2018 წლის 22 ნოემბერს, ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმის (CSP) მორიგი შეხვედრა ევროპის სოციალური და ეკონომიკური კომიტეტის შტაბ-ბინაში გაიმართა. პლატფორმის (CSP) დელეგაციაში სპმთპ-ის სახელით წარმოდგენილი იყო სპმთპ-ის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი მარი ალუღიშვილი.

საქართველო-ევროკავშირის სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმა(CSP) ,,ევროკავშირი - საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების” ფარგლებშია შექნილი, სადაც საქართველოს მთავრობასა და სოციალურ პარტნიორებს, სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და ევროკავშირის მხარეს ეძლევათ შესაძლებლობა იმსჯელონ ,,ასოცირების ხელშეკრულებით” ნაკისრი ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით, აწარმოონ მონიტორინგი და შეიმუშაონ რეკომენდაციები, როგორც საქართველოს მთავრობისათვის, ისე ეროკავშირის მხარისათვის.რიგით მე-4 შეხვედრა CSP–ს თანათავმჯდომარეებმა რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორმა კახა გოგოლაშვილმა და უნგრეთის მომხმარებელთა კოოპერატივებისა და სავაჭრო ასოციაციების ეროვნული ფედერაციის (ÁFEOSZ-COOP) პრეზიდენტის მრჩეველმა იშტვან კომოროჟსკიმ გახსნეს.ევროპულ მხარესთან ერთად მე-4 შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის დეპარტამენტის გენერალური დირექტორი არჩილ ყარაულაშვილი ესწრებოდა. მონაწილეებმა მე-4 შეხვედრის დღის წესრიგით გათვალისწინებულ ენერგო-ეფექტიანობისა და კლიმატის ცვლილებების სფეროში არსებული პოლიტიკის საკითხებზე მსჯელობასთან ერთად, დისკუსია გამართეს საქართველო -ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სხვადასხვა მიმართულებების მდგომარეობაზე.

სამოქალაქო საზოგადოების წევრები მიესალმნენ ევროპარლამეტნის მხრიდან გამოთქმულ პოზიტურ შეფასებებს მთავრობის მიერ ,,საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებით” გატარებულ ღონისიძიებებს. მათ შორის აღინიშნა დემოკრატიული პროცესების, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისა და კანონის უზენაესობის დამკვიდრების საკითხები. დელეგაციის წევრებმა დადებითად შეაფასეს ევროკავშირისა და საქართველოს დარგობრივი დიალოგის პირველი მაღალი დონის შეხვედრა, საქართველოს ევრო კავშირში ინტეგრაციის დარგობრივი მიმართულებები და ევროკავშირის პოლიტიკასთან დაახლოების ღონისძიებები, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის (DCFTA) პირობები, რაც ევროკაშირის, როგორც საქართველოს ყველაზე დიდ სავაჭრო პარტნორის პიდაპირ ინვესტირებას უზრუნველყოფს.

სპმთპ-ის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა ევროპული და ქართული მხარეების ყურადღება ,,საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებით” განსაზღვრულ საქართველოს საგანმანათლელო სფეროს ევროპულ სტანდარტებთან დაახლოვების საკითხებზე გაამახვილა ყურადღება. მან 2030-ის მდგრადი განვითარების ამოცანების დღის წესრიგის ვალდებულებებზე, ინკლუზიურ, უსაფრთხო, არაძალადობრივი სწავლა-სწავლების გარემოს უზრუველყოფის საჭიროებებზე ისაუბრა.სპმთპ-ის ვიცე-პრეზიდენტმა საგანმანათლებლო სფეროში მიმდინარე პროცესებში სპმთპ-ის როლი და საქმიანობა წარმოაჩინა. მან დამსწრე საზოგადოებას სპმთპ-ისა და საქართველოს განათლების, მეცნირების, კულტურისა და სპორტის სამინოსტროსთან სოციალურ პატნიორობის ასპექტები გააცნო. მარი ალუღიშვილმა ხაზი გაუსვა სასკოლო საზოგადოებასთან (მშობლები, ოჯახები, ადგილობრივი თვითმართველეობების) ინტენსიურ თანამშრომლობის აუცილებლობასა და საგანმანათლებლო სფეროში დასაქმებულთა მხარდაჭერისთვის მეტ ჩართლობას. სპმთპ-ის სახელით მასწავლებლის სტატუსის ამაღლებისთვის, მასწავლებელთა მხარდამჭერი ინიციატივები წარადგინა, მათ შორის მასწავლებელთა პროფესიული განავითარებისა და ტრენინებით ინტენსიური უზრუნველყოფის საჭიროება, შრომითი პირობებისა და ანაზღაურების თემების წინ წამოწევა გამოკვეთა.

საქართველო-ევროკავშირის სამოქალაქო საზოგადოების პლატფორის წევრებმა შეიმუშავეს რიგით მე-4 შეხვედრის რეკომენდაციათა პაკეტი- კლიმატური ცვილებების, ენერგო ეფექტურობის, შრომით უფლებების, საგანმანათლებლო პოლიტიკის, ციფრული ბაზრის ჰარომონიზაციის, კვების პროდუქტების უსაფრთხოების, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის თემებთან მიმართებაში. სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმის წევრებმა ევროკავშირსა და წევრ სახელმწიფოებს ერთხმად მოუწოდეს საქართველოს ევროპულ პერსპექტივის და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის უპირობო მხარდაჭერისკენ; კიდევ ერთხელ გამოთქვეს შეშფოთება საქართველოს ტერნიტორიების ,,ბორდერიზაციის”, ოკუპირებულ ტერიტორებზე მშვიდობიანი მოსახლების გატაცების, მშობლიური ენის სწავლების აკრძალვისა და ადამიანის ფუნდამენტალური უფლებების ხელოფის ფაქტების დაგმობისაკენ.