მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის განახლებული დოკუმენტის პროექტის განხილვის და მისი დანერგვისთვის საჭირო პრაქტიკული ინსტრუმენტების დამუშავების მიზნით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ეკატერინე ხუციშვილმა დაინტერესებულ მხარეებთან ორდღიანი სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს, როგორებიცაა: სკოლის თვითშეფასების საფუძველზე საჭიროებების იდენტიფიცირება; სკოლის განვითარების მიზნით ფუნქციების განსაზღვრა და გადანაწილება; მასწავლებელთა კარიერული წინსვლის პროცესების მხარდამჭერი მექანიზმები; პროცესების ელექტრონული საქმისწარმოების მოდელი.
მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ თავიანთი მოსაზრებები და რეკომენდაციები გაეზიარებინათ, რათა ახალი სქემის შემუშავების პროცესში მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული მასწავლებელთა საჭიროებები და ინტერესები.
სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდნენ – საჯარო სკოლების დირექტორები, მასწავლებლები, საგანმანათლებლო რესურსცენტრების წარმომადგენლები, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემისა და საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის სპეციალისტები, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის შესაბამისი პროგრამის თანამშრომლები, ექსპერტები და საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის წარმომადგენლები


