კონკურსი



კონკურსი სამოქალაქო განათლების პედაგოგებისათვის

საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი  აშშ-ს განათლების დეპარტამენტის დაფინანსებით, მონაწილეობს სამოქალაქო განათლების საერთაშორისო გაცვლით პროგრამაში “მოქალაქეთა ხმები”.     

             
მიმდინარე  პროექტის სახელწოდებაა “საერთაშორისო დემოკრატიული მოძრაობების მეხსიერების ბანკი”. მონაწილე ქვეყნები არიან: კოლუმბია, საქართველო, მონგოლეთი, ჩრ. ირლანდია, ფილიპინები, პოლონეთი, სამხრეთ აფრიკა, ამერიკის შეერთებული შტატები.


 ინოვაციური პროგრამა ითვალისწინებს სამოქალაქო განათლების ცნობიერების ამაღლებას, პროგრამის მონაწილეები რვა პარტნიორი ქვეყნიდან ვიდეო ჩანაწერების საშუალებით დემოკრატიული მოძრაობის აქტივისტებისგან ისტორიებს შეაგროვებენ,. მონაწილე მასწავლებლების დავალებით  მოსწავლეები  აქტივისტებთან ინტერვიუებს ჩაწერენ. ინტერვიუები ონლაინ რეჟიმის დახმარებით მონაცემთა ბაზაში ჩაიტვირთება.


პროექტის მიზნებია:


• დემოკრატიული  მოძრაობების  შესახებ ონლაინ ბანკის შექმნა

• მასწავლებელთა  სამოქალაქო ცნობიერების გაუმჯობესება

• პროექტის  შედეგად  მოსწავლეთა სამოქალაქო ცოდნის ამაღლება

• პარტნიორ ორგანიზაციებს შორის ურთიერთობების ჩამოყალიბება



პროექტში მონაწილეობის მისაღებად ვიწვევთ საჯარო სკოლების სამოქალაქო განათლების პედაგოგებს, რომლებიც კონკურსის წესით შეირჩევიან, გაივლიან რამდენიმე დღიან ტრენინგკურსს დემოკრატიის ძირითადი პრინციპებისა თუ სამოქალაქო ჩართულობის არსსა და მნიშვნელობაზე, პრაქტიკულად შეისწავლიან ინტერვიუების მომზადების ტექნიკას და მის გამოყენებას სამოქალაქო განათლების გაკვეთილების წარმართვისას, აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ დემოკრატიული მოძრაობის შესახებ ონლაინ-ბანკის შექმნაში.


პირველ ეტაპზე შეირჩევა პროექტის მონაწილე 25 პედაგოგი მთელი საქართველოს მასშტაბით, ხოლო ტრენინგ-კურსის გავლის შემდეგ ორი ყველაზე აქტიური და წარმატებული პედაგოგი გახდება საერთაშორისო გაცვლითი პროგრამის მონაწილე. ისინი მარტის თვეში გაივლიან დამატებით ტრენინგებს აშშ-ში და საქართველოში დაბრუნების შემდეგ თავად ჩაატარებენ სემინარებს კოლეგებთან.
პროექტში მონაწილეობის მსურველმა სამოქალაქო განათლების პედაგოგებმა საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალ პროფკავშირში უნდა გამოაგზავნონ  შემდეგი დოკუმენტაცია:


1. განაცხადი პროექტში მონაწილეობის სურვილის შესახებ;


2. ავტობიოგრაფია - CV ; 


3. სამოტივაციო წერილი, რომელშიც ნათლად იქნება ჩამოყალიბებული, თუ რატომ სურს პროექტში მონაწილეობა, თავად როგორ ესმის სამოქალაქო განათლების არსი და მნიშვნელობა, რა პრობლემებს ხედავს და რა ნაბიჯების გადადგმა მიაჩნია აუცილებლად იმისათვის, რომ ქვეყანაში გაუმჯობესდეს სამოქალაქო ცნობიერების დონე. ამავე დროს, სამოტივაციო წერილში უნდა ჩანდეს აპლიკანტის მიერ დღემდე გაწეული აქტივობები და თავის წვლილს როგორ ხედავს სამომავლოდ სამოქალაქო განათლების გავრცელების საკითხში.


