, დირექტორთან შრომითი ხელშეკრულების) შეწყვეტის საფუძვლებსა და წესებში.
2. დირექტორს უფლებამოსილება უწყდება შესაბამისი გადაწყვეტილების განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ რეგისტრაციის მომენტიდან.
3. ახალი დირექტორის არჩევამდე ან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დირექტორის დანიშვნამდე დირექტორის უფლებამოსილებებს ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დანიშნული დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი.
4. იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომელიც ახორციელებს სამხედრო მომზადებასა და განათლებას, ახალი დირექტორის დანიშვნამდე დირექტორის უფლებამოსილებებს ახორციელებს საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული პირი.
თავი #9 – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების პედაგოგიური საბჭო
მუხლი #45 – პედაგოგიური საბჭო
1. პედაგოგიურ საბჭოში ყველა მასწავლებელი და მასწავლებლობის მაძიებელი სარგებლობს თანაბარი ხმის უფლებით. საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტი.
2. საბჭოს წევრთა ერთ მესამედს უფლება აქვს ნებისმიერ დროს მოიწვიოს პედაგოგიური საბჭოს სხდომა, მოითხოვოს სამეურვეო საბჭოში მათი წარმომადგენლის მოსმენა.
3. პედაგოგიურ საბჭოს ხელმძღვანელობს საბჭოს თავმჯდომარე, რომელიც აირჩევა 3 წლის ვადით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. პედაგოგიური საბჭოს თავმჯდომარე იწვევს და წარმართავს საბჭოს სხდომებს.
4. პედაგოგიურ საბჭოში მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე იქმნება ცალკეული სამუშაო ჯგუფები, რომლებიც ასრულებენ საბჭოს დავალებებს და ანგარიშვალდებულნი არიან მის წინაშე.
5. პედაგოგიური საბჭო გადაწყვეტილებას იღებს ხმების უმრავლესობით, არანაკლებ საერთო ხმების ერთი მესამედისა.
6. იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომელიც ახორციელებს პროფილურ სახელოვნებო განათლებასა და მომზადებას, პედაგოგიური საბჭოს უფლებამოსილებები შეიძლება განახორციელოს სამხატვრო საბჭომ. სამხატვრო საბჭოს ხელმძღვანელობს სამხატვრო საბჭოს ხელმძღვანელი, რომელიც აირჩევა/ინიშნება წესდებით გათვალისწინებული წესით.
მუხლი #46 – პედაგოგიური საბჭოს ფუნქციები
პედაგოგიური საბჭო:
ა) ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად, დირექტორის მონაწილეობით შეიმუშავებს და სამეურვეო საბჭოსთან შეთანხმებით ამტკიცებს სასკოლო სასწავლო გეგმებს;
ა’) საჭიროების შემთხვევაში, დირექტორთან შეთანხმებით ამტკიცებს ინდივიდუალურ სასწავლო გეგმას;
ბ) სამეურვეო საბჭოსთან შეთანხმებით, საფეხურებისა და საგნების შესაბამისად ამტკიცებს სასწავლო მასალას, მათ შორის, გრიფმინიჭებული, პედაგოგების მიერ შერჩეული, სასწავლო წლის განმავლობაში გამოსაყენებელი სახელმძღვანელოების ნუსხას;
ბ’) ირჩევს მასწავლებლის პროფესიული განვითარების ფასილიტატორს;
გ) ირჩევს თავის წარმომადგენლებს სამეურვეო საბჭოში;
დ) უფლებამოსილია ვადამდე გადაირჩიოს თავისი წარმომადგენელი სამეურვეო საბჭოში.
თავი #10 – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეთა თვითმმართველობა
მუხლი #47 – მოსწავლეთა თვითმმართველობა
1. მოსწავლეთა თვითმმართველობა არის ამ კანონისა და სკოლის წესდების თანახმად არჩეული ორგანო. იგი წარმოადგენს სკოლის სტრუქტურულ ერთეულს.
2. საბაზო და საშუალო საფეხურების მოსწავლეები ირჩევენ საკუთარ თვითმმართველობებს.
3. მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები ტარდება თანასწორობის საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, გამჭვირვალობისა და კლასების მიხედვით მოსწავლეთა თანაბარი წარმომადგენლობის პრინციპების დაცვით.
4. მოსწავლეთა თვითმმართველობას ხელმძღვანელობს თვითმმართველობის მიერ არჩეული თავმჯდომარე.
მუხლი #48 – მოსწავლეთა თვითმმართველობის ფუნქციები
მოსწავლეთა თვითმმართველობა:
ა) შეიმუშავებს რეკომენდაციებს სკოლის შინაგანაწესის შესახებ;
ბ) უფლებამოსილია სამეურვეო საბჭოს წარუდგინოს წინადადებები სკოლისათვის მნიშვნელოვან ყველა საკითხთან დაკავშირებით;
გ) ირჩევს თავის წარმომადგენელს სამეურვეო საბჭოში;
დ) სკოლის წესდებით დადგენილი წესით და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მონაწილეობს მოპოვებული გრანტის განკარგვაში;
ე) წევრთა ერთი მეხუთედის ინიციატივით ქმნის სასკოლო კლუბებს.
თავი #10′ – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატური,საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური
მუხლი #48′ – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატური, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური
1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში ქმნის საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურს (შემდგომ – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური), რომლის ამოცანაა:
ა) საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის უზრუნველყოფა;
ბ) კერძო სამართლის სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებში – საგანმანათლებლო დაწესებულებებში ხელშეკრულებების საფუძველზე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის უზრუნველყოფა;
გ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში ხელშეკრულებების საფუძველზე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის უზრუნველყოფა.
2. საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობასა და კონტროლს ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი.
3. საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურად შეიძლება დაინიშნოს ნასამართლობის არმქონე საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 20 წლის ასაკიდან, რომელსაც აქვს სრული ზოგადი განათლება, ფლობს სახელმწიფო ენას, სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად აქვს შესაბამისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და გავლილი აქვს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული მოსამზადებელი კურსები, რომლებიც სწავლების სხვა კომპონენტებთან ერთად ითვალისწინებს მოსწავლის/სტუდენტის ასაკობრივი განვითარების კანონზომიერებებს და საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის პროფესიულ ვალდებულებებსა და ღირებულებებს.
3′. საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურს საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ნიშნავს და ათავისუფლებს სკოლის დირექტორი სამეურვეო საბჭოსთან შეთანხმებით. (ეს პუნქტი ამოქმედდეს 2014 წლის 1 იანვრიდან)
4. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატური ატარებს სამსახურებრივ ფორმას. საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურებრივ ფორმას ამტკიცებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი.
მუხლი #48’2 – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსი
1. საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი.
2. საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსად ინიშნება უმაღლესი განათლების მქონე პირი.
3. საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის საქმიანობას, პასუხს აგებს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ამოცანების შესრულებისათვის;
ბ) უზრუნველყოფს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მითითებების დროულ და სათანადო შესრულებას;
გ) საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურებს აძლევს შესაბამის მითითებებს მათ მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებასთან დაკავშირებით;
დ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს წარუდგენს გაწეული მუშაობის თაობაზე რეკომენდაციებსა და სტატისტიკურ ანგარიშს;
ე) ახორციელებს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი #48’3 – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის უფლება-მოვალეობები
1. საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის უფლება-მოვალეობებია:
ა) საგანმანათლებლო დაწესებულების და მისი მიმდებარე ტერიტორიის კონტროლი;
ბ) საგანმანათლებლო დაწესებულებაში ან/და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი და გამოვლენილი სამართალდარღვევების აღკვეთა და შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოების ინფორმირება;
გ) საგანმანათლებლო დაწესებულების სამეურვეო საბჭოს, პედაგოგიური საბჭოს, დირექციის, მასწავლებლის, რექტორის და აკადემიური პერსონალის თხოვნით, სოციალური ქცევის პრობლემების მქონე მოსწავლეებთან/სტუდენტებთან ურთიერთობა, მათთან ინდივიდუალური გასაუბრება, მათ ქცევაზე დაკვირვება;
დ) მოსწავლეებისათვის/სტუდენტებისათვის სამოქალაქო თავდაცვასთან, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებასთან, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებთან და სისხლის სამართლის დანაშაულებთან და მათ შედეგებთან დაკავშირებულ საკითხებზე ინფორმაციის მიწოდება;
ე) მოსწავლეთა/სტუდენტთა მშობლებისა და საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამისი უფლებამოსილი პირის ინფორმირება სოციალური ქცევის პრობლემების მქონე მოსწავლეთა/სტუდენტთა ქცევის შესახებ;
ვ) საგანგებო სიტუაციებში (ხანძარი, წყალდიდობა, მიწისძვრა და სხვა) მოსწავლეთა/სტუდენტთა, საგანმანათლებლო დაწესებულებაში მომუშავე და იქ მყოფი სხვა პირების დაცვა და მათი ევაკუაციისათვის ხელის შეწყობა;
ზ) დაპირისპირებულ მოსწავლეებს/სტუდენტებს შორის მედიატორის როლის შესრულება, კონფლიქტური სიტუაციის გამოვლენა და კონფლიქტის მოგვარება;
თ) სოციალური ქცევის პრობლემების მქონე მოსწავლეთა/სტუდენტთა მშობლებთან შეხვედრებში მონაწილეობა;
ი) დამოუკიდებლად ან საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციასთან ერთად საგანმანათლებლო დაწესებულების ტერიტორიაზე წესრიგისა და დისციპლინის დაცვა;
კ) საგანმანათლებლო დაწესებულებაში გამოვლენილი დარღვევის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული ფორმის შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულებაში დარღვევის აღრიცხვის ფურცლის შედგენა და საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამისი უფლებამოსილი პირისათვის და საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსისათვის წარდგენა;
ლ) საგანმანათლებლო დაწესებულებაში გამოვლენილი დარღვევების ელექტრონული საინფორმაციო ბაზის შექმნა;
მ) დისციპლინური გადაცდომის იარაღის, იმ საგნის, რომელსაც დისციპლინური გადაცდომის კვალი ატყვია, დისციპლინური გადაცდომით მოპოვებული ნივთის და ფასეულობის, აგრეთვე იმ საგნის და დოკუმენტის, რომლებიც საჭიროა დისციპლინური გადაცდომის გარემოებათა გასარკვევად, აღმოჩენისა და ამოღების მიზნით პირადი გასინჯვის ჩატარება;
ნ) საქართველოს კანონმდებლობით პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევებში სპეციალური საშუალებების გამოყენება.
2. საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატური მიწვევის საფუძველზე ესწრება საგანმანათლებლო დაწესებულების სტრუქტურული ერთეულების სხდომებს და გამოთქვამს მოსაზრებებს მისი უფლებამოსილებისთვის მიკუთვნებულ საკითხებზე.
მუხლი #48’4 – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამართლებრივი დაცვა
1. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურს იცავს კანონი. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მისი კანონიერი მოთხოვნის შესრულება სავალდებულოა ყველა მოსწავლისათვის.
2. არავის არ აქვს უფლება, ჩაერიოს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურებრივ საქმიანობაში, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
3. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურისათვის ხელის შეშლა, მისი პატივისა და ღირსების შელახვა, მისთვის წინააღმდეგობის გაწევა, მის მიმართ მუქარა, ძალადობა ან მისი სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან ქონების ხელყოფა იწვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
4. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატური ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობით.
5. საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურს უფლება აქვს, თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად მიმართოს სასამართლოს.
მუხლი #48’5 – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სოციალური დაცვა
1. საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატური ექვემდებარება სავალდებულო სახელმწიფო დაზღვევას.
2. ზიანი, რომელიც საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიადგა, მას სრულად აუნაზღაურდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებიდან, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის დაღუპვის შემთხვევაში მის ოჯახს (მემკვიდრეს) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებიდან ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება არა უმეტეს 15 000 ლარისა. საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის დაკრძალვის ხარჯებს სახელმწიფო ანაზღაურებს.
4. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის დასახიჩრების ან/და დაინვალიდების შემთხვევაში მას სხეულის დაზიანების სიმძიმის ხარისხის შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება არა უმეტეს 7 000 ლარისა.
5. საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის საპენსიო უზრუნველყოფა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
6. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრების ფარგლებში საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურისათვის შეიძლება განისაზღვროს ამ კანონით გაუთვალისწინებელი სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიებები და შეღავათები.
მუხლი #48’6 – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის მიერ ფიზიკური ძალისა და სპეციალური საშუალებების გამოყენების შემთხვევები და წესი
1. საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურს ფიზიკური ძალისა და სპეციალური საშუალებების გამოყენების უფლება აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მსუბუქი ზომების გამოყენებით შეუძლებელია მისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება. საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის მიერ გამოსაყენებელი სპეციალური საშუალებების ნუსხას ამტკიცებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი.
2. საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურს ფიზიკური ძალისა და სპეციალური საშუალებების გამოყენების უფლება, ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი პირობის გათვალისწინებით, აქვს შემდეგ შემთხვევებში:
ა) სამართალდარღვევის აღკვეთისას და სამართალდამრღვევის დაკავებისას;
ბ) საგანმანათლებლო დაწესებულებაში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფ პირზე თავდასხმის მოგერიებისას;
გ) სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების დროს მისთვის წინააღმდეგობის გაწევისას;
დ) დაკავებულის პოლიციისათვის წარდგენისას, როდესაც არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისათვის, რომ დაკავებული მიიმალება ან ზიანს მიაყენებს გარშემომყოფთ.
3. საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატური ვალდებულია ფიზიკური ძალისა და სპეციალური საშუალებების გამოყენების დროს:
ა) გააფრთხილოს პირი ფიზიკური ძალისა და სპეციალური საშუალებების გამოყენების შესახებ, მისცეს მას საკმარისი დრო მისი მოთხოვნების შესასრულებლად, გარდა იმ შემთხვევისა, როცა დაყოვნება საფრთხეს შეუქმნის საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის ან სხვა პირთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ან გამოიწვევს სხვა მძიმე შედეგებს, ან როცა წინასწარ გაფრთხილება შეუძლებელია;
ბ) ფიზიკური ძალა და სპეციალური საშუალებები გამოიყენოს საფრთხის ხასიათის შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ მიყენებული ზიანი მინიმალური იყოს;
გ) ნებისმიერ შემთხვევაში, ფიზიკური ძალისა და სპეციალური საშუალებების გამოყენებიდან 24 საათის განმავლობაში, წერილობით, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსის მეშვეობით შეატყობინოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს;
დ) საფრთხე არ შეუქმნას გარშემომყოფთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.
4. აკრძალულია ფიზიკური ძალისა და სპეციალური საშუალებების გამოყენება ფეხმძიმე ქალისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მათი მოქმედებით აშკარა საფრთხე ექმნება საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის ან სხვა პირთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.
თავი #10’2 – არასრულწლოვნის გადამისამართება (რეფერალი)
მუხლი #48’7 – არასრულწლოვნის გადამისამართების (რეფერალის) წესი
1. გადამისამართება (რეფერალი) (შემდგომ – გადამისამართება) (არასრულწლოვნის სხვადასხვა კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამაში ჩართვა ან მის მიმართ სხვა ღონისძიებების გამოყენება, მისი სხვა სკოლაში გადაყვანა ან სკოლა-პანსიონში გაგზავნა) ხორციელდება განსაზღვრული ვადით, არასრულწლოვნის ჭეშმარიტი ინტერესებიდან გამომდინარე, ანტისოციალური ქცევის მქონე იმ არასრულწლოვნის მიმართ, რომელსაც შეუსრულდა 12 წელი და ექსპერტთა საბჭოსათვის მიმართვიდან 6 თვის განმავლობაში არ შეუსრულდება 18 წელი.
2. ანტისოციალური ქცევა არის ქცევა, რომელიც აშკარა საფრთხეს უქმნის არასრულწლოვნის ფსიქოსოციალურ განვითარებას, მის ან სხვა ადამიანების უსაფრთხოებას, კეთილდღეობას ან მართლწესრიგს და სისტემატურად ვლინდება არანაკლებ 6 თვის განმავლობაში, გარდა არასრულწლოვნის მიერ მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევისა.
3. განსაკუთრებულ შემთხვევაში გადამისამართების მიზეზი შეიძლება გახდეს 10 წლის ასაკს მიღწეული არასრულწლოვნის ისეთი ქმედება, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით და რომლის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისათვის განსაზღვრულ ასაკს მიღწეული პირის მიერ ჩადენის შემთხვევაში დადგებოდა ამ პირის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი.
4. გადამისამართება არ განხორციელდება იმ არასრულწლოვნის მიმართ, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება და ამ ქმედების ჩადენის მომენტისათვის მიაღწია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ასაკს.
5. არასრულწლოვნის მიმართ გადამისამართების ღონისძიების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან არსებული ექსპერტთა ჯგუფი, რომლის შემადგენლობაშიც შედიან სოციალური მუშაკები, იურისტები, პედაგოგები და ფსიქოლოგები. ექსპერტთა ჯგუფის თავმჯდომარესა და წევრებს ნიშნავს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი.
6. სკოლა, მანდატური, არასრულწლოვნის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი, პროკურორი, უბნის ინსპექტორი, სოციალური მუშაკი უფლებამოსილია ექსპერტთა ჯგუფს წარუდგინოს მიმართვა არასრულწლოვნის მიმართ გადამისამართების ღონისძიების გამოყენების შესახებ. მიმართვაში აღწერილი უნდა იყოს არასრულწლოვნის ქცევა და მას უნდა დაერთოს შესაბამისი ქცევის დამადასტურებელი დოკუმენტები (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
7. გადამისამართების საკითხის განხილვამდე სოციალური მუშაკი ექსპერტთა ჯგუფის წევრთა დახმარებით ახორციელებს არასრულწლოვნის ბიოფსიქოსოციალურ შეფასებას.
8. გადამისამართების საკითხს უფლებამოსილი პირის მიმართვის საფუძველზე განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს ექსპერტთა ჯგუფი ამ კანონითა და ექსპერტთა ჯგუფის დებულებით დადგენილი წესით. ექსპერტთა ჯგუფის დებულებას ამტკიცებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი.
9. გადამისამართების საკითხის განხილვისას ექსპერტთა ჯგუფი მოუსმენს მიმართვის ავტორს, თვით არასრულწლოვანს (მისი ინტერესებიდან გამომდინარე), მის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს და სოციალურ მუშაკს. ექსპერტთა ჯგუფმა, საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება სხვა პირების მოსმენის შესახებ.
10. ექსპერტთა ჯგუფი არასრულწლოვნის მიმართ გადამისამართების ღონისძიების გამოყენების მიზანშეწონილობის საკითხის განხილვის შემდეგ გადაწყვეტილებას იღებს იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომლებიც მისი განხილვისას გამოვლინდა. გადაწყვეტილების მიღებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს არასრულწლოვნის ბიოფსიქოსოციალური შეფასების შედეგები.
11. ექსპერტთა ჯგუფი იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:
ა) არასრულწლოვნის გადამისამართების მიზანშეუწონლობის შესახებ;
ბ) არასრულწლოვნის გადამისამართების (მათ შორის, სკოლა-პანსიონში გაგზავნის) შესახებ. ამ შემთხვევაში გადაწყვეტილებაში მიეთითება, თუ გადამისამართების რომელი ღონისძიება (მათ შორის, სკოლა-პანსიონში გაგზავნა) უნდა იქნეს გამოყენებული, და ამ ღონისძიების გამოყენების პირობები;
გ) არასრულწლოვნის სკოლა-პანსიონში გაგზავნის შესახებ (სასამართლოსადმი შუამდგომლობა).
12. არასრულწლოვნის სკოლა-პანსიონში გაგზავნის შესახებ გადაწყვეტილებას (შუამდგომლობას) ექსპერტთა ჯგუფი იღებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მიიჩნევს, რომ გადამისამართების სხვა ღონისძიების გამოყენება არ იქნება საკმარისი არასრულწლოვნის რესოციალიზაციისათვის. სკოლა-პანსიონში არასრულწლოვანი იგზავნება მომდევნო სასწავლო სემესტრის დასრულებამდე.
13. არასრულწლოვნის სკოლა-პანსიონში გაგზავნის შესახებ შუამდგომლობა მიიღება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არასრულწლოვნის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი არ ეთანხმება მის სკოლა-პანსიონში გაგზავნას.
14. ექსპერტთა ჯგუფი სასამართლოსადმი მიმართვის გარეშე არასრულწლოვნის სკოლა-პანსიონში გაგზავნის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს:
ა) არასრულწლოვნის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის წერილობითი თანხმობის შემთხვევაში;
ბ) არასრულწლოვნის მიერ მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში.
15. ამ მუხლის მე-11 პუნქტის “ა” ქვეპუნქტით, “ბ” ქვეპუნქტით (გარდა არასრულწლოვნის სკოლა-პანსიონში გაგზავნისა) და მე-14 პუნქტის “ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში ექსპერტთა ჯგუფის მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ საჩივრდება.
16. ექსპერტთა ჯგუფის მიერ მიღებული გადაწყვეტილება გადაეცემა არასრულწლოვნის მიმართ გადამისამართების ღონისძიების გამოყენების შესახებ მიმართვის ავტორს და არასრულწლოვნის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს (თუ იგი არ არის მიმართვის ავტორი).
მუხლი #48’8 – არასრულწლოვნის მიმართ გადამისამართების ღონისძიების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილების აღსრულება
1. არასრულწლოვნის მიმართ გადამისამართების ღონისძიების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილების აღსრულებას უზრუნველყოფს არასრულწლოვნის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი, საჭიროების შემთხვევაში – შესაბამისი დაწესებულების უფლებამოსილი პირი ამავე გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში. თუ ეს ვადა დაირღვა, ექსპერტთა ჯგუფის მიმართვის საფუძველზე ამ გადაწყვეტილების აღსრულებას უზრუნველყოფს სოციალური მუშაკი.
2. არასრულწლოვნის სკოლა-პანსიონში გაგზავნის შესახებ გადაწყვეტილების აღსრულებისას სოციალური მუშაკისათვის ხელის შეშლის შემთხვევაში იგი უფლებამოსილია მიმართოს პოლიციას ამ გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირების მიერ არასრულწლოვნის მიმართ გადამისამართების (გარდა სკოლა-პანსიონში გაგზავნისა) ღონისძიების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილების შეუსრულებლობა გამოიწვევს მის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ქმედების ყოველი შემდგომი ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
5. ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში ექსპერტთა ჯგუფის მიერ უფლებამოსილი პირი ადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს, ხოლო საქმეს განიხილავს და დაჯარიმების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით.
6. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ექსპერტთა ჯგუფი უფლებამოსილია განიხილოს არასრულწლოვნის სკოლა-პანსიონში გაგზავნის საკითხი. გადაწყვეტილება მიიღება ამ თავით დადგენილი წესით.
7. ჯარიმის გადახდის იძულებითი აღსრულება ხდება ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. ჯარიმის გადახდის იძულებით აღსრულებას ახორციელებს აღმასრულებელი “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
მუხლი #48’9 – არასრულწლოვნის მიმართ გამოყენებული გადამისამართების ღონისძიების შესახებ გადაწყვეტილების გადასინჯვა
1. არასრულწლოვნის გადამისამართების შესახებ გადაწყვეტილებაში მითითებული ღონისძიების (გარდა არასრულწლოვნის სკოლა-პანსიონში გაგზავნისა) გამოყენების ვადის გასვლამდე 15 დღით ადრე სოციალური მუშაკი ექსპერტთა ჯგუფს წარუდგენს ინფორმაციას არასრულწლოვნის მიერ მიღწეული პოზიტიური შედეგების ან/და არსებული სირთულეების შესახებ. არასრულწლოვნის სკოლა-პანსიონში გაგზავნის შემთხვევაში ამ მუხლით გათვალისწინებულ ინფორმაციას ექსპერტთა ჯგუფს წარუდგენს (წარუდგენენ) სკოლა-პანსიონში მომუშავე სპეციალისტი (სპეციალისტები) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად. ექსპერტთა ჯგუფი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება არასრულწლოვნის მიმართ გამოყენებული გადამისამართების ღონისძიების შეწყვეტის, შეცვლის ან ვადის გაგრძელების შესახებ.
2. გადამისამართების ღონისძიების ვადის გაგრძელება ხდება იმ შემთხვევაში, თუ, არასრულწლოვნის მიერ პოზიტიური შედეგების მიღწევის მიუხედავად, სრულად ვერ განხორციელდა მისი ფსიქოსოციალური რეაბილიტაცია.
3. გადამისამართების ღონისძიების შეცვლა ხდება იმ შემთხვევაში, თუ გადამისამართების არსებული ღონისძიება ვერ უზრუნველყოფს დასახული მიზნის მიღწევას ან აღარ არის აუცილებელი ამ მიზნის მისაღწევად.
4. თუ გადამისამართების ღონისძიების შეცვლა ან ვადის გაგრძელება ითვალისწინებს არასრულწლოვნის სკოლა-პანსიონში გაგზავნას ან სკოლა-პანსიონში ყოფნის ვადის გაგრძელებას, გადაწყვეტილება მიიღება ამ თავით დადგენილი წესით.
თავი #11 – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმწიფო კონტროლი, ქონება, დაფინანსება, ანგარიშგება და ბუღალტრული აღრიცხვა
მუხლი #49 – სახელმწიფო კონტროლი
1. სკოლაზე სახელმწიფო კონტროლს ახორციელებენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, კანონმდებლობით დადგენილი სახელმწიფო კონტროლის სხვა ორგანოები, აგრეთვე აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების განათლების სამინისტროები – საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
2. სახელმწიფო კონტროლი გულისხმობს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შესრულებაზე ზედამხედველობას.
3. საჯარო სკოლა მომდევნო სასწავლო წლის დაწყებამდე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარუდგენს გასული წლის საქმიანობის ანგარიშს საქართველოს კანონმდებლობის შესრულებისა და სასწავლო პროცესის შესახებ. ანგარიშის წარდგენის ფორმებსა და ვადებს ადგენს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.
4. ამ კანონით გათვალისწინებული კონტროლის განხორციელების მიზნით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო გამოითხოვს მასალებსა და ინფორმაციას ან ადგილზე შეისწავლის სკოლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შესრულებას.
5. სკოლამ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მოთხოვნილი ინფორმაცია უნდა წარუდგინოს მოთხოვნიდან 15 დღის ვადაში.
6. ამ კანონის 35-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული საჯარო სკოლის სტრუქტურული ერთეულების მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების დარღვევის შემთხვევაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უფლებამოსილია სკოლას მისცეს წერილობითი გაფრთხილება ან/და სკოლის სამეურვეო საბჭოს მიმართოს შესაბამისი დასაბუთებული წარდგინებით დირექტორისათვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე. სკოლის სამეურვეო საბჭო დირექტორისათვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს განიხილავს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინებაში მითითებულ ვადაში.
6′. სამეურვეო საბჭო ვალდებულია დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება თუ ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ვადამდე არ შეუწყვეტს უფლებამოსილებას სკოლის დირექტორს. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უფლებამოსილია არ დაეთანხმოს სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებას და ვადამდე შეუწყვიტოს უფლებამოსილება სკოლის დირექტორს. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ წარდგინებას დაინტერესებული მხარე სასამართლოში ასაჩივრებს დირექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილებასთან ერთად.
6’2. ამ მუხლის მე-6, 6′ და მე-7 პუნქტებით გათვალისწინებულ საკითხებთან დაკავშირებით გამოცემული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სამართლებრივი აქტები საჩივრდება სასამართლოში და მათი გასაჩივრება არ იწვევს სადავო აქტების მოქმედების შეჩერებას.
7. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უფლებამოსილია:
