მ. წ. 18 და 19 ივნისს სპმთპ–ის ქობულეთის რაიონულმა ორგანიზაციამ ააიპ „საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულთა პროფესიული განვითარების ცენტრის“ მიერ შექმნილი სატრენინგო მოდულით ჩაატარა ტრენინგი ქართულ ენასა და ლიტერატურაში (I-VI კლასის პედაგოგთათვის) ტრენერი – თამარ ჭელიძე და მათემატიკაში (I-VI კლასის პედაგოგთათვის) ტრენერი – მევლუდ ბარდაველიძე. საერთო ჯამში ტრენინგში მონაწილეობა მიიღო 130-მა პროფწევრმა. სპმთპ–ის ქობულეთის რაიონული ორგანიზაცია მადლობას უხდის ტრენერებს მაღალი დონისტრენინგების ჩატარებისათვის და წევრთა პროფესიული განვითარების მიზნით მათ გადამზადებას აგრძელებს.