საქართველოს  პედაგოგთა და მეცნიერთა  თავისუფალი პროფკავშირი

   სპმთპ-ის ჩოხატაურის რაიონული ორგანიზაციის კონფერენციის დელეგატებმა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში სპმთპ-ის სტრუქტურული ერთეულის გაძლიერების სტრატეგიასა და სამოქმედო პროგრამას მხარი, პროფკავშირულ საქმიანობაში გამოცდილ კანდიდატს, მზია ოსეფაიშვილს დაუჭირეს. 2018 წლის 4 ოქტომბერს სპმთპ-ის ჩოხატაურის რაიონული ორგანიზაციის საანგარიშო-საარჩევნო კონფერენცია გაიმართა, რომელსაც სპმთპ-ის ვიცე-პრეზიდენტი საფინანსო დარგში ნათია კორძაძე ესწრებოდა. მან კონფერენციის დელეგატებთან ერთად განიხილა საგანმანათლებლო სისტემაში მიმდინარე პროცესები, დეტალურად წარუდგინა სპმთპ-ის 2014-2018 წლებში მიღებული შედეგები და სამომავლო ხედვები. ჩოხატაურის რაიონში დასაქმებულთა სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებისა და პროფკავშირული საქმიანობის განხორციელების მიზნით ბოლო წლებში ინტენსიურად მიმდინარეობდა პროფკავშირული საქმიანობა. 2018 წლის დასაწყისში სპმთპ-ის პრეზიდენტი მაია კობახიძე პირადად შეხვდა ჩოხატაურის რაიონული ორგანიზაციის აქტივსა და სკოლების წარმომადგენლებს. მან დამსწრე საზოგადოებას სპმთპ-ის განვილილი გზა 2010 წლიდან 8 წლის განმავლობაში გააცნო, ერთად იმსჯელეს დარგში არსებულ საჭირბოროტო საკითხებსა და აქტუალურ თემებზე. აღსანიშნავია, რომ სანგარიშო პერიოდში, სპმთპ- ჩოხატაურის რაიონული ორგანიზაცია შესაძლებლობის ფარგლებში სხვადასხვა ღონისძიებებს გეგმავდა. აღინიშნებოდა მასწავლებლის დღისადმი მიძღვნილი დღეები; თანადაფინანსებით ეწყობოდა ექსკურსიები, კორპორაციული საღამო საბავშვო ბაღის თანამშრომლებისათვის; ტრენინგები საბავშვო ბაღის აღმზრდელების, მუსიკის პედაგოგებისა და მზარეულებისათვის.