ა) დაითხოვოს სამეურვეო საბჭო, თუ საჯარო სკოლაში სამეურვეო საბჭოს საქმიანობის გამო დაირღვევა საქართველოს კანონმდებლობა;
ბ) ვადამდე შეუწყვიტოს უფლებამოსილება დირექტორს, თუ საჯარო სკოლა დირექტორის საქმიანობის გამო 1 წლის განმავლობაში 2 წერილობით გაფრთხილებას მიიღებს;
გ) ვადამდე შეუწყვიტოს უფლებამოსილება დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს, თუ საჯარო სკოლა დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის საქმიანობის გამო 1 წლის განმავლობაში 2 წერილობით გაფრთხილებას მიიღებს;
დ) დაითხოვოს სამეურვეო საბჭო ან/და ვადამდე შეუწყვიტოს უფლებამოსილება დირექტორს/დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს, თუ საჯარო სკოლა წერილობით გაფრთხილებაში მითითებულ ვადაში არ აღმოფხვრის დარღვევას.
7′. დირექტორისათვის/დირექტორის მოვალეობის შემსრულებლისათვის ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესით უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უფლებამოსილია დანიშნოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი. ამ შემთხვევაში მოქმედებს ამ კანონის 42-ე მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი წესი.
8. პუნქტი ა მ ო ღ ე ბ უ ლ ი ა.
9. ამ მუხლის მე-6, 6′ და მე-7 პუნქტებით გათვალისწინებული წესებით, აგრეთვე დირექტორის/დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის მიერ შრომითი ხელშეკრულებით დადგენილი მოთხოვნების დარღვევისას სკოლის სამეურვეო საბჭოს/საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დირექტორისათვის/დირექტორის მოვალეობის შემსრულებლისათვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში უფლებამოსილებაშეწყვეტილ პირს 3 წლის განმავლობაში არ აქვს უფლება, დაიკავოს საჯარო სკოლის დირექტორის/დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, დირექტორის მოადგილის თანამდებობა, ასევე ნებისმიერი სხვა თანამდებობა საჯარო სკოლის დირექციაში.
მუხლი #50 – საჯარო სკოლის ქონება
1. საჯარო სკოლის შენობა და შესაბამისი მიწის ფართობი სახელმწიფო საკუთრებაა და სკოლას გადაეცემა უვადო და უსასყიდლო უზუფრუქტის ხელშეკრულებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. საჯარო სკოლა მისთვის სახელმწიფოს მიერ გადაცემულ ქონებას განკარგავს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანხმობის საფუძველზე, ხოლო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიებზე – შესაბამისი განათლების სამინისტროს თანხმობის საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
3. საჯარო სკოლა უფლებამოსილია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მიზნით დროებით სარგებლობაში გადასცეს აკრედიტებულ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელს სკოლის ფართობი.
მუხლი #51 – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ფინანსები
1. სკოლის ძირითადი დაფინანსება ხორციელდება ამ კანონითა და შესაბამისი კანონქვემდებარე აქტებით დადგენილი წესით სახელმწიფოს მიერ ვაუჩერის გაცემით, აგრეთვე ამ კანონის 22-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესით.
2. საჯარო სკოლას უფლება აქვს მოიზიდოს საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა ფინანსური სახსრები, მათ შორის, მიიღოს შემოსავალი ეკონომიკური საქმიანობით, თუ ეს საქმიანობა არ არის სახიფათო ჯანმრთელობისათვის და არ ახდენს მავნე ზეგავლენას მოსწავლეთა ფიზიკურ და ზნეობრივ განვითარებაზე. მიღებული სახსრები კანონმდებლობის შესაბამისად ხმარდება მხოლოდ სკოლის მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას.
3. სკოლის ყველა შემოსავალი და ხარჯი აისახება მის ბიუჯეტში.
4. სკოლას აქვს დამოუკიდებელი საბანკო ანგარიში და ბეჭედი.
მუხლი #52 – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ანგარიშგება და საბუღალტრო აღრიცხვა
1. საჯარო სკოლის დირექტორი თანხებს განკარგავს სამეურვეო საბჭოს მიერ დამტკიცებული სკოლის ბიუჯეტის მიხედვით.
2. დირექტორი უფლებამოსილია გადაუდებელი აუცილებლობისას სამეურვეო საბჭოს თანხმობის გარეშე გადაანაცვლოს ბიუჯეტის ერთი მუხლის სახსრების არა უმეტეს 10%-ისა მეორე მუხლში. ამ ცვლილებამ არ უნდა გამოიწვიოს მასწავლებელთა ხელფასების შემცირება. სკოლის ბიუჯეტის დაუმტკიცებლობის შემთხვევაში დირექტორი უფლებამოსილია ყოველთვიურად გასცეს თანხები არა უმეტეს გასული წლის ბიუჯეტის 1/12-ის ოდენობით.
3. სამეურვეო საბჭოს თანხმობა აუცილებელია ისეთი გარიგების დადებისას, რომლის ღირებულებაც აღემატება სკოლის ბიუჯეტის 5%-ს.
4. საჯარო სკოლა საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგების დოკუმენტებს აწარმოებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
თავი #12 – გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი
მუხლი #53 – კანონის მიღებასთან დაკავშირებით ნორმატიული აქტების ძალადაკარგულად გამოცხადება
1. ამ კანონის მიღებასთან დაკავშირებით ძალადაკარგულად ჩაითვალოს “განათლების შესახებ” საქართველოს 1997 წლის 27 ივნისის კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტი; მე-11 მუხლის მე-2 პუნქტი; მე-14 მუხლის მე-2 პუნქტი; მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის “ო”, “პ”, “ჟ” და “ს” ქვეპუნქტები; მე-20 მუხლის “კ”, “ლ” და “ნ” ქვეპუნქტები; 21-ე მუხლი; 22-ე მუხლის მე-2 პუნქტი; 23-ე მუხლის მე-3 პუნქტის “ა.ბ”, “ა.გ” და “ა.დ” ქვეპუნქტები; 24-ე მუხლის მე-5 პუნქტი; 29-ე მუხლის მე-3 პუნქტი; მე-40 მუხლის მე-3 პუნქტი; 44-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები, აგრეთვე აღნიშნული კანონის ყველა ის ნორმა, რომელიც ამ კანონისაგან განსხვავებულად არეგულირებს ამავე კანონით მოწესრიგებულ ურთიერთობებს.
2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს განათლების მინისტრის 2003 წლის 25 თებერვლის ¹16 ბრძანება “სახელმწიფო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა ტიპიური დებულების დამტკიცებისა და თანმდევ ღონისძიებათა შესახებ” და სახელმწიფო მმართველობის ორგანოების მიერ “ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად მიღებული ყველა ის ნორმატიული აქტი ან მისი ნაწილი, რომელიც ამ კანონისაგან განსხვავებულად არეგულირებს ამავე კანონით მოწესრიგებულ ურთიერთობებს.
მუხლი #54 – მოსამზადებელი სამართლებრივი აქტების პროექტები
1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2007-2008 სასწავლო წლის დაწყებამდე მოამზადოს კანონპროექტები “სააღმზრდელო საქმიანობის შესახებ”, “პროფესიული განათლების შესახებ” და “საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და პროგრამების აკრედიტაციის შესახებ”.
2. პუნქტი ა მ ო ღ ე ბ უ ლ ი ა.
3. პუნქტი ა მ ო ღ ე ბ უ ლ ი ა.
4. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2015 წლამდე უზრუნველყოს მასწავლებელთა დისციპლინური წარმოების წესის დამტკიცება.
5. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2010 წლის 1 ოქტომბრამდე უზრუნველყოს ამ კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის “ტ'” ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნორმატიული აქტის მიღება.
მუხლი #55 – სააღმზრდელო და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებები
1. სააღმზრდელო და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებები შეიძლება არსებობდნენ კერძო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის ფორმით.
2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სააღმზრდელო და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებებს აფუძნებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახით, ამტკიცებს მის წესდებას, ახორციელებს მასზე სახელმწიფო კონტროლს, მის რეორგანიზაცია-ლიკვიდაციას, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ამ დაწესებულების ხელმძღვანელს.
3. სააღმზრდელო და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებები, გარდა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებისა, რომლებიც საჯარო სამართლის იურიდიული პირები არიან, ფინანსდებიან სახელმწიფო ბიუჯეტიდან ან/და კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლებით.
მუხლი #56 – სკოლისგარეშე სახელოვნებო და სასპორტო დაწესებულებები
1. იმ სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომლებიც ახორციელებენ მხოლოდ სახელოვნებო საგანმანათლებლო პროგრამებს ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის გარეშე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საჯარო ან კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფორმით აფუძნებს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, რომელიც ახორციელებს მასზე სახელმწიფო კონტროლს, მის რეორგანიზაცია-ლიკვიდაციას, ამტკიცებს ამ დაწესებულების წესდებას, ნიშნავს და ათავისუფლებს მის ხელმძღვანელს.
2. იმ სკოლისგარეშე სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომლებიც ახორციელებენ მხოლოდ სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამებს ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის გარეშე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საჯარო ან კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფორმით აფუძნებს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, რომელიც ახორციელებს მასზე სახელმწიფო კონტროლს, მის რეორგანიზაცია-ლიკვიდაციას, ამტკიცებს ამ დაწესებულების წესდებას, ნიშნავს და ათავისუფლებს მის ხელმძღვანელს.
3. იმ სკოლისგარეშე სახელოვნებო და სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომლებიც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე ახორციელებენ მხოლოდ სახელოვნებო და სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამებს ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის გარეშე, კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფორმით აფუძნებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, რომელიც ამტკიცებს ამ დაწესებულების წესდებას, ნიშნავს და ათავისუფლებს მის ხელმძღვანელს.
4. იმ სკოლისგარეშე სახელოვნებო და სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომლებიც ახორციელებენ მხოლოდ სახელოვნებო და სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამებს ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის გარეშე, კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფორმით აფუძნებს ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო, რომელიც ამტკიცებს ამ დაწესებულების წესდებას, ნიშნავს და ათავისუფლებს მის ხელმძღვანელს.
მუხლი #56′ – სკოლისგარეშე სახელოვნებო ან სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებელი
1. პუნქტი ა მ ო ღ ე ბ უ ლ ი ა.
2. სკოლისგარეშე სახელოვნებო ან სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებელი მასწავლებლის საქმიანობის დაწყებას, პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლას ახორციელებს საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის შესაბამისად.
3. პუნქტი ა მ ო ღ ე ბ უ ლ ი ა.
4. სკოლისგარეშე სახელოვნებო და სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულებები მასწავლებლის საქმიანობასთან დაკავშირებით ასრულებენ ამ კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის “ლ”, “მ” და “ნ” ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ვალდებულებებს და ახორციელებენ აღნიშნული მუხლის მე-2 პუნქტის “ზ” ქვეპუნქტით მინიჭებულ უფლებამოსილებას.
5. სკოლისგარეშე სახელოვნებო ან სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებელთა საქმიანობის წარმართვის პირობებისა და წესის განსაზღვრის მიზნით საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო მონაწილეობს მასწავლებელთა მომზადებისა და პროფესიული განვითარების პროგრამების აკრედიტაციის დებულების იმ ნაწილის შემუშავებაში, რომელიც ეხება სკოლისგარეშე სახელოვნებო და სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულებების მასწავლებელთა მომზადებასა და განვითარებას.
მუხლი #57 – საშუალო პროფესიული განათლების დაწესებულებები
1. საშუალო პროფესიული განათლების დაწესებულება შეიძლება არსებობდეს საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით:
ა) 2008-2009 სასწავლო წლის დაწყებამდე, თუ 2006-2007 სასწავლო წლის დაწყებამდე მის მიერ განხორციელებული საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ხანგრძლივობა, ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამების გარეშე, იყო 2 წელი;
ბ) 2009-2010 სასწავლო წლის დაწყებამდე, თუ 2006-2007 სასწავლო წლის დაწყებამდე მის მიერ განხორციელებული საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ხანგრძლივობა, ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამების გარეშე, იყო 3 წელი.
1′. კერძო სამართლის იურიდიული პირი უფლებამოსილია, ამ მუხლის პირველი პუნქტის “ა” და “ბ” ქვეპუნქტებში აღნიშნული ვადების დაცვით განახორციელოს პროფესიული საგანმანათლებლო საქმიანობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სხვა დამოუკიდებელი იურიდიული პირის შექმნის გარეშე.
1”. 2007-2008 სასწავლო წლიდან საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს უფლება არა აქვთ, განახორციელონ მიღება საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველ კურსზე.
2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საშუალო პროფესიული განათლების დაწესებულებას აფუძნებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახით, ამტკიცებს მის წესდებას, ახორციელებს მასზე სახელმწიფო კონტროლს, მის რეორგანიზაციასა და ლიკვიდაციას.
3. იმ საშუალო პროფესიული განათლების დაწესებულებას, რომელიც ახორციელებს პროფესიულ სახელოვნებო და სასპორტო განათლებასა და მომზადებას, საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახით აფუძნებს დარგობრივი სამინისტრო, რომელიც ამტკიცებს მის წესდებას, ნიშნავს დირექტორს, ახორციელებს მასზე სახელმწიფო კონტროლს, მის რეორგანიზაციასა და ლიკვიდაციას.
4. საშუალო პროფესიული განათლების დაწესებულება, რომელიც საჯარო სამართლის იურიდიული პირია, ფინანსდება ცენტრალური ბიუჯეტიდან, ადგილობრივი ბიუჯეტიდან ან/და კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლებით.
5. საშუალო პროფესიული განათლების მიღება შეიძლება საბაზო განათლების მიღების შემდეგ. ის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, აგრეთვე სახელმწიფოს 100%-იანი მონაწილეობით დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირი – საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები, რომლებიც 2005-2006 სასწავლო წლის ბოლომდე ახორციელებდნენ ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამებს, უფლებამოსილი არიან გასცენ ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი იმ მოსწავლეებზე, რომლებმაც 2005-2006 სასწავლო წლის ბოლომდე დაასრულეს ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამები და ისწავლეს საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში არანაკლებ 2 წლის განმავლობაში. 2005-2006 სასწავლო წლის დასრულებამდე ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამები ამ დაწესებულებებში ფინანსდება პროგრამული დაფინანსების ფარგლებში.
5′. ლიცენზირებული კერძო სამართლის იურიდიული პირი – საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები, გარდა საშუალო პროფესიული განათლების დამადასტურებელი დიპლომისა, ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის ათვისების დასადასტურებლად გასცემენ ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხურის განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
6. საშუალო პროფესიული განათლების დაწესებულებები ექვემდებარებიან აკრედიტაციას. აკრედიტაციის წესს, პირობებს და საშუალო პროფესიული განათლების დაწესებულებების სტანდარტებს ადგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო შესაბამის დარგობრივ სამინისტროსთან შეთანხმებით, სახელმწიფო სააკრედიტაციო სამსახურის წარდგინების საფუძველზე.
7. საშუალო პროფესიული განათლების ფარგლებში ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამა ფინანსდება ამ კანონით დადგენილი წესით, ხოლო საკუთრივ პროფესიული განათლება ფინანსდება ცენტრალური ბიუჯეტიდან ან/და კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლებით.
მუხლი #58 – ზოგადსაგანამანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიული პირების სახით დაფუძნების უზრუნველყოფა
1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 2005 წლის 1 აგვისტომდე უზრუნველყოფს საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიული პირების სახით დაფუძნებას, ასევე არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების ახალი წესდებების დამტკიცებას ამ კანონის შესაბამისად.
2. იმ საგანმანათლებლო, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო- სააღმზრდელო დაწესებულებებზე, რომლებიც არ არიან საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირები და სახელმწიფო ბიჯეტიდან ფინანსდებიან, ვრცელდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიმართ მოქმედი ნორმები.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დაწესებულებებისათვის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ამტკიცებს წესდების ერთიან ნიმუშს, რომლის მიხედვითაც დაფუძნდება ეს დაწესებულებები. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აქვეყნებს წესდების ნიმუშს და შესაბამისად დაფუძნებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა ნუსხას.
4. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების, ეკონომიკური განვითარების, იუსტიციისა და ფინანსთა სამინისტროები ამ კანონის მიღებიდან 1 თვის ვადაში საქართველოს მთავრობას წარუდგენენ საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიული პირების სახით დაფუძნებისათვის საჭირო ღონისძიებათა ფინანსური და სამართლებრივი უზრუნველყოფის გეგმას.
5. ამ კანონის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი ამოქმედდეს ეტაპობრივად, არა უგვიანეს 2010-2011 სასწავლო წლის დაწყებისა.
6. ამ კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტი ამოქმედდეს 2011-2012 სასწავლო წლის დასაწყისიდან.
7. ამ კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის “ნ'” ქვეპუნქტი, 27-ე მუხლის 1′ პუნქტი, 29-ე მუხლის პირველი პუნქტის “ზ'” ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2011-2012 სასწავლო წლის დასაწყისიდან; საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება აკრედიტაციის შემდეგ დამფუძნებლის მიერ შეიძლება რეორგანიზებულ იქნეს კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირად, რის შემდეგაც აღნიშნული იურიდიული პირი ჩაითვლება შესაბამისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის უფლებამონაცვლედ.
მუხლი #59 – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მართვის ორგანოების პირველი არჩევნების ჩატარების უზრუნველყოფა
1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2006-2007 სასწავლო წლის დასრულებამდე უზრუნველყოს საჯარო სკოლების სამეურვეო საბჭოების პირველი არჩევნების ჩატარება. პირველი არჩევნები შეიძლება ჩატარდეს მხოლოდ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული განრიგითა და წესით.
2. ამ კანონის ამოქმედება არის ყველა საჯარო სამართლის იურიდიული პირის, რომელიც ახორციელებს ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის ერთ საფეხურს მაინც, აგრეთვე იმ სკოლისგარეშე დაწესებულების, რომელიც ახორციელებს მხოლოდ სახელოვნებო და სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამებს ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის გარეშე, ხელმძღვანელის (დირექტორის) გათავისუფლების საფუძველი, რაც ფორმდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით, ხოლო სკოლისგარეშე სახელოვნებო და სასპორტო დაწესებულებათა შემთხვევაში – საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის ბრძანებით. ამ კანონის შესაბამისად დირექტორის არჩევამდე დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს ბრძანებით ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, ხოლო ამ კანონის 56-ე მუხლით გათვალისწინებული სკოლისგარეშე დაწესებულების ხელმძღვანელის (დირექტორის) მოვალეობის შემსრულებელს 2006-2007 სასწავლო წლის დაწყებამდე ბრძანებით ნიშნავს და ათავისუფლებს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი.
3. ამ კანონის ამოქმედება იწვევს საჯარო სკოლაში არსებული სამეურვეო საბჭოს წევრების უფლებამოსილების შეწყვეტას.
4. ამ კანონის საფუძველზე პირველად არჩეული დირექტორის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში რეგისტრაცია იწვევს ამ ზოგადსაგანამანათლებლო დაწესებულების დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის და ადმინისტრაციის/დირექციის თანამდებობის პირების უფლებამოსილების შეწყვეტას.
5. პირველად არჩეულმა დირექტორმა რეგისტრაციიდან 1 თვის ვადაში უზრუნველყოს ამ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ყველა მასწავლებელთან შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება.
5′. 2014 წლის 1 იანვრამდე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დაფუძნებულ/რეორგანიზებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს უფლება მიეცეთ, 2020-2021 სასწავლო წლის დაწყებამდე განახორციელონ ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობა, როგორც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებმა/სკოლებმა, და მიიღონ ამ კანონით გათვალისწინებული დაფინანსება. 2020-2021 სასწავლო წლის დაწყებამდე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უზრუნველყოს ამ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა ეტაპობრივი ავტორიზაცია.
6. 2010 წლის 1 სექტემბრამდე ლიცენზირებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირებს – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს უფლება მიეცეთ, 2015-2016 სასწავლო წლის დაწყებამდე განახორციელონ ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობა, როგორც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებმა/სკოლებმა, და მიიღონ ამ კანონით გათვალისწინებული დაფინანსება. 2015-2016 სასწავლო წლის დაწყებამდე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უზრუნველყოს ამ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა ეტაპობრივი ავტორიზაცია.
6′. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2011 წლის 1 მაისამდე დაადგინოს ამ მუხლის მე-6 პუნქტში მითითებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა ავტორიზაციის ეტაპები.
7. პუნქტი ა მ ო ღ ე ბ უ ლ ი ა.
8. პუნქტი ა მ ო ღ ე ბ უ ლ ი ა.
9. საჯარო სკოლების სამეურვეო საბჭოების პირველი არჩევნების შედეგები შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში.
მუხლი #60 – სასწავლო პროგრამების ზოგადი განათლების საფეხურებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2006-2007 სასწავლო წლის დაწყებამდე უზრუნველყოს ყველა ზოგადსაგანამანთლებლო დაწესებულებაში სწავლების დაწყება ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად.
მუხლი #60′ – 2011-2012 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო გეგმის ამოქმედებამდე განსახორციელებელი ღონისძიებები
დაევალოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ამ კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საგნობრივი ჯგუფების მიხედვით განსაზღვრული ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი სახელმძღვანელოებისთვის გრიფების მისანიჭებლად საჭირო ღონისძიებების ეტაპობრივი განხორციელება.
მუხლი #61 – მასწავლებელთა პირველი სერტიფიცირება
მუხლი ა მ ო ღ ე ბ უ ლ ი ა.
მუხლი #61′ – დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის სახეები და უცხოური ენის მასწავლებელი
მუხლი ა მ ო ღ ე ბ უ ლ ი ა.
მუხლი #61’2 – მასწავლებელთა სერტიფიცირებიდან მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაზე გადასვლა
1. 2014 წლის ბოლომდე ჩატარებული მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდის შედეგები გათვალისწინებულ იქნეს მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში მასწავლებლების განაწილებისას საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესით.
2. მასწავლებლის განათლებისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები დაკმაყოფილებულად ჩაეთვალოთ 2015 წლის 1 იანვრამდე მოქმედ მასწავლებელსა და 2015 წლის 1 იანვრამდე სერტიფიცირებულ მასწავლებელს.
3. 2021 წლის ბოლომდე მასწავლებლად მუშაობის დაწყება შეუძლია ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს, რომელმაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაიარა მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა.
მუხლი #62 – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დაფინანსება
1. ამ კანონის 22-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად ზოგადი განათლების ცენტრალური ბიუჯეტიდან დაფინანსებაზე გადასვლა განხორციელდეს ეტაპობრივად, არა უგვიანეს 2007-2008 სასწავლო წლისა. ამ დრომდე ზოგადი განათლების დაფინანსებას ახორციელებს ადგილობრივი მმართველობის ორგანო. იმ ქალაქებში, რომლებიც არ შედის არც ერთი რაიონის შემადგენლობაში, აგრეთვე სადაც არ არსებობს ადგილობრივი მმართველობის ორგანოები, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების დაფინანსებას ახორციელებენ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები. სახელმწიფო ვალდებულია აანაზღაუროს განსხვავება ადგილობრივი მმართველობის/თვითმმართველობის ორგანოს მიერ გამოყოფილ დაფინანსებასა და ერთ მოსწავლეზე გათვლილ ფინანსურ ნორმატივს შორის.
2. ამ კანონის 22-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად ზოგადი განათლების ცენტრალური ბიუჯეტიდან დაფინანსებაზე გადასვლამდე ადგილობრივი მმართველობის/თვითმმართველობის ორგანოს წარმომადგენლები სამეურვეო საბჭოში სარგებლობენ გადამწყვეტი ხმის უფლებით.
3. ამ კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტი ამოქმედდეს არა უგვიანეს 2005-2006 სასწავლო წლის დაწყებისა.
მუხლი #63 – 12-წლიან ზოგადსაგანმანათლებლო სწავლებაზე გადასვლა
1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უზრუნველყოს 2006-2007 სასწავლო წლიდან 12-წლიან ზოგადსაგანმანათლებლო სწავლებაზე ეტაპობრივი გადასვლა.
2. 12-წლიანი ზოგადსაგანმანათლებლო სწავლება არ შეეხება 2006-2007 წლის დასაწყისში მე-11 კლასში მყოფ მოსწავლეებს.
3. პუნქტი ა მ ო ღ ე ბ უ ლ ი ა.
4. პუნქტი ა მ ო ღ ე ბ უ ლ ი ა.
მუხლი #63′ – ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიღებული ზოგადი განათლების აღიარება
ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიღებული ზოგადი განათლების აღიარება ხდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ დადგენილი წესით.
მუხლი #63’2 – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე სახელმწიფოს მიერ გადაცემული საჯარო სკოლის ქონების განკარგვა
ამ კანონის 50-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული უფლება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების სამინისტროს მიენიჭოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე შესაბამისი პირობების შექმნის შემდეგ.
მუხლი #63’3 – 2014-2015 სასწავლო წელს ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების ასაკთან დაკავშირებული გამონაკლისი
2014-2015 სასწავლო წელს ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების უფლება აქვთ აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც 2015 წლის 1 იანვრამდე შეუსრულდებათ 6 წელი ან რომლებიც 2013-2014 სასწავლო წელს სწავლობენ ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის სწავლის დაწყების მოსამზადებელ კლასში/განყოფილებაზე და 2014-2015 სასწავლო წლის დაწყებამდე მათი ასაკი 5 წელს აღემატება.
მუხლი #63’4 – სახელობო საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტთა მიღება
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც 2010 წლის 1 სექტემბრისთვის ახორციელებს სახელობო საგანმანათლებლო საქმიანობას, უფლებამოსილია სახელობო საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ სტუდენტთა მიერ ამ საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებამდე განახორციელოს აღნიშნული საგანმანათლებლო საქმიანობა. დაუშვებელია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ სახელობო საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტთა მიღება 2010 წლის 1 სექტემბრის შემდეგ.
მუხლი #63’5 – საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის არალიცენზირებული საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ 2010 წლის 1 სექტემბრამდე გაცემული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების აღიარება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ და საქართველოს საპატრიარქომ 2015 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყონ საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის იმ არალიცენზირებული საგანმანათლებლო დაწესებულებების ნუსხის შედგენა, რომელთა მიერ 2010 წლის 1 სექტემბრამდე გაცემული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტები საქართველოს კანონმდებლობით აღიარებულია სახელმწიფოს მიერ.
მუხლი #64 – კანონის ამოქმედება
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ სააკაშვილი

