საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის პრეზიდენტი მაია კობახიძე ევროპის განათლების პროფკავშირების (ETUCE) ორდღიან ონალინ საშემოდგომო სესიაზე ღებულობდა მონაწილეობას.
მიმდინარე წლის 14-15 ოქტომბერს, ევროპის რეგიონის განათლების პროფკავშირების 50 ლიდერმა, ETUCE-ის კომიტეტის წევრებმა Maia Kobakhidze მოამზადეს ,,ევროპის განათლების პროფკავშირების 2024 წლის კონფერენციის” პროგრამა, დღის წესრიგი და ETUCE-ის 2024-2028 წლის სამოქმედო გეგმა.
2024 წელს ETUCE-ის 3 დღიანი კონფერენცია იმართება მონტენეგროში, სახელწოდებით: ,,ვიბრძვით საჯარო განათლების მომავლისთვის სოცილურ ევროპაში“, სადაც წარმოდგენილი იქნებიან მასწავლებელთა ევროპული გაერთიანების წევრი ორგანიზაციების დელეგატები.
ETUCE-ის კომიტეტის წევრებმა იმსჯელეს რეზოლუციებსა და დადგენილებების პროექტების თემებიზე, რასაც წარუდგენენ კონფერენციის მონაწილეებს.
კონფერნციაზე განიხილება რეზოლუციები და დადგენილებები:
? ვიბრძვით საჯარო განათლების მომავლისთვის სოციალურ ევროპაში
?ვერთიანდებით დაყოფისა და სიძულვილის საპასუხოდ,
? ვუზრუნველყოთ ჩართულობა და თანასწორობა
?ვიცავთ უმაღლესი განათლებისა და კვლევების დარგს
კონფერენციაზე წარიმართება სამუშაო შეხვედრები, თემებზე:
? ხელოვნული ინტელექტისა და ტექნოლოგიების გავლენები განათლებაში
? განათლების როლი მშვიდობისთვის და ვასწავლოთ მშვიდობა
? დისკუსიები მასწავლებლის პროფესიასა და მათ სტატუსზე
? საჯარო განათლების სისტემების (ადრეული განათლებიდან – უმაღლეს განათლებამდე) განვითარება
? ადამიანის უფლებები და დემოკრატია
?კლიმატური ცვილებები და განვითარების მიზნები