პროფესიონალ მასწავლებელთა საკონსულტაციო საბჭო
შექმნილია
სპმთპ-ის N104 აღმასრულებელის საბჭოს 2023 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილებით
საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) ერთ-ერთ მიმართულებას წარმოადგენს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა, სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლებისათვის. საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XI საანგარიშო-საარჩევნო ყრილობის გადაწყვეტილების საფუძველზე შექიმნა საგნობრივი დისციპლინების მიხედვით „პროფესიონალ მასწავლებელთა საკონსულტაციო საბჭო“.
სპმთპ-ის „პროფესიონალ მასწავლებელთა საკონსულტაციო საბჭო“ წარმოადგენს სპმთპ-ის მუდმივმოქმედ ორგანოს;
„პროფესიონალ მასწავლებელთა საკონსულტაციო საბჭოს“ საქმიანობის მიზანია
– ქვეყნის მასშტაბით, ყველა საგნის მასწავლებელთა პროფესიული უნარების განვითარებისა და შესაბამისად სწავლა-სწავლების პროცესის ხარისხის ამაღლებისათვის პროფესიონალ მასწავლებელთა კონსოლიდაცია.
– მასწავლებელთა და ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების პრობლემების შესწავლა და მათი აღმოფხვრისათვის საჭირო ღონისძიებების შემუშავება და სპმთპ-ის მხრიდან შესაბამის სტრუქტურებში ლობირებისათვის.
პროფესიონალ მასწავლებელთა საკონსულტაციო საბჭო