32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com
 ადიგენის რაიონის დონეზე მრავალი წელია ერთგულად და თავდადებით ემსახურება წევრებს სპმთპ-ის ადიგენის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე შორენა გავაშელი. მიუხედავად არაერთი ხელისშემშლელი ფაქტორებისა და გამოწვევებისა, მან სპმთპ-ის ხელმძღვანელობის მხარდაჭერით, ბოლო წლებში ძალისხმევა არ დაიშურა გაეძლიერებინა რაიონული ორგანიზაცია. 2018 წლისთვის სპმთპ-ის ადიგენის რაიონულ ორგანიზაციში გაწევრიანებულია ზოგადსაგანმანთლებლო სკოლების 60%-მდე დასაქმებული და სკოლამდელი დაწესებულებების 80%-ზე მეტი თანამშრომელი. მიმდინარე წლის 1 ოქტომბერს, სპმთპ-ის ადიგენის რაიონული ორგანიზაციის საანგარიშო-საარჩევნო კონფერენციაზე, შორენა გავაშელმა 2014-2018 წლების ადგილობრივ დონეზე გაწეული საქმიანობა შეაჯამა, რომელსაც ესწრებოდნენ, კონფერენციის დელეგატები, სპმთპ-ის ვიცე-პრეზიდენტი საფინანსო დარგში, ნათია კორძაძე და სპმთპ-ის კანცელარიის უფროსი ქეთევან ვადაჭკორია. ადიგენის რაიონული ორგანიზაციის კონფერენციის დელეგატებმა მოისმინეს სპმთპ-ის ვიცე-პრეზიდენტის ნათია კორძაძის მიერ წარმოდგენილი ,,სპმთპ-ის 2014-2018 წლების საქმიანობის პრეზენტაციას”, იმსჯელეს და წამოაყენეს წინადადებები რისი გათვალისწინებაც მოხდებოდა ორგანიზაციის შემდგომი საქმიანობის მიმართულებებში. ღია დისკუსიისა და მსჯელობის შედეგად, კონფერენციის დელეგატებმა ერთად დაამტკიცეს შორენა გავაშელის მიერ წარმოდგენილი შემდგომი ვადისთვის გაწერილი სამოქმედო გეგმა, რომლის ძირითად პრიორიტეტად პროფესიული განვითარებისა და ხელშეწყობის, შრომით, სოციალურ ეკონომიკური უფლებების ადვოკატირებასთან ერთად უნდა წარმოადგენდეს, დასაქმებულთა სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებისა და პროფკავშირული საქმიანობის ღირებულებების დამკვიდრების მიზნით, ადგილობრივი პირველადი ორგანიზაციების ქმედითუნარიანობის გაძლიერების ხელშეწყობა. სპმთპ წარმატებებს უსურველს სპმთპ-ის ადიგენის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეს შორენა გავაშელს შემდგომ საქმიანობაში.