საბუთების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2009 წლის 21 სექტემბერი, 17:00 საათი.

ჩვენი საკონტაქტო მონაცემებია:


მისამართი:  თბილისი, ჟვანიას (ყოფილი გაგარინის) მოედანი, მე-4 ჩიხი, არშბას ქუჩა #5;

ტელეფონი/ფაქსი: (822 ) 373067

საკონტაქტო პირი:

მარი ალუღლიშვილი, მობ: 877 247725; ელ-ფოსტა:   mari.alugishvili@gmail.com

ნატო გუბელაძე, მობ: 899 107794, ელ-ფოსტა:
  nato2727@gmail.com

 

საქართველოს
პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი 
  აცხადებს კონკურსს აღმოსავლეთ საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების მათემატიკის მასწავლებელთათვის



შერჩეულ მასწავლებლებს ჩაუტარდებათ ტესტირება ზოგად უნარიანობასა და მათემატიკაში. გამარჯვებული მასწავლებელები გადამზადდებიან ტრენერებად, რათა სასერტიფიკაციო გამოცდებისთვის მოამზადონ დაწყებითი საფეხურის მათემატიკის მასწავლებლები.

მსურველებმა საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალ პროფკავშირში (თბილისი, არშბას ქუჩა # 5) მარიკა დევდარიანთან წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:

1. განცხადება საკონტაქტო ინფორმაციის (ტელეფონი, ელ-ფოსტის მისამართი) მითითებით;
2. CV;
3. დიპლომის ასლი;


ჩვენი საკონტაქტო მონაცემებია : 374158, 877247778.
საბუთების მიღების ბოლო ვადაა 5 ივნისი.


შერჩეულ მასწავლებელებს დამატებით შეატყობინებენ ტესტირების ვადას და ადგილს.


საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის განათლებისა და ხარისხის უზრუნველყოფის დეპარტამენტი

 

საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი
პროფესიული სწავლების ცენტრების განვითარების პროგრამა - 2008
აცხადებს პროექტების კონკურსს პროფესიული განათლების მხარდასაჭერად


კონკურსის მიზნები:


 პროფესიული სწავლების ცენტრების განვითარების ხელშეწყობა
 პროფესიული სწავლების ცენტრების პედაგოგთა მდგომარეობის გაუმჯობესება

მონაწილეობის პირობები:


• კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ პროფესიული სწავლების ცენტრების პედაგოგებს, მათ საინიციატივო ჯგუფებს, ამ დაწესებულებათა პირველად პროფკავშირულ ორგანიზაციებს.
• პროექტი უნდა ითვალისწინებდეს პროფესიული სწავლების ცენტრის განვითარების ან პროფესიული სწავლების ცენტრის პედაგოგთა მდგომარეობის გაუმჯობესების ახალ ინიციატივებს.
• პროექტში გამოკვეთილი უნდა იყოს მდგომარეობის საფუძვლები ადგილობრივი რესურსების გამოყენებით.
• მოთხოვნილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს 1000 ლარს. საერთო ბიუჯეტი შეიძლება აჭარბებდეს ამ თანხას, თუ იქნება დახმარება სხვა წყაროდან. ამ შემთხვევაში განაცხადს თან უნდა ერთვოდეს დამატებითი ფინანსური, მატერიალური, თუ სხვა სახის დამადასტურებელი დოკუმენტი.
• პროექტი წარმოდგენილი უნდა იყოს სპმთპ- ი ს გრანტის მოსაპოვებლად განაცხადის ფორმის მიხედვით (განაცხადის ფორმა იხილეთ სპმთპ-ს ვებ-გვერდზე: www.educator.ge)   


საგრანტო ფონდი: 3 000 ლარი
კონკურსის გამოცხადება: 5 მაისი, 2008 წ.
გამარჯვებული პროექტების გამოცხადება: 15 დეკემბერი 2008 წ.