თბილისი,
2005 წლის 8 აპრილი.

გამოქვეყნებულია N20 მაცნეში
04.05.2005
ნაწილი I
რეგისტრირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროში
სარეგისტრაციო კოდი: 430.050.000.05.001.001.778

{tab ბრძანებები}

{tab-ex_sub1 ბრძანება #87/ნ – დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე}

მიღებულია – 31/12/2009 ძალაშია – 31/12/2009

მიმღები: შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და “საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემბრის #249 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის “მ'” ქვეპუნქტის თანახმად, დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების დანიშვნისა და გაცემის მოწესრიგების მიზნით, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების დანიშვნისა და გაცემის თანდართული წესი (დანართი N1).

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს “დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 10 მარტის N66/ნ ბრძანება (სსმ III, 13.03.2008 N39 მუხ. 440).

3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2009 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

ა. კვიტაშვილი

გამოქვეყნებულია #20 მაცნეში

20.02.2009

ნაწილი III

დანართი #1 – დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესი

თავი #1 – ზოგადი დებულებები

მუხლი #1 – რეგულირების საგანი

ეს წესი აწესრიგებს საქართველოს შრომის კოდექსით განსაზღვრულ დასაქმებულთათვის (შემდგომში დასაქმებულები) და “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრულ საჯარო მოსამსახურეთათვის (შემდგომში – მოსამსახურეები) დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების დანიშვნის, გაანგარიშებისა და გაცემის საკითხებს.

მუხლი #2 – დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების დანიშვნის, გაანგარიშებისა და გაცემის ორგანიზაცია და პასუხისმგებლობა მის სისწორეზე

1. დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარება ენიშნება ყოველ დასაქმებულს/მოსამსახურეს დროებითი შრომისუუნარობის შემთხვევაში.

2. დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების დანიშვნას, გაანგარიშებას და გაცემას ახდენს დასაქმებულის შემთხვევაში შესაბამისი დამსაქმებელი, ხოლო მოსამსახურის შემთხვევაში – შესაბამისი საბიუჯეტო (სახაზინო) დაწესებულება (შემდგომში – დაწესებულება).

3. დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების დანიშვნის, გაანგარიშებისა და გაცემის სისწორეზე პასუხისმგებლობა ეკისრება შესაბამის დამსაქმებელს/დაწესებულებას.

მუხლი #3 – დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების დანიშვნის, გაანგარიშებისა და გაცემის საფუძველი

დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების დანიშვნა, გაანგარიშება და გაცემა წარმოებს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დროებითი შრომისუუნარობის დამადასტურებელი საბუთის (საავადმყოფო ფურცლის), ხოლო მისი დაკარგვის შემთხვევაში – დუბლიკატის, შესაბამის დამსაქმებელთან/დაწესებულებაში წარდგენის საფუძველზე, წინამდებარე წესის შესაბამისად.

თავი #2 – დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების დანიშვნის, გაანგარიშებისა და გაცემის პირობები

მუხლი #4 – დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების დანიშვნის პირობები და ოდენობა

1. დასაქმებულს/მოსამსახურეს დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარება ენიშნება:

ა) დაავადებით ან დასახიჩრებით გამოწვეული შრომის უნარის დაკარგვის შემთხვევაში;

ბ) ოჯახის ავადმყოფი წევრის მოვლის გამო;

გ) კარანტინის გამო;

დ) პროთეზირების გამო.

2. მოსამსახურეს დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარება ენიშნება ასევე “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 46-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში.

3. დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარება გაიცემა დამსაქმებლის/დაწესებულების მიერ დროებითი შრომისუუნარობის მთელ პერიოდზე ამ წესით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.

4. დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარება ინიშნება საავადმყოფო ფურცლის გაცემის პირველი დღიდან.

5. დამსაქმებელი იურიდიული პირის ლიკვიდაციის გამო დასაქმებულის სამსახურიდან განთავისუფლების შემთხვევაში, ასევე დაწესებულების ლიკვიდაციის ან შტატების შემცირების გამო მოსამსახურის სამსახურიდან განთავისუფლების შემთხვევაში, თუ გახსნილია საავადმყოფო ფურცელი, დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარება გაიცემა განთავისუფლების დღემდე პერიოდზე.

6. შვებულებაში ყოფნის დროს დროებითი შრომისუუნარობის დაწყების შემთხვევაში დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარება გაიცემა დროებითი შრომისუუნარობის მთელ პერიოდზე. ამ შემთხვევაში შვებულების დღეები გადაიწევს საავადმყოფო ფურცელში მითითებული დღეების რაოდენობით.

7. თუ დროებითი შრომისუუნარობა სამუშაოდან განთავისუფლებაზე დავის დროს დადგა, სამუშაოზე აღდგენის შემთხვევაში დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების ანაზღაურების ათვლა იწყება სამსახურში აღდგენის დღიდან.

8. ვადიანი ხელშეკრულების შემთხვევაში დამსაქმებელი/დაწესებულება დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარებას ანაზღაურებს მხოლოდ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში.

მუხლი #5 – დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების დანიშვნაზე უარის თქმის საფუძველი

დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარება არ მიეცემათ:

ა) პირებს, რომლებმაც ტრავმა მიიღეს დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის დროს ან განზრახ აყენებენ ზიანს თავიანთ ჯანმრთელობას;

ბ) მკურნალი ექიმის მიერ დაწესებული რეჟიმის დარღვევისას;

გ) თუ დროებითი შრომისუუნარობა გამოწვეულია დაავადებით ან ტრავმით, რომლის უშუალო მიზეზია არაფხიზელი მდგომარეობა (ალკოჰოლური, ნარკოტიკული და სხვა ფსიქოაქტიური ნივთიერებით თრობა);

დ) კანონით დადგენილი წესით სამსახურიდან ჩამოშორების ან სასამართლოს გადაწყვეიტილებით არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარების და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზაზე ყოფნის დროს.

მუხლი #6 – დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების ოდენობის გაანგარიშება

1. მოსამსახურისათვის გასაცემი დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების ოდენობის გაანგარიშების ბაზას წარმოადგენს მისი თანამდებობრივი სარგო.

1′. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურისათვის გასაცემი დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების ოდენობის გაანგარიშების ბაზას წარმოადგენს “სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დებულების თაობაზე” საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 ოქტომბრის #609 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების XIV თავის მე-7 პუნქტის “გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფულადი სარგო და დანამატები.

1”. 2007 წლის 1 ნოემბრიდან 2009 წლის 28 სექტემბრამდე ამ მუხლის 1′ პუნქტი გავრცელდეს აგრეთვე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს იმ სამხედრო მოსამსახურეთა მიმართ, რომლებზეც მითითებულ პერიოდში დროებით შრომისუუნარობის გამო დახმარებად გაიცა “სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დებულების თაობაზე” საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 ოქტომბრის # 609 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების XIV თავის მე-7 პუნქტის “გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფულადი სარგო და დანამატები.

1’3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურისათვის გასაცემი დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების ოდენობის გაანგარიშების ბაზას წარმოადგენს მისი ფულადი სარგოები და დანამატები.

2. დროებითი შრომისუუნარობის პერიოდში მოსამსახურის თანამდებობრივი სარგოს შეცვლის შემთხვევაში, დახმარების ოდენობის გაანგარიშება თანამდებობრივი სარგოს შეცვლამდე პერიოდზე ხდება ძველი თანამდებობრივი სარგოს მიხედვით, ხოლო თანამდებობრივი სარგოს შეცვლის დღიდან ახალი თანამდებობრივი სარგოს მიხედვით.

3. დასაქმებულისთვის გასაცემი დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების ოდენობის გაანგარიშების ბაზას წარმოადგენს შრომითი ხელშეკრულებით განსაზღვრული შრომის ანაზღაურება.

4. თუ შრომითი ხელშეკრულებით არ არის განსაზღვრული შრომის ანაზღაურების ოდენობა, ამ შემთხვევაში დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების ოდენობის გაანგარიშების ბაზას წარმოადგენს დროებითი შრომისუუნარობის დადგომამდე უკანასკნელი 3 თვის განმავლობაში დარიცხული შრომის ანაზღაურების მიხედვით გაანგარიშებული საშუალო თვიური შრომის ანაზღაურება.

5. გამომუშავებაზე დამოკიდებული შრომის ანაზღაურების შემთხვევაში დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების ოდენობის გაანგარიშების ბაზას წარმოადგენს დროებითი შრომისუუნარობის დადგომამდე უკანასკნელი 3 თვის განმავლობაში დარიცხული შრომის ანაზღაურების მიხედვით გაანგარიშებული საშუალო თვიური შრომის ანაზღაურება.

6. ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებში მითითებულ შემთხვევებში, თუ დასაქმებულს არ გააჩნია მოცემულ დამსაქმებელთან 3 თვის მუშაობის სტაჟი, ან უკანასკნელი 3 თვის განმავლობაში არ მომხდარა შრომის ანაზღაურების დარიცხვა, საშუალო თვიური შრომის ანაზღაურება გამოითვლება მოცემულ დამსაქმებელთან შესაბამისი პროფესიისა და კვალიფიკაციის დასაქმებულისათვის გადახდილი საშუალო თვიური შრომის ანაზღაურებიდან.

7. დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების ოდენობის გამოანგარიშებისას მხედველობაში არ მიიღება:

ა) ერთდროული სახის დახმარებები, პრემიები და მატერიალური ჯილდოები;

ბ) ზეგანაკვეთური ანაზღაურება და დანამატები (ამ მუხლის 1 და 1”’ პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა);

გ) ერთჯერადი სამუშაოს ანაზღაურება, რომელიც არ წარმოადგენს ძირითადი სამუშაოსათვის მიღებულ გასამრჯელოს.

8. დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების საერთო თანხა განისაზღვრება შეჯამებულად საავადმყოფო ფურცელში მითითებულ თვეში (ყველა თვეზე ცალ-ცალკე) საშუალო დღიური ხელფასის (თანამდებობრივი სარგოს/შრომის ანაზღაურების) გამრავლებით მოცემულ თვეში შრომისუუნარობის გამო გაცდენილ სამუშაო დღეთა რიცხვზე.

8′. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურისათვის დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების საერთო თანხა განისაზღვრება შეჯამებულად საავადმყოფო ფურცელში მითითებულ თვეში (ყოველ თვეზე ცალ-ცალკე) დღიური ფულადი სარგოებისა და დანამატების გამრავლებით მოცემულ თვეში შრომისუუნარობის გამო გაცდენილ კალენდარულ დღეთა რიცხვზე.

9. საშუალო დღიური ხელფასის (თანამდებობრივი სარგოს/შრომის ანაზღაურების) გამოთვლა ხდება საშუალო თვიური შრომის ანაზღაურების (თანამდებობრივი სარგოს/შრომის ანაზღაურების) გაყოფით შრომისუუნარობის თვის (ყოველ თვეზე ცალ-ცალკე) სამუშაო დღეთა რიცხვზე.

9′. ამ მუხლის 8′ გათვალისწინებულ შემთხვევაში დღიური ფულადი სარგოების და წელთა ნამსახურობაზე დანამატის გამოთვლა ხდება თვიური შრომის ანაზღაურების (ფულადი სარგოები და წელთა ნამსახურობაზე დანამატი) გაყოფით შრომისუუნარობის თვის (ყოველ თვეზე ცალ-ცალკე) კალენდარულ დღეთა რიცხვზე.

10. ერთდროულად რამდენიმე დამსაქმებელთან მუშაობის შემთხვევაში დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარება გაიცემა ყველა დამსაქმებელთან ცალ-ცალკე.

მუხლი #7 – დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების გაცემა

1. დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების მისაღებად დასაქმებული/მოსამსახურე წარუდგენს დამსაქმებელს/დაწესებულებას დროებითი შრომისუუნარობის დამადასტურებელ საბუთს (საავადმყოფო ფურცელს).

2. დამსაქმებელი/დაწესებულება ვალდებულია სავადმყოფო ფურცლის წარდგენიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში ან აანაზღაუროს დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარება ან წერილობითი შეტყობინება გაუგზავნოს დასაქმებულს/მოსამსახურეს დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების გაცემაზე უარის თქმის შესახებ.

3. დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარება არ გაიცემა დამსაქმებლისათვის/დაწესებულებისათვის დროებითი შრომისუუნარობის დამადასტურებელი საბუთის (საავადმყოფო ფურცლის) დახურვიდან 3 თვის შემდეგ წარდგენის შემთხვევაში.

რეგისტრირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროში

სარეგისტრაციო კოდი: 470.230.000.22.035.012.810

{tab-ex_sub1 ბრძანება #126/ნ – საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების დადგენის თაობაზე}

მიმდინარე – პირველადი (საწყისი) ტექსტი
სარჩევი და ცვლილებები

მიღებულია – 28/09/2015 ძალაშია – 28/09/2015

მიმღები: განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

“საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, “ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 24-ე მუხლის, 25-ე მუხლის პირველი პუნქტის “ბ” ქვეპუნქტის, “ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის “ჭ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
ამ ბრძანების დანართის შესაბამისად, დადგინდეს საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობა და პირობები.

მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს “საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების ოდენობისა და პირობების შესახებ” ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 21 ოქტომბრის N576 ბრძანება.

მუხლი 3
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2015 წლის 1 სექტემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
თამარ სანიკიძე

დანართი – საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობა და პირობები
თავი #1 – ზოგადი დებულებანი
მუხლი #1 – რეგულირების სფერო

ეს დანართი არეგულირებს საჯარო სკოლების (შემდგომში – სკოლა) მასწავლებელთა (შემდგომში – მასწავლებელი) შრომის ანაზღაურების მინიმალურ ოდენობას და პირობებს.
მუხლი #2 – ტერმინთა განმარტება
ამ დანართში გამოყენებულ ტერმინებს ამ დანართის მიზნებისთვის აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემით (შემდგომში – სქემა) განსაზღვრული სტატუსი – პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი, ან უფროსი მასწავლებლის სტატუსი, ან წამყვანი მასწავლებლის სტატუსი, ან მენტორის სტატუსი, რომელიც მასწავლებლის შეფასების/სქემაში მასწავლებლების განაწილების საფუძველზე, მასწავლებელს ენიჭება საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის (შემდგომში – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი) დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით;
ბ) მასწავლებელი – “მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 21 ნოემბრის N1014 ბრძანებით დამტკიცებული მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით განსაზღვრული პროფესიული ცოდნის, უნარ-ჩვევებისა და შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირი, რომელიც ერთ საგანს მაინც ასწავლის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში;
გ) სერტიფიცირებული მასწავლებელი – მასწავლებელი, რომელსაც 2014 წლის ბოლომდე მოპოვებული აქვს მასწავლებლის სერტიფიკატი;
დ) პრაქტიკოსი მასწავლებელი – მასწავლებელი, რომელიც გეგმავს და წარმართავს საგაკვეთილო პროცესს “ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 11 მარტის N36/ნ ბრძანებით დამტკიცებული ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნების შესაბამისად;
ე) უფროსი მასწავლებელი – მასწავლებელი, რომელიც აკმაყოფილებს პრაქტიკოსი მასწავლებლისათვის სქემით განსაზღვრულ მოთხოვნებს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, შესაბამისი სერტიფიკატით დადასტურებული აქვს საგნობრივი და მეთოდური კომპეტენციები;
ვ) წამყვანი მასწავლებელი – მასწავლებელი, რომელიც აკმაყოფილებს უფროსი მასწავლებლისათვის სქემით განსაზღვრულ მოთხოვნებს, საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის საფუძველზე, შეიმუშავებს საგნის სწავლების ეფექტურ სტრატეგიებსა და სასწავლო რესურსებს, შედეგებს უზიარებს კოლეგებს;
ზ) მენტორი – მასწავლებელი, რომელიც აკმაყოფილებს წამყვანი მასწავლებლისათვის სქემით განსაზღვრულ მოთხოვნებს, შეიმუშავებს რეკომენდაციებს სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესებისათვის, არის სხვა მასწავლებლების კონსულტანტი, ხელმძღვანელობს სტუდენ¬ტებისა და დამწყები მასწავლებლის პედაგოგიურ პრაქტიკას.

თავი #2 – მასწავლებლის შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობა და პირობები
მუხლი #3 – მასწავლებლის შრომის ანაზღაურება

1. მასწავლებლის შრომის ანაზღაურება მოიცავს:
ა) თანამდებობრივ სარგოს;
ბ) თანამდებობრივ სარგოზე ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ დანამატებს.
2. მასწავლებელს თანამდებობრივ სარგოზე შეიძლება მიეცეს:
ა) კლასკომპლექტით სწავლების დანამატი;
ბ) დანამატი არაქართულენოვან სკოლებში/სექტორებზე ერთ-ერთი შემდეგი საგნის სწავლებისათვის:
ბ.ა) ქართული, როგორც მეორე ენა;
ბ.ბ) საქართველოს ისტორია;
ბ.გ) საქართველოს გეოგრაფია;
გ) კლასის დამრიგებლობის დანამატი;
დ) მოსწავლეებისათვის პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის კურსის წარმართვის დანამატი;
ე) სრულ განაკვეთზე მეტი დატვირთვის დანამატი;
ვ) სქემით განსაზღვრული შესაბამისი სტატუსის დანამატი.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის “დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანამატი მასწავლებელს მიეცემა მოსწავლეებისათვის პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის კურსის წარმართვის უფლების დამადასტურებელი სერტიფიკატის კანონმდებლობით დადგენილი წესით მოპოვების შემთხვევაში.

მუხლი #4 – მასწავლებლის შრომის ანაზღაურების სქემის დახასიათება

მასწავლებლის შრომის ანაზღაურების სქემა ითვალისწინებს მასწავლებლის თანამდებობრივი სარგოების და თანამდებობრივ სარგოებზე დანამატების გაანგარიშებას შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:
ა) მასწავლებლის განათლება და კვალიფიკაცია;
ბ) ზოგადსაგანმანათლებლო, უმაღლეს საგანმანათლებლო და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი საქმიანობა (შემდგომში – სამუშაო სტაჟი);
გ) სამუშაო დატვირთვა (მიუხედავად მოსწავლეთა რაოდენობისა);
დ) სამუშაოს სპეციფიკა:
დ.ა) კლასკომპლექტი;
დ.ბ) არაქართულენოვან სკოლებში/სექტორებზე ქართულის, როგორც მეორე ენის, საქართველოს ისტორიისა და საქართველოს გეოგრაფიის სწავლება;
დ.გ) კლასის დამრიგებლობა;
დ.დ) მოსწავლეებისათვის პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის კურსის წარმართვა;
დ.ე) სამუშაო დატვირთვა სამუშაო საათების მიხედვით.
ე) სქემით განსაზღვრული სტატუსი.

მუხლი #5 – მასწავლებლის განათლება და კვალიფიკაცია

1. მასწავლებლის თანამდებობრივი სარგოს გაანგარიშებისას განსაზღვრულია მასწავლებლის განათლებისა და კვალიფიკაციის ხუთი საფეხური და შემდეგი კოეფიციენტები:
ა) სრული ზოგადი განათლება – 0.8;
ბ) პროფესიული განათლება – 0.9;
გ) ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი – 1.0;
დ) მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი – 1.1;
ე) დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი – 1.2.
2. თითოეული საფეხურისათვის მინიჭებული კოეფიციენტის საბაზო თანამდებობრივ სარგოზე (“ა”) გადამრავლებით განისაზღვრება მასწავლებლის თანამდებობრივი სარგო ქვემოთ მოყვანილი ფორმულის (“ბ”) მიხედვით:
ა) საბაზო თანამდებობრივი სარგო უტოლდება 355 ლარს;
ბ) Sal(m) = Sal(b)*Ed(c) + Sal(b)*Ed(c)*WS(c) + Sal(b)*WE(c)*WS(c),
სადაც:
Sal(m) = გასაანგარიშებელი ერთი თვის თანამდებობრივი სარგოს განაკვეთი;
Sal(b)= ერთი თვის საბაზო თანამდებობრივი სარგო (355 ლარი);
Ed(c) = მასწავლებლის განათლების შესაბამისი კოეფიციენტი;
WS(c) = მასწავლებლის სამუშაო დატვირთვის კოეფიციენტი (0.15 კლასში მოსწავლეთა რაოდენობის მიუხედავად);
WE(c )= მასწავლებლის სამუშაო სტაჟის შესაბამისი კოეფიციენტი.
3. ამ დანართის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის “ა”, “ბ”, “გ” და “დ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანამატები გამოიანგარიშება შესაბამისი კოეფიციენტების საბაზო თანამდებობრივ სარგოზე გადამრავლებით და არ არის მოცემული ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ფორმულაში.

მუხლი #6 – სამუშაო სტაჟი

1. მასწავლებლის თანამდებობრივი სარგოს გაანგარიშებისას განსაზღვრულია მასწავლებლის სამუშაო სტაჟის სამი საფეხური და შემდეგი კოეფიციენტები:
ა) 5 წლამდე – 0.2;
ბ) 5-დან 10 წლის ჩათვლით – 0.5;
გ) 10 წლის ზემოთ – 0.6.
2. თითოეული საფეხურისათვის მინიჭებული შესაბამისი კოეფიციენტი მასწავლებლის განათლებისა და სამუშაო დატვირთვის კოეფიციენტებთან ერთობლიობაში განსაზღვრავს მასწავლებლის თანამდებობრივი სარგოს განაკვეთს.
3. 5 წლამდე სამუშაო სტაჟის მქონე მასწავლებელთა თანამდებობრივი სარგოები განსაზღვრულია წინამდებარე დანართის პირველ დანართში, 5-დან 10 წლამდე – მე-2 დანართში, ხოლო 10 წლის ზევით – მე-3 დანართში.
მუხლი #7 – სამუშაო დატვირთვა (მიუხედავად მოსწავლეთა რაოდენობისა)
მასწავლებლის თანამდებობრივი სარგოს გაანგარიშებისას, მიუხედავად მოსწავლეთა რაოდენობისა, სამუშაო დატვირთვის კოეფიციენტი განისაზღვრება 0,15-ით.

მუხლი #8 – მასწავლების სამუშაოს სპეციფიკა

1. მასწავლებლის თანამდებობრივი სარგოს სამუშაო სპეციფიკის გათვალისწინებით გაანგარიშებისას, მასწავლებლის თანამდებობრივ სარგოზე დანამატების (გარდა ამ დანართის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის “ე” და “ვ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანამატებისა) კოეფიციენტები განისაზღვრება შემდეგი სახით:
ა) კლასკომპლექტით სწავლება – 0.1;
ბ) არაქართულენოვან სკოლებში/სექტორებზე ქართულის, როგორც მეორე ენის, საქართველოს ისტორიის ან/და საქართველოს გეოგრაფიის სწავლება – 0.1;
გ) კლასის დამრიგებლობა – 0.25;
დ) მოსწავლეებისათვის პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის კურსის წარმართვა – 0.08.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მასწავლებლის თანამდებობრივ სარგოზე დანამატები არ არის დამოკიდებული მასწავლებლის განათლებაზე ან/და კვალიფიკაციაზე ან/და სამუშაო სტაჟზე.
მუხლი #9 – შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობა
მასწავლებლის შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობა სრული დატვირთვის შემთხვევაში განისაზღვრება 337 ლარით და 25 თეთრით.
მუხლი #10 – სქემით განსაზღვრული შესაბამისი სტატუსის დანამატი
1. სქემით განსაზღვრული შესაბამისი სტატუსის დანამატი ეძლევა მასწავლებელს:
ა) რომელსაც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მინიჭებული აქვს უფროსი მასწავლებლის სტატუსი, ან წამყვანი მასწავლებლის სტატუსი, ან მენტორის სტატუსი და შესაბამის საფეხურზე ასწავლის იმ საგნობრივ ჯგუფში შემავალ ერთ-ერთ საგანს, რომელშიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაბარებული აქვს საგნის გამოცდა;
ბ) რომელიც სქემაში განაწილდა “მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში მასწავლებლების განაწილების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 თებერვლის N74 დადგენილებით დამტკიცებული წესით და:
ბ.ა) არის სერტიფიცირებული ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნობრივი ჯგუფის ერთ-ერთ საგანში და ასწავლის ამავე საგნობრივ ჯგუფში შემავალ ერთ-ერთ საგანს;
ბ.ბ) აქვს დოქტორის, ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი განათლების მიმართულებით, ან იმ დარგში/სპეციალობაში, რომლის შესაბამის საგანსაც ასწავლის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში.
2. სქემით განსაზღვრული შესაბამისი სტატუსის დანამატის სრული ოდენობა :
ა) უფროსი მასწავლებლისათვის განისაზღვრება 160 ლარით;
ბ) წამყვანი მასწავლებლისათვის განისაზღვრება 250 ლარით;
გ) მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებლისათვის განისაზღვრება 300 ლარით.
3. სქემით განსაზღვრული შესაბამისი სტატუსის დანამატი დაწყებითი საფეხურის (I-IV კლასების) მასწავლებლისათვის იანგარიშება ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი სრული ოდენობების 13-თან შეფარდებით და შესაბამისი საგაკვეთილო საათების რაოდენობაზე გადამრავლებით (მძიმიდან მარჯვნივ ასეულის სიზუსტის დამრგვალებით). ამ პუნქტის შესაბამისად გამოანგარიშებული სქემით განსაზღვრული შესაბამისი სტატუსის დანამატის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ სრულ ოდენობას.
4. სქემით განსაზღვრული შესაბამისი სტატუსის დანამატი დაწყებითი საფეხურის (I-VI კლასებისა) და საბაზო/საშუალო საფეხურების მასწავლებლისათვის იანგარიშება ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი სრული ოდენობების 15-თან შეფარდებით და შესაბამისი საგაკვეთილო საათების რაოდენობაზე გადამრავლებით (მძიმიდან მარჯვნივ ასეულის სიზუსტის დამრგვალებით). ამ პუნქტის შესაბამისად გამოანგარიშებული სქემით განსაზღვრული შესაბამისი სტატუსის დანამატის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ სრულ ოდენობას.
5. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მასწავლებელს მიეცემა ამ მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებული სრული ოდენობა იმ შემთხვევაში, თუ სკოლაში შესაბამის საგნობრივ ჯგუფში შემავალი საგნის/საგნებისათვის გათვალისწინებული საგაკვეთილო საათების რაოდენობა ნაკლებია ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სრული ოდენობის მისაღებად საჭირო საგაკვეთილო საათების რაოდენობაზე, გარდა ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა .
6. უცხო ენის მასწავლებელს მიეცემა ამ მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებული სრული ოდენობა იმ შემთხვევაში, თუ სკოლაში შესაბამისი უცხო ენისათვის გათვალისწინებული საგაკვეთილო საათების რაოდენობა ნაკლებია ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სრული ოდენობის მისაღებად საჭირო საგაკვეთილო საათების რაოდენობაზე.
7. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მასწავლებელს, რომელიც ასწავლის ორ ან მეტ საჯარო სკოლაში? ამ მუხლით გათვალისწინებული სქემით განსაზღვრული შესაბამისი სტატუსის დანამატი მიეცემა თითოეულ საჯარო სკოლაში სწავლებისათვის.

