32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com

ძლიერი პროფკავშირი განათლების სისტემის მდგრადი განვითარებისათვის

დაცული უფლებები და ღირსეული შრომითი პირობები-ხარისხიანი განათლების საწინდარია

ძლიერ პროფკავშირს ქმნიან პიროვნულად თავისუფალი დასაქმებულები

ერთად ავამაღლოთ პროფკავშირის როლი დემოკრატიული  სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში

პროფკავშირების ერთი წლის მუშაობის ანგარიში მედიის, ხელისუფლების, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა სასტუმრო "ჰოლიდეი ინ"- ში მოისმინეს. ირაკლი პეტრიაშვილი საზოგადოების წინაშე პირველად წარსდგა ევროპის პროფკავშირების რეგიონული საბჭოს პრეზიდენტის რანგში. მისი განცხადებით ქვეყნისთვის კვლავ  გამოწვევად რჩება საქართველოს შრომითი კანონმდებლობის ევროპულთან შესაბამისობაში მოყვანა და ევროპული სტანდარტების დანერგვა, მათ შორის ქმედითი შრომის ინსპექციის შექმნა.

პრეზენტაციაზე საუბარი საქართველოს პროფკავშირების მიღწევებს, გამოწვევებს და სამართლებრივ საქმიანობას შეეხო. აღსანიშნავია რომ პროფკავშირების გაერთიანებამ გასული ერთი წლის განმავლობაში 51 შრომითი დავა  მოიგო, სამსახურში აღდგენილია 40 მდე უკანონოდ გათავისუფლებულია. წარმოებაშია 90 მდე საქმე. პროფკავშირებმა მოამზადეს ინიციატივათა პაკეტი საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით, რაც პენსიონერთათვის დაგროვებითი სისტემის დანერგვას გულისხმობს. ასევე შეიქმნა წევრთა ელექტრონული ბაზა და დაინერგა პროფკავშირის წევრობის დამადასტურებელი ბარათი, რომელიც მფლობელთა მყიდველუნარიანობის გაუმჯობესების მიზნით, სამომხმარებლო პროდუქტებზე ფასდაკლების ბარათის ფუნქციასაც ითავსებს.

პროფკავშირების გაერთიანების ანგარიშის მიხედვით მთელი რიგი კომპანიების მხრიდან კვლავ აქვს ადგილი შრომითი დისკრიმინაციის,დასაქმებულთა შევიწროვების და დევნის შემთხვევებს.