32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com
eka     ,,სულ რამდენიმე თვეა, რაც აქტიური პროფკავშირული საქმიანობა დავიწყე! სამწუხაროდ მხოლოდ მე ვიყავი პედაგოგთა პროფკავშირის წევრი. შეიძლება ითქვას, რომ საერთო ძალისხმევით, სუფთა ფურცლიდან დავიწყეთ აგურ-აგურ ჩვენი ორგანიზაციის შენება ტყიბულის რაიონში...”- აღნიშნა ეკატერინე ჭელიძემ სპმთპ-ის ტყიბულის რაიონული ორგანიზაციის სანგარიშო-საარჩევნო კონფერენციაზე თავმჯდომარეობის კანდიდატმა, ქალაქ ტყიბულის N:6 საჯარო სკოლის წამყვანმა პედაგოგმა.

გასული აკადემიური წლის ბოლოს ტყიბულის რაიონის საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულთა სამოქალაქო და პროფკავშირული საქმიანობის ცნობიერების ამაღლების მიზნით, სპმთპ-ის ცენტრალურმა აპარატმა ინტენსიური ორგანაიზინგის პროგრამა განახორციელა.აქტივობებში აქტიურად ჩაერთო ქალაქ ტყიბულის საჯარო სკოლის პედაგოგი ეკატერინე ჭელიძე. მისი ძალისხმევითა და ენთუზიაზმით მოხერხდა ტყიბულის მუნიციალიტეტის საგანმანათლებლო დაწესებულებების უმეტეს ნაწილში საინფორმაციო და პროფკავშირული საქმიანობა. შედეგად სულ რამდენიმე თვეში 100-ზე მეტმა დასაქმებულმა ნდობა გამოუცხადა სპმთპ-ის საქმიანობას.

სპმთპ-ის ტყიბულის რაიონის სანგარიშო-საარჩევნო კონფერენცია 2018 წლის 28 სექტემბერს გაიმართა, რომლის მუშაობაში 16-მა დელეგატმა, სპმთპ-ის აქტიურმა წევრებმა და მოწვეულმა სტუმრებმა მიიღეს მონაწილეობა.კონფერენციაზე თავმჯდომარეობის კანდიდატმა, ეკატერინე ჭელიძემ მისი კოორდინაციით ტყიბულის რაიონულ ორგანიზაციაში განხორციელებული საქმიანობის დეტალური ანგარიში წარადგინა დამსწრე საზოგადოების წინაშე.

ეკატერინე ჭელიძემ მადლობა გადაუხადა სპმთპ-ის ხელმძღვანელობასა და სპმთპ-ის ცენტრალური აპარატის თანამშრომლებს მისი აქტიური პროფკავშირული საქმიანობის ხელშეწყობისთვის და თვითოეულ წევრს თანადგომისთვის.

ეკატერინე ჭელიძე ტყიბულის რაიონში საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულ პირთა პროფკავშირულ საქმინობაში ჩართვასთან ერთად მუდმივად ზრუნავს კოლეგების სპმთპ-ის საგანმანათლებლო და პროფესიული ზრდისა და განვითარების ხელშეწყობისთვის. აღსანიშნავია, რომ მცირე დროის მიუხედავად სპმთპ-ის ტყიბულის რაიონული ორგანიზაციის წევრმა მასწავლებლებმა მონაწილეობა მიიღეს სპმთპ-ისა და პარტნიორი ორგანიზაციის GL-ის (დანიის უმაღლესი საფეხურის მასწავლებელთა ეროვნული პროფკავშირი) საპილოტე პროექტში,,განათლებისპოლიტიკისადვოკატირებისშესაძლებლობებისადასკოლისდემოკრატიულიმართვისუნარებისგანვითარება" დანიური გამოცდილებისა და სწავლა სწავლების თანამედროვე მეთოდოლოგიების გაზიარების მიზნით. 2018 წლის ივნისის თვეში სპმთპ-ის ტყიბულის რაიონული ორგანიზაციის წევრებისთვის ჩატარდა პროფესიული განვითარების ხელშემწყობი ტრენინგ-კურსები ორი მიმართულებით: ,,პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა” და ,,პროფესიული უნარები”. აგრეთვე სპმთპ-ის წევრმა მასწავლებლებმა და მათმა ოჯახის წევრებმა ისარგებლეს ზაფხულის დასვენების პროგრამით. ეკატერინე ჭელიძის შუამდგომლობით, ტყიბულის რაიონის საჯარო სკოლებისა და საბავშვო ბაგა-ბაღების დასაქმებულთა სამართლებრივი უზრუნვლყოფა და იურიდიულ კონსულტაციებიინტენსიურად მიმდინარებს, რაც დიდ ინტერესსა და მზაობასიწვევს ტყიბულის რაიონის განათლების დარგში დასაქმებულთა შორის.

