32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com
   ,,ჩვენ ერთმანეთს ვაძლიერებთ! “- აღნიშნა თამილა შავდათუაშვილმა 2 ოქტომბერს მიმდინარე სპმთპ-ის ქარელის რაიონული ორგანიზაციის საანგარიშო-საარჩევნო კონფერენციაზე. ქარელის N:2 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების წარმატებული პედაგოგი თამილა შავდათუაშვილი, 2014 წლიდან სპმთპ-ის ქარელის რაიონული ორგანიზაციის შექმნას ჩაუდგა სათავეში. 2018 წლის კონფერენციას სპმთპ-ის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი მარი ალუღიშვილი, იურიდიული დეპარტამენტის იურისტი მეგი საკანდელიძე და საპატიო სტუმარი, თამილა შავდათუაშვილის აღზრდილი, საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი ბატონი გიორგი თოთლაძე ესწრებოდნენ. გასული ოთხი წლის განმავლობაში ქარელის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებსა და საბავშვო ბაგა-ბაღებში წევრთა მოზიდვა-დამაგრების პროგრამა სპმთპ-ის ხელმძღვანელი პირების უშუალო ჩართულობით და სპმთპ-ის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფორსის მაია ესებუას ორგანიზებით ქარელის რაიონში წევრა ორგანაიზინგში ჩართული იყო სპმთპ-ის ცენტრალური აპარატის თანამშრომლეთა უმრავლესობა. შედეგად 2018 წლისთვის წევრთა რაოდენობა სკოლებსა და ბაღებში დღითიდღე იზრდება. ანგარიშის წარდგენისას თამილა შავდათუაშვილმა განსაკუთრებული მადლობა გამოხატა გაწეული დახმარებისთვის. მან დელეგატების წინაშე გაიხსენა 2017 წლის 14 თებერვლის ქარელის კულტურის სახლში გამართული ღონისძიება სახელწოდებით "ჩვენ ერთმანეთს ვაძლიერებთ!'' ,,საინფორმაციო და შემოქმედებით ხასიათის ღონისძიება, სპმთპ-ის პრეზიდენტის მაია კობახიძის ჩართულობით, პედაგოგებთან უშუალო ინტერაქცია.. გარდამტეხი ფაქტორი აღმოჩნდა ორგანიზაციის ადგილობრივ დონეზე საძირკველის გამყარებისთვის... სპმთპ-ის წევრებისა და სტუმრების კმაყოფილი და ბედნიერი სახეები არასოდეს დაგვავიწყდება''- აღნიშნა მომხენებელმა მადიელერებით. 2014-2018 წლებში სპმთპ-ის წევრებისთვის გაწეული საქმიანობის შეჯამებისასთან ერთად თავმჯდომარეობის კანდიდატმა თამილმა შავდათუაშვილმა ქარელის რაიონში სპმთპ-ის სტრუქტურული ერთეულის გაძლიერებისთვის დასახული მოკლე და გრძელვადიანი პროგრამა წარმოადგინა. სპმთპ-ის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა მარი ალუღიშვილმა ორგანიზაციის 2014-2018 წლის საქმიანობის პრეზენტაციის წარდგენასთან ერთად ღია ფორმატში უპასუხა საგანმანათლებლო სფეროში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებს. ადგილობრივ დონეზე განხორციელდა საგანმანათელბლო, პროფესიული, შემოქმედებითი ღონისძიებები, რომელშიც 362-ზე მეტი წევრი უკვე ჩაერთო, ამასთან შესაძლებლობის ფარგლებში ადგილობრივი ორგანიზაცია ყურადღებას იჩენს წევრების ღვაწლის დასაფასებლად. სპმთპ წარმატებებს უსურვებს თამილა შავდათუაშვილს პროფკავშირულ საქმიანობაში.