მუხლი #11 – მასწავლებლის სამუშაო საათები

1. მასწავლებლის თანამდებობრივი სარგო გამოითვლება სამუშაო საათების მიხედვით.
2. სამუშაო საათების მიხედვით არსებობს 3 ტიპის სამუშაო დატვირთვა:
ა) ნაწილობრივი დატვირთვა – გულისხმობს 36-ზე ნაკლებ-საათიან სამუშაო კვირას, რომლის შემადგენლობაშიც შედის 18-ზე ნაკლები საგაკვეთილო საათი კვირაში;
ბ) სრული დატვირთვა – გულისხმობს 36-საათიან სამუშაო კვირას, რომლის შემადგენლობაშიც შედის 18 საგაკვეთილო საათი კვირაში;
გ) სრულზე მეტი დატვირთვა გულისხმობს 40-საათიან სამუშაო კვირას, რომლის შემადგენლობაშიც შედის 19 ან მეტი საგაკვეთილო საათი კვირაში.
3. ნაწილობრივი დატვირთვის დროს მასწავლებელს პროპორციულად უმცირდება თანამდებობრივი სარგო და თანამდებობრივ სარგოზე დანამატები (გარდა სადამრიგებლო დანამატისა). მაგალითად: თუ მასწავლებელი ატარებს 10 საგაკვეთილო საათს, მაშინ მისი თანამდებობრივი სარგო=სრული დატვირთვის თანამდებობრივი სარგო (დანამატების ჩათვლით), შეფარდებული18*10 (საგაკვეთილო საათების ოდენობა), ხოლო მისი სამუშაო დატვირთვა=10 (საგაკვეთილო საათების ოდენობა)*2-ზე.
4. სრულზე მეტი დატვირთვისათვის, კვირაში 19-დან 25 საგაკვეთილო საათის ჩათვლით, მასწავლებელს სრული განაკვეთის თანამდებობრივ სარგოზე ეძლევა დანამატი ყოველ დამატებით საგაკვეთილო საათზე კვირაში 5 ლარის ოდენობით.
5. მასწავლებლისათვის თანამდებობრივი სარგოს მიცემა სამუშაო საათების მიხედვით არ ნიშნავს, რომ იგი საგაკვეთილო საათების, სასკოლო დოკუმენტაციის წარმოებისა და მოსწავლესთან ინდივიდუალური მუშაობისათვის საჭირო დროის გარდა აუცილებლად უნდა იმყოფებოდეს სკოლაში. მასწავლებელს უფლება აქვს, მისი სამუშაოს ნაწილი – პროფესიულ განვითარებაზე მუშაობა, გაკვეთილებისათვის მომზადება და სხვა, შეასრულოს სკოლის გარეთ. თუ სკოლის დირექცია თვლის, რომ მასწავლებელი ვერ აღწევს სასურველ შედეგებს სწავლებისას, უფლებამოსილია მასწავლებელს მოსთხოვოს ამ მუხლის მე-2 პუნქტით სამუშაო კვირისათვის გათვალისწინებული საათების ფარგლებში სკოლაში მუშაობა, სწავლების შედეგების გაუმჯობესებამდე.
6. სკოლის საშტატო განრიგით გათვალისწინებული პირებისა (გარდა მასწავლებლისა და საინფორმაციო მენეჯერისა) და სახელმწიფო დაფინანსების ფარგლებში დასაქმებული შტატგარეშე მოსამსახურეების სამუშაო დატვირთვა არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 10 საგაკვეთილო საათს. საინფორმაციო მენეჯერის სამუშაო დატვირთვა არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 16 საგაკვეთილო საათს.
7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შეზღუდვასთან დაკავშირებით, გამონაკლისი დაიშვება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმებით.
8. სსსმ მოსწავლის შინ სწავლების შემთხვევაში მასწავლებლის შრომის ანაზღაურება გამოითვლება ამ დანართით დადგენილი წესით.
მუხლი #12 – მასწავლებლის შრომის ანაზღაურება არდადეგების პერიოდში
მასწავლებელს “საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო წლისა და არდადეგების დაწყებისა და დასრულების თარიღების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 3 სექტემბრის N84/ნ ბრძანებით გათვალისწინებულ არდადეგების პერიოდში უნარჩუნდება ამ დანართით დადგენილი წესით გაანგარიშებული შრომის ანაზღაურება.

მუხლი #13 – მასწავლებლის შრომის ანაზღაურების გაანგარიშების მაგალითი

1. ამ მუხლის მე-2 პუნქტი განსაზღვრავს სრული დატვირთვის მქონე უფროსი მასწავლებლის შრომის ანაზღაურების გამოთვლის გზებს:
ა) რომელსაც აქვს:
ა.ა) მაგისტრის აკადემიური ხარისხი, აგრეთვე 2000 წლის ჩათვლით მიღებული 4-წლიანი უმაღლესი პედაგოგიური განათლება;
ა.ბ) 10-წლიანი სამუშაო სტაჟი;
ბ) რომელიც ასწავლის საქართველოს ისტორიას არაქართულენოვან სკოლაში და არის კლასის დამრიგებელი.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მასწავლებლის შრომის ანაზღაურების გაანგარიშების უმარტივესი გზა:
ა) დანართი N2, სადაც მოცემულია 5-დან 10 წლის ჩათვლით სამუშაო გამოცდილების მქონე მასწავლებლის თანამდებობრივი სარგოები (ჩვენს შემთხვევაში მასწავლებლის თანამდებობრივი სარგო შეადგენს 475,70 ლარს);
ბ) დანართი N4, სადაც მოცემულია სწავლება კლასკომპლექტით, არაქართულენოვან სკოლებში/სექტორებზე ქართულის, როგორც მეორე ენის, საქართველოს ისტორიის და საქართველოს გეოგრაფიის სწავლებითა და კლასის დამრიგებლობით განსაზღვრული დანამატები (ჩვენს შემთხვევაში დანამატი შეადგენს 35,5+88,75=124,25 ლარს);
გ) უფროსი მასწავლებლის სტატუსის მქონე მასწავლებლის დანამატი, რომელიც შეადგენს ამ ბრძანების მე-10 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ოდენობას;
დ) უნდა შეიკრიბოს ამ პუნქტის “ა”, “ბ” და “გ” ქვეპუნქტებში მიღებული თანხები (475,70 +124,25+160=759,95 ლარი), ანუ მასწავლებლის ერთი თვის შრომის ანაზღაურება შეადგენს 759,95 ლარს.
3. აღნიშნული უფროსი მასწავლებლის შრომის ანაზღაურების გამოთვლა ასევე შეიძლება ზემოთ მოყვანილი ფორმულის მეშვეობითაც. ამ შემთხვევაში შესაბამის დანართებში მოცემული კოეფიციენტების გამოყენებით უნდა შესრულდეს მარტივი არითმეტიკული მოქმედებანი. კერძოდ, ჩვენს შემთხვევაში:
ა) 355*1,1+355*1,1*0,15+355*0,5*0,15=475,70 ლარი (დანართი N2);
ბ) 475,70+160= 635,7 ლარი;
გ) 355*0,1+355*0,25=124,25 ლარი (დანართი N4);
დ) უნდა შეიკრიბოს ამ პუნქტის “ბ” და “გ” ქვეპუნქტებში მიღებული თანხები 635,70+124,25=759,95 ლარი.

თავი #3 – გარდამავალი დებულებები
მუხლი #14 – მასწავლებლის ხელფასის შენარჩუნება

1. სქემაში განაწილებულ მასწავლებელს სქემაში განაწილებამდე მასწავლებლის თანამდებობრივ სარგოზე შესაძლებელია ეძლეოდა შემდეგი დანამატი/დანამატები:
ა) სერტიფიცირებული მასწავლებლის დანამატი;
ბ) მასწავლებელთა საბაზო კომპიუტერული უნარებისა და ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის მქონე მასწავლებლის დანამატი;
გ) საბუნებისმეტყველო საგნის მასწავლებლის გამოცდის ექსპერიმენტული ნაწილის ჩაბარების დამადასტურებელი სერტიფიკატის მქონე მასწავლებლის დანამატი.
2. თუ სქემაში განაწილებულ მასწავლებელს სქემაში განაწილებამდე მასწავლებლის თანამდებობრივ სარგოზე ეძლეოდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დანამატი/დანამატები, რის გამოც მასწავლებლის შრომის ანაზღაურების დაანგარიშების დროისათვის არსებული მასწავლებლის საგაკვეთილი დატვირთვის შესაბამისად გაანგარიშებული მასწავლებლის თანამდებობრივ სარგოზე გასაცემი აღნიშნული დანამატის/დანამატების ჯამური ოდენობა მეტი არის სქემით განსაზღვრული შესაბამისი სტატუსის მქონე მასწავლებლის დანამატის ამ დანართით გათვალისწინებული წესით გაანგარიშებულ ოდენობაზე, სქემაში განაწილების შემდგომ, მას შეუნარჩუნდება ამ თავით დადგენილი წესით გაანგარიშებული მასწავლებლის თანამდებობრივ სარგოზე გასაცემი დანამატის შესაბამისი ოდენობა.
მუხლი #15 – დაწყებითი საფეხურის (I-IV კლასების) სერტიფიცირებული მასწავლებლისა და მასწავლებელთა საბაზო კომპიუტერული უნარებისა და ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის მქონე დაწყებითი საფეხურის (I-IV კლასების) მასწავლებლის დანამატები
1. დაწყებითი საფეხურის (I-IV კლასების) სერტიფიცირებული მასწავლებელს, რომელმაც წარმატებით ჩააბარა მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდა და ასწავლის დაწყებით საფეხურზე I-IV კლასებში, ასევე რომელსაც აქვს მასწავლებელთა საბაზო კომპიუტერული უნარებისა და ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი, თანამდებობრივ სარგოზე ყოველთვიურად მიეცემა დანამატი, რომლის სრული ოდენობა შეადგენს 200 ლარს.
2. დაწყებითი საფეხურის (I-IV კლასების) სერტიფიცირებული მასწავლებლის და მასწავლებელთა საბაზო კომპიუტერული უნარებისა და ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის მქონე დაწყებითი საფეხურის (I-IV კლასების) მასწავლებლის დანამატები იანგარიშება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი სრული ოდენობის 13-თან შეფარდებით და შესაბამისი საგაკვეთილო საათების რაოდენობაზე გადამრავლებით.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მასწავლებელს, რომელიც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით განეკუთვნება საუკეთესო შედეგების მქონე მასწავლებელს, კვირაში 13 და მეტი საგაკვეთილო საათით დატვირთვის შემთხვევაში, თანამდებობრივი სარგო შეევსება 1000 ლარამდე, ამ დანართით გათვალისწინებული თანამდებობრივი სარგოსა და თანამდებობრივ სარგოზე დანამატის გათვალისწინებით. ამ პუნქტით გათვალისწინებულ მასწავლებელს თანამდებობრივი სარგო შეევსება 1000 ლარამდე იმ შემთხვევაშიც, თუ სკოლაში შესაბამისი საგაკვეთილო საათების რაოდენობა ნაკლებია 13 საგაკვეთილო საათზე.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მასწავლებელს მიეცემა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სრული ოდენობები იმ შემთხვევაში, თუ სკოლაში შესაბამისი საგაკვეთილო საათების რაოდენობა ნაკლებია დაწყებითი საფეხურის (I-IV კლასების) სერტიფიცირებული მასწავლებლის და მასწავლებელთა საბაზო კომპიუტერული უნარებისა და ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის მქონე დაწყებითი საფეხურის (I-IV კლასების) მასწავლებლის დანამატების სრული ოდენობების მისაღებად საჭირო საგაკვეთილო საათების რაოდენობაზე.

მუხლი #16 – დაწყებითი საფეხურის (I-VI კლასებისა) და საბაზო/საშუალო საფეხურების სერტიფიცირებული მასწავლებლის და მასწავლებელთა საბაზო კომპიუტერული უნარებისა და ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის მქონე დაწყებითი საფეხურის (I -VI) კლასებისა და საბაზო/საშუალო საფეხურების მასწავლებლის დანამატები

1. დაწყებითი საფეხურის (I-VI კლასებისა) და საბაზო/საშუალო საფეხურების სერტიფიცირებული მასწავლებელი, რომელმაც წარმატებით ჩააბარა მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდა და ასწავლის შესაბამის საგანს დაწყებით საფეხურზე (I-VI კლასებსა) და საბაზო/საშუალო საფეხურებზე, ასევე რომელსაც აქვს მასწავლებელთა საბაზო კომპიუტერული უნარებისა და ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი, თანამდებობრივ სარგოზე ყოველთვიურად მიეცემა დანამატი, რომლის სრული ოდენობა შეადგენს 200 ლარს.
2. დაწყებითი საფეხურის (I-VI კლასების) და საბაზო/საშუალო საფეხურების სერტიფიცირებული მასწავლებლის და მასწავლებელთა საბაზო კომპიუტერული უნარებისა და ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის მქონე დაწყებითი საფეხურის (I-VI კლასებისა) და საბაზო/საშუალო საფეხურების მასწავლებლის დანამატები იანგარიშება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი სრული ოდენობის 15-თან შეფარდებით და შესაბამისი საგაკვეთილო საათების რაოდენობაზე გადამრავლებით.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მასწავლებელს, რომელიც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით განეკუთვნება საუკეთესო შედეგების მქონე მასწავლებელს, კვირაში 15 და მეტი საგაკვეთილო საათით დატვირთვის შემთხვევაში თანამდებობრივი სარგო შეევსება 1000 ლარამდე, ამ ინსტრუქციით გათვალისწინებული თანამდებობრივი სარგოსა და თანამდებობრივ სარგოზე დანამატის გათვალისწინებით. ამ პუნქტით გათვალისწინებულ მასწავლებელს თანამდებობრივი სარგო შეევსება 1000 ლარამდე იმ შემთხვევაშიც, თუ სკოლაში შესაბამისი საგაკვეთილო საათების რაოდენობა ნაკლებია 15 საგაკვეთილო საათზე.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მასწავლებელს მიეცემა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სრული ოდენობები იმ შემთხვევაში, თუ სკოლაში შესაბამისი საგაკვეთილო საათების რაოდენობა ნაკლებია დაწყებითი საფეხურის (I-VI კლასებისა) და საბაზო/საშუალო საფეხურების სერტიფიცირებული მასწავლებლის და მასწავლებელთა საბაზო კომპიუტერული უნარებისა და ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის მქონე დაწყებითი საფეხურის (I-VI კლასებისა) და საბაზო/საშუალო საფეხურების მასწავლებლის დანამატების სრული ოდენობების მისაღებად საჭირო საგაკვეთილო საათების რაოდენობაზე.
5. სერტიფიცირებული მასწავლებლის და საბაზო კომპიუტერული უნარებისა და ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის მქონე მასწავლებლის დანამატების განსაზღვრა, ასევე თანამდებობრივი სარგოს 1000 ლარამდე შევსება I-XII კლასების სერტიფიკატის მფლობელი მასწავლებლისათვის, და სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში სერტიფიცირებული მასწავლებლისათვის, განხორციელდება ამ მუხლით დადგენილი წესით.

მუხლი #17 – საბუნებისმეტყველო საგნის მასწავლებლის გამოცდის ექსპერიმენტული ნაწილის ჩაბარების დამადასტურებელი სერტიფიკატის მქონე მასწავლებლის დანამატი

1. ამ დანართის მე-15 მუხლის პირველი პუნქტით და მე-16 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მასწავლებლები, რომლებმაც წარმატებით ჩააბარეს საბუნებისმეტყველო საგნის მასწავლებლის გამოცდის ექსპერიმენტული ნაწილი, ყოველთვიურად მიეცემა საბუნებისმეტყველო საგნის მასწავლებლის გამოცდის ექსპერიმენტული ნაწილის ჩაბარების დამადასტურებელი სერტიფიკატის მქონე მასწავლებლის დანამატი.
2. საბუნებისმეტყველო საგნის მასწავლებლის გამოცდის ექსპერიმენტული ნაწილის ჩაბარების დამადასტურებელი სერტიფიკატის მქონე მასწავლებლის დანამატის სრული ოდენობა შეადგენს 75 ლარს.
3. საბუნებისმეტყველო საგნის მასწავლებლის გამოცდის ექსპერიმენტული ნაწილის ჩაბარების დამადასტურებელი სერტიფიკატის მქონე მასწავლებლის დანამატი იანგარიშება ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სრული ოდენობის 15-თან შეფარდებით და შესაბამის საგაკვეთილო საათების რაოდენობაზე გადამრავლებით.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მასწავლებელს მიეცემა ამ მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებული სრული ოდენობა იმ შემთხვევაში, თუ სკოლაში შესაბამისი საგაკვეთილო საათების რაოდენობა ნაკლებია საბუნებისმეტყველო საგნის მასწავლებლის გამოცდის ექსპერიმენტული ნაწილის ჩაბარების დამადასტურებელი სერტიფიკატის მქონე მასწავლებლის დანამატის სრული ოდენობის მისაღებად საჭირო საგაკვეთილო საათების რაოდენობაზე.

მუხლი #18 – დაწყებითი საფეხურის (I-IV კლასების) სერტიფიცირებული მასწავლებლის, დაწყებითი საფეხურის (I-VI კლასებისა) და საბაზო/საშუალო საფეხურების სერტიფიცირებული მასწავლებლის დანამატების გაანგარიშება მასწავლებლის მიერ ორ ან მეტ საჯარო სკოლაში სწავლების შემთხვევაში

დაწყებითი საფეხურის (I-IV კლასების) სერტიფიცირებულ მასწავლებელს, დაწყებითი საფეხურის (I-VI კლასებისა) და საბაზო/საშუალო საფეხურების სერტიფიცირებულ მასწავლებელს, რომელიც ასწავლის ორ ან მეტ საჯარო სკოლაში ამდანართის მე-15 მუხლით ან/და მე-16 მუხლით გათვალისწინებული, იმავე მუხლებით დადგენილი წესით გაანგარიშებული დაწყებითი საფეხურის (I-IV კლასების) სერტიფიცირებული მასწავლებლის, დაწყებითი საფეხურის (I-VI კლასებისა) და საბაზო/საშუალო საფეხურების სერტიფიცირებული მასწავლებლის დანამატი მიეცემა თითოეულ საჯარო სკოლაში სწავლებისათვის.

დანართი #1 – 0-დან 5 წლის ჩათვლით სამუშაო გამოცდილების მქონე მასწავლებელთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთები

განათლება, კვალიფიკაცია და
სამუშაო სტაჟი

კოეფიციენტები

მასწავლებელი

სამუშაო დატვირთვა (მიუხედავად მოსწავლეთა რაოდენობისა)

კოეფიციენტი

0.15

განათლება და კვალიფიკაცია

ლარი

1

სრული ზოგადი განათლება

0.8

337.25

2

პროფესიული განათლება

0.9

378.08

3

ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი

1.0

418.90

4

მაგისტრი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი

1.1

459.73

5

დოქტორი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი

1.2

500.55

სამუშაო სტაჟი X

6

X 5 წელი

0.2

საბაზო თანამდებობრივი სარგო = 1 თვე

355

დანართი #2 – 5-დან 10 წლის ჩათვლით სამუშაო გამოცდილების მქონე მასწავლებელთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთები

განათლება, კვალიფიკაცია და
სამუშაო სტაჟი

კოეფიციენტები

მასწავლებელი

სამუშაო დატვირთვა (მიუხედავად მოსწავლეთა რაოდენობისა)

კოეფიციენტი

0.15

განათლება და კვალიფიკაცია

ლარი

1

სრული ზოგადი განათლება

0.8

353.23

2

პროფესიული განათლება

0.9

394.05

3

ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი

1.0

434.88

4

მაგისტრი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი

1.1

475.70

5

დოქტორი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი

1.2

516.53

სამუშაო სტაჟი X

6

5 წელი < X  10 წელი

0.5

საბაზო თანამდებობრივი სარგო = 1 თვე

355

დანართი #3 – 10 წლისზემოთსამუშაოგამოცდილებისმქონემასწავლებელთათანამდებობრივისარგოსგანაკვეთები

განათლება, კვალიფიკაცია და
სამუშაო სტაჟი

კოეფიციენტები

მასწავლებელი

სამუშაო დატვირთვა (მიუხედავად მოსწავლეთა რაოდენობისა)

კოეფიციენტები

0.15

განათლება და კვალიფიკაცია

ლარი

1

სრული ზოგადი განათლება

0.8

358.55

2

პროფესიული განათლება

0.9

399.38

3

ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი

1

440.20

4

მაგისტრი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი

1.1

481.03

5

დოქტორი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი

1.2

521.85

სამუშაო სტაჟი X

6

X > 10წელი

0.6

საბაზო თანამდებობრივი სარგო=1თვე

355

დანართი #4 – მასწავლებელთა თანამდებობრივ სარგოებზე სამუშაოს სპეციფიკიდან

კლასკომპლექტით სწავლების დანამატი (სრული დატვირთვის შემთხვევაში)

არაქართულ ენოვანს კოლებში/სექტორებზე ქართულის, როგორც მეორე ენის, საქართველოს ისტორიის, საქართველოს გეოგრაფიის სწავლების დანამატი (სრული დატვირთვის შემთხვევაში)

კლასის დამრიგებლობის დანამატი

0.1

0.1

0.25

35,5

35,5

88,75

საბაზო თანამდებობრივი სარგო=1თვე

355

გამოქვეყნები სწყარო:
მაცნეს ვებ პორტალი
28.09.2015

რეგისტრირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროში
სარეგისტრაციოკოდი: 270.090.000.22.022.017.033

{tab-ex_sub1 ბრძანება #231/ნ – “ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების ანაზღაურების წესის” დამტკიცების თაობაზე}

მიღებულია – 25/08/2006 ძალაშია – 29/08/2006

მიმღები: შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

“საქართველოს შრომის კოდექსის” 54-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტისა და “საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის თანახმად, ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების ანაზღაურების მოწესრიგების მიზნით, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების ანაზღაურების თანდართული წესი.
2.ძალადაკარგულად ჩაითვალოს “დროებითი შრომისუუნარობის, ორსულობისა და მშობიარობის გამო დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 15 მარტის N85/ნ ბრძანება (სსმ 16.03.2006 N34 მუხ. 406).
3.ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ლადო ჭიპაშვილი

გამოქვეყნებულია #114 მაცნეში
18.08.2006
ნაწილი III

დანართი #1 – ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებების ანაზღაურების წესი
თავი #1 – ზოგადი დებულებები
მუხლი #1 – წესის მიღების საფუძველი

“ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებების ანაზღაურების წესი” (შემდგომში – წესი) შემუშავებულია “საქართველოს შრომის კოდექსი” საქართველოს ორგანული კანონის და “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე.

მუხლი #2 – რეგულირების საგანი

წინამდებარე წესი არეგულირებს საჯარო მოსამსახურეებისა და დასაქმებულებისათვის ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო დახმარებისა და კომპენსაციის დანიშვნის, გაანგარიშებისა და გაცემის საკითხებს.

მუხლი #3 – ტერმინთა განმარტებები

წინამდებარე წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) დამსაქმებელი – “საქართველოს შრომის კოდექსით” განსაზღვრული ფიზიკური ან იურიდიული პირი, ანდა პირთა გაერთიანება, რომლისთვისაც, შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე სრულდება გარკვეული სამუშაო;
ბ) დასაქმებული – “საქართველოს შრომის კოდექსით” განსაზღვრული ფიზიკური პირი, რომელიც შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, დამსაქმებლისათვის ასრულებს გარკვეულ სამუშაოს;
გ) დაწესებულება – “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული საბიუჯეტო (სახაზინო) დაწესებულება;
დ) დახმარება – “საქართველოს შრომის კოდექსი” საქართველოს ორგანული კანონისა და “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის ან ახალშობილის შვილად აყვანის გამო ანაზღაურებადი შვებულების პერიოდზე გასაცემი ფულადი დახმარება;
ე) კომპენსაცია – საჯარო მოსამსახურისათვის ორსულობისა და მშობიარობის გამო “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 41′ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ფულადი დახმარება, რომელიც ფინანსდება შესაბამისი დაწესებულებისათვის გამოყოფილი შესაბამისი ბიუჯეტის ასიგნებიდან;
ვ) მოსამსახურე – “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული საჯარო მოსამსახურე;
ზ) სააგენტო – სსიპ “სოციალური მომსახურების სააგენტო”;
თ) დაფინანსების განაცხადი – დამსაქმებლის/დაწესებულების მიერ სააგენტოსათვის ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის ან ახალშობილის შვილად აყვანის გამო დახმარების ასანაზღაურებლად წარდგენილი დაფინანსების მოთხოვნა.

