,,პროფკავშირის ძალა და ბრძოლისუნარიანობა დამოკიდებულია წევრთა სამოქალაქო ცნობიერებასა და პიროვნულ თავისუფლებებზე“- განაცხადა სპმთპ-ის ახმეტის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ ნაირა ქააძემ. 2018 წლის 20 სექტემბერს გამართულ სპმთპ-ის ახმეტის რაიონის საანგარიშო-საარჩევნო კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს დელეგატებმა, ხოლო მოწვეული სტუმრების სტატუსით კონფერენციას ესწრებოდნენ ახმეტის რაიონის რესურსცენტრის უფროსი, მანანა ნადიბაიძე; ახმეტის #1 საჯარო სკოლის დირექტორი, ნანული კრიხელი და ს. დუისის საჯარო სკოლის დირექტორი, ლილი სვიაკაური. სპმთპ-ის ახმეტის რაიონული ორგანიზაციის ლიდერმა, ნაირა ქააძემ სიტყვით გამოსვლისას ორგანიზაციაში განხორციელებული ოთხ წლიანი სამუშაო პერიოდი შეაჯამა. გამომსვლელმა ნაირა ქააძემ დელეგატებს მოუწოდა ღიად ემსჯელათ და ერთად გაეანალიზებინათ საგანმანათლებლო სისტემაში მიმდინარე აქტუალური საკითხებზე. სპმთპ-ის ახმეტის რაიონული ორგანიზაციის ლიდერმა ხაზგასმით აღნიშნა, წევრების მიდგომების, ხედვებისა და წინადადებების გათვალისწინების მნიშვნელობა, რაიონული ორგანიზაციის სამოქმედო პროგრამის ეფექტურად განხორციელების მიზნით. „ახლა ჩვენთვის მთავარია ორგანიზაციამ შეიმუშაოს ოპტიმალური პოზიცია და სტრატეგია, იმ გარემოებათა გათვალისწინებით, რომ ერთი მხრივ, ხელი შევუწყოთ საგანმანათლებლო სისტემის განვითარებას და მეორე მხრივ, ვიმუშაოთ ჩვენს წევრებთან პროფკავშირული ორგანიზაციის ავტორიტეტის ამაღლებისათვის“-განაცხადა ნაირა ქააძემ. ახმეტის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ გულისტკივილით აღნიშნა, რომ პროფკავშირული იდეალებისადმი ერთგულება წევრებში ჯერ კიდევ დაბალ ხარისხშია და გულისტკივილით დასძინა, რომ ზოგიერთი მათგანი დირექციის გავლენის ქვეშ ექცევა. გამომდინარე აქედან მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა, წევრების ცნობიერების ამაღლების აუცილებლობაზე, პროფკავშირის მიზნებისა და ამოცანებთან დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიებებში მათი აქტუალური ჩართულობაზე. სპმთპ-ის ახმეტის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ნაირა ქააძემ საკუთარ გამოსვლაში ყურადღება პედაგოგთა ხელფასებზე გაამახვილა. მან დამსწრე საზოგადოებას შეახსენა რომ 2014 წლის სპმთპ-ის კამპანია და 17 000-მდე ხელმოწერების მოგროვების პროცესები, რის შედეგადაც ორჯერ გაიზარდა პედაგოგები საბაზო ხელფასი. ,, ექმნილ მძიმე სოციალურ პირობებში პედაგოგის დატოვება აღარ შეიძლება“- აღნიშნა მან და მიმართა დელეგატებს მეტი აქტიურობისაკენ. ახმეტის რაიონული ორგანიზაციიის ლიდერმა საკუთარ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. მისი თქმით მთავარ ამოცანად პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის როლისა და თითოეული წევრის მოტივაციის ამაღლებაა. ახმეტის რაიონული ორგანიზაციის ლიდერი მიიჩნევს, რომ პროფკავშირის წევრთა მუშაობა ინდივიდუალური შეხვედრებით, ტრენინგ-სემინარებით და სხვა აქტივობებით უნდა განხორციელდეს. „ ტრენინგი ჩავატარეთ საგანმანათლებლო ცენტრიდან მოწვეული ტრენერების მეშვეობით, როგორც სკოლის ისე სკოლამდელ დაწესებულებათა მუშაკებისთვის ახლაც, მთავარი აქცენტი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობაზე არის ორიენტირებული, მათი კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობის მიზნით, მღალკვალიფიციური ტრენერების მიერ ჩატარებულ ტრენინგებზე, რისი შედეგაითაც ბევრმა პედაგოგმა მოახერხეს სტატუსის შეცვლა, რაც პირდაპირ კავშირშია მათ ანაზღაურების ზრდაზე”- ნათქვამია ნაირა ქააძის საანგარიში მოხსენებაში. 2018 წლის ბოლოსთვის ახმეტის პირველადი პროფკავშირული ორგანიზაცია 62 საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებაში მოქმედებს. ახმეტის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ მასწავლებელთა საქმიანობის დაფასების მიზნით გასულ წელს მადლობის სიგელებით და ფასიანი საჩუქრებით რაიონის სხვადასხვა პედაგოგები დააჯილდოვა. ახმეტის რაიონულმა ორგანიზაციამ სამოქალაქო პასუხისმგებლობის ამაღლების მიზნით, ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით საჩუქრები მრავალშვილიან პროფწევრებს გადასცა. ნაირა ქააძე მადლობა გადუხადა სოცილურ პარტნიორებს, ადგილობრივ ხელისუფლებას თანამშრომლობისათვის. სპმთპ-ის ახმეტის რაიონული ორგანიზაცია აქტიურად თანამშრომლობს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან . „პროფკავშირის გაძლიერება, ყველა ჩვენგანის ვალია... „მიმაჩია, რომ მთავარია ვიყოთ ერთგულები პროფკავშირული იდეებისადმი და გულწრფელები პროფკავშირული ღირსებების მიმართ, ვიყოთ თამამები, ღიად ვისაუბროდ არსებულ ნაკლოვანებებზე და პრინციპულად მოვითხოვოთ მათი გადაწყვეტა, ერთად ავამაღლოთ პროფკავშირის როლი დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის საქმეში“ - ამ სიტყვებით დაასრულა ახმეტის რაიონული ორგანიზაციის ლიდერმა საკუთარი გამოსვლა დამსწრე საზოგადოების წინაშე. კონფერენციის დასასრულს დელეგატებმა ერთხმად გამოუცხადეს ნდობა და ნაირა ქააძე მომდევნო 4 წლის ვადით აირჩიეს სპმთპ-ის ახმეტის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარედ. კონფერენციის დელეგატებმა დაამტკიცეს სპმთპ-ის ახმეტის რაიონული ორგანიზაციის მომავალი ოთხწლიანი საქმიანობის გეგმა და ღია კენჭისყრით აირჩიეს სპმთპ-ის IX საანგარიშო–საარჩევნო ყრილობის დელეგატები. დასკვნით ნაწილში ახმეტის რაიონის პედაგოგებსა და სოციალურ პარტნიორებს სპმთპ-ის სერტიფიკატები გადაეცათ.