დამატებითი ინფორმაციისათვის მოგვმართეთ:
საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი
თბილისი, ზ. ჟვანიას 4 შესახვევი, ს. არშბას ქ #5
ტელ: 373076; მობ:
899 452 153; shorenajap@educator.ge
საკონტაქტო პირი: შორენა ჯაფარიძე 

საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი
აცხადებს მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდებისათვის მოსამზადებელი კურსების ჩასატარებლად ქართული ენისა და ლიტერატურის ტრენერთა კანდიდატების შესარჩევ 
კ ო ნ კ უ რ ს ს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აპირებს სკოლის მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ჩატარებას. მასწავლებელთა ტესტირებით შეფასდება მასწავლებლის პროფესიული უნარები და საგნის/საგნების ფლობის ხარისხი.


მასწავლებელთა მომზადების ხელშეწყობის მიზნით საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი ატარებს მასწავლებელთა ტრენერების შესარჩევ კონკურსს ქართულ ენასა და ლიტერატურაში. კონკურსში გამარჯვებული კანდიდატი გაივლის უფასოდ სათანადო მომზადებას (სამი ხუთდღიანი სესია 2-3 თვის განმავლობაში, დღეში 5-6 საათი), შემდგომში კი ის კონკურსანტები, ვინც წარმატებით ჩააბარებენ საგნობრივ ტესტებს და ჩაატარებენ თითო სანიმუშო სესიას, მიიღებენ სათანადო სერტიფიკატს. შემდგომში ისინი ჩაუტარებენ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებს ტრეინინგებს (ერთი საათის ანაზღაურება არანაკლებ 10 ლარი), ტრენერებს მოუწევთ მეცადინეობათა ჩატარება მეზობელ რაიონებშიც.


მოთხოვნები ტრენერთა კანდიდატებისათვის:


1. უმაღლესი განათლება ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით;
2. თანაბარ პირობებში უპირატესობა მიენიჭება აჟამად უმუშევარ  სპეციალისტებს, რომელსაც აქვს უმაღლეს სასწავლებელში ან აკადემიურ ინსტიტუტში მუშაობის გამოცდილება (სათანადო დოკუმენტაციის წარმოდგენით);
3. ვისაც ერთხელ გავლილი აქვს სპმთპ-ის მიერ ორგანიზებული ტესტირება (ზურაბ ვახანიას ხელმძღვანელობით), შეუნარჩუნდება მიღებული ქულები. ტესტირებაზე ხელმეორედ აღარ დაიშვებიან

წარმოსადგენი დოკუმენტაციის ჩამონათვალი:


1. დიპლომის ასლი;
2. საქმიანობის ამსახველი ავტობიოგრაფია (CV);
3. სამოტივაციო წერილი;
ტრენერობის კანდიდატებს ჩაუტარდებათ ტესტირება. ტესტი მოიცავს ქართულ ენას, ლიტერატურას, ენობრივ უნარებს, სწავლების მეთოდიკას და ზოგადი ცოდნის ნაწილს (მომიჯნავე დარგებისა). ტესტი გათვლილია მაღალი სართულის დონეზე.

მისამართი: ქ. თბილისი, ზ. ჟვანიას მ. IV შესახვევი, ს.არშბას ქ. #5

საკონტაქტო პირი: ნათია კორძაძე
ტელეფონი:
(893) 16 04 29;  (822) 37 41 59; (822) 37 30 67
განაცხადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2008 წლის 10 სექტემბერი


გთხოვთ, დროულად წარმოადგინოთ საბუთები

Valid XHTML 1.0