მუხლი #4 – დახმარებისა და კომპენსაციის დანიშვნა, გაანგარიშება და გაცემა

წარმოდგენილი საბუთების საფუძველზე დახმარების დანიშვნას, წინამდებარე წესის შესაბამისად გაანგარიშების სისწორეს და გაცემას უზრუნელყოფს სააგენტო, ხოლო კომპენსაციების დანიშვნას, გაანგარიშებასა და გაცემას – შესაბამისი დაწესებულება.

მუხლი #5 – დახმარებისა და კომპენსაციის დაფინანსების წყარო

დახმარება გაიცემა სააგენტოს მიერ, მაგრამ არა უმეტეს 1000 ლარისა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ხოლო კომპენსაცია – შესაბამისი დაწესებულების მიერ, მისთვის შესაბამისი ბიუჯეტიდან კანონით გამოყოფილი ასიგნებიდან.

მუხლი #6 – დახმარების და კომპენსაციის ანაზღაურების საფუძველი

ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო დახმარების გაცემის საფუძველს წარმოადგენს დასაქმებულზე/მოსამსახურეზე შევსებული საავადმყოფო ფურცელი ან ახალშობილის შვილად აყვანის შემთხვევაში კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება. ამასთან, დასაქმებულისათვის/მოსამსახურისათვის დახმარების ან კომპენსაციის მიღების უზრუნველსაყოფად დამსაქმებელი/დაწესებულება ვალდებულია სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოში წარადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
ა) საავადმყოფო ფურცელი ასლთან ერთად, ხოლო შვილად აყვანის შემთხვევაში, შვილების შესაბამისი დოკუმენტი ასლთან ერთად (დედნების დაკარგვის შემთხვევაში მისი დუბლიკატი და მათი ასლები);
ბ) დასაქმებულის/მოსამსახურის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) დაფინანსების განაცხადი (დანართი #3) 3 ეგზემპლარად, რომელიც დამოწმებული უნდა იყოს დამსაქმებლის/დაწესებულების ბეჭდით (ასეთის არსებობის შემთხვევაში), აგრეთვე ხელმძღვანელისა და ბუღალტრის ხელმოწერებით;
დ) საბანკო დაწესებულების მიერ გაცემული დოკუმენტი დასაქმებულის/მოსამსახურის პირადი საბანკო ანგარიშის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

თავი #2 – დახმარების და კომპენსაციის ანაზღაურების პირობები და ოდენობა
მუხლი #7 – დახმარების და კომპენსაციის დანიშვნის პირობები

დასაქმებულს და მოსამსახურეს დახმარება ენიშნება:
ა) ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო;
ბ) ახალშობილის შვილად აყვანის გამო.
მოსამსახურეს კომპენსაცია ენიშნება ორსულობის და მშობიარობის გამო;
ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ახალშობილის შვილად აყვანის და ბავშვის მოვლის გამო დამატებითი შვებულების, ასევე უხელფასო შვებულებაში ყოფნის პერიოდში მორიგი ორსულობისა და მშობიარობის დადგომის შემთხვევაში, ასევე მორიგი ახალშობილის შვილად აყვანის შემთხვევაში დახმარება და კომპენსაცია გაიცემა მორიგი ანაზღაურებადი შვებულების მთელ პერიოდზე წინამდებარე წესის შესაბამისად.
ორგანიზაციის/დაწესებულების ლიკვიდაციის გამო დასაქმებულის/მოსამსახურის განთავისუფლების შემთხვევაში, თუ გახსნილია საავადმყოფო ფურცელი, დახმარება/კომპენსაცია ანაზღაურდება სრულად ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო ანაზღაურებადი შვებულების მთელ პერიოდზე კანონმდებლობით გათვალისწინებულ ფარგლებში.
იმ შემთხევაში, თუ საგანმანათლებლო დაწესებულების თანმშრომელს, ყოველწლიური კუთვნილი ანაზღაურებადი შვებულების პერიოდში გახსნილი აქვს საავადმყოფო ფურცელი ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის ან ახალშობილის შვილად აყვანის გამო, პედაგოგს ყოველწლიურ კუთვნილი შვებულების თანხასთან ერთად, მიეცემა დახმარება სრული ოდენობით.

მუხლი #8 – დახმარების და კომპენსაციის ოდენობის გაანგარიშება

მოსამსახურისათვის გასაცემი დახმარების ოდენობის გაანგარიშების ბაზას წარმოადგენს ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის ან ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებაში გასვლის წინა თვის თანამდებობრივი სარგო.
დასაქმებულისათვის გასაცემი დახმარების ოდენობის გაანგარიშების ბაზას წარმოადგენს შრომითი ხელშეკრულებით განსაზღვრული შრომის ანაზღაურება.
თუ შრომითი ხელშეკრულებით არ არის განსაზღვრული შრომის ანაზღაურების ოდენობა, ამ შემთხვევაში დახმარების გაანგარიშების ბაზას წარმოადგენს ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის ან ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების პერიოდამდე უკანასკნელი 3 თვის განმავლობაში დარიცხული შრომის ანაზღაურების მიხედვით გაანგარიშებული საშუალო თვიური შრომის ანაზღაურება.
გამომუშავებაზე დამოკიდებული შრომის ანაზღაურების შემთხვევაში დახმარების ოდენობის გაანგარიშების ბაზას წარმოადგენს ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის ან ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების პერიოდამდე უკანასკნელი 3 თვის განმავლობაში დარიცხული შრომის ანაზღაურების მიხედვით გაანგარიშებული საშუალო თვიური შრომის ანაზღაურება.
ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, თუ დასაქმებულს არ გააჩნია მოცემულ დამსაქმებელთან სამი თვის მუშაობის სტაჟი, საშუალო თვიური შრომის ანაზღაურება გამოითვლება მოცემულ დამსაქმებელთან შესაბამისი პროფესიისა და კვალიფიკაციის დასაქმებულისათვის გადახდილი საშუალო თვიური შრომის ანაზღაურებიდან.
დახმარების ოდენობის გამოანგარიშებისას მხედველობაში არ მიიღება:
ა) ერთდროული სახის დახმარებები, პრემიები და მატერიალური ჯილდოები;
ბ) ზეგანაკვეთური ანაზღაურება და დანამატები;
გ) ერთჯერადი სამუშაოს ანაზღაურება, რომელიც არ წარმოადგენს ძირითადი სამუშაოსათვის მიღებულ გასამრჯელოს.
დახმარების საერთო თანხა განისაზღვრება შეჯამებულად საავადმყოფო ფურცელში მითითებულ თვეში (ყველა თვეზე ცალ-ცალკე) საშუალო დღიური ხელფასის (თანამდებობრივი სარგოს/შრომის ანაზღაურების) გამრავლებით მოცემულ თვეში ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის ან ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების განმავლობაში გაცდენილ სამუშაო დღეთა რიცხვზე.
საშუალო დღიური ხელფასის (თანამდებობრივი სარგოს/შრომის ანაზღაურება) გამოთვლა ხდება საშუალო თვიური შრომის ანაზღაურების(თანამდებობრივი სარგოს/შრომის ანაზღაურების) გაყოფით ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის ან ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების თვის (ყოველ თვეზე ცალ-ცალკე) სამუშაო დღეთა რიცხვზე.
ერთდროულად რამდენიმე დამსაქმებელთან მუშაობის შემთხვევაში კუთვნილი დახმარება სააგენტოს მიერ გაიცემა თითოეული დამსაქმებლის დაფინასების განაცხადში მითითებული თანხების შეჯამებით, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ ფარგლებში.
ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის ან ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების პერიოდში მორიგი ორსულობისა და მშობიარობის დადგომის ან მორიგი ახალშობილის შვილად აყვანის შემთხვევაში (თუ გაიზარდა თანამდებობრივი სარგო და შესაბამისად შვებულებაში მყოფი ქალისათვის არ მომხდარა ხელფასის დარიცხვა), დახმარების ოდენობა გაანგარიშებულ უნდა იქნას ახალი თანამდებობრივი სარგოს მიხედვით.
მოსამსახურეს ორსულობისა და მშობიარობის გამო დახმარებასთან ერთად ეძლევა კომპენსაცია მის მიერ ორსულობისა და მშობიარობის გამო ანაზღაურებად შვებულებაში ყოფნის პერიოდში მისაღები შრომითი გასამრჯელოს სრულ ოდენობამდე შესავსებად.

მუხლი #9 – ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის ან ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულება

1. დასაქმებულს/მოსამსახურეს თავისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა შვებულება ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო – 730 კალენდარული დღის ოდენობით, რომელთაგან ანაზღაურებადია 183 კალენდარული დღე, ხოლო მშობიარობის გართულების ან ტყუპის შობის შემთხვევაში ანაზღაურებადია 200 კალენდარული დღე. ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულება დასაქმებულს თავისი შეხედულებისამებრ შეუძლია გადაანაწილოს ორსულობისა და მშობიარობის შემდგომ პერიოდებზე.
2. დასაქმებულს/მოსამსახურეს, რომელმაც იშვილა ერთ წლამდე ასაკის ბავშვი, თავისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა შვებულება ახალშობილის შვილად აყვანის გამო ბავშვის დაბადებიდან 550 კალენდარული დღის ოდენობით. ამ შვებულებიდან ანაზღაურებადია 90 კალენდარული დღე.

თავი #3 – ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების ანაზღაურება
მუხლი #10 – დახმარებისა და კომპენსაციის გაცემის წესი

1. დასაქმებული/მოსამსახურე დახმარების/კომპენსაციის მისაღებად საავდამყოფო ფურცელს ასლთან ერთად წარუდგენს დამსაქმებელს/დაწესებულებას და ითხოვს ანაზღაურებად შვებულებას ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო, რის საფუძველზეც დამსაქმებელი/დაწესებულება ავსებს საავადმყოფო ფურცლის შესაბამის ნაწილს, რომელსაც დაფინანსების განაცხადთან და დასაქმებულის/მოსამსახურის პირადობის მოწმობის ასლთან ერთად წარადგენს დამსაქმებლის/დაწესებულების იურიდიული მისამართის/ადგილსამყოფლის მიხედვით სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოში.
2. ახალშობილის შვილად აყვანის შემთხვევაში დასაქმებული/მოსამსახურე წარუდგენს დამსაქმებელს/დაწესებულებას სასამართლო გადაწყვეტილებას, რომელიც ადასტურებს შვილების ფაქტს. დამსაქმებელი/დაწესებულება კანონიერ ძალაში შესულ სასამართლოს გადაწყვეტილების ასლს დაფინანსების განაცხადთან და დასაქმებულის/მოსამსახურის პირადობის ასლთან ერთად წარადგენს დამსაქმებლის/დაწესებულების იურიდიული მისამართის/ადგილსამყოფლის მიხედვით სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოში. ამ წესის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული ვადების გათვალისწინებით.
3. სააგენტოს შესაბამისი ტერიტორიული ორგანო დამსაქმებლის/დაწესებულების მიერ დოკუმენტების წარმოდგენის შემდეგ:
ა) ადგენს საავადმყოფო ფურცლის დედანის ასლთან შესაბამისობას, ხოლო შვილად აყვანის შემთხვევაში, შვილების შესაბამისი დოკუმენტის ასლთან შესაბამისობას და წარმომდგენს უბრუნებს დედანს;
ბ) ადარებს დაფინანსების განაცხადში მითითებული მონაცემების (პირადი და საბანკო რეკვიზიტები) სისწორეს წარმოდგენილ დოკუმენტებში არსებულ მონაცემებთან;
გ) დაუყოვნებლივ აგზავნის წარმოდგენილი დაფინანსების განაცხადის ერთ ეგზემპლარს სააგენტოში, მეორე ეგზემპლარს თანმხლებ წერილთან (დანართი #2) ერთად აგზავნის შესაბამის საგადასახადო ორგანოში დაფინანსების განაცხადში შეტანილი მონაცემების სისწორის შემდგომში შესამოწმებლად, ხოლო მესამე ეგზემპლარს იტოვებს ტერიტორიულ ორგანოში;
დ) დაფინანსების განაცხადის წარდგენისას საგადასახადო ორგანოსაგან დანართი N2-ით განსაზღვრული წერილის საფუძველზე წერილობით ითხოვს დაფინანსების განაცხადში მითითებული დამსაქმებლის/დაწესებულების საგადასახადო ორგანოში გადამხდელად რეგისტრაციის არარსებობის ფაქტის შესახებ ინფორმაციის მიღებას, მის მიერ წერილობითი მოთხოვნის გაგზავნიდან არა უგვიანეს 5 სამუშაო დღისა;
ე) საგადასახადო ორგანოდან დამსაქმებლის/დაწესებულების რეგისტრაციის არარსებობის შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში, სააგენტოს ტერიტორიული ორგანო დაუყოვნებლივ ატყობინებს აღნიშნულის შესახებ სააგენტოს, შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად.
4. საგენტოს შესაბამისი ტერიტორიული ერთეულიდან მიღებული განაცხადების საფუძველზე დადგენილი წესით ცენტრალიზებულად უზრუნველყოფს დახმარების თანხის ჩარიცხვას შესაბამისი დამსაქმებლის/დაწესებულების მიერ დაფინანსების განაცხადში მითითებულ დასაქმებულის/მოსამსახურის პირად საბანკო ანგარიშზე. საგადასახადო ორგანოში დამსაქმებლის/დაწესებულების საგადასახადო რეგისტრაციის არარსებობის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას დახმარების დაფინანსების შეჩერების შესახებ, ახალი გადაწყვეტილების მიღებამდე.
5. სააგენტოს ტერიტორიული ერთეული, დახმარების ანაზღაურებაზე უარის თქმის ან დაფინანსების შეჩერების შესახებ შეტყობინებას სათანადო დასაბუთებით უგზავნის დამსაქმებელს/დაწესებულებას, სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულში დაფინანსების განაცხადის წარდგენიდან ერთი თვის განმავლობაში.
6. ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულება და შესაბამისად ანაზღაურება ორსული (მშობიარე) ქალის ოჯახის წევრებს არ მიეცემათ, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მშობიარე ქალის გარდაცვალების გამო ცოცხალი ბავშვის დაბადების შემთხვევაში დახმარებას ღებულობს ბავშვის მამა ან მეურვე პირი.
7. ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულება არ ანაზღაურდება, თუ საავადმყოფო ფურცლის დახურვის, ხოლო შვილად აყვანის შემთხვევაში სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან გასულია 6 თვე.

თავი #4 – გარდამავალი დებულებები
მუხლი #11 – გარდამავალი რეგულირება

მოსამსახურეებზე, რომლებზედაც ორსულობისა და მშობიარობის გამო გაცემული იყო საავადმყოფო ფურცელი და 2006 წლის 30 ივნისისათვის იმყოფებოდნენ 126 (140) დღიან ანაზღაურებად შვებულებაში, კომპენსაცია გაიცემა 2006 წლის 30 ივნისის შემდგომ შვებულების პერიოდზე შემდეგი წესით:
2006 წლის 30 ივნისის შემდგომ პერიოდში ანაზღაურებადი შვებულების დასრულებამდე გასაცემ შრომით გასამრჯელოს აკლდება 2006 წლის 30 ივნისამდე ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულების პერიოდში ასაღები შრომითი გასამრჯელოს და სააგენტოს მიერ გასაცემი დახმარების სხვაობა, თუ სააგენტოს მიერ გაცემული (გასაცემი) დახმარების თანხა აღემატება 2006 წლის 30 ივნისამდე ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულების პერიოდში ასაღებ შრომით გასამრჯელოს. ხოლო თუ სააგენტოს მიერ გაცემული (გასაცემი) დახმარების თანხა არ აღემატება 2006 წლის 30 ივნისამდე ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულების პერიოდში ასაღებ შრომით გასამრჯელოს, გაიცემა 2006 წლის 30 ივნისის შემდგომ პერიოდში ანაზღაურებადი შვებულების განმავლობაში გასაცემი შრომითი გასამრჯელო მთლიანად.

დანართი #2

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის
სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის
შემოსავლების სამსახურის

________________________________________
ტერიტორიული ორგანოს დასახელება

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 25 აგვისტოს N231/ნ ბრძანებით დამტკიცებული “ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების ანაზღაურების წესის” მე-10 მუხლის შესაბამისად, სააგენტო _______________ (ტერიტორიული ერთეულის დასახელება) დამსაქმებლების/დაწესებულებების მიერ 201__ წლის ______ სათვის წარმოდგენილ დაფინანსების განაცხადებში შეტანილი მონაცემების სისწორის შემოწმების უზრუნველსაყოფად, წარმოგიდგენთ დაფინანსების განაცხად(ებ)ს.
წარმოდგენილ განაცხადებში მითითებული დამსაქმებლის/დაწესებულებების გადასახადის გადამხდელებად რეგისტრაციის არარსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, 5 (ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში მოგვაწოდოთ აღნიშნული ინფორმაცია.

დანართი __________ ფურცლად.

პტივისცემით,

სააგენტოს ტერიტორიული ერთეულის უფროსი /სახელი, გვარი/

დანართი #3 – ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო ასანაზღაურებელი დახმარების დაფინანსების განაცხადი

N
დამსაქმებლის/დაწესებულების
დამსაქმებლის/მოსამსახურის

საიდენ-
ტიფიკაციო
კოდი
დასახელება
პირადი
N
სახელი,
გვარი
და
დაბადების
წელი
საცხოვრებელი
რეგისტრაციის
ადგილი
საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის
პერიოდი
სამსახურში მიღების
თარიღი (თვე
და წელი)

-დან
ჩათ-
ვლით

1
2
3
4
5
6
7
8
9
1

2

3

4

5

6

7

8

9

დასაფინან-
სებელი სამუშაო დღეების რაოდე-
ნობა
საავადმყოფო
ფურცლის
შვილად აყვანის შესახებ დოკუმენტის
თარიღი
და N
დასაქმებულის/
მოსამსახურის
დახმარების გასაანგარიშებელი
ბაზა (თანამდებობრივი
სარგო)
მოთხოვ-
ნილი
თანხა
დასაქ-
მებულის/
მოსამ-
სახურის
პირადი საბანკო ანგარიში
შესაბამისი
ბანკი

სერია
ნომერი

კოდი
დასახელება
10
11
12
13
14
15
16
17
18

დამსაქმებელი/დაწესებულების ხელმძღვანელი

ბუღალტერი

თარიღი “_____” “________________” 200__ წ.

რეგისტრირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროში
სარეგისტრაციო კოდი: 470.020.000.22.035.009.152

{tab-ex_sub1 ბრძანება #959 – საჯარო სკოლის დირექტორსა და მასწავლებელს შორის დადებული შრომითი ხელშეკრულების სავალდებულო პირობების დამტკიცების შესახებ}

მიღებულია – 11/10/2007 ძალაშია – 19/10/2007

მიმღები: განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

“ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის “ჭ” ქვეპუნქტის, “საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის N37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის “ა” და “მ” ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს “საჯარო სკოლის დირექტორსა და მასწავლებელს შორის დადებული შრომითი ხელშეკრულების სავალდებულო პირობები” ამ ბრძანების დანართის შესაბამისად.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ლომაია

დანართი – საჯარო სკოლის დირექტორსა და მასწავლებელს შორის დადებული შრომითი ხელშეკრულების სავალდებულო პირობები

თავი #1 – ზოგადი დებულებანი
მუხლი #1 – შრომითი ხელშეკრულების ფორმა

1. შრომითი ხელშეკრულება იდება წერილობითი ფორმით, წინამდებარე ბრძანებისა და მოქმედი კანონმდებლობის დაცვით.
2. შრომითი ხელშეკრულება იდება მხარეთათვის გასაგებ ენაზე. შრომითი ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს რამდენიმე ენაზე. ამ შემთხვევაში, შრომითი ხელშეკრულების ერთ-ერთ ენას აუცილებლად უნდა წარმოადგენდეს ქართული, ხოლო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე აგრეთვე აფხაზური. ხელშეკრულების ტექსტებს შორის წინააღმდეგობის არსებობის შემთხვევაში უპირატესობა უნდა მიენიჭოს ქართულ ენაზე დადებული შრომითი ხელშეკრულების ტექსტს.

მუხლი #2 – შრომითი ხელშეკრულების დადებაზე უფლებამოსილი სუბიექტები

შრომითი ხელშეკრულების დადებაზე უფლებამოსილი სუბიექტები არიან: ერთის მხრივ – საჯარო სკოლა (შემდგომში – სკოლა) (დამსაქმებელი), წარმოდგენილი სკოლის დირექტორით და მეორე მხრივ – ფიზიკური პირი მასწავლებელი (დასაქმებული).

მუხლი #3 – შრომითი ურთიერთობის წარმოშობა

შრომითი ურთიერთობა დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის წარმოიშობა შრომითი ხელშეკრულების დადების მომენტიდან.

თავი #2 – შრომითი ხელშეკრულების შინაარსი
მუხლი #4 – შრომითი ხელშეკრულების სავალდებულო პირობები

შრომითი ხელშეკრულებით განისაზღვრება:
ა) შრომითი ხელშეკრულების სარეგისტრაციო ნომერი, მისი დადების თარიღი და ადგილი;
ბ) ხელშემკვრელი მხარეების ვინაობა და მისამართი;
ბ’) მუშაობის დაწყების თარიღი და შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობა;
გ) შრომითი ხელშეკრულების მხარეთა უფლებები და მოვალეობები;
დ) სამუშაო დრო და დასვენების დრო;
ე) სამუშაო ადგილი;
ე’) თანამდებობა და შესასრულებელი სამუშაოს სახე;
ვ) შრომის ანაზღაურების ოდენობა და გადახდის წესი;
ვ’) ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების წესი;
ზ) ანაზღაურებადი და ანაზღაურების გარეშე შვებულებების ხანგრძლივობა და შვებულების მიცემის წესი.
თ) მხარეთა პასუხისმგებლობის წესი;
ი) შრომითი ხელშეკრულების მოქმედება და მისი მოქმედების შეწყვეტა;
კ) შრომითი ხელშეკრულების ეგზემპლართა რაოდენობა;
ლ) შრომით ხელშეკრულებაზე ხელმომწერი მხარეების რეკვიზიტები;
მ) სხვა დამატებითი პირობები, რომელთა გათვალისწინება არ არის აკრძალული საქართველოს კანონმდებლობით.

მუხლი #5 – ხელშემკვრელი მხარეების ვინაობა და მისამართი

შრომითი ხელშეკრულების დადებისას მხარეები ვალდებულნი არიან მიუთითონ თავიანთი სტატუსი (დასაქმებული – ფიზიკური პირი, დამსაქმებელი – სკოლა, დირექტორის სახით), ვინაობა (გვარი, სახელი) და მისამართი. სკოლის შემთხვევაში მისამართად მითითებულ უნდა იქნეს სკოლის მისამართი, ხოლო დასაქმებულის შემთხვევაში – მისი ფაქტობრივი და სარეგისტრაციო მისამართი.

მუხლი #6 – შრომითი ხელშეკრულების მხარეთა უფლებები და მოვალეობები

1. სკოლა ვალდებულია უზრუნველყოს მასწავლებელი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მაქსიმალურად უსაფრთხო გარემოთი, შეუქმნას მას მუშაობისათვის აუცილებელი პირობები.
2. სკოლა ვალდებულია აუნაზღაუროს მასწავლებელს ის ზიანი, რომელიც გამოწვეულია სკოლის მიერ შრომითი ხელშეკრულების პირობების დარღვევით.
3. სკოლა ვალდებულია ნებისმიერი ანაზღაურების თუ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის გადაუხადოს მასწავლებელს დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტი.
4. სკოლა ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისა და დადგენილი წესით უხრუნველყოს მასწავლებლის შრომის ანაზღაურების გაზრდა საჯარო სკოლის ბიუჯეტის ზრდასთან ერთად.
5. სკოლა ვალდებულია მასწავლებელი უზრუნველყოს:
ა) სასწავლო პროცესისათვის საჭირო გარემოთი;
ბ) სასწავლო და მეთოდური სახელმძღვანელოებით;
გ) აკადემიური თავისუფლებით იმ ფარგლებში, რომელიც არ ეწინააღმდეგება ეროვნული სასწავლო გეგმით დასახული მიზნების მიღწევას;
დ) კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობით, რისთვისაც 6 წელიწადში ერთხელ ვალდებულია მისცეს ანაზღაურების გარეშე შვებულება 1 წლამდე ვადით, სამუშაო ადგილის შენარჩუნებით.
ე) მასწავლებლისათვის დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების გაცემა დროებითი შრომისუუნარობის მთელ პერიოდზე “დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 10 მარტის #66/ნ ბრძანების შესაბამისად.
6. სკოლა ვალდებულია სასკოლო დისციპლინის დაცვისას უზრუნველყოს:
ა) მასწავლებლისათვის კონსტიტუციით მინიჭებული უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა, მისი ღირსების პატივისცემა და არ დაუშვას მასწავლებლის დისკრიმინაცია ნებისმიერი საფუძვლით;
ბ) მასწავლებლის მიმართ დისციპლინური დევნის განხორციელება სკოლის შინაგანაწესით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, ჯეროვანი და სამართლიანი პროცედურებით;
გ) მასწავლებლისათვის წერილობითი განმარტების მიცემა მის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის არსთან დაკავშირებით.
7. მასწავლებელი ვალდებულია:
ა) იზრუნოს თითოეული მოსწავლის პიროვნულ განვითარებაზე და მისი მოქალაქეობრივი ცნობიერების ჩამოყალიბებაზე, დაიცვას მოსწავლის უფლებები და ინტერესები;
ბ) მოემზადოს თითოეული გაკვეთილისათვის და ეფექტიანად განახორციელოს სასწავლო პროცესი;
გ) მონაწილეობა მიიღოს სასკოლო სასწავლო გეგმების შემუშავებაში;
დ) შეაფასოს მოსწავლეების პროგრესი და მოახდინოს შედეგების შესახებ ინფორმირება ეროვნული სასწავლო გეგმისა და სასკოლო სასწავლო გეგმის შესაბამისად;
ე) უზრუნველყოს კლასში წესრიგი და დისციპლინა და იზრუნოს მოსწავლეთა უსაფრთხოებაზე;
ვ) დაამყაროს პარტნიორული ურთიერთობა მოსწავლეთა მშობლებთან და მოსწავლის აღზრდისა და განვითარების პროცესში ჩართულ სხვა პირებთან;
ზ) იზრუნოს საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე;
თ) იზრუნოს სკოლის განვითარებაზე;
ი) შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებები.
8. მასწავლებელი უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მონაწილეობა მიიღოს საჯარო სკოლის მართვაში პირადად ან არჩეული წარმომადგენლის მეშვეობით, მოითხოვოს და მიიღოს სკოლაში არსებული საჯარო ინფორმაცია.
9. მასწავლებელი უფლებამოსილია მონაწილეობა მიიღოს მასთან დაკავშირებულ საკითხზე გამართულ ადმინისტრაციულ წარმოებაში პირადად ან წარმომადგენლის მეშვეობით და თავისი უფლებების დასაცავად გაასაჩივროს სკოლის გადაწყვეტილებები და ქმედებები.
10. შრომით ხელშეკრულებაში შეიძლება განისაზღვროს შრომითი ურთიერთობის მხარეთა -სკოლისა (დამსაქმებლის) და მასწავლებლის (დასაქმებულის) სხვა უფლება-მოვალეობანი, რომლებიც არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს კანონმდებლობას.

