მიმდინარე წლის 19 სექტემბერს სპმთპის ხაშურის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაყი რეაბილიტირებულ საბავშვო ბაგაბაღის გახსნას დაესწრო. ქალბატონმა ინეზა ელისაშვილმა საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის სახელი ბაგაბაღის მენეჯერსა და აღმზრდელებს საჩუქრად მეთოდოლოგიური ლიტერატურა გადასცა.

აღსანიშნავია რომ 2016-17 სასწავლო წლისთვის სოფელ ვაყის საბავშვო ბაღი სრულად გარემონტდა და კეთილმოეწყო. აღსაზრდელებს, მათ მშობლებს, აღმზრდელებსა და ყველა თანამშრომლეს კომფორტული სასწავლო გარემო დახვდათ