მიმდინარე წლის 29 იანვარს, სპმთპ-ის პრეზიდენტი მაია კობახიძე, სპმთპ-ის პროფესიონალ მასწავლებელთა საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარე როლანდ ხოჯანაშვილი და სპმთპ-ის გარდაბნის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ლილი წურწუმია ს. მარტყოფის საჯარო სკოლის პედაგოგებს შეხვდენენ.
მაია კობახიძემ პროფკავშირის როლსა და მნიშვნელობაზე, გასულ წლებში მოპოვებულ საკანონმდებლო ცვლილებებსა და სამომავლო პრიორიტეტებზე ისაუბრა. როლანდ ხოჯანაშვილმა პროფესიული საჭიროებების შესაბამისი პროფესიული მხარდაჭერის მიმართულებით განხორციელებული საქმიანობა განიხილა. მან ახალი სქემის მოთხოვნებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების პროცესში მასწავლებლებისა და დირექტორებისათვის დახმარების სრული მზაობა გამოთქვა, როგორც სკოლის, ასევე მუნიციპალიტეტის და ეროვნულ დონეზე.
კითხვა-პასუხის ფორმატში მიმდინარეობდა მასწავლებლებისათვის საინტერესო საკითხებზე დისკუსია.
სპმთპ მადლიერებას გამოხატავს სკოლის დირექტორის ელისაბედ ჩქარეულის მიმართ, შეხვედრის ორგანიზებისათვის, ასევე, კანონმდებლობის მოთხოვნებსა და დემოკრატიულ პრინციპებზე დაფუძნებული კონსტრუქციული თანამშრომლობისათვის!
ს. ლემშვენიერას საჯარო სკოლის დირექტორის გულნაზ ჭელიძის თანადგომით დაგეგმილი შეხვედრა კოლეგიალობის კლასიკური მაგალითია. ქალბატონი გულნაზის ძალისხმევა სპმთპ-ის საქმიანობის, როლისა და მნიშვნელობის გავრცელების მიმართულებით ხელს უწყობს სკოლების ერთობასა და სოლიდარობას.




