,,სკოლის/მუნიციპალიტეტის დონეზე საჭიროებების დადგენა”, ,,სკოლის/რაიონის/ეროვნულ დონეზე მასწავლებელთა ფუნქციები და თანამშრომლობის მექანიზმები”, ,,სკოლის თვითშეფასება”, ,,რესურსცენტრის მხრიდან სკოლების საჭიროებების პრიორიტეტიზაცია”, ,, წამყვანი/მენტორი მასწავლებლებისათვის იდენტიფიცირებული ფუნქციების გადანაწილების ფორმები”, ,.ელექტრონული საქმის წარმოება” და სხვა თემებზე ,,მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის” ორგანიზებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ახალი სქემა რეფორმის ახალი ეტაპია, რაც მიზნად ისახავს მასწავლებელთა კორპუსის ფორმირებას! მასწავლებელთა ფუნქციების განსაზღვრა სკოლის, რაიონულ და ეროვნულ დონეზე ქმნის პროცესს, რომლის ფარგლებში კარიერული წინსვლა მასწავლებელს აკავშირებს სკოლის განვითარებასა და განათლების ხარისხის ამაღლებასთან! მასწავლებლის სტატუსი აკადემიური თანამდებობაა და ამ პასუხისმგებლობების ფარგლებში უნდა შეიქმნას შესაბამისი მხარდაჭერისა და ანგარიშვალდებულებების მექანიზმები!
,,მასწავლებლები ქმნიან მომავალს”!
,, მასწავლებლები იღებენ პასუხისმგებლობას არა მხოლოდ კვალიფიკაციის ამაღლებისათვის, არამედ, საჭიროებების დადგენით კოლეგებისა და სკოლის განვითარებისათვის!
მადლიერებას გამოვხატავთ მასწავლებლის სახლის მიმართ, ჩართულობის უზრუნველყოფის, ახალი სქემის ფარგლებში სამუშაო თემების/გარემოს შექმისა და კონსტრუქციული თანამშრომლობისათვის!
სპმთპ, გამოცდილებისა და მაღალი პასუხისმგებლობის ფარგლებში, გამოთქვამს სრულ მზადყოფნას კვალიფიციური დახმარება და მომსახურეობა გაუწიოს პედაგოგებსა და სკოლებს, სკოლის/რაიონის/ეროვნულ დონეზე რეფორმის ყველა მიმართულებით!



