32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com
12106894 948127811911388 7707181409025210285 n  მასწავლებელთა საერთაშორისო პროფესიული დღეების ფარგლებში პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ლალი დათაშვილის წიგნის, - „ოლამი ქართულ ლიტერატურაში“ პრეზენტაცია გაიმართა. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ლალი დათაშვილი მრავალი წიგნის ავტორია და 2011 წლიდან დღემდე ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (გაუ) პროფესორი და სკოლის „ლოგოსი“ პედაგოგია. საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის პრეზიდენტი, ქალბატონი მაია კობახიძე გულმხურვალედ ულოცავდა ერთიან საქართველოს მასწავლებლობას პროფესიულ დღესასწაულს, ქალბატონ ლალის, ასეთ წარმატებასა და ყოველი ქართველისთვის ძვირფას საჩუქარს - ყოვლისმომცველ წიგნს - ანისა და ჰაეს შემკვრელს, შემადუღებელს. წიგნს, რომელიც ოლამური ხედვით გვაჩვევს და გვასწავლის სამყაროს მთლიანობასა და ამ მთელში ადამიანის ადგილს, თავისი წარსულით, აწმყოთი და მომავლით. ლიტერატურულ საღამოს ესწრებოდნენ მეცნიერები, მკვლევარები, პედაგოგები და მკითხველები.