2025 18 ოქტომბერს ჩატარდა საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ხაშურის რაიონული ორგანიზაციის საბჭოს მორიგი სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ საბჭოს წევრები და ორგანიზაციის აქტიური წევრი-პედაგოგები. თითოეული წევრის პროფესიონალიზმი და საზოგადოებრივი აქტივობა ამაღლებს პროფკავშირის როლს.
საბჭოს სხდომის დღის წესრიგი საქმიანი, შინაარსიანი და დატვირთული იყო ყველა იმ საკითხით, რაც დღევანდელ საჯარო სკოლისა და სკოლამდელი აღზრდის პედაგოგიური საზოგადოების, ადმინისტრაციის და ტექნიკური პერსონალის წინაშე დგას.
სხდომაზე განხილულ საკითხთა შორის განსაკუთრებული დრო დაეთმო, 2026 წლის საფინანსო ბიუჯეტის განხილვას. ბიუჯეტზე მუშაობის დროს გათვალისწინებულ იქნა წევრთა გადამზადების, პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლების, ერთჯერადი სამედიცინო დახმარების, სოციალურ და სამართლებრივი დაცვის საკითხებს.
საბჭოს წევრებს მიეწოდათ სპმთპ-ის პრეზიდენტის, ქალბატონ მაია კობახიძის მიერ საკანონმდებლო დონეზე გადაწყვეტილი საკითხები, რომელიც დადებითად აისახა, საგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმებულთა სოციალური პირობების გასაუმჯობესებლად.
პირველადი ორგანიზაციის თავმჯდომარეებმა დადებითად შეაფასეს სპმთპ-ის მიერ ჩატარებული საგნობრივი და ხელოვნური ინტელექტის ტრენერთა მუშაობა, რადგანაც ბევრმა პედაგოგმა წარმატებით ჩააბარა გამოცდა და აიმაღლა სტატუსი.
საბჭოს სხდომაზე გაიმართა დისკუსია ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში მე-12 კლასის გაუქმების შესახებ, გამოითქვა აზრი მის დადებით და უარყოფით მხარეებზე.
რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა პირველადი ორგანიზაციის ლიდერებს ნაყოფიერი შრომისთვის, რაც აისახა წევრთა მატებასა და საერთო სტატისტიკაზე.
სპმთპ-ის ხაშურის რაიონული ორგანიზაცია აერთიანებს 51 პირველად ორგანიზაციას, მათ შორის 33 პირველადი არის 100%-ანი გაწევრიანებით

