ზესტაფონი სოსო    „შეგნებული მაქვს, რომ ნდობა ერთია და საქმე კი მეორე.. ისიც ვიცი, რომ თანამდებობა ხიბლი არ არის... მთელი სიგრძე-სიგანით ვითავისებ აღნიშნულნ დობასა და პასუხისმგებლობას“-ამგვარი ემოციებით გახსნა იოსებ ჟღენტმა ზესტაფონის რაიონული ორგანიზაციის რიგით მე-6 საანგარიშო-საარჩევნი კონფერენცია, რომელსაც ქალაქ ზესტაფონის ,,მომავლის ბიზნეს სკოლამ” უმასპინძლა. ,,დაუვიწყარია ბატონი ავთოს როლი სპმთპ-ის თვითმყოფადობის შენარჩუნების, 2012-2017 წლებში ორგანიზაციის რეაბილიტაციისა და საგანმანათლებლო სექტორში დასაქმებულთა შორის ნდობის აღდგენის პროცესში”- აღნიშნა, სპმთპ-ის პრეზიდენტმა მაია კობახიძემ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო საზოგადოების წინაშე. საანგარიშო-საარჩევნო კონფერენციის მონაწილეებმა წუთიერი დუმილი მიაგეს სპმთპ-ის ზესტაფონის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის ბატონი ავთანდილ მჭედლიძის ხსოვნას. 2018 წლის 26 სექტემბერს ზესტაფონში მიმდინარე კონფერენციას ესწრებოდნენ სპმთპ-ის ზესტაფონის რაიონული ორგანიზაციის კონფერენციის დელეგატები, ტყიბულის საგანმანათლებლო სფეროს მესვეურები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, საპატიო სტუმრის სტატუსით მოწვეული პირები სპმთპ-ის პრეზიდენტი, მაია კობახიძე; აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი, მარი ალუღიშვილი; ქუთაისის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარე, თამარ გაბუნია და საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსი მაია ესებუა. კონფერენციის დამსწრე საზოგადოების წინაშე სპმთპ-ის ზესტაფონის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის კანდიდატი იოსებ ჟღენტი წარსდგა. იოსებ ჟღენტმა მადლობა გადაუხადა სპმთპ-ის პრეზიდენტს, მაია კობახიძეს, სპმთპ-ის ცენტრალურ აპარტს და ზესტაფონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელს ნათია რობაქიძეს მხარდაჭერისა და გვერდში დგომისათვის. იოსებ ჟღენტმა საკუთარი განვლილი გზა რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნიდან გაიხსენა. „ჩემამდე მოაღწია ინფორმაციამ, რომ ქალაქისა და სოფლის რამდენიმე სკოლაში პროფკავშირული ორგანიზაციების წევრები ტოვებდნენ პროფკავშირულ რიგებს...“ - გაიხსენა იოსებ ჟღენტმა. მას დაეკისრა პრობლემის იდენტიფიცირება და სპმთპ-ის ცენტრალური აპარატის დიდი ხელშეწყობით დაიწყო პროფკავშირული საქმიანობა. ,,გავამხელ საკუთარ თავს.... ერთგვარმა შიშმაც კი შემიპყრო, არ დაშლილიყო ორგანიზაცია რაიონში და ნდობა, რომელიც ჩემთვის იყო გამოცხადებული ....მარცხით არ დამთავრებულიყო“- აღნიშნა იოსებ ჟღენტმა. ზესტაფონის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეობის კანდიდატმა, მისი კოორდინაციით გატარებულ აქტივობებზე დეტალურად ისაუბრა. ,,აქტიურმა, მიზანმიმართულმა გასვლითმა შეხვედრებმა თავისი შედეგი გამოიღო... პედაგოგების ერთიანობას საძირკველი გაუმყარდა ზესტაფონის მნიციპალიტეტში”- იოსებ ჟღენტმა თვითეულ წევრს მადლობა გადაუხადა ნდობისთვის. სიტყვით გამოსვლისას იოსებ ჟღენტმა მადლობა გადაუხადა სპმთპ-ის პრეზიდენტს კონფერენციის დაწყებამდე ზესტაფონის საჯარო სკოლის იმ პედკოლექტივთან შეხვედრისთვის, სადაც მრავალი წელი სპმთპ-ის ზესტაფონის რაიონული ორგანიზაციის ლიდერი ბატონი ავთანდილ მჭედლიძე პედაგოგიურ მოღავწეობას ეწეოდა. აქვე მან აცნობა, რომ ზესტაფონი ბაგა- ბაღის თანამშრომლები გამოხატავენ სრულ მზაობას დაუბრუნდნენ სპმთპ-ის დიდ ოჯახს. მიუხედავად იოსებ ჟღენტის მცირე პროფკავშირული საქმიანობისა და გამოცდილებისა, კანდიდატმა ხაზგასმით აღნიშნა რომ წევრებთან ინტენსიური შეხვედრებისა და მათი ინფორმირებულობა ქვაკუთხედია წარმატებული საქმიანობისა. ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარეობის კანდიდატის სამოქმედო გეგმის მთავარი მიმართულებაა წევრებთან მჭიდრო კომუნიკაცია. პროფკავშირული შეხვედრების დროს პედაგოგები გულახდილად საუბრობენ და მხოლოდ ერთად შეუძლიათ გამოწვევებს უპასუხონ. კონფერენციის მონაწილეებმა პირადად მოისმინეს სპმთპ-ის პრეზიდენტის მაია კობახიძის ბოლო ოთხწლიანი საქმიანობის ანგარიში და მიიღეს საჭირო და კომპეტენტური პასუხები დისკუსიის ფორმატში. კონფერენციის დასასრულს სპმთპ-ს ზესატაფონის რაიონული ორგანიზაციის აქტიური წევრები სამადლობელი სიგელებით დაჯილდოვდნენ. სპმთპ-ის ზესტაფონის რაიონული ორგანიზაციას ოთხწლიანი ვადით იოსებ ჟღენტი ჩაუდგა სათავეში.