2016 წლის 30 სექტემბერს თბილისის N98- საჯარო სკოლაში ჩატარდა სპმთპის ისნის რაიონული ორგანიზაციის N1 საანგარიშოსაარჩევნო კონფერენცია. შეხვედრას ესწრებოდა 32 დელეგატი და მოწვეული სტუმრები. სპმთპის ისნის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარედ კონფერენციაზე ერთხმად აირჩიეს სპმთპის საორგანიზაციო დეპარტამენტის კოორდინატორი ქეთევან ხეტეშვილი, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას გააცნო მისი მუშაობის ანგარიში ისნის რაიონული ორგანიზაციის აღდგენის პროცესში 2015 წლიდან დღემდე.  კონფერენციაზე აირჩიეს სპმთპის N8 საანგარიშო ყრილობის 2 დელეგატი.

ქეთევან ხეტეშვილმა ორგანიზაციის სახელით სიგელი და საჩუქარი გადასცა N86- საჯარო სკოლის ღვაწლმოსილ პედაგოგს ქალბატონ ნელი სოსელიას, რომელსაც სკოლაში მუშაობის 60 წელი შეუსრულდა; ასევე საჩუქარი გადაეცა N99- საჯარო სკოლის ახალგაზრდა წარმატებულ პედაგოგს ქალბატონ მანანა ნათენაძეს.

საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი  პროფკავშირის ისნის რაიონული ორგანიზაციის ახლადარჩეული თავმჯდომარე მადლობას უხდის კონფერენციის დელეგატებსა და მოწვეულ სტუმრებს ნდობის გამოცხადებისთვის და კიდევ ერთხელ ულოცავს პედაგოგებს მასწავლებელთა საერთაშორისო დღეს.