ტყიბულის რაიონში გამართულიკონფერენციის მონაწილეებსა და საპატიო სტუმრებს სპმთპ-ის პრეზიდენტმა მაია კობახიძემ ორგანიზაციის ბოლო ოთხწლიანი საქმიანობის ანგარიში წარუდგინა. მან კონფერენციის მონაწილეებთან ერთად იმსჯელა საგანმანათლებლო სფეროში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, უპასუხა სიღრმისეულ ანალიზზე დაფუძვენებით პედაგოგთა მხრიდან დასმულ შეკითხვებს.

სპმთპ-ის ტყიბულის რაიონული ორგანიზაციის დელეგატებმა და პროფაქტივმა კანდიდატის მიერ მომზადებული სამოქმედო გეგმის გათვალისწინებით დაგეგმეს რაიონულ დონეზე ორგანიზაციის შემდგომი გაძლიერების ძირითადი მიმართულებები. კანდიდატის, ეკატერინე ჭელიძის სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს წევრთა განათლების სფეროში მიმდინარე პროცესების შესახებ ინფორმირების უზრუნველყოფას; სპმთპ-ის მხრიდან ინიცირებული ცვლილებების გაცნობას; პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციების განვითარებას; წევრთა აქტიურ ჩართულობას პროფკავშირულ საქმიანობაში; ინდივიდუალური პრობლემის გამოვლენა-აღმოფხვრას; ახალ წევთა მოზიდვა-დამაგრებას; აქტივისა და ლიდერების პროფკვშირულ სწავლებას; პირველადი ორგანიზაციების სტიმულირებას; პედაგოგთა და სპმთპ-ის წევრთა პროფესიული ზრდისა და მათი პროფესიული კავლიფიკაციის ხელშეწყობისთვისტრენინგ-სემინარების ჩატარებას.

კონფერენციას ესწრებოდნენ ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი თემურ ჩუბინიძე; საკრებულოს თავჯდომარე ნატალია კობახიძე; მერის მოადგილეები გიორგი ლომთაძე და სოფიო ბოჭორიშვილი; ტყიბულის საგანმანათლებო რესურსცენტრის უფროსი ირინე კორძაია;ტყიბულის რაიონის რწმუნებული კობა გიორგაძე; კულტურის, სპორტის ახალგაზრდული დეპარტამეტის უფროსი ალეკო ბიბილაშვილი,ტყიბულის იურიდიული განყოფილების უფროსი ლაშა ბოჭორიშვილი, ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს წარმომადგენელი ნიკა წიქრიძე, ხელოვნების და მუსიკის სკოლის წარმომადგენელი, სპორტული ცენტრის წარმომადგენელი მარიკა ბოჭორიშვილი, საინფორმაციო მედიის ჟურნალისტი გიორგი სულაძე, ტყიბულის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტი ნათია მურუსიძე, ტყიბულის მეშახტეთა პროფკავშირის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე გიგა სოხაძე, ტყიბულის მუნიციპალიტეტის სკოლის დირექტორები: შოთა ჯინჯიხაძე, ირინა ბერეკაშვილი, ზვიადი გაბრიჭიძე, ქიშვარდი გოჩელაშვილი, ეკა აბესაძე.

სპმთპ-ის პრეზიდენტმა მაია კობახიძემ ,,პროფკავშირულ საქმიანობაში შეტანილი განსაკუთრებული ღვაწლისთვის“საპატიო სიგელები გადასცა ნუნუ რაფავას, ნანი ამბროლაძეს, შოთა ჯინჯიხაძეს, ნანა მაისურაძეს, ქიშვარდი გოჩელაშვილს, ირინე კორძაიას.

2018 წლის 27 სექტემბრიდან, კონფერენციის დელეგატებმა ეკატერინე ჭელიძეს სპმთპ-ის ტყიბულის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელობას ერთხმად გამოუცადეს ნდობა. განსაზღვრეს ადგილობრივი საბჭოს შემადგენლობა და სპმთპ-ის საარჩევნო დებულების გათვალისწინებით ყრილობის დელეგატი.

სპმთპ ორგანიზაციის ლიდერების სახელით მადლობას უხდის ეკატერინე ჭელიძეს იმისთვის რომ სპმთპ-ის მე-9 საანაგარიშო-საარჩევნო ყრილობისთვის ტყიბულის პედაგოგები გააერთიანა სპმთპ-ის დიდ ოჯახში.