32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com
მას შემდეგ, რაც პოლონეთის მთავრობამ უგულებელყო პოლონეთის განათლების პროფკავშირის (ZNP) განათლების სფეროში დასაქმებულთა ხელფასების ზრდის ინიცირებული მოთხოვნა, ZNP-ის მიმართვის საფუძველზე, პოლონელმა პედაგოგებმა ერთხმად, 2019 წლის 8 აპრილს ეროვნული მასშტაბის გაფიცვა გამოაცხადეს.
პოლონელ კოლეგებს ევროპის პროფკავშირების განათლების კომიტეტის (ETUCE) წევრი ორგანიზაციების ლიდერებთან ერთად სპმთპ-ის პრეზიდენტმა, მაია კობახიძემ ოფიციალურად თანდგომა გამოხატეს პოლონელი პედაგოგებისა და მათი პროფკავშირების სამართლიანი მოთხოვნის მიმართ.
„განათლების ინტერნაციონალი, მსოფლიოს განათლების პროფკავშირების საზოგადოების სახელით, სრულ სოლიდარობას უცხადებს პოლონელ კოლეგებს. მათი მთავარი ამოცანებია ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფა ღირსეული სამუშაო პირობებში. ჩვენ გავაგრძელებთ პოლონეთში განათლების სფეროში მიმდინარე პროცესებსა და განათლების სისტემაში მომუშავეთა სამუშაო პირობების მონიტორინგს“- ხაზგასმით აღნიშნავს EI-ის გენერალური მდივანი დევიდ ედვარსი.
ხანგრძლივი მოლაპარაკებების, პროტესტის სხვადასხვა ფორმის შემდეგ, EI- ის წევრმა ორგანიზაციამ - პოლონეთის მასწავლებელთა პროფკავშირმა (ZNP), 5 აპრილს უარყო მთავრობის მიერ მოულოდნელად შემოთავაზებული წინადადება, კერძოდ დარიცხული ანაზღაურების ზრდა და ყოველთვიური ხელფასის სისტემაში ცვლილებები.
გაფიცვა მასწავლებლებმა 8 აპრილს სკოლის დაწყებითი და საშუალო სკოლის დამამთავრებელი გამოცების დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე გამოაცხადეს.
მიუხედავად იმისა, რომ ხელფასების ზრდის მოთხოვნა პოლონეთის მასწავლებლების წინაშე დიდი ხანია არსებობს, ისინი თავს იკავებდნენ საგაკვეთილო პროცესის ჩაშლისგან, ეს გაფიცვა კი ევროპარლამენტისთვის მაისის არჩევნების წინასაარჩევნო დაპირებებს - ოჯახის კეთილდღეობაზე მეტი ინვესტირებას უკავშირდება.
პოლონეთის მასწავლებელთა პროფკავშირის პრეზიდენტის სლავომირ ბრონიარზის განმარტებით, „1-5 აპრილიდან პოლონეთის მთავრობამ დაიწყო ZNP-თან დიალოგი ხელფასების გაზრდის შესახებ“. ამ მოლაპარაკების მიზანი, „ისეთი გადაწყვეტილების მიღება იყო, რომელიც ეროვნული მასშტაბის გაფიცვის თავიდან აცილებას გახდიდა შესაძლებელს“.
პოლონეთის განათლების პროფკავშირებმა გაფიცვის მოწოდებამდე, რეფერენდუმი ჩაატარა მასწავლებელთა საზოგადოებაში, რაშიც 80 %-ზე მეტმა სფეროს წარმომადგენლმა მიიღო მონაწილეობა და დააფიქსირა გაგიცვაში მონაწილეობის მზაობა.
დღეს აქ ჩვენთან ერთად ათობით სკოლის და საბავშვო ბაღი, ადმინისტრაციისა და მომსახურების თანამშრომელია, მათი ხელფასიც აგრეთვე დრამატულად დაბალია” - აღნიშნავდა პროფკავშირის პრეზიდენტი, ბატონი ბრონიარზი.
ZNP-ის აღმასრულებელმა საბჭომ მიიღო რეზოლუცია კოლექტიური დავის შესახებ. პროტესტის ადრინდელმა ფორმებმა მანიფესტაციებმა, მარშებმა, პიკეტირებებმა და საპროტესტო აქციებმა ვერ შეცვალეს მთავრობის პოზიცია რამაც საერთო უკმაყოფილება გაფიცვაში გადაიზარდა.
„მასწავლებლის თვიური ხელფასი საშუალოდ 1751 ზლოტით იწყება და 3000 ზლოტამდე აღწევს (470-დან 780 აშშ დოლარამდე), რაც ასევე ძალიან ცოტაა“ ამბობს ბრონიარზი. იგი წუხს, რომ „ სკოლის ადმინისტრაციისა და ტექპერსონალის დაბალი ხელფასი ისევ არ იზრდება“.
„ჩვენ მოვითხოვთ 1000 ზლოტის ოდენობის საბაზისო ხელფასის გაზრდას. მხოლოდ ამ გზით გახდება ხელფასები განათლების სფეროში პოლონეთში საშუალო ხელფასის ექვივალენტური“- განმარტავს პროფკავშირის პრეზიდენტი.
ZNP-ის ლიდერზე განხორციელებული ზეწოლის, დისკრედიტაციის მცდელობების მიუხედავად ის მადლობას უხდის თვითეულ პედაგოგს ერთიანობისთვის.
 
 23 აპრილი, 2019 წელი.