2026 წლის 6-8 თებერვალს, სპმთპ-ის ნაძალადევის რაიონული ორგანიზაციის საჯარო სკოლების დირექტორებისა და პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციების თავმჯდომარეებისთვის სემინარი სპმთპ-ის საწირის ტრენინგ- ცენტრში გაიმართა.
სპმთპ-ის პრეზიდენტმა მაია კობახიძემ ორგანიზაციის საქმიანობის განხილვისა და სამომავლო პრიორიტეტების პარალელურად დამსაქმებლებსა და პროფკავშირის შორის მიმდინარე კოლექტიური მოლაპარაკებებისა და სოციალური პარტნიორობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
სპმთპ-ის ,,პროფესიონალ მასწავლებელთა საკონსულტაციო საბჭოს“ თავმჯდომარემ როლანდ ხოჯანაშვილმა ,,მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის“ ახალი სქემის მოთხოვნების შესახებ შეკითხვებს ამომწურავად გასცა პასუხები. მან სკოლების ავტორიზაციისა და მონიტორინგის მდგომარეობა განიხილა, გამოთქვა მზადყოფნა ინტენსიური თანამშრომლობისა და დახმარებისათვის.
სპმთპ-ის ვიცე პრეზიდენტი ნათია კორძაძე მასწავლებელთა სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებს შეეხო. მან მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნები განმარტა. დებატების ფორმატში გამოიკვეთა წინადადებები და ინიციატივები, რაზეც სპმთპ-ის წარმომადგენლება სამომავლო გეგმები უფრო მრავალფეროვანი მიმართულებებით დასახეს.
საქართველოს შრომის კოდექსით განსაზღვურლი შრომითი სუბიექტების მხარეები – დამსაქმებლები და პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციების თავმჯდომარეები მსჯელობდნენ პროფკავშირული საქმიანობის, თანამშრომლობითი გარემოს, კოლექტიური მოლაპარაკებების გაუმჯობესების შესახებ. მათ ერთად დასახეს გეგმები მასწავლებლების/სკოლების პროფესიული მხარდაჭერისა და პროფკავშირის საქმიანობის სრულყოფისათვის.
შეხვედრის ბოლოს, ტრადიციულად, მოეწყო ექსკურსია რაჭაში.
სპმთპ-მა მადლობას უხდის შეხვედრის ინიციატორსა და ორგანიზატორს სპმთპ-ის ნაძალადევის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეს სვეტლანა სურგულაძეს.