მიმდინარე წლის 15 თებერვალს, სპმთპის ვიცეპრეზიდენტები ნათია კორძაძე და მარინა ალუღიშვილი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N2 საჯარო სკოლის სპმთპის წევრ და არაწევრ პედაგოგებს შეხვდნენ. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა საგანმანათლებლო სისტემაში მიმდინარე პროცესებთან მიმართებაში სპმთპის საქმიანობის გაცნობა. სპმთპის წამომადგენლებმა სკოლის ბიბლიოთეკას პედაგოგებისთვის საჭირო დამხმარე მეთოდოლოგიური ლიტერატურა გადასცეს, ხოლო სპმთპის წევრ პედაგოგებსსამახსოვრო საჩუქრები. შეხვედრაზე გამოითქვა სხვადასხვა მოსაზრებები საგანმანათლებლო სისტემის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით. დაიგეგმა შემდგომი ღონისძიებები