32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com
   ,,ერთობა ძალა და მეტი შესაძლებლობაა! “ - ერთიანობის პრინციპის დაცვით შეძლო ნათელა თევზაძემ, სპმთპ-ის საჩხერის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, 2018 წლის ბოლოსთვის 22 პირველი ორგანიზაციის შექმნა საჩხერის მუნიციპალიტეტში. 2018 წლის 28 სექტემბერს საჩხერის რაიონული ორგანიზაციის საანგარიშო-საარჩევნო კონფერენციას სპმთპ-ის ვიცე-პრეზიდენტი ნათია კორძაძე და სპმთპ-ის ჭიათურის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ესწრებოდნენ. სპმთპ-ის საჩხერის რაიონული ორგანიზაციის წევრების სახელით ნათელა თევზაძემ ხაზი გაუსვა იმ ყურადსაღებ ფაქტს, რომ ადგილობრივი ორგანიზაციის მხრიდან გაწეულ ღონისძიებების ანგარიშთან ერთად, სპმთპ-ის მიერ გაწული საქმიანობას სპმთპ-ის ვიცე-პრეზიდენტი ნათია კორძაძე წარუდგენს დამსწრე საზოგადოებას. სპმთპ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ნათია კორძაძემ პრეზენტაციის წარდგენისას აღნიშნა: ,,ჩვენი ვალდებულებაა სპმთპ-ის თვითოეულ წევრს არამარტო ჩავაბაროთ ანგარიში, არამედ მოვისმინოთ კრიტიკული შენიშვნები, ერთად დავგეგმოთ და განვახორციელოთ ჩვენი საქმიანობა ეფექტურად ყველა დონეზე”. კონფერენციის დელეგატებისა და მოწვეული სტუმრების წინაშე, სპმთპ-ის საჩხერის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, ნათელა თევზაძე, მის მიერ გაწეული ოთხწლიანი საქმიანობის ანგარიშით წარსდგა. მან განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა სპმთპ-ის პრეზიდენტს მაია კობახიძესა და ვიცე-პრეზიდენტს ნათია კორძაძეს თანადგომისა და მხარდაჭერისათვის. მომხსენებელმა მაგალითისათვის 2016 წლის ბოლო გაიხსენა, როდესაც სპმთპ-ის ხელმძღვანელი პირები პირადად შეხვდნენ საჩხერის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაგა-ბაღების 250 წარმომადგენელს, ერთად იმსჯელეს პროფკავშირული ორგანიზაციის ამოცანებზე, ადრეული განათლების სფეროში მიმდინარე პროცესებსა და დაანახეს სპმთპ-ისა და მისი წევრების ჩართულობის აუცილებლობა პროცესებში. ერთობლივმა ძალისხმევამ საჩხერის რაიონში შედეგი გამოიღო სპმთპ-ის საჩხერის რაიონულ ორგანიზაციას საბავშვო- ბაგა ბაღების თანამშრომლებმა ნდობა გამოუცხადეს. სპმთპ-ის საჩხერის რაიონული ორგანიზაციის წევრები ჩართულები არიან სპმთპ-ის მიერ ორგანიზებულ ფართომასშტაბიან ღონისძიებებში, შესაძლებლობების ფარგლებში, ადგილობრივ დონეზე ნათელა თევზაძის ორგანიზებით ჩატარებულია პროფესიული განვითარების ტრენინგ-სემინარები სხვადასხვა მიმართულებით: პროფესიულ უნარებში; I-IV და I-VI კლასების ქართული ენის, მათემატიკისა და ბუნებისმეტყველების მასწავლებლებისთვის; დაწყებითი კლასების პედაგოგებისთვის აკადემიურ წერასა და უნარებში; ფიზიკის, ისტორიის მასწავლებლებისა და კლასის დამრიგებლებისათვის მეთოდოლოგიური სწავლებები; სკოლების ადმინისტრაციებისათვის სკოლის მართვის საკითხებში ტრენინგები; სემინარები გაიარეს საბავშვო ბაღის აღმზრდელებმა და აღმზრდელის თანაშემწეებმა. ნათელა თევზაძის ოთხწლიან ანგარიშში აღნიშნულია, რომ ადგილობრივ დონეზე ტრადიციულად ტარდება მასწავლებლის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები, რა დროსაც წარმატებულ პედაგოგებს, ღვაწლმოსილ პენსიონერ პედაგოგებს და სკოლებს ორგანიზაციის სახელით გადაეცემათ მადლობის სიგელები და ფასიანი საჩუქრები; თანადაფინანსებით ეწყობა ექსკურსიები პროფწევრთათვის. სპმთპ-ის საჩხერის რაინული ორგანიზაციის თავმჯდომარემ მადლობა გამოხატა საჩხერის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრისა და სკოლების დირექტორების, რაიონის ხელმძღვანელობის მიმართ, რეგულარულად იმართება შეხვედრები ღვაწლმოსილ პედაგოგებთან, პედაგოგთა ძალისხმევის დაფასების აღნიშვნის მიზნით. კონფერენციის მონაწილეებმა ადგილობრივ და სახელმწიფო დონეზე გაწული საქმიანობის გათვალისწინებით იმსჯელეს მიღებულ შედეგებზე, ერთად დასახეს ადგილობრივი ორგანიზაციის გაძლიერება-განვთარების მიმართულებების გზები. გამომსვლელები აღნიშნავდნენ პირველადი ორგანიზაციების ეფექტური საქმიანობისთვის სამუშაო შეხვედრების აუცილებლობაზე, მეტი ინფორმაციის მიღებისა და ინტენსიური უკუკავშირისათვის. კონფერენციის დასასრულს დელეგატებმა დაამტკიცეს სპმთპ-ის საჩხერის რაიონული ორგანიზაციის არჩეული ლიდერის ნათელა თევზაძის მიერ წარმოდგენილი სამოქმედო გეგმა და განსაზღვრეს ადგილობრივი ორგანიზაციის გაძლიერების მექანიზმები.