მუხლი #7 – შვებულების მიცემის წესი

1. მასწავლებლის შვებულებაში წასვლის უფლება წარმოიშობა მუშაობიდან 11 თვის შემდეგ. სკოლის დირექტორთან შეთანხმებით მასწავლებელს შვებულება შეიძლება მიეცეს ამ ვადის გასვლამდეც.
2. მასწავლებელს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძლება მიეცეს ანაზღაურებადი შვებულება წელიწადში არანაკლებ 40 სამუშაო დღის ვადით, რაც გათვალისწინებულ უნდა იქნეს შრომით ხელშეკრულებაში. განსხვავებული ვადა შეიძლება განისაზღვროს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმებით.
3. მასწავლებელს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ეძლევა ანაზღაურების გარეშე შვებულება არანაკლებ წელიწადში 15 კალენდარული დღისა.

მუხლი #8 – შრომის ანაზღაურების ოდენობა

მასწავლებლის შრომის ანაზღაურება მოხდება სკოლის ტარიფიკაციის მიხედვით ჩატარებული საათების რაოდენობის შესაბამისად.

მუხლი #9 – მხარეთა პასუხისმგებლობის წესი

შრომითი ხელშეკრულების მხარეები პასუხისმგებელნი არიან ერთმანეთის წინაშე არსებული ვალდებულებების შესრულებაზე და შეუსრულებლობით წარმოშობილ ზიანზე.

მუხლი #9′ – შრომითი ხელშეკრულების მოქმედების ვადა
მუხლი ა მ ო ღ ე ბ უ ლ ი ა

მუხლი #10 – შრომითი ხელშეკრულების მოქმედება და მისი მოქმედების შეწყვეტა

1. შრომითი ხელშეკრულებით უნდა განისაზღვროს, რომ სკოლის შინაგანაწესი ხელშეკრულების ნაწილია. დამსაქმებელი ვალდებულია პირს შრომითი ხელშეკრულების დადებამდე გააცნოს სკოლის შინაგანაწესი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ხოლო შემდგომში – მასში შეტანილი ნებისმიერი ცვლილება და დამატება.
2. პუნქტი ა მ ო ღ ე ბ უ ლ ი ა.
3. თუ სკოლასა და მასწავლებელს შორის დადებული კონკრეტული შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ იქნება გათვალისწინებული, სკოლასა და მასწავლებელს შორის შრომითი ხელშეკრულება შეიძლება შეწყდეს ხანგრძლივი შრომისუუნარობისას, თუ მასწავლებლის შრომისუუნარობის ვადა აღემატება ზედიზედ 40 კალენდარულ დღეს, ან 6 თვის განმავლობაში აჭარბებს 60 კალენდარულ დღეს, ამასთანავე, მასწავლებელს გამოყენებული აქვს ამ დანართის მე-7 მუხლით განსაზღვრული შვებულება.
4. მასწავლებელთან დადებული შრომითი ხელშეკრულება შეიძლება შეწყდეს:
ა) სერტიფიცირებული მასწავლებლის სტატუსის შეწყვეტისას;
ბ) ხელშეკრულების პირობების დარღვევის, სააღმზრდელო საქმიანობისათვის შეუფერებელი ქმედების ჩადენის ან კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით არაკვალიფიციურობის დადასტურების შემთხვევაში;
გ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
5. პუნქტი ა მ ო ღ ე ბ უ ლ ი ა.
6. პუნქტი ა მ ო ღ ე ბ უ ლ ი ა.
7. პუნქტი ა მ ო ღ ე ბ უ ლ ი ა.
8. პუნქტი ა მ ო ღ ე ბ უ ლ ი ა.

მუხლი #11 – შრომითი ხელშეკრულების ეგზემპლართა რაოდენობა

თითოეულ ენაზე შედგენილი შრომითი ხელშეკრულება უნდა გაფორმდეს არანაკლებ ორ ეგზემპლარად, რომელთაც აქვთ თანაბარი იურიდიული ძალა და რომლთა თითო ეგზემპლარი გადაეცემა ხელშემკვრელ მხარეებს.

მუხლი #12 – შრომის ხელშეკრულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა

1. შრომით ხელშეკრულებაში ნებისმიერი ცვლილება ან დამატება შეიძლება შეტანილ იქნეს მხოლოდ მხარეთა შეთანხმებით. შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობების შეცვლა, რომელიც განპირობებულია კანონმდებლობის ცვლილებით, არ საჭიროებს დასაქმებულის თანხმობას.
2. შეთანხმებული ცვლილებები ან დამატებები უნდა გაფორმდეს წერილობით, რაც შრომითი ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილია და ძალაში შედის მხოლოდ მხარეთა სათანადო ხელმოწერის შემდეგ. შრომით ხელშეკრულებაში შესული ნებისმიერი ცვლილების ან/და დამატების მიმართ ვრცელდება ამ დანართის მე-10 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესი.

მუხლი #13 – მხარეთა რეკვიზიტები და ხელმოწერა

1. შრომითი ხელშეკრულების ბოლოს სავალდებულოა მიეთითოს მხარეთა რეკვიზიტები, რაც გულისხმობს მათ პირად მონაცემებს (მისამართი, პირადობის მოწმობის ან პასპორტის სერია და ნომერი, საკონტაქტო ტელეფონი, საბანკო ანგარიში და სხვა) და ხელმოწერას.
2. სკოლის დირექტორის ხელმოწერას სავალდებულოა დაესვას სკოლის ბეჭედი.

მუხლი #14 – დავის გადაწყვეტის წესი

შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებით წარმოშობილი დავა უნდა გადაწყვდეს საქართველოს შრომის კოდექსით დადგენილი წესით.

მუხლი #15 – გარდამავალი დებულება

ამ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სკოლის დირექტორსა და მასწავლებელს შორის დადებული შრომითი ხელშეკრულების სავალდებულო პირობების მე-3 მუხლი არ ვრცელდება ამ ბრძანების ძალაში შესვლამდე წარმოშობილ შრომით ურთიერთობებზე.

გამოქვეყნებულია #146 მაცნეში
19.10.2007
ნაწილი III

{tab-ex_sub1 ბრძანება #36ნ -ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ}

docxეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ

{/tabs}

{tab დებულება საქართველოს საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრების არჩევის, მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტისა და რეგისტრაციის წესების შესახებ}

მიღებულია – 17/01/2006 ძალაშია – 23/01/2006

მიმღები: განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

2006 წლის 17 იანვრის N30 ბრძანების დ ე ბ უ ლ ე ბ ა

თავი #1 – ზოგადი დებულებანი
მუხლი #1 – საგანი

ეს დებულება აწესრიგებს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში (შემდგომში – სკოლა) სამეურვეო საბჭოს წევრების არჩევისა და მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტის წესსა და პირობებს, საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების და საქმიანობის წესს.

მუხლი #2 – არჩევნების სამართლებრივი საფუძველი

სამეურვეო საბჭოების არჩევნების (შემდგომში არჩევნები) მომზადებისა და ჩატარების სამართლებრივი საფუძვლებია – საქართველოს კონსტიტუცია, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპები და ნორმები, საქართველოს კანონი “ზოგადი განათლების შესახებ”, ეს დებულება და საქართველოს შესაბამისი ნორმატიული აქტები.

მუხლი #3 – სამეურვეო საბჭოს წევრთა არჩევნების პრინციპები

არჩევნები ტარდება საყოველთაო, თანასწორი, პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით.

მუხლი #4 – თანასწორი საარჩევნო უფლება

1. არჩევნებში ამომრჩევლები თანასწორ საფუძველზე მონაწილეობენ.
2. ყოველ ამომრჩეველს აქვს ერთი ხმის უფლება. მოსწავლის მშობლებს ან კანონიერ წარმომადგენლებს (შემდგომში მშობლებს) აქვთ ერთი ხმა თითო მოსწავლეზე.

მუხლი #5 – პირდაპირი საარჩევნო უფლება

1. არჩევნები პირდაპირია.
2. სამეურვეო საბჭოს წევრებს ამომრჩევლები ირჩევენ უშუალოდ.

მუხლი #6 – კენჭისყრის ფარულობა და ამომრჩევლის ნების თავისუფალი გამოვლენა

1. არჩევნები ტარდება ფარული კენჭისყრით.
2. აკრძალულია ნებისმიერი ქმედება, რომელიც ზღუდავს ამომრჩევლის ნების თავისუფალ გამოვლენას.

მუხლი #7 – არჩევნებში ხმის მიცემის უფლება

1. არჩევნებში ხმის მიცემის უფლება აქვს იმავე სკოლის:
ა) სასკოლო სასწავლო გეგმით განსაზღვრული, ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული და გაუთვალისწინებელი საგნების მასწავლებლებს (შემდგომში – მასწავლებელი)
ბ) მოსწავლის მშობელს პრინციპით: “ერთი მოსწავლე – ერთი ხმა”.
2. საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობის თავმჯდომარე წარმოადგენს მოსწავლეთა თვითმმართველობის წარმომადგენელს სამეურვეო საბჭოში.

მუხლი #8 – კანდიდატები

არჩევნებში კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს მასწავლებელს და მშობელს.

მუხლი #9 – სამეურვეო საბჭოების არჩევნების კოორდინატორი

1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო) არჩევნების ჩატარების ხელშეწყობისა და ზედამხედველობის განხორციელების მიზნით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ნიშნავს არჩევნების კოორდინატორებს (შემდგომში – კოორდინატორი) და ამავე აქტით განსაზღვრავს კოორდინატორებისათვის სამოქმედო ტერიტორიას. ავტონომიური რესპუბლიკის სკოლების სამეურვეო საბჭოების არჩევნების კოორდინატორებს, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ნიშნავს და მათ სამოქმედო ტერიტორიას განსაზღვრავს ამავე ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამისი განათლების სამინისტრო (შემდგომში – შესაბამისი სამინისტრო).
2. კოორდინატორი მინდობილ ტერიტორიაზე საჯარო სკოლებში:
ა) ზედამხედველობს საარჩევნო კომისიის წევრებისა და სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატების რეგისტრაციის პროცედურას;
ბ) ხელს უწყობს საარჩევნო კომისიების მუშაობას;
გ) პუნტი ა მ ო ღ ე ბ უ ლ ი ა;
დ) უფლებამოსილია საარჩევნო კომისიას მისცეს შესასრულებლად სავალდებულო მითითებები დებულებით დადგენილი მოთხოვნების შესასრულებლად.
ე) პუნტი ა მ ო ღ ე ბ უ ლ ი ა;
ვ) პუნტი ა მ ო ღ ე ბ უ ლ ი ა;
ზ) პუნტი ა მ ო ღ ე ბ უ ლ ი ა;
თ) ახორციელებს ამ დებულებით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილებებს.
3. სამინისტროს/შესაბამისი სამინისტროს ტერიტორიული ორგანო – საგანმანათლებლო რესურსცენტრი (შემდგომში – საგანმანათლებლო რესურსცენტრი) ვალდებულია ხელი შეუწყოს კოორდინატორის მუშაობას და ამ მიზნით შეასრულოს კოორდინატორის ცალკეული მითითებები.

მუხლი #10 – საარჩევნო კომისია

1. სკოლაში საარჩევნო პროცესს ორგანიზებას უკეთებს და ხელმძღვანელობს საარჩევნო კომისია.
2. საარჩევნო კომისიის წევრი არ შეიძლება იყოს:
ა) ამავე სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატი;
ბ) ამავე სკოლის დირექტორი/დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი (შემდგომში – დირექტორი);
გ) ამავე სკოლის დირექტორის მოადგილე/სასწავლო ნაწილის გამგე (შემდგომში – დირექტორის მოადგილე);
დ) ამავე სკოლის ბუღალტერი/ სამეურნეო ნაწილის გამგე;
ე) პირი, რომელიც ქმედუუნაროა;
ვ) პირი, რომელიც შეზღუდულქმედუნარიანია (გარდა სრული ზოგადი განათლების მესამე საფეხურის მოსწავლისა);
ზ) პირი, რომელიც არის სხვა სკოლის საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატი.
3. საარჩევნო კომისიის წევრი – გარეშე პირი (შემდგომში – გარეშე პირი) არ შეიძლება იყოს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პირები, ასევე ამავე სკოლის მოსწავლე, მასწავლებელი, მშობელი, მათი ახლო ნათესავი. ამ დებულების მიზნებისათვის “ახლო ნათესავი” გულისხმობს “საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის “ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირებს.
4. სკოლაში, რომელშიც სწავლობს 1000-მდე მოსწავლე, საარჩევნო კომისიის წევრთა რაოდენობა შეადგენს 5 (ხუთს), შემდეგი თანაფარდობით:
ა) საშუალო საფეხურის 1 მოსწავლე;
ბ) 1 მასწავლებელი;
გ) 1 მშობელი;
დ) 2 გარეშე პირი.
5. სკოლაში, რომელშიც სწავლობს 1000-ზე მეტი მოსწავლე, საარჩევნო კომისიის წევრთა რაოდენობა შეადგენს 8 (რვას), შემდეგი თანაფარდობით:
ა) საშუალო საფეხურის 1 მოსწავლე;
ბ) 2 მასწავლებელი;
გ) 2 მშობელი;
დ) 3 გარეშე პირი.
6. თუ სკოლას არ აქვს საშუალო საფეხური, საარჩევნო კომისიაში, მოსწავლის ნაცვლად, საარჩევნო კომისიის წევრად შეყვანილი უნდა იქნას გარეშე პირი.
7. იმ შემთხვევაში, თუ სკოლის საკმარისი რაოდენობის მასწავლებელი, მშობელი ან საშუალო საფეხურის მოსწავლე არ გამოთქვამს საარჩევნო კომისიის წევრობის სურვილს, მათ ნაცვლად ამ დებულებით განსაზღვრული წესით საარჩევნო კომისიის წევრი უნდა იყოს გარეშე პირი.

მუხლი #11 – საარჩევნო კომისიის წევრების რეგისტრაცია

1. საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატების რეგისტრაციას ახორციელებს სკოლის დირექტორი.
2. კომისიის წევრების რეგისტრაცია იწყება არჩევნებამდე 21 დღით ადრე და წყდება არჩევნებამდე 16 დღით ადრე. რეგისტრაციის შესახებ გაიცემა შესაბამისი მოწმობა.
3. სკოლის დირექტორი ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული კომისიის წევრობის კანდიდატების რეგისტრაციის ვადის დასრულებიდან არა უგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა ვალდებულია კოორდინატორს წარუდგინოს მის მიერ რეგისტრირებული საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატების სრული ნუსხა. დაინტერესბული პირები უფლებამოსილნი არიან გადაამოწმონ ნუსხა კოორდინატორთან.
4. იმ შემთხვევაში, თუ საარჩევნო კომისიის წევრობის კონკრეტული კატეგორიის რეგისტრირებულ კანდიდატთა (საშუალო საფეხურის მოსწავლე, მასწავლებელი, მშობელი) რაოდენობა აღემატება ამ დებულებით განსაზღვრულ რაოდენობას, არჩევნებამდე 14 დღით ადრე კოორდინატორი რეგისტრირებულ კანდიდატთა, აგრეთვე სხვა დაინტერესებული პირების თანდასწრებით წილისყრით გამოავლენს საარჩევნო კომისიის წევრებს. საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატთა და სხვა დაინტერესებულ პირთა დასწრება ნებაყოფლობითია. წილისყრა ტარდება შემდეგი წესით:
ა) წილისყრამდე კოორდინატორი ერთნაირ ფურცლებზე, ერთი და იმავე საწერი საშუალებით წერს საარჩევნო კომისიის წევრობის კონკრეტული კატეგორიის კანდიდატთა სახელსა და გვარს;
ბ) ფურცელი უნდა დამოწმდეს კოორდინატორის ხელმოწერით. ფურცელი იმგვარად იკეცება, რომ შეუძლებელი იყოს ტექსტის წაკითხვა. ფურცლების საერთო რაოდენობა წილისყრაში მონაწილე საარჩევნო კომისიის წევრობის კონკრეტული კატეგორიის კანდიდატთა რაოდენობის ტოლი უნდა იყოს;
გ) დამოწმებულ შევსებულ ფურცლებს კოორდინატორი ათავსებს ყუთებში, რომლებიც განკუთვნილი უნდა იყოს საარჩევნო კომისიის წევრობის კონკრეტული კატეგორიის კანდიდატთათვის (საშუალო საფეხურის მოსწავლე, მასწავლებელი ან მშობელი);
დ) კოორდინატორი საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატთა თანდასწრებით ურევს ყუთებში მოთავსებულ ფურცლებს და თითოეული ყუთიდან იღებს მე-10 მუხლის მე-4 ან მე-5 პუნქტებით დადგენილი რაოდენობის ფურცლებს საარჩევნო კომისიის წევრი საშუალო საფეხურის მოსწავლის, მასწავლებლის და მშობლის გამოსავლენად.
5. იმ შემთვევაში, თუ საარჩევნო კომისიის წევრობის კონკრეტული კატეგორიის რეგისტრირებულ კანდიდატთა (საშუალო საფეხურის მოსწავლე, მასწავლებელი, მშობელი) რიცხვი ნაკლებია ამ დებულების მე-10 მუხლის მე-4 ან მე-5 პუნქტებით განსაზღვრულ რაოდენობაზე, დანაკლისის შევსება უნდა მოხდეს გარეშე პირებით.
5′. საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატ გარეშე პირებთან დაკავშირებით წილისყრა არ ტარდება. იმ შემთხვევაში, თუ საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატი გარეშე პირების რიცხვი აღემატება ამ დებულების მე-10 მუხლის მე-4 ან მე-5 პუნქტებით განსაზღვრულ რაოდენობას, კოორდინატორი, თავისი სამოქმედო ტერიტორიის ფარგლებში, მის მიერ შედგენილი ოქმის საფუძველზე, განსაზღვრავს იმ გარეშე პირთა ვინაობას, რომლებიც შეყვანილ იქნებიან საარჩევნო კომისიის შემადგენლობაში.
6. საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი საარჩევნო კომისიის შემადგენლობას ამტკიცებს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, რომელსაც დაუყოვნებლივ უგზავნის შესაბამის სკოლას და აქვეყნებს საგანმანათლებლო რესურსცენტრის შენობაში ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილას. სკოლა ვალდებულია უზრუნველყოს რესურსცენტრის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დაუყოვნებლივ საჯაროდ განთავსება სკოლის შენობაში ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილას.

მუხლი #12 – საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე

1. კომისიის პირველი სხდომა იმართება ამ დებულების მე-11 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემიდან 3 სამუშაო დღის განმავლობაში. კომისია, პირველ სხდომაზე თავისი შემადგენლობიდან ირჩევს კომისიის თავმჯდომარეს ხმათა უბრალო უმრავლესობით.
2. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე:
ა) ასრულებს სრულ ადმინისტრაციულ ფუნქციებს საარჩევნო კომისიაში;
ბ) უძღვება საარჩევნო კომისიის სხდომას;
გ) ზედამხედველობას უწევს სამეურვეო საბჭოს არჩევნებში მონაწილე კანდიდატების რეგისტრაციაში გატარებას;
დ) საარჩევნო კომისიის სხდომის მიმდინარეობისას განსაზღვრული წესით დავალებას აძლევს მდივანს, კომისიის სხვა წევრებს;
ე) ახორციელებს მისთვის ამ დებულებით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს კომისიის მდივანი.
4. საარჩევნო კომისიის წევრთა ხმების გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ხმა.

მუხლი #13 – საარჩევნო კომისიის მდივანი

1. საარჩევნო კომისიის მდივანი აირჩევა კომისიის პირველ სხდომაზე, კენჭისყრით, დამსწრეთა ხმების უბრალო უმრავლესობით.
2. საარჩევნო კომისიის მდივანი:
ა) ადგენს კომისიის სხდომის ოქმებს და სხვა საჭირო დოკუმენტაციას;
ბ) იღებს და რეგისტრაციაში ატარებს საარჩევნო კომისიაში შეტანილ საარჩევნო საბუთებსა და კომისიის სახელზე შესულ კორესპონდენციას;
გ) რეგისტრაციაში ატარებს არჩევნებში მონაწილეობის მსურველ კანდიდატებს აძლევს მათ შესაბამის მოწმობებს;
დ) ადგენს კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმს;
ე) ახორციელებს მისთვის ამ დებულებით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. საარჩევნო კომისიის მდივნის არყოფნის ან მის მიერ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის უფლებამოსილების შესრულების შემთხვევაში, საარჩევნო კომისია დამსწრეთა ხმების უმრავლესობით ირჩევს საარჩევნო კომისიის კონკრეტული სხდომის მდივანს.

მუხლი #14 – დამკვირვებელი

1. არჩევნების პროცესზე შესაძლებელია დაკვირვება განხორციელდეს შემდეგი პირებს მიერ:
ა) კანდიდატის დამკვირვებლები;
ბ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს/შესაბამისი სამინისტროს მიერ უფლებამოსილი დამკვირვებელი;
გ) დამოუკიდებელი დამკვირვებლები;
დ) კოორდინატორი;
ე) საგანმანათლებლო რესურსცენტრის თანამშრომელი.
2. თითოეულ კანდიდატს შეიძლება ყავდეს მხოლოდ ერთი დამკვირვებელი.
3. დამკვირვებელი შეიძლება იყოს ნებისმიერი ქმედუნარიანი პირი.
4. დამკვირვებელს უფლება აქვს:
ა) კენჭისყრის დღეს ნებისმიერ დროს იმყოფებოდეს საარჩევნო ტერიტორიაზე, შეუზღუდავად გადაადგილდეს საარჩევნო ტერიტორიაზე და თავისუფლად, დაუბრკოლებლად დააკვირდეს კენჭისყრის პროცესის ყველა ეტაპს ნებისმიერი ადგილიდან;
ბ) მიიღოს მონაწილეობა საარჩევნო ყუთების შემოწმებაში მათ დალუქვამდე და მათი გახსნის შემდეგ;
გ) დააკვირდეს ამომრჩეველთა სიებში ამომრჩეველთა რეგისტრაციას, საარჩევნო ბიულეტენების გაცემას და დამოწმებას კენჭისყრის პროცესისათვის ხელშეუშლელად;
დ) დაესწროს ხმების დათვლისა და შედეგების შეჯამების პროცედურებს;
ე) დააკვირდეს საარჩევნო კომისიის მიერ კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმისა და სხვა დოკუმენტების შედგენას;
ვ) საჩივრით მიმართოს საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ხმის მიცე-მისა და კენჭისყრის პროცედურებთან დაკავშირებულ დარღვევებზე;
ზ) ამ დებულებით დადგენილი წესით გაასაჩივროს კოორდინატორის ქმედება სამინისტროში/შესაბამის სამინისტროში;
თ) დააკვირდეს საარჩევნო ყუთს, საარჩევნო ყუთში ბიულეტენის ჩაყრას, საარჩევნო ყუთების გახ-სნას, ბიულეტენების დათვლას და ოქმების შედგენას;
ი) გაეცნოს საარჩევნო კომისიების მიერ შედგენილ კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმს.
5. დამკვირვებელს ეკრძალება:
ა) ჩაერიოს საარჩევნო კომისიის ფუნქციებსა და საქმიანობაში;
ბ) გავლენა მოახდინოს ამომრჩეველთა მიერ ნების თავისუფალ გამოვლენაზე;
გ) აგიტაცია გაუწიოს ამომრჩეველს რომელიმე საარჩევნო სუბიექტის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ;
დ) კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში იმყოფებოდეს სამკერდე ნიშნის გარეშე;
ე) დაარღვიოს ამ დებულების სხვა მოთხოვნები.
6. დამკვირვებელთა რეგისტრაციას, გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული დამკვირვებლებისა, ახორციელებს საარჩევნო კომისია მსურველის სახელის, გვარისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პირადობის მოწმობა, პასპორტი) მიხედვით პირადი ნომრის შესაბამის ჟურნალში მითითებით.
6′. საგანმანათლებლო რესურსცენტრის თანამშრომელი უფლებამოსილია განახორციელოს დაკვირვება შესაბამისი საგანმანათლებლო რესურსცენტრის სამოქმედო ტერიტორიაზე მდებარე სკოლაში მიმდინარე არჩევნების პროცესზე. საგანმანათლებლო რესურსცენტრის თანამშრომელთა ვინაობა საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის მიერ ეცნობება საგანმანათლებლო რესურსცენტრის სამოქმედო ტერიტორიაზე განაწილებულ კოორდინატორს და ამავე ტერიტორიაზე მდებარე სკოლების საარჩევნო კომისიებს.
7. სამინისტროს/შესაბამისი სამინისტროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მტკიცდება სამინისტროს/შესაბამისი სამინისტროს თანამშრომელთა (დამკვირვებელთა) ნუსხა, რომლებიც უფლებამოსილნი არიან განახორციელონ დაკვირვება საქართველოს ყველა სკოლაში მიმდინარე არჩევნების პროცესზე. სამინისტროს/შესაბამისი სამინისტროს მიერ უფლებამოსილ დამკვირვებელთა ნუსხა გადაეცემა კოორდინატორებს.
8. სამინისტროს/შესაბამისი სამინისტროს მიერ უფლებამოსილ დამკვირვებლებზე სამინისტრო/შესაბამისი სამინისტრო გასცემს შესაბამის მოწმობებს.

