მ. წ. 1 ივლისს, თბილისის კლასიკური გიმნაზიის საკონფერენციო დარბაზში დაწყებითი განათლების მასწავლებელთა საქართველოს ასოციაციის დამფუძნებელი კრება გაიმართარომელსაც საპატიო სტუმრების სტატუსით სპმთპის ვიცეპრეზიდენტები მარი ალუღიშვილი და ნათია კორძაძე ესწრებოდნენ.
სპმთპის ვიცეპრეზიდენტმა საფინანსო დარგში ნათია კორძაძემ წარმატებები უსურვა ახლადარჩეულ პრეზიდენტს ქალბატონ ეთერ სარალიძეს, ვიცეპრეზიდენტს მზია დვალს და ასოციაციის საბჭოს წევრებს. მან სპმთპის სახელით მხარდაჭერა აღუთქვა ახალი ასოციაციის წევრებს მათი ჯანსაღი ორგანიზციის განვითარებისა და პროფესიული საკითხების ლობირების მიმართულებებით.
დაწყებითი განათლების მასწავლებელთა საქართველოს ასოციაციის დაფუძვნების ინიციატორები ისტორიის მასწავლებელთა საქართველოს ასოციაციის (იმსა) ხელმძღვანელები იყვნენ. ახალი ასოციაციის დაფუძვნებამდე, მათ სპმთპის თანადგომით შეძლეს დაწყებითი საფეხურის აქტიური პედაგოგების გაერთიანება პროფესიულ ასოციაციაში.
კრებაზე იმსა პრეზიდენტმა ქალბატონმა ნანა ციხისთავმა ახალი ასოციაციის წევრებს მათი მრავალწლიანი გამოცდილებისა და განხორციელებული საქმიანობების შესახებ დეტალური ინფორმაცია გააცნო. ასოციაციის წევრებს სიტყვით მიმართა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის საზოგადოებრივი მეცნიერებათა ჯგუფის ხელმძღვანელმა ქალბატონმა თეა ქარჩავამ და ამავე სამსახურის ისტორიის ექსპერტმა ბატონმა შალვა მეკრავიშვილმა, რომელთც მრავალწლიანი თანამშრომლობა აკავშირებს იმსასთან.