თავი #2 – მოსამზადებელი ეტაპი
მუხლი #15 – არჩევნების დანიშვნა

1. სამეურვეო საბჭოს წევრების არჩევნები ტარდება სამეურვეო საბჭოს წევრების უფლებამოსილების ვადის გასვლიდან არა უგვიანეს 20 დღისა.
2. დაუშვებელია არჩევნების დანიშნვა არდადეგების პერიოდში.
3. სამეურვეო საბჭოების არჩევნების დღეს, ინდივიდუალური ადმინისტრაციუ-სამართლებრივი აქტით, ნიშნავს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი (შემდგომში – მინისტრი). კენჭისყრა იმართება არჩევნების (კენჭისყრის) დღის 10 საათიდან 16 საათამდე.

მუხლი #16 – კანდიდატების რეგისტრაცია

1. საარჩევნო კომისია ვალდებულია რეგისტრაციაში გაატაროს და მიანიჭოს რეგისტრაციის ნომერი ყველა პასიური საარჩევნო უფლების მქონე პირს, რომელიც განცხადებით მიმართავს კომისიას. რეგისტრაცია იწყება არჩევნებამდე 12 დღით ადრე და წყდება არჩევნებამდე ხუთი დღით ადრე.
2. განცხადება უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
ა) სახელი, გვარი;
ბ) დაბადების თარიღი;
გ) კანდიდატთა რომელ კატეგორიაში შედის (მასწავლებელი თუ მშობელი);
დ) ავტობიოგრაფია (CV);
ე) საარჩევნო პროგრამა (ნებაყოფლობითია);
ვ) 2 ფოტოსურათი;
ზ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პირადობის მოწმობა, პასპორტი) ასლი.
3. საარჩევნო კომისია ვალდებულია ერთი დღის ვადაში განცხადების მიღების დღიდან მოახდინოს კანდიდატთა რეგისტრაცია.
4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის არასრულყოფილად წარმოდგენის შემთხვევაში, საარჩევნო კომისია ვალდებულია კანდიდატს წერილობით მიუთითოს, თუ რა ხარვეზს შეიცავს წარმოდგენილი დოკუმენტაცია და განუსაზღვროს ვადა ხარვეზის აღმოსაფხვრელად არა უმეტეს 2 კალენდარული დღისა.
5. საარჩევნო კომისია ვალდებულია კანდიდატის მიერ ხარვეზის აღმოფხვრიდან 1 კალენდარული დღის ვადაში რეგისტრაციაში გაატაროს კანდიდატი ან დასაბუთებული უარი უთხრას რეგისტრაციაში გატარებაზე.
5′. თუ კანდიდატი, საარჩევნო კომისიის მიერ ამ მუხლის მე-4 პუნქტით შესაბამისად განსაზღვრულ ვადაში არ აღმოფხვრის ხარვეზს, საარჩევნო კომისია არ გაატარებს მას რეგისტრაციაში.
6. კანდიდატის სტატუსი შეუთავსებელია კომისიის წევრის, დირექციის წევრის, დამკვირვებლის და ასევე ნებისმიერ იმ თანამდებობასთან სკოლაში, რომელიც დაკავშირებულია სკოლაში საარჩევნო პროცესის მომზადებასა და მიმდინარეობასთან.

მუხლი #17 – საარჩევნო სიები

1. საარჩევნო კომისია პასუხისმგებელია მასწავლებელთა და მშობელთა ერთიანი საარჩევნო სიების შედგენაზე (შემდგომში – ამომრჩეველთა სია). მშობელთა სიები დგება თითოეული საფეხურისთვის ცალ-ცალკე.
2. არჩევნებამდე შვიდი დღით ადრე საარჩევნო კომისია სკოლის დირექციიდან გამოითხოვს მასწავლებელთა ნუსხას სახელფასო უწყისის მიხედვით.
3. არჩევნებამდე შვიდი დღით ადრე კლასის დამრიგებელი საარჩევნო კომისიას აწვდის თავისი სადამრიგებლო კლასის მოსწავლეთა მშობლების სიას. მშობელთა სიაში კონკრეტული მოსწავლის სახელისა და გვარის გასწვრივ მითითებული უნდა იყოს ამ მოსწავლის ორივე მშობლის სახელი, გვარი და პირადი ნომერი მათი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პირადობის მოწმობა, პასპორტი) მიხედვით.
4. პუნქტი ა მ ო ღ ე ბ უ ლ ი ა.
5. მოწოდებული სიები დაუყოვნებლივ უნდა გამოიკრას თვალსაჩინო ადგილას სკოლაში. სიებში ხარვეზის აღმოჩენისას დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს სამი დღის განმავლობაში მიმართოს საარჩევნო კომისიას ხარვეზის გამოსწორების მოთხოვნით. საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება უნდა იყოს დასაბუთელი.
6. ხარვეზის შესახებ გადაწყვეტილება საარჩევნო კომისიამ უნდა გამოიტანოს ერთი დღის ვადაში.

მუხლი #18 – წინასაარჩევნო აგიტაცია და კამპანია

1. საარჩევნო კომისია ვალდებულია კანდიდატის რეგისტრაციის დასრულებისთანავე სკოლის დირექციის დახმარებით უზრუნველყოს კანდიდატის ავტობიოგრაფიისა და საარჩევნო პროგრამის საჯაროობა სკოლის საჯარო სტენდზე გაკვრით, აგრეთვე სკოლის ხელთ არსებული სხვა საშუალებებით (სკოლის გაზეთში გამოქვეყნება და სხვ.).
2. კანდიდატს უფლება აქვს ჩაატაროს წინასაარჩევნო კამპანია, რომელიც იწყება კანდიდატის საარჩევნო კომისიის მიერ რეგისტრაციაში გატარების მომენტიდან. წინასაარჩევნო კამპანიის წარმართვისას ყველა კანდიდატი სარგებლობს თანასწორი უფლებით.
3. ასარჩევ კანდიდატებს, ასევე მათ მხარდამჭერ პირებს უფლება აქვთ გასწიონ წინასაარჩევნო აგიტაცია კანდიდატის მხარდასაჭერად ან საწინააღმდეგოდ.
4. არჩევნების დღეს იკრძალება კამპანიისა და აგიტაციის წარმოება;
5. წინასაარჩევნო კამპანიასა და აგიტაციაში მონაწილეობის მიღების უფლება არა აქვთ:
ა) საარჩევნო კომისიის წევრებს;
ბ) სკოლის დირექციას;
გ) დამკვირვებლებს და დამხმარე პერსონალს.
6. წინასაარჩევნო კამპანია და აგიტაცია შესაძლებელია განხორციელდეს სხვადასხვა ღონისძიებების ჩატარებით (კრებები და შეხვედრები ამომრჩევლებთან, საჯარო დებატები და დისკუსიები), ბეჭდური სააგიტაციო მასალების გამოცემა-გავრცელებით, წინასაარჩევნო მოწოდებების, განცხადებების, ფურცლებისა და ფოტომასალის დამზადებისა და გავრცელების გზით, აგრეთვე კანონმდებლობით ნებადართული ნებისმიერი სხვა საშუალებით. აკრძალულია მათი გავრცელებისათვის ხელის შეშლა და ჩამორთმევა.
7. წინასაარჩევნო კამპანიამ და აგიტაციამ არ უნდა შეუშალოს ხელი სასწავლო პროცესს. იკრძალება გაკვეთილებზე საარჩევნო კამპანიისა და აგიტაციის ჩატარება, აგრეთვე ნებისმიერი ისეთი ქმედება, რომელიც ხელყოფს წესრიგს სკოლაში ან ზიანს აყენებს მის ქონებას.
8. სკოლის დირექტორს უფლება არ აქვს უარი უთხრას კანდიდატებს ან მათ მხარდამჭერებს წინასაარჩევნო კამპანიისა და აგიტაციისათვის საკლასო ოთახით, დარბაზებით და/ან სკოლის სხვა ქონებით სარგებლობისათვის. ყველა კანდიდატისათვის სკოლის ფართით სარგებლობა უნდა იყოს თანაბრად ხელმისაწვდომი.
9. სკოლის დირექციას ეკრძალება სამეურვეო საბჭოს არჩევნების პროცესში ჩარევა ან/და ხელის შეშლა.

მუხლი #19 – საარჩევნო ტერიტორიის მოწყობა

1. საარჩევნო კომისია ვალდებულია არჩევნებამდე ერთი დღით ადრე მოახდინოს საარჩევნო ტერიტორიის მოწყობა.
2. საარჩევნო ტერიტორია უნდა განთავსდეს ყველაზე უფრო დიდი ფართობის მქონე საკლასო ოთახში/დარბაზში. მოწყობის შემდეგ ოთახი უნდა ჩაიკეტოს. საარჩევნო ტერიტორიის გახსნამდე გასაღები ინახება საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან.
3. საარჩევნო ტერიტორიაზე:
ა) ფარული კენჭისყრისავის უნდა მოეწყოს არანაკლებ 2 ადგილისა, სადაც დაცული იქნება ხმის მიცემის ფარულობა;
ბ) უნდა იდგეს სამი მაგიდა ცალ-ცალკე ამომრჩეველი მასწავლებლებისა და მშობლების რეგისტრაციისათვის და საარჩევნო ბიულეტენების (შემდგომში ბიულეტენი) დამოწმებისათვის.
გ) თვალსაჩინო ადგილას უნდა იდგეს ორი საარჩევნო ყუთი მშობლებისა და მასწავლებლებისათვის.
დ) თვალსაჩინო ადგილას უნდა გამოიკრას ამომრჩეველთა და კანდიდატთა სიები, საარჩევნო პროცედურები, ბიულეტენის და საჩივრის შევსების წესი და ფორმა.
4. პასუხისმგებლობა კენჭისყრის მომზადების, ამომრჩეველთა ნების თავისუფალი გამოვლენის, კენჭისყრის ფარულობის უზრუნველყოფისა და არჩევნების ადგილის ამ დებულების მოთხოვნების შესაბამისად მოწყობისათვის ეკისრება საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს.

თავი #3 – კენჭისყრის დღე
მუხლი #20 – კენჭისყრის დრო

1. პუნქტი ა მ ო ღ ე ბ უ ლ ი ა;
2. კენჭისყრის დროს აკრძალულია კენჭისყრის ადგილის ჩაკეტვა, კენჭისყრის შეწყვეტა ან შეჩერება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შეუძლებელია არჩევნების საყოველთაობის, თანასწორობისა და ამომრჩეველთა ნების თავისუფალი გამოვლინების უზრუნველყოფა.
3. კენჭისყრის შენობის დროებით ჩაკეტვის ან კენჭისყრის შეჩერების (ისევე, როგორც შემდგომ კენჭისყრის შენობის გახსნისა და კენჭისყრის გაგრძელების) გადაწყვეტილებას ერთპიროვნულად იღებს საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე.
4. ამომრჩეველი კენჭისყრის შენობაში შეიძლება იმყოფებოდეს მხოლოდ ხმის მიცემისათვის საჭირო დროის განმავლობაში.

მუხლი #21 – საარჩევნო უბნის გახსნა

1. საარჩევნო უბანი იხსნება კენჭისყრის დაწყებამდე 1 საათით ადრე. უბნის გახსნის შემდეგ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, დამკვირვებელთა თანდასწრებით, კომისიის წევრთაგან წილისყრით გამოავლენს თითოეულ მაგიდაზე:
ა) ამომრჩეველთა რვგისტრატორ კომისიის წევრებს, რომლებიც აგრეთვე გასცემენ საარჩევნო ბიულეტენებს, ბიულეტენის უკანა გვერდზე სათანადო ადგილას ხელის მოწერის შემდეგ;
ბ) კომისიის წევრს, რომელიც რეგისტრატორის მიერ ხელმოწერილ საარჩევნო ბიულეტენს დაამოწმებს ბიულეტენის უკანა გვერდზე სათანადო ადგილას ხელის მოწერით და სკოლის ბეჭდით (შემდგომში – ბეჭედი);
გ) საარჩევნო ყუთზე ზედამხედველ და ამომრჩეველთა ნაკადის მომწესრიგებელ კომისიის წევრს/წევრებს.
2. პუნქტი ა მ ო ღ ე ბ უ ლ ი ა.
3. წილისყრამდე საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ერთნაირ ფურცლებზე, ერთი და იმავე საწერი საშუალებით წერს კომისიის წევრთა ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ ფუნქციებს. ფურცელი უნდა დამოწმდეს ბეჭდით. ფურცელი იმგვარად იკეცება, რომ შეუძლებელი იყოს ტექსტის წაკითხვა. ბეჭდით დამოწმებულ შევსებულ ფურცლებს კომისიის თავმჯდომარე ათავსებს ცარიელ ყუთში და ურევს მათ. ფურცლების საერთო რაოდენობა წილისყრის მონაწილე კომისიის წევრთა რაოდენობის ტოლი უნდა იყოს. წილისყრის მონაწილე კომისიის წევრები ყუთიდან სათითაოდ იღებენ თითო ფურცელს. წილისყრის დასრულების შემდეგ საარჩევნო კომისიის მდივანი შეადგენს ოქმს წილისყრით ფუნქციათა განაწილების შედეგებს.
4. კომისიის წევრის წილისყრით დადგენილი ფუნქციის დროებით გადაცემა კომისიის სხვა წევრისათვის შეიძლება მხოლოდ კომისიის თავმჯდომარის ნებართვით, რაც უნდა აღინიშნოს წერილობით დროის მითითებით.
5. წილისყრის შემდეგ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე:
ა) აცხადებს ამომრჩეველთა რაოდენობას ცალ-ცალკე მასწავლებლებისა და მშობლების სიების მიხედვით;
ბ) ამოწმებს საარჩევნო ბიულეტენებისა ლუქის მთლიანობას;
გ) ამოწმებს და ლუქავს საარჩევნო ყუთს.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტში აღნიშნული მონაცემები საარჩევნო კომისიის მდივანს დაუყოვნებლივ შეაქვს ოქმში.
7. საარჩევნო ყუთში საკონტროლო ფურცელი იყრება თითოეულ ყუთან პირველი ამომრჩევლის მისვლის შემდეგ. საკონტროლო ფურცელი ივსება ორ ცალად და მათ ხელს აწერენ პირველი ამომრჩეველი და საარჩევნო კომისიის ყველა დამსწრე წევრი. საკონტროლო ფურცლებზე აღინიშნება საარჩევნო ყუთებში მათი ჩაგდების ზუსტი დრო და პირველი ამომრჩევლის სახელი, გვარი და პირადი ნომერი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პირადობის მოწმობა, პასპორტი) მიხედვით. საკონტროლო ფურცლის ერთი ცალი ინახება საარჩევნო კომისიის მდივანთან საარჩევნო ყუთების გახსნის შემდეგ მათში არსებულ საკონტროლო ფურცლებთან შედარების მიზნით.
8. საარჩევნო კომისიის მდივანი ინახავს და პასუხისმგებელია შედარების მიზნით საარჩევნო კომისიაში შენახული საკონტროლო ფურცლის დაცვასა და ნამდვილობაზე.

მუხლი #22 – კენჭისყრაში ხმის მიცემის სისტემა

1. მასწავლებელი უფლებამოსილია ხმა მისცეს მხოლოდ მასწავლებელს და მშობელი – მხოლოდ მშობელს, რომელიც წარმოადგენს იმავე საფეხურს.
2. ამომრჩეველი საარჩევნო ბიულეტენში შემოხაზავს მის მიერ არჩეული ერთი კანდიდატის რეგისტრაციის ნომერს.
3. ბიულეტენად შეიძლება გამოყენებულ იქნას ერთნარი ხარისხის თანაბარი ზომის ქაღალდის ფურცლები. მშობლის ბიულეტენზე აღნიშნული უნდა იყოს, რომელ საფეხურს წარმოადგენს იგი.

მუხლი #23 – კენჭისყრის ჩატარება

1. თითოეული ამომრჩეველი ხმას აძლევს პირადად. დაუშვებელია ხმის მიცემა სხვა პირის ნაცვლად.
2. ხმის მიცემის პროცედურა ტარდება შემდეგი წესისა და თანამიმდევრობის დაცვით:
ა) საარჩევნო კომისიის წევრი უშვებს ამომრჩეველს საარჩევნო ადგილას. კენჭისყრის ოთახში ამომრჩეველი შეშვებულ უნდა იქნას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შესაბამის სარეგისტრაციო მაგიდასთან ორზე მეტი ამომრჩეველი არ დგას;
ბ) კენჭისყრის ოთახში შესული ამომრჩეველი მიდის შესაბამის სარეგისტრაციო მაგიდასთან, რეგისტრატორს წარუდგენს პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს (პირადობის მოწმობა, პასპორტი) და ამომრჩეველთა სიაში პირადი ნომრის შეტანის შემდეგ ხელის მოწერით ადასტურებს ბიულეტენის მიღებას. ბიულეტენის გაცემისას რეგისტრატორი ხელს აწერს ბიულეტენის უკანა გვერდზე და ამომრჩეველთა სიაში;
გ) მიღებული ბიულეტენი ამომრჩეველს მიაქვს თვალსაჩინო ადგილას განცალკევებით მჯდომ დამმოწმებელი კომისიის წევრთან, რომელიც ხელმოწერით და ბეჭდით დაამოწმებს ბიულეტენს;
დ) ბიულეტენის დამოწმების შემდეგ ამომრჩეველი მიდის ფარული კენჭისყრისათვის სპეციალურად მოწყობილ ადგილას, სადაც საარჩევნო ბიულეტენში შემოხაზავს სასურველი კანდიდატის რეგისტრაციის ნომერს. ამომრჩეველმა ბიულეტენი ისე უნდა დაკეცოს, რომ არ ჩანდეს, ვის მისცა ხმა;
ე) დაკეცილი ბიულეტენი (ბიულეტენები) ამომრჩეველს მიაქვს საარჩევნო ყუთთან. საარჩევნო ყუთთან ერთდროულად ერთზე მეტი ამომრჩევლის მისვლა არ შეიძლება;
ვ) საარჩევნო ყუთთან მუდმივად უნდა იდგეს საარჩევნო ყუთზე ზედამხედველი კომისიის წევრი. მას დახურული უნდა ჰქონდეს ბიულეტენის ჩასაგდები ჭრილი, რომელიც უნდა გახსნას მხოლოდ მას შემდეგ, რაც დარწმუნდება, რომ ამომრჩეველს ხელში არა აქვს ზედმეტი ბიულეტენი.
ზ) კენჭისყრის დასრულების შემდეგ ილუქება საარჩევნო ყუთში ბიულეტენების ჩასაგდები ჭრილი.
3. საარჩევნო ბიულეტენების შევსებისას აკრძალულია სხვა პირის დასწრება. ამომრჩეველს, რომელსაც არ შეუძლია დამოუკიდებლად შეავსოს საარჩევნო ბიულეტენი, უფლება აქვს ფარული კენჭისყრისათვის მოწყობილ ადგილას დასახმარებლად მიიწვიოს ნებისმიერი პირი, გარდა:
ა) საარჩევნო კომისიის წევრისა;
ბ) კანდიდატისა;
გ) კანდიდატის წარმომადგენლის;
დ) დამკვირვებლისა.
4. თუ ამომრჩეველს ან საარჩევნო კომისიის წევრს გაუფუჭდა საარჩევნო ბიულეტენი, მან ამის შესახებ უნდა აცნობოს საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, ჩააბაროს გაფუჭებული საარჩევნო ბიულეტენი და მიიღოს ახალი. გაფუჭებულ საარჩევნო ბიულეტენს ამომრჩევლის თანდასწრებით ჩამოეჭრება კუთხე, წაეწერება “გაფუჭებულია”, ხელს მოაწერს კომისიის თავმჯდომარე და იგი ცალკე შეინახება.
5. საარჩევნო კომისიის წევრებსა და დამკვირვებლებს უფლება აქვთ ამომრჩეველს ფარული კენჭისყრისათვის მოწყობილ ადგილას შესვლამდე და ბიულეტენის საარჩევნო ყუთში ჩაგდებამდე მოსთხოვონ, უჩვენოს, რომ მას ხელთ აქვს მხოლოდ ერთი საარჩევნო ბიულეტენი, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ სკოლაში ამომრჩევლის ორი ან მეტი შვილი სწავლობს, იგი ვალდებულია წარუდგინოს ამის დამადასტურებელი საბუთი და შესაბამისი რაოდენობის ბიულეტენი. ამომრჩეველი ვალდებულია დააკმაყოფილოს ეს მოთხოვნა.
6. თუ კენჭისყრის დროს დაირღვა საარჩევნო ყუთის ლუქის მთლიანობა, საარჩევნო კომისია აჩერებს კენჭისყრის პროცესს და განკარგულებით იღებს გადაწყვეტილებას საარჩევნო ყუთის ხელახლა დალუქვისა და კენჭისყრის გაგრძელების საკითხის თაობაზე.
7. საარჩევნო ტერიტორია იკეტება კენჭისყრისათვის განსაზღვრული დროის დამთავრებისთანავე. ამ დროისათვის რიგში მდგომ ამომრჩევლებს შეუძლიათ ხმის მიცემა. საარჩევნო კომისიის მდივანი წერილობით რიგში მდგომი ამომრჩევლების გვარსა და სახელს და მათ რაოდენობას აცნობებს საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, რომელიც გამოაცხადებს, რომ კენჭისყრაში მონაწილეობა შეუძლიათ მხოლოდ რიგში მდგომ ამომრჩევლებს.

მუხლი #24 – საარჩევნო ყუთის გახსნამდე ჩასატარებელი პროცედურები

1. კენჭისყრის დამთავრების შემდეგ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირთა თანდასწრებით ამ დებულების 21-ე მუხლში აღნიშნული წილისყრის მონაწილე კომისიის წევრებისგან იმავე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით წილისყრით შეარჩევს არანაკლებ სამ მთვლელს, ხოლო დამკვირვებლები თავისი შემადგენლობიდან ურთიერთშეთანხმებით შეარჩევენ არა უმეტეს სამ მეთვალყურეს (ერთს – მასწავლებლების დამკვირვებლებისაგან, ერთს – მშობლების, ერთს – სხვა დამკვირველებლებისაგან). თუ დამკვირვებლები ვერ შეთანხმდნენ, მათგან სამ მეთვალყურეს წილისყრით გამოავლენს საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე. სამინისტროს/შესაბამისი სამინისტროს დამკვირვებელი უფლებამოსილია დაესწროს ხმის დათვლას. შედეგები საარჩევნო კომისიის მდივანს დაუყოვნებლივ შეაქვს კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ შესაბამის ოქმში.
2. მთვლელები შემდეგი თანამიმდევრობით ითვლიან და პაკეტებად კრავენ:
ა) გამოუყენებელ საარჩევნო ბიულეტენებს;
ბ) გაფუჭებულ საარჩევნო ბიულეტენებს;
3. თითოეულ პაკეტს უნდა დაეწეროს სკოლის სახელწოდება/ნომერი და მისამართი, საარჩევნო ბიულეტენების სახე, გამოუყენებელ და გაფუჭებულ საარჩევნო ბიულეტენთა რაოდენობა.
4. კომისიის მდივანს გამოუყენებელ და გაფუჭებულ ბიულეტენთა რაოდენობა შეაქვს შემაჯამებელ ოქმში.
5. პაკეტები უნდა დაილუქოს და მათ ხელი უნდა მოაწერონ მთვლელებმა, საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ და მდივანმა.

მუხლი #25 – საარჩევნო ყუთის გახსნა

1. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე კომისიის წევრებისა და დამკვირვებელთა თანდასწრებით ამოწმებს საარჩევნო ყუთზე ლუქის მთლიანობას.
2. თუ ლუქის მთლიანობა დარღვეული აღმოჩნდა, მაგრამ საარჩევნო კომისია მიიჩნევს, რომ ამას არ გამოუწვევია ამ დებულების სხვა მოთხოვნათა დარღვევა, გრძელდება კენჭისყრის შედეგების შეჯამების პროცედურა. წინააღმდეგ შემთხვევაში საარჩევნო ყუთი ილუქება და დალუქული საარჩევნო ყუთი საარჩევნო კომისიის დასაბუთებული განკარგულებით დაუყოვნებლივ გადაეცემა შესაბამის საგანმანათლებლო რესურსცენტრს.
3. მთვლელებს განცალკევებით მდგარ მაგიდაზე გადააქვთ საარჩევნო ყუთები და ადგილს ისე იკავებენ, რომ მოპირდაპირე მხარეს, ერთი მეტრის დაშორებით იმყოფებოდნენ საარჩევნო კომისიის წევრები და დამკვირვებლები. მთვლელების გვერდით დგება დამკვირვებელთაგან გამოვლენილი სამი მეთვალყურე და სამინისტროს/შესაბამისი სამინისტროს მიერ წარგზავნილი დამკვირვებელი.
4. მთვლელები საარჩევნო ყუთში არსებულ ბიულეტენებს ათავსებენ განცალკევებით მდგომ მაგიდაზე, ამოწმებენ საარჩევნო ყუთში საკონტროლო ფურცლის არსებობას და მას უდარებენ საარჩევნო კომისიაში შენახულ საკონტროლო ფურცელს. თუ ყველაფერი წესრიგში აღმოჩნდა, მთვლელები იწყებენ ბიულეტენების დათვლას.
5. თუ საკონტროლო ფურცლებს შორის განსხვავება გამოვლინდა, ან ყუთში საკონტროლო ფურცელი არ აღმოჩნდა, მაგრამ საარჩევნო კომისია მიიჩნევს, რომ ამას არ გამოუწვევია ამ დებულების სხვა მოთხოვნათა დარღვევა, გრძელდება კენჭისყრის შედეგების შეჯამების პროცედურა. წინააღმდეგ შემთხვევაში, საარჩევნო კომისიის დასაბუთებული განკარგულების საფუძველზე ბიულეტენები შეიფუთება, დაილუქება და დაუყოვნებლივ გადაეცემა შესაბამის საგანმანათლებლო რესურსცენტრს.

მუხლი #26 – ხმების დათვლა

1. მთვლელები ცალ-ცალკე ითვლიან მაწავლებელთა და მშობელთა არჩევნების შედეგებს, მათ შორის მშობლებისათვის ცალ-ცალკე საფეხურების მიხედვით.
2. საარჩევნო კომისია საარჩევნო ბიულეტენებს ითვლის შემდეგი წესის დაცვით:
ა) პირველი მთვლელი იღებს საარჩევნო ბიულეტენს, აცხადებს, ვისთვისაა მიცემული ხმა და გადასცემს მეორე მთვლელს. მესამე მთვლელი საარჩევნო ბიულეტენებს აწყობს ცალ-ცალკე, თითოეული საარჩევნო სუბიექტისათვის მიცემული ხმების შესაბამისად;
ბ) ცალკე ეწყობა დაუდგენელი ნიმუშის, ცალკე – საარჩევნო ბიულეტენები, რომელთა ნამდვილობაც საეჭვოდ იქნა მიჩნეული.
3. სამივე მთვლელთან დგას მეთვალყურე. მათ უფლება აქვთ დააკვირდნენ დათვლის მთელ პროცედურას, მიუთითონ შეცდომაზე, მოითხოვონ შეცდომის გასწორება, ხოლო მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში გაასაჩივრონ ქმედება ამ დებულებით დადგენილი წესით.

მუხლი #27 – საარჩევნო ბიულეტენის ბათილობის ცნობის საფუძვლები და წესი

1. საარჩევნი ბიულეტენის ფორმა მტკიცდება მინისტრის ბრძანებით. დადგენილი ნიმუშის საარჩევნო ბიულეტენი მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიჩნევა ბათილად, თუ:
ა) საარჩევნო ბიულეტენი დამოწმებული არ არის ბეჭდითა და საარჩევნო ბიულეტენზე ხელმომწერი კომისიის ორივე წევრის ხელმოწერით;
ბ) შეუძლებელია იმის დადგენა, რომელ საარჩევნო სუბიექტს მისცა ხმა ამომრჩეველმა;
გ) ხმა მიცემულია იმ სუბიექტის სასარგებლოდ, რომელიც არ შედის საარჩევნო ყუთის შესაბამის კანდიდატთა, აგრეთვე მშობლის შესაბამისი საფეხურის კანდიდატთა კატეგორიაში.
2. ყველა საარჩევნო ბიულეტენის დახარისხების შემდეგ მოწმდება ის საარჩევნო ბიულეტენები, რომელთა ნამდვილობაც საეჭვოდ იქნა მიჩნეული. თითოეული საარჩევნო ბიულეტენის ნამდვილობის საკითხს კენჭისყრით წყვეტს საარჩევნო კომისია. ნამდვილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენი ემატება ნამდვილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენების დასტას, ხოლო ბათილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენი -ბათილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენების დასტას.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული პროცედურის დასრულების შემდეგ ითვლება ბათილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენები და მათ ეწერება “ბათილია”, რასაც ხელს აწერენ საარჩევნო კომისიის წევრები. ეს ბიულეტენები პაკეტად იკვრება და მათ რაოდენობას საარჩევნო კომისიის მდივანი დაუყოვნებლივ აღნიშნავს კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმში.

მუხლი #28 – კენჭისყრის შედეგების შეჯამება

1. 26-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურის დასრულების შემდეგ ითვლება თითოეული საარჩევნო სუბიექტისთვის მიცემულ ხმათა რაოდენობა.
2. საარჩევნო ბიულეტენების ყოველი პაკეტი უნდა შეიფუთოს და დაილუქოს. შეკვრას უნდა დაეწეროს სკოლის სახელწოდება/ნომერი და მისამართი, საარჩევნო ბიულეტენების სახე და რაოდენობა. პაკეტები ინახება სკოლის დირექციაში, რაზედაც ფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი, რომელსაც ხელს აწერს საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და სკოლის დირექტორი/დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი.
3. ამ მუხლში აღნიშნული პროცედურების დასრულების შემდეგ კომისიის მდივანი ადგენს კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის 3 ასლს, ხოლო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების სკოლებში – 4 ასლს, რომლებიდანაც არჩევნების დღის მეორე დღეს ერთი გადაეცემა სკოლის დირექციას, მეორე – ახალ არჩეულ სამეურვეო საბჭოს წევრთაგან უხუცესს, მესამე – სამინისტროს არჩეულ წევრთა სარეგისტრაციოდ, მეოთხე – შესაბამის სამინისტროს. კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენისას შეცდომის გასწორების შემთხვევაში ოქმზე კეთდება შესაბამისი შენიშვნა, რომელზეც ხელს აწერს კომისიის ყველა წევრი.
4. კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის ნიმუშს ამტკიცებს მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამარლებრივი აქტით. შემაჯამებელ ოქმში აღინიშნება:
ა) სკოლის სახელწოდება/ნომერი და მისამართი;
ბ) არჩევნების დასახელება;
გ) კენჭისყრის ტური და თარიღი;
დ) ამომრჩეველთა სიაში მითითებული მასწავლებლებისა და თითოეულ საფეხურზე არსებული მოსწავლეთა მშობლების (პრინციპით: “ერთი მოსწავლე – ერთი ხმა”) როდენობები ცალ- ცალკე;
ე) კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველი მასწავლებლებისა და მშობლების (საფეხურების მიხედვით) რაოდენობები ცალ-ცალკე;
ვ) არჩევნების მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა (ამომრჩეველთა სიებში ხელმოწერების მიხედვით);
ზ) მიღებულ საარჩევნო ბიულეტენთა რაოდენობა;
თ) გამოუყენებელ საარჩევნო ბიულეტენთა რაოდენობა;
ი) გაფუჭებულ საარჩევნო ბიულეტენთა რაოდენობა;
კ) ბათილად მიჩნეულ საარჩევნო ბიულეტენთა რაოდენობა;
ლ) საარჩევნო სუბიექტების დასახელება, თითოეული საარჩევნო სუბიექტის მიერ მოპოვებული ხმების რაოდენობა;
მ) ნამდვილი ბიულეტენების რაოდენობა (საარჩევნო სუბიექტებისათვის მიცემულ ხმათა რაოდენობების ჯამი);
ნ) ოქმის შედგენის თარიღი და დრო;
ო) ოქმის ის მონაცემები, რომლებსაც არ ეთანხმება კომისიის წევრი (ამ ჩანაწერს კომისიის წევრი აკეთებს გრაფაში “განსხვავებული აზრი” და ხელს აწერს მას);
5. საარჩევნო კომისიის ყველა წევრი ვალდებულია ხელი მოაწეროს კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმს, რითაც დასტურდება მათი ყოფნა საარჩევნო უბანში. თუ, საარჩევნო კომისიის წევრი უარს აცხადებს შემაჯამებელ ოქმზე ხელის მოწერაზე, აღნიშნულის თაობაზე კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და მდივნის ხელმოწერით. კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი მოწმდება სკოლის ბეჭდით.
6. თუ საარჩევნო კომისიის წევრი არ ეთანხმება შემაჯამებელ ოქმში შეტანილ მონაცემებს, უფლება აქვს ოქმს წერილობით დაურთოს განსხვავებული აზრი.
6′. პუნქტი ა მ ო ღ ე ბ უ ლ ი ა.
7. საარჩევნო კომისია, კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენისთანავე, განკარგულებით ამტკიცებს შემაჯამებელ ოქმს. კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის დამტკიცების შესახებ განკარგულების ნიმუშს ამტკიცებს მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. განკარგულება მიიღება საარჩევნო კომისიის დამსწრე წევრთა უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ სიითი შემადგენლობის ერთი მესამედისა და მას ხელს აწერს საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და მდივანი. განკარგულება დგება ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული რაოდენობის ეგზემპლარად და ეგზავნება ამავე პუნქტით დადგენილ სუბიექტებს კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმთან ერთად.
8. კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის დამტკიცების შესახებ განკარგულებაში უნდა აღინიშნოს არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატი მასწავლებლებისა და მშობლების (საფეხურების მიხედვით) ვინაობა მიღებული ხმების მითითებით და არჩევნების მეორე ტურის ჩატარების თარიღი (ასეთის საჭიროების შემთხვევაში).
9. ამ დებულების 25-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესით საგანმანათლებლო რესურსცენტრისათვის ბიულეტენების გადაცემის შემთხვევაში, კოორდინატორი ამოწმებს/იკვლევს საარჩევნო კომისიის შესაბამისი განკარგულების დასაბუთებულობას, საარჩევნო კომისიაში წარდგენილ საჩივრებს და დამკვირვებლის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას. კოორდინატორი ასევე უფლებამოსილია მოითხოვოს საარჩევნო კომისიის წევრთა ახსნა-განმარტებები. აღნიშნული შემოწმება/გამოკვლევის შედეგად კოორდინატორი იღებს გადაწყვეტილებას ბიულეტენების დათვლის შესახებ ან შუამდგომლობს მინისტრის წინაშე არჩევნების ჩაშლილად გამოცხადებისა და ხელახალი არჩევნების დანიშვნის თაობაზე.
10. ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული წესით კოორდინატორის მიერ ბიულეტენების დათვლის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, კოორდინატორი შესაბამის საგანმანათლებლო რესურსცენტრში იწვევს საარჩევნო კომისიას, რომელიც კორდინატორის თანდასწრებით ითვლის ბიულეტენებს და ადგენს კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმს და მისი დამტკიცების შესახებ განკარგულებას.

მუხლი #29 – გამარჯვებულების გამოვლენა

1. სკოლაში, რომელშიც არჩევნების დანიშვნის დღისათვის სწავლობს 500 მოსწავლეზე მეტი სამეურვეო საბჭოში აირჩევა 12 წევრი, ხოლო სკოლაში, რომელშიც არჩევნების დანიშვნის დღისათვის სწავლობს 500 მოსწავლეზე ნაკლები – 6 წევრი.
2. იმ სკოლებში, რომლებშიც არჩევნების დანიშვნის დღისათვის სწავლობს 500-ზე ნაკლები მოსწავლე და სწავლება ხორციელდება მხოლოდ 2 საფეხურზე, მშობელთა საფეხურების მიხედვით თანაბარი წარმომადგენლობის უზრუნველსაყოფად აირჩევა 8 სამეურვეო საბჭოს წევრი.
3. 6-წევრიანი სამეურვეო საბჭოს არჩევნებისას მასწავლებლების არჩევნებში გამარჯვებულად ჩაითვლება უმეტესი ხმების მქონე 3 მასწავლებელი, ხოლო 12 წევრიანი სამეურვეო საბჭოს არჩევნებისას – უმეტესი ხმების მქონე 6 მასწავლებელი.
4. 6-წევრიან სამეურვეო საბჭოს მშობელთა არჩევნებში თითოეულ საფეხურზე გამარჯვებულად ჩაითვლება იმავე საფეხურის კანდიდატურებს შორის უმეტესი ხმების მქონე მშობელი, ხოლო 12-წევრიანი სამეურვეო საბჭოს მშობელთა არჩევნებში – თითოეული საფეხურის კანდიდატურებს შორის უმეტესი ხმების მქონე თანაბარი რაოდენობის მშობელი.
5. 8-წევრიანი სამეურვეო საბჭოს არჩევნებისას მასწავლებლებს შორის არჩეულად ითვლება უმეტესი ხმების მქობე 4 მასწავლებელი, ხოლო მშობლებს შორის – იმავე საფეხურის კანდიდატურებს შორის უმეტესი ხმების მქონე 2 მშობელი.
6. იმ სკოლის სამეურვეო საბჭოში, სადაც არსებობს მხოლოდ 1 საფეხური, 6-წევრიან სამეურვეო საბჭოში აირჩევა 3, ხოლო 12 წევრიანში – 6 მშობელი.
7. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში საარჩევნო კომისია ნიშნავს არჩევნების მეორე ტურს იმ კანდიდატებს შორის, რომელთა ხმებიც გაიყო. არჩევნების მეორე ტური ტარდება არჩევნების პირველი ტურიდან არა უგვიანეს 7 კალენდარული დღისა. მეორე ტურში გამარჯვებულად ითვლება უმეტესი ხმების მქონე კანდიდატი. არჩევნების მეორე ტური ტარდება ამ დებულებით დადგენილი წესით.

მუხლი #30 – არჩევნების შედეგების გამოქვეყნება

დირექტორი უზრუნველყოფს არჩევნების შედეგების (კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის დამტკიცების შესახებ განკარგულების) გამოქვეყნებას სკოლის შენობაში ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილას და მის განთავსებას სკოლის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (ასეთი არსებობისას) არა უგვიანეს კენჭისყრის დღის მესამე დღისა. თუ ვადის ბოლო დღე ემთხვევა უქმე ან/და დასვენების დღეს, არჩევნების შედეგები ქვეყნდება არა უგვიანეს მომდევნო პირველი სამუშაო დღისა.

თავი #4 – გასაჩივრება
მუხლი #31 – კოორდინატორის მიერ საჩივრის განხილვა

მუხლი გ ა უ ქ მ ე ბ უ ლ ი ა.

მუხლი #31′ – საჩივრის შეტანაზე უფლებამოსილი პირები
1. არჩევნების პროცედურული დარღვევების გამო საჩივრის შეტანაზე უფლებამოსილი პირები არიან:
ა) სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატი;
ბ) ქვეპუნქტი ა მ ო ღ ე ბ უ ლ ი ა;
გ) დამკვირვებელი.
2. არჩევნების შედეგების (კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმისა და მისი დამტკიცების შესახებ განკარგულების) გასაჩივრების უფლება აქვს მხოლოდ სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატს.

მუხლი #32 – საარჩევნო კომისიის მიერ საჩივრის განხილვა

1. კენჭისყრის დღეს პროცედურული დარღვევების გამო საჩივარი შეიტანება საარჩევნო კომისიაში საარჩევნო უბნის გახსნიდან ხმების დათვლის პროცედურების დასრულებამდე. კენჭისყრის დღეს პროცედურული დარღვევების გამო საჩივარი უნდა გადაეცეს საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ან საარჩევნო კომისიის მდივანს, რომელიც ვალდებულია საჩივარი რეგისტრაციაში გაატაროს საჩივრების ჟურნალში, ხოლო განმცხადებელს გადასცეს თავისი ხელმოწერით და სკოლის ბეჭდით დამოწმებული ცნობა, რომელშიც აღინიშნება შესაბამისი საჩივრის საარჩევნო კომისიაში მიღების თარიღი და დრო.
2. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ვალდებულია საჩივარზე დაუყოვნებლივ მოახდინოს სათანადო რეაგირება, შეამოწმოს საჩივრის საფუძვლიანობა, გამოასწოროს დარღვევა ან დასაბუთებული უარი უთხრას განმცხადებელს საჩივრის დაკმაყოფილებაზე. აღნიშნულის თაობაზე საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე საჩივრების ჟურნალში აკეთებს შესაბამის ჩანაწერს.

მუხლი #33 – საჩივრის შინაარსი

საჩივარი უნდა იყოს შედგენილი წერილობითი ფორმით და მასში აღნიშნული უნდა იყოს:
ა) საჩივრის შედგენის თარიღი და დრო;
ბ) განმცხადებლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პირადობის მოწმობა, პასპორტი) მიხედვით და მისამართი;
გ) ორგანოს დასახელება, რომელშიც შეიტანება საჩივარი;
დ) სკოლის სახელწოდება/ნომერი და მისამართი;
ე) დარღვევის არსი და მისი ჩადენის დრო;
ვ) დასაბუთებული მოთხოვნა;
ზ) გარემოებები, რომელთაც ეფუძნება მოთხოვნა;
თ) მოწმის არსებობის შემთხვევაში მისი სახელი, გვარი და რეგისტრაციის ადგილი;
ი) დამრღვევის დადგენის შემთხვევაში მისი ის მონაცემები, რომელთა დადგენა შესაძლებელი გახდა;
კ) დამრღვევის ახსნა-განმარტება (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ლ) სხვა დამატებით ინფორმაცია.

მუხლი #34 – საჩივრის განხილვის წესი სამინისტროში/შესაბამის სამინისტროში

1. არჩევნების შედეგებზე (კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი და მისი დამტკიცების შესახებ განკარგულება) საჩივარი შეიტანება სამინისტროში/შესაბამის სამინისტროში არა უგვიანეს კენჭისყრის დღიდან 3 კალენდარული დღის ვადაში. კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი საჩივრდება მისი დამტკიცების შესახებ განკარგულებასთან ერთად.
2. სამინისტროში/შესაბამის სამინისტროში ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საჩივრების განხილვის მიზნით, სამინისტროს/შესაბამისი სამინისტროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით იქმნება არჩევნების საკითხებზე საჩივრების განმხილველი და არჩევნების შედეგების შემსწავლელი კომისია (შემდგომში – კომისია). კომისიის შექმნის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განისაზღვრება კომისიის თავმჯდომარე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე და კომისიის მდივანი.
3. კომისიის სხდომებს უძღვება კომისიის თავმჯდომარე. კომისიის თავმჯდომარის მიერ მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, მის ფუნქციებს ასრულებს კომისიის თავმჯდომარის მოადგილე.
4. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა სრული შემადგენლობის უმრავლესობა. კომისიის გადაწყვეტილებები მიიღება კომისიის დამსწრეთა უმრავლესობით. ხმების გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.
5. კომისია უფლებამოსილია, კომისიის სხდომაზე დამსწრე წევრთა უმრავლესობის გადაწყვეტილებით, კონკრეტული საჩივრის შესწავლა-განხილვის მიზნით, თავისი შემადგენლობის ფარგლებში, შექმნას ქვეკომისიები, რომლებშიც კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, დასკვნის მომზადების მიზნით, ნაწილდება კონკრეტული საჩივარი/საკითხი.
6. ქვეკომისიის მიერ კონკრეტულ საჩივარზე მომზადებული დასკვნა წარედგინება კომისიას, რომელიც იღებს შემაჯამებელ დასკვნას და მინისტრის შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის, სამინისტროში საჩივრის შეტანიდან 15 დღის ვადაში გამოცემის მიზნით შუამდგომლობს მინისტრის წინაშე:
ა) საჩივარის მიღებაზე/განხილვაზე უარის თქმის თაობაზე;
ბ) საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე;
გ) საარჩევნო კომისიის მიერ დადგენილი შედეგების ძალაში დატოვებისა და სამეურვეო საბჭოს წევრების რეგისტრაციის თაობაზე;
დ) კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმისა და მისი დამტკიცების შესახებ განკარგულების გაუქმების, საარჩევნო დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად კენჭისყრის ახალი შედეგების დამტკიცებისა და სამეურვეო საბჭოს წევრების რეგისტრაციის თაობაზე;
ე) არჩევნების შედეგების (კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი და მისი დამტკიცების შესახებ განკარგულება) ბათილად ცნობის და ხელახალი არჩევნების დანიშვნის თაობაზე, თუ მოქმედი კანონმდებლობის დარღვევამ არსებითი გავლენა იქონია არჩევნების საბოლოო შედეგებზე.
7. სამინისტროს/შესაბამისი სამინისტროს ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება საჩივრდება სასამართლოში კანონმდებლობით დადგენილი წესით.
8. სამინისტრო/შესაბამისი სამინისტრო ვალდებულია ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების ასლი, გადაწყვეტილების მიღებიდან 2 დღის ვადაში, გადაუგზავნოს დაინტერესებულ პირს, შესაბამის სკოლას და საგანმანათლებლო რესურსცენტრს. სკოლა ვალდებულია დაუყოვნებლივ უზრუნველყოს სამინისტროს/შესაბამისი სამინისტროს გადაწყვეტილების გამოქვეყნება სკოლის შენობაში ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილას.
9. საჩივრის განხილვის პროცესში სამინისტრო/შესაბამისი სამინისტრო უფლებამოსილია სკოლიდან გამოითხოვოს არჩევნებთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტაცია (მათ შორის საარჩევნო სიები, ბიულეტენების პაკეტები და ა.შ.), განხილვაში მონაწილეობის მისაღებად მოიწვიოს საარჩევნო კომისიის წევრები, კოორდინატორი, დამკვირვებელი და სხვა დაინტერესებული პირი.

თავი #5 – რეგისტრაცია, უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა
მუხლი #35 – სამეურვეო საბჭოს წევრების რეგისტრაცია

1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა (შემდგომში – საინფორმაციო სისტემა) სამეურვეო საბჭოს წევრების რეგისტრაციას ახორციელებს შემდეგი მონაცემების შესწავლის საფუძველზე:
ა) განკარგულება შემაჯამებელი ოქმის დამტკიცების შესახებ თანდართული შემაჯამებელი ოქმით;
ბ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სკოლებისათვის – შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროს წარდგინება;
გ) კოორდინატორებისა და სამინისტროს/შესაბამისი სამინისტროს მიერ უფლებამოსილი დამკვირვებლების მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია ამ დებულებით გათვალისწინებულ საკითხებზე.
2. კოორდინატორებისა და სამინისტროს/შესაბამისი სამინისტროს მიერ უფლებამოსილი დამკვირვებლების მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე სამინისტრო უფლებამოსილია შეამოწმოს არჩევნების კანონიერება და მიიღოს ამ დებულების 34-ე მუხლის მე-6 პუნქტის “გ”, “დ” ან “ე” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ერთ-ერთი გადაწყვეტილება.
3. სამეურვეო საბჭოს წევრების მონაცემები რეგისტრირებულად ითვლება, თუ საინფორმაციო სისტემა მათი მიღებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში არ აცნობებს სკოლას აღმოჩენილი დარღვევის შესახებ.
4. სამეურვეო საბჭოს წევრების სარეგისტრაციო მონაცემების ნუსხას და რეესტრის ფორმას, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, ამტკიცებს მინისტრი.

მუხლი #36 – არჩევნების შედეგების ძალაში შესვლა და სამეურვეო საბჭოს უფლებამოსილება

1. არჩევნების შედეგები ძალაში შედის მათი საინფორმაციო სისტემაში რეგისტრაციის მომენტიდან.
2. სამეურვეო საბჭო უფლებამოსილია შეუდგეს მუშაობას, თუ დადასტურებულია სამეურვეო საბჭოს წევრთა არანაკლებ ორი მესამედის უფლებამოსილება.

მუხლი #37 – სამეურვეო საბჭოს წევრების უფლებამოსილების ვადა

სამეურვეო საბჭოში მასწავლებლები და მოსწავლეების მშობლები აირჩევიან 3 წლის ვადით.

მუხლი #38 – სამეურვეო საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა

სამეურვეო საბჭოს წევრს უფლებამოსილება უწყდება, თუ:
ა) პედაგოგიურმა საბჭომ შეუწყვიტა უფლებამოსილება, როგორც საკუთარ წარმომადგენელს საბჭოში;
ბ) პედაგოგიური საბჭოს წარმომადგენელს შეუწყდა სკოლასთან შრომითი ურთიერთობა;
გ) მოსწავლე, რომლის წარმომადგენლადაც ის ითვლება, გაირიცხა/ამოირიცხა სკოლიდან ან გადავიდა ზოგადი განათლების შემდგომ საფეხურზე;
დ) სკოლის შესაბამისი საფეხურის მოსწავლეთა მშობლების 1/3-ის მოთხოვს, პრინციპით: “ერთი მოსწავლე – ერთი ხმა”;
ე) სამეურვეო საბჭოს წევრი გარდაიცვალა;
ვ) სამეურვეო საბჭოს წევრმა უფლებამოსილება მოიხსნა პირადი განცხადების საფუძველზე;
ზ) სამეურვეო საბჭოს წევრის მიმართ ძალაში შევიდა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი;
თ) სამეურვეო საბჭოს წევრი სასამართლომ ცნო ქმედუუნაროდ, უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გარდაცვლილად;
ი) სამეურვეო საბჭოს წევრ მოსწავლის მშობელსა და საჯარო სკოლას შორის წარმოიშვა შრომითი ურთიერთობა;
კ) სამეურვეო საბჭოს წევრი გახდა საჯარო სკოლის დირექციის წევრი.

მუხლი #39 – სამეურვეო საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის რეგისტრაცია

საინფორმაციო სისტემა სამეურვეო საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის რეგისტრაციას ახორციელებს შემდეგი დოკუმენტაციის საფუძველზე:
ა) სამეურვეო საბჭოს წევრის სარეგისტრაციო მონაცემები;
ბ) უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი;
გ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სკოლებისათვის – შესაბამისი სამინისტროს წარდგინება.
2. სამეურვეო საბჭო ვალდებულია საინფორმაციო სისტემას დაუყოვნებლივ აცნობოს სამეურვეო საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლის დადგომის თაობაზე და წარუდგინოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები.

მუხლი #40 – სამეურვეო საბჭოს წევრის რეგისტრაციის გაუქმება

“სამეურვეო საბჭოს წევრის უფლებამოსილების “ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ვადის გასვლა იწვევს მისი უფლებამოსილების შეწყვეტას და რეგისტრაციის გაუქმებას.

მუხლი #41 – სამეურვეო საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში სამეურვეო საბჭოს წევრის შერჩევის წესი

1. სამეურვეო საბჭოს წევრის გათავისუფლებულ ადგილს დარჩენილი ვადით იკავებს ის მშობელი ან/და პედაგოგიური საბჭოს ის წევრი, რომელმაც შესაბამის არჩევნებში მიიღო სხვა კანდიდატებზე მეტი, მაგრამ საბჭოში მოსახვედრად არასაკმარისი რაოდენობის ხმები.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საინფორმაციო სისტემა ახალი წევრის რეგისტრაციას ახორციელებს სკოლის მიერ გაცემული ცნობის საფუძველზე, რომლითაც უნდა დასტურდებოდეს, რომ მოცემული დროისათვის პირი კვლავ აკმაყოფილებს შესაბამისი კატეგორიის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.
3. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული არც ერთი პირი აღარ შეესაბამება სამეურვეო საბჭოს შესაბამისი კატეგორიის წევრობის კანდიდატისათვის წაყენებულ მოთხოვნებს ან თუ არ არსებობს პირი, რომელიც მონაწილეობას ღებულობდა სამეურვეო საბჭოს შესაბამისი კატეგორიის წევრის არჩევნებში, ტარდება რიგგარეშე არჩევნები. ასეთ შემთხვევაში სამეურვეო საბჭოს წევრი აირჩევა მხოლოდ უფლებამოსილებაშეწყვეტილი წევრის დარჩენილი ვადით.

თავი #6 – გარდამავალი დებულებები
თავი ა მ ო ღ ე ბ უ ლ ი ა
მუხლი #42 – სამეურვეო საბჭოს პირველი არჩევნების განრიგი
მუხლი ა მ ო ღ ე ბ უ ლ ი ა

{tab ინსტრუქცია საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების ოდენობისა და პირობების შესახებ